თბილისის ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა საზოგადოება
თბილისის ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა საზოგადოება — ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა საკავშირო საზოგადოების თბილისის ფილიალი 1953-1992 წლებში. 1953 წელს გამოეყო, 1946 წელს ვ. ვარაზის მიერ დაარსებულ სამედიცინო-ბიოლოგიურ საზოგადოებას, რომელიც აერთიანებდა მედიცინისა და ბიოლოგიის სხვადასხვა დარგის (ანატომები, ჰისტოლოგები, ფარმაკოლოგები, ემბრიოლოგები, ბიოქიმიკოსები და სხვა) წარმომადგენლებს. 1992 წელს საკავშირო საზოგადოების ბაზაზე შეიქმნა მორფოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია.
1959 წლამდე მისი პირველი თავმჯდომარე იყო ალექსანდრე ნათიშვილი, 1959-1966 წლებში ალექსანდრე ლეჟავა, 1966-1992 წლებში ნინო ჯავახიშვილი. საზოგადოების წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვა დასხვა რანგის სიმპოზიუმებზე. 1966 წელს არნიშნული საზოგადოების ინიციატივით თბილისში ჩატარდა VII საკავშირო ყრილობა. საზოგადოების ინიციატივით ჩატარდა ამიერკავკასიის მორფოლოგთა კონფერენციები, გამოიცა საზოგადოების არაერთი კრებული. საბჭოთა პერიოდში საზოგადოება აერთიანებდა ყველა უმაღლეს სასწავლებელსა და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებაში მომუშავე სპეციალისტებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავახიშვილი ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 145.