ნიკოლოზ ტურჩანინოვი
ნიკოლოზ სტეფანეს ძე ტურჩანინოვი (რუს. Николай Степанович Турчанинов; დ. 1796, ნიკიტოვკა — გ. 26 დეკემბერი, 1863 (7 იანვარი, 1864), ხარკივი) — რუსი ბოტანიკოსი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1830). დაამთავრა ხარკივის უნივერსიტეტი (1814). 1814–1828 წლებში მსახურობდა ფინანსთა სამინისტროში სანქტ-პეტერბურგში, ამავდროულად აწარმოებდა ფლორისტიკულ კვლევებს სანქტ-პეტერბურგის გუბერნიასა და აღმოსავლეთ ციმბირში. 1828–1837 წლებში რამდენიმე მოგზაურობა განახორციელა ბაიკალისპირეთსა და იმიერბაიკალეთში. 1845 წელს სამსახურიდან გადადგა. 1847 წლიდან ცხოვრობდა ხარკივში. ძირითადი სამეცნიერო შრომები მიუძღვნა ფლორისტიკას. ავტორია შრომისა „ბაიკალ-დაურიის ფლორა“ (1842–1857). შეისწავლა ჩინეთის, მონღოლეთის, იაპონიის, მექსიკისა და რიგი სხვა ქვეყნების მცენარეები. აღწერა 100-ზე მეტი ახალი გვარი და 1000-ზე მეტი ახალი სახეობა. 1857 წელს მიიღო დემიდოვის პრემია.[3]
ნიკოლოზ ტურჩანინოვი | |
---|---|
რუს. Никола́й Степа́нович Турчани́нов | |
დაბ. თარიღი | მაისი, 1796[1] |
დაბ. ადგილი | ნიკიტოვკა[2] |
გარდ. თარიღი | 26 დეკემბერი, 1863 (7 იანვარი, 1864) (67 წლის) |
გარდ. ადგილი | ხარკივი[2] |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | ბოტანიკოსი |
მუშაობის ადგილი | ხარკოვის უნივერსიტეტი და ხარკოვის უნივერისტეტი |
ალმა-მატერი | ხარკოვის უნივერსიტეტი და ხარკოვის უნივერისტეტი |
განთქმული მოსწავლეები | გრიგოლ კარელინი და ივანე კრილოვი |
ჯილდოები | დემიდოვის პრემია |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #117438804 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 Турчанинов Николай Степанович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Турчанинов Николай Степанович // Большая российская энциклопедия. т. 32. — М., 2016. — стр. 578.