ევგენი სტანკოვიჩი
ევგენი ფედოროვიჩ სტანკოვიჩი (უკრ: Євге́н Фе́дорович Станко́вич; დ. 19 სექტემბერი, 1942) ― თანამედროვე უკრაინელი და საბჭოთა კომპოზიტორი და პედაგოგი, უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო არტისტი (1986), უკრაინელ კომპოზიტორთა ეროვნული კავშირის ხელმძღვანელი (2005-2010), პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის ეროვნული მუსიკალური აკადემიის პროფესორი და კომპოზიციის კათედრის ხელმძღვანელი (1988 წლიდან), უკრაინის გმირი (2008).
ევგენი სტანკოვიჩი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 19 სექტემბერი, 1942[1] [2] (82 წლის) |
დაბ. ადგილი | სვალიავა |
საიტი | stankovych.org.ua |
ბიოგრაფია
რედაქტირებაევგენი სტანკოვიჩი 1942 წლის 19 სექტემბერს ქალაქ სვალიავაში (იმიერკარპატების ოლქი, უსსრ, საბჭოთა კავშირი) დაიბადა.
სწავლობა უჟგოროდის მუსიკალურ სასწავლებელში, შემდეგ მიკოლა ლისენკოს სახელობის ლვოვის ეროვნულ მუსიკალურ აკადემიაში (1962-1963, ადამ სოლტისის კლასი) და პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის უკრაინის ეროვნულ მუსიკალურ აკადემიაში (1965-1970, ბორის ლიატოშინსკისა და მიროსლავ სკორიკას კლასი).
1970-1976 წლებში რედაქტორად მუშაობდა გამომცემლობაში „მუსიკალური უკრაინა“. 1993-1995 წლებში იყო უკრაინის კულტურის სამინისტროს კოლეგიის წევრი.
ევგენი სტანკოვიჩს ეკუთვნის 6 სიმფონია, 12 კამერული სიმფონია, ოპერა „როცა გვიმრები ყვავიან“, 6 ბალეტი, მნიშვნელოვანი რაოდენობის ორატორული, კამერულ-ვოკალური და ინსტრუმენტული ნამუშევარი, 6 სპექტაკლისა და 100-ზე მეტი ფილმის მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის.
ჯილდოები და წოდებები
რედაქტირება- უკრაინის გმირი
- იაროსლავ ბრძენის IV ხარისხის ორდენი (2017)
- იაროსლავ ბრძენის V ხარისხის ორდენი (2002)
- უკრაინის მინისტრთა კაბინეტის საპატიო სიგელი (2002)
- ხალხთა მეგობრობის ორდენი (1982)
- უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980)
- ტარას შევჩენკოს სახელობის უკრაინის ეროვნული პრემია ([1977]])
ლიტერატურა
რედაქტირება- Зинькевич Е. С. Симфонические гиперболы. О музыке Евгения Станковича. — Сумы, 1999., (2-ое изд. Ужгород, 2002).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Официальный сайт
- Станкович Євген Федорович — БІОГРАФІЯ[მკვდარი ბმული]
- Станкович Євген Федорович დაარქივებული 2010-01-07 საიტზე Wayback Machine.
- Данные на сайте Биография.ру
- Евгений Станкович: По жизни я однолюб. Автор — Марина Ситник // Зеркало недели. № 31 (456) 16—22 августа 2003
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #123767334 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ filmportal.de — 2005.