ალექსანდრე ნათიშვილი

ქართველი ექიმი

ალექსანდრე ნათიშვილი (დ. 15 მაისი, 1878, თბილისი — გ. 3 მაისი, 1959) — ქართველი ექიმი და პედაგოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944-1959), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1940), ლენინის, საპატიო ნიშნის და შრომის წითელი დროშის ორდენის კავალერი.

ალექსანდრე ნათიშვილი
დაბ. თარიღი 15 მაისი, 1878(1878-05-15)
დაბ. ადგილი თბილისი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 3 მაისი, 1959(1959-05-03) (80 წლის)
გარდ. ადგილი საქართველოს სსრ
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ექიმი
ალმა-მატერი ხარკოვის უნივერისტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, საპატიო ნიშნის ორდენი, ლენინის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1905 წელს. 1918 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ნორმალური ანატომიის კათედრის გამგე; 1919–1920 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დეკანი; 1921–1930 წლებში ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის ჰისტოლოგიის კათედრას; 1923-1925 წლებში ამავე უნივერსიტეტის პრორექტორია; 1930–1932 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი; 1944–1947 წლებში თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და სასწავლო ნაწილის გამგე; 1946-1950 წლებში საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიურ და მედიცინის მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე. მანვე შექმნა პლასტიკური ანატომიის კათედრა სამხატვრო აკადემიაში (1924), შინაურ ცხოველთა ანატომიის კათედრა ზოოვეტერინალურ ინსტიტუტში (1932), ანატომიის კათერდა ფიზკულტურის ინსტიტუტში.

1946 წელს ორგანიზება გაუკეთა და სათავეში ჩაუდგა ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტს, რომელიც 1959 წლიდან ატარებს მის სახელს. მეცნიერული ანატომიის ფუძემდებელი და უმაღლესი სამედიცინო განათლების ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1917), პროფესორი (1918). გამოქვეყნებული აქვს 80 სამეცნიერო შრომა, რომლებიც ძირითადად ეძღვნება ნაწლავების ანატომიას. დაამუშავა ანატომიური და ჰისტოლოგიური ტერმინოლოგია ქართულ ენაზე. გამოსცა ადამიანის ნორმალური ანატომიის, პლასტიკური ანატომიისა და შინაურ ცხოველთა ანატომიის და სხვა სახელმძღვანელო.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

რედაქტირება
  • თბილისის ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა საკავშირო საზოგადოების გამგეობა, წევრი (1949–1959)
  • ანთროპოლოგთა და ეთნოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე (1924-)
  • თბილისის ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა საზოგადოება, თავმჯდომარე (1952–1959)
  • საქართველოს სამედიცინო საზოგადოება, თავმჯდომარე (1926–1932)
  • საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1944–1959)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება