ნინა მატვიენკო
ნინა მიტროფანეს ასული მატვიენკო (უკრ. Ніна Митрофанівна Матвієнко; დ. 10 ოქტომბერი, 1947, ნედელიშჩე, ემილჩინეს რაიონი, ჟიტომირის ოლქი, უკრაინის სსრ — გ. 8 ოქტომბერი, 2023, კიევი, უკრაინა) — საბჭოთა და უკრაინელი მომღერალი, მსახიობი, ფილოლოგი. უკრაინის სსრ სახალხო არტისტი (1985), უკრაინის სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1988), უკრაინის გმირი (2006).
ნინა მატვიენკო | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 10 ოქტომბერი, 1947 |
დაბ. ადგილი | ნედელიშჩე, ჟიტომირის ოლქი, უკრაინის სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 8 ოქტომბერი, 2023 (75 წლის) |
გარდ. ადგილი | კიევი, უკრაინა |
დასაფლავებულია | Zvirynetske cemetery[1] |
ჟანრ(ებ)ი | ფოლკლორი, ბალადა, იუმორისტული |
საქმიანობა | მომღერალი, მსახიობი |
აქტიური | 1968-2023 |
ნინა მატვიენკო ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირებანინა მიტროფანეს ასული მატვიენკო დაიბადა 1947 წლის 10 ოქტომბერს, უკრაინაში, ჟიტომირის რაიონის სოფელ ნედელიშში. იგი მიტროფანე და ანტონინა მატვიენკოების ოჯახში თერთმეტი ბავშვიდან მეხუთე იყო. სწავლობდა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის არსებულ სკოლა-პანსიონში.
კარიერა
რედაქტირება1968 წლიდან, ვოკალური სტუდიის დამთავრების შემდეგ, გახდა უკრაინის ხალხური სიმღერის გუნდის ვოკალისტი იულია კროტკევიჩის ხელმძღვანელობით. თანამშრომლობა დაიწყო ვოკალურ ტრიოსთან „ოქროს გასაღები“ (რუს. „Золотые Ключи“). სოლისტის რანგში მან გაიმარჯვა ეროვნულ კონკურსში „ახალგაზრდა ხმები“ (1978), საბჭოთა კავშირის სატელევიზიო კონკურსში „სიმღერით სიცოცხლისთვის“ (1979), ხალხური სიმღერების მსოფლიო კონკურსში ბრატისლავაში (1979), მოსკოვში, ახალგაზრდობისა და სტუდენტების XII მსოფლიო ფესტივალზე (1985).
1979 წელს გახდა დამსახურებული, ხოლო 1985 წელს — უკრაინის სსრ სახალხო არტისტი. 1991 წლიდან არის უკრაინის სოლისტთა ეროვნული ანსამბლის „კიევის კამერატას” სოლისტი.
მომღერლის რეპერტუარში მრავალი ხალხური სიმღერაა, მათ შორის რიტუალური, ლირიკული, იუმორისტული, ბალადა, XVII-XVIII საუკუნეების უკრაინული სიმღერები. ნინა მატვიენკო ასევე თანამშრომლობს ცნობილ უკრაინულ კომპოზიტორებთან — ევგენი სტანკოვიჩთან, ოლეგ კივასთან, მიროსლავ სკრიკთან, ირინა კირილინასთან, ანა გავრილეტთან და ა.შ.
მომღერალმა გასტროლებით მოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის: პოლონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი, კანადა, მექსიკა, აშშ. მისი ნამუშევრები ფართოდ არის გავრცელებული მრავალფეროვან მედიაზე — გრამოფონის ჩანაწერებიდან CD-მდე.
1975 წელს ნინა მატვიენკომ დაუსწრებლად დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი და აქტიურად იყო დაკავებული ლიტერატურული საქმიანობით. არის კიევის კულტურისა და ხელოვნების ეროვნული უნივერსიტეტის მუსიკალური ხელოვნების განყოფილების პროფესორი.
1989 წლიდან უკრაინის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია.
მომღერალმა გაახმოვანა არაერთი პოპულარული სამეცნიერო და დოკუმენტური ფილმები, რამდენიმე სატელევიზიო და რადიო პროგრამა. ნინა მატვიენკომ ნიუ–იორკის La Mama ETC თეატრში ითამაშა 16 სპექტაკლი. მსახიობის საავტორო თეატრალურ-სარეჟისორო ნამუშევრებს შორისაა მუსიკალური სპექტაკლი „მზის ქვეშ“ (1997), იაპონელი მოცეკვავე თადაში ენდოს მონაწილეობით, ასევე გრანდიოზული მუსიკალური სასცენო სპექტაკლი „ჩვენ ვთესავთ ოქროს ქვას“ (1998).
2004 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 2014 წელს უკრაინაში პოლიტიკური ძალაუფლების შეცვლის შემდეგ, მან გააკრიტიკა ევრომაიდანი და მისი ლიდერები. 2014 წლის ნოემბერში სიკვდილის ფაქტებს ქვეყნის აღმოსავლეთში უწოდა ერის გენოციდი.
გარდაიცვალა 2023 წლის 8 ოქტომბერს.[2]. დაკრძალულია კიევში.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნინა მატვიენკოს ბიოგრაფია ვეგ-გვერდზე: „დიდებული უკრაინელები“
- ნინა მიტროფანოვნა მატვიენკო
- დიდი უკრაინელები: ნინა მატვიენკო დაარქივებული 2008-11-21 საიტზე Wayback Machine.
- ანტონინა მატვიენკოს, ნინა მატვიენკოს შვილის ოფიციალური ვებ-გვერდი დაარქივებული 2011-06-14 საიტზე Wayback Machine.
- https://www.youtube.com/watch?v=1cGv-VhPoFM
სქოლიო
რედაქტირება- ↑ У Києві попрощалися зі співачкою Ніною Матвієнко — Hromadske.TV.
- ↑ Умерла Нина Матвиенко: дочь сообщила о смерти легендарной певицы. ციტირების თარიღი: 2023-10-08
- ↑ Дочь Нины Матвиенко озвучила последнее желание матери (2023-10-11). ციტირების თარიღი: 2023-10-11