წოდება უკრაინის გმირი (უკრ. Герой України) — უკრაინის მთავრობის მიერ გაცემული უმაღლესი ჯილდო. წოდება შეიქმნა 1998 წელს პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას მიერ და ორგვარი გამორჩეული მიღწევისთვის მიენიჭება: გმირობისა და ქვეყნის სამსახურში უდიდესი მიღწევებისთვის. პირველად ეს წოდება ბორის პატონს მიენიჭა, მას შემდეგ კი სულ 466 ადამიანი იქნა დაჯილდოებული. მსგავსი ჯილდო არსებობს რუსეთში - რუსეთის გმირისა და ბელარუსში - ბელარუსის გმირის სახით. სამივე წოდება სსრკ-ის გმირის ჯილდოს გავლენით და მსგავსად იქნა შემოღებული.

ოქროს ვარკვლავის ორდენი სახელმწიფო ორდენი მედალის მინიატურა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.