ნინო ჯავახიშვილი

ქართველი ანატომი და სახელმწიფო მოღვაწე

ნინო ალექსანდრეს ასული ჯავახიშვილი (დ. 20 ოქტომბერი [ძვ. სტ. 7 ოქტომბერი], 1914, მოსკოვი, ― გ. 24 ივლისი, 2012, თბილისი, საქართველო) — ქართველი ანატომი და სახელმწიფო მოღვაწე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1953), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1965). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979). სკკპ წევრი 1944 წლიდან. მეცნიერ, აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის შვილი.

ნინო ჯავახიშვილი
დაბ. თარიღი 7 (20) ოქტომბერი, 1914
დაბ. ადგილი მოსკოვი
გარდ. თარიღი 24 ივლისი, 2012(2012-07-24) (97 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ანატომი და პოლიტიკოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ღირსების ორდენი, ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი და საპატიო ნიშნის ორდენი

1935 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. 1946 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტულ მორფოლოგიის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1959-2006 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. 2006 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის საპატიო დირექტორი.

ნინო ჯავახიშვილი არის 275 სამეცნიერო შრომისა და 7 მონოგრაფიის ავტორი. 43 ნაშრომი გამოქვეყნებულია უცხო ენებზე. მისი სამეცნიერო გამოკვლევები მიეძღვნა გულ-სისხლძარღვთა და პერიფერიული ნერვული სისტემის მორფოლოგიასა და ექსპერიმენტული მედიცინის სხვადასხვა საკითხს. ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა საკავშირო საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე (1966-1977) და საპატიო წევრი, გერონტოლოგთა საკავშირო საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, აგრეთვე უნგრეთის (1974), ბულგარეთის (1975) ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოებებისა და ჩეხოსლოვაკიის (1975) პურკინეს სახელობის სამეცნიერო სამედიცინო საზოგადოების საპატიო წევრი. თბილისის ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე (1966-1977).

საქართველოს სსრ II-V მოწვევათა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი (1953-1963). სსრკ IX და X მოწვევათა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1945 წლიდან საბჭოთა ქალთა კომიტეტის წევრი, 1945 წლიდან — საქართველოს ქალთა კომიტეტის თავმჯდომარე, 1950 წლიდან მშვიდობის საქართველოს რესპუბლიკური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი. სკკპ XXII ყრილობის დელეგატი.

ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა საკავშირო საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე (1966-1977) და საპატიო წევრი, გერონტოლოგთა საკავშირო საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, აგრეთვე უნგრეთის (1974), ბულგარეთის (1975) ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოებებისა და იმდროინდელი ჩეხოსლოვაკიის (1975) პურკინეს სახელობის სახელობის სამედიცინო საზოგადოების საპატიო წევრი.

1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

არჩეული იყო 2003 წლის ქალად „Who Is Who“ (IX ტომი) და ამერიკის ბიოგრაფიის ინსტიტუტის მრჩევლად. ამერიკის ინსტიტუტის მიერვე 2005 წლის 25 ნოემბერს ნომინირებულია XXI საუკუნის დიდ მოაზროვნედ.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის, ხალხთა მეგობრობის, „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით, აგრეთვე მედლით მამაცური შრომისათვის დიდ სამამულო ომში 1943-1945 წლებში.

თხზულებები რედაქტირება

  • ზურგის ტვინის ნერვული წნულებისა და სიმპათიკური წველის ფორმა და ურთიერთობა, თბ., 1952.
  • Изменения ангиоархитектоники крестообразной извилины после перевязки сонной артерии. Кандидатская диссертация, 1941, 120 стр. (отмечено Резолюцией Всесоюз. V Съезда АГЕ, Ленинград. 1951.
  • Коллатеральные пути печеночной артерии. Тр. Ин-та эксп. морф. 1952. Т. IV, стр. 65-147.
  • Сосуды сердца. Изд. «Мецниереба», Тбилиси, 1963, стр. 212. соавтор М.Э.Комахидзе.
  • К изучению восстановления кровообращения сердца при экспериментальном инфаркте миокарда. Изд. «Сабчота Сакартвело», 1967, соавт. М.Э.Комахидзе.
  • Сосуды сердца. Изд. «Наука», Москва, 1963, стр. 366. Соавтор М.Э.Комахидзе.
  • Le courant sanguin retrograde dans le myocard. Проблемы на сравнит. экспер. морф. эмбриол. София, 1977, 297-303.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება