ნიკოლოზ დობროლიუბოვი

ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე დობროლიუბოვი (რუს. Никола́й Алекса́ндрович Добролю́бов; დ. 24 იანვარი, 1836, ნიჟნი-ნოვგოროდი, — გ. 17 ნოემბერი, 1861, პეტერბურგი) — რუსი კრიტიკოსი, პუბლიცისტი, პოეტი, რევოლუციონერ-დემოკრატი.

ნიკოლოზ დობროლიუბოვი
დაბადების თარიღი 24 იანვარი (5 თებერვალი), 1836[1] [2] [3]
დაბადების ადგილი ნიჟნი-ნოვგოროდი[2] [1] [3]
გარდაცვალების თარიღი 17 (29) ნოემბერი, 1861[4] [1] [2] [3] [5] (25 წლის)
გარდაცვალების ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1] [2] [3]
დასაფლავებულია ლიტერატორსკიე-მოსტკი
ფსევდონიმი -бов და Н. Лайбов
საქმიანობა ლიტერატურული კრიტიკოსი[4] [3] [1] [6] , ჟურნალისტი, პოეტი[1] [6] , მწერალი[7] , ფილოსოფოსი და პუბლიცისტი[1] [6]
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი მთავარი პედაგოგიური ინსტიტუტი
ხელმოწერა

დაიბადა მღვდილის ოჯახში. ნოვგოროდის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა პეტერბურგის მთავარ პედაგოგიურ ინსტიტუტში (1853-1857), სადაც ხელმძღვანელობდა არალეგალურ წრეს, უშვებდა ხელნაწერ გაზეთს, წერდა ლეექსებსა და სტატიებს. 1856 წელს დაუახლოვდა ნიკოლოზ ჩერნიშევსკის, შემდეგ — ნიკოლოზ ნეკრასოვს. იმავე წელს დაიწყო თანამშრომლობა ჟურნალ „სოვრემენნიკში“, ხელმძღვანელობდა მის კრიტიკულ-ბიბლიოგრაფიულ განყოფილებას და სატირურ დანართს „სვისტოკს“. ჩერნიშევსკისთან ერთად იყო 60-იანი წლების რევოლუციონერ დემოკრატთა თაობის ლიდერი, უპირისპირდებოდა რუსეთის თვითმპყრობელობას, თავს ესხმობდა გაბატონებულ საზოგადოებრივ წესრიგს, აკრიტიკებდა „წმინდა ხელოვნების“ თეორიებს (მწერლის მიზანს ხალხის სამსახურში ხედავდა). ტუბერკულოზით მძიმედ დაავადებული, გარდაიცვალა 1861 წელს, 25 წლის ასაკში.

საქართველოში

რედაქტირება

დობროლიუბოვს ურთიერთობა ჰქონდა ქართველ მოღვაწეებთანაც. 1859 წელს „სოვრემენნიკში“ დაიბეჭდა დობროლიუბოვის რეცენზია არქიმანდრიტ გაბრიელ ქიქოძის წიგნზე „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“, რომელიც გააკრიტიკა მატერიალისტური პოზიციიდან. მას შემდეგ, რაც ილია ჭავჭავაძე პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნდა და თერგდალეულებს სათავეში ჩაუდგა, მან თავისი ჟურნალის — „საქართველოს მოამბის“ პირველსავე ნომერში (1863) დაბეჭდა საკუთარი თარგმანი დობროლიუბოვის სტატიისა „მამა ალექსანდრე გავაცი და მისი ქადაგება“, რომელშიც აღწერილია იტალიის ეროვნული ბრძოლა ჯუზეპე გარიბალდის მეთაურობით.

1866 წელს დაიბეჭდა დობროლიუბოვის ლექსი „ყოველთვის და ყოველგან“, რომელიც აკაკი წერეთელმა „მატლის“ სათაურით გადმოთარგმნა (გაზ. „დროება“, №22). ქართულ პრესაში გამოქვეყნდა დობროლიუბოვის სხვა ლექსებიც, რომელთა თარგმანები ეკუთვნის რ. ერისთავს, ს. მესხს, კ. ლორთქიფანიძეს, ა. ცაგარელსა და ნ. ლომოურს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნიკოლაძე ა., რუსი რევოლუციონერ-დემოკრატები და ქართული ლიტერატურა, თბ., 1954.
  • შადური ვ., რევოლუციამდელი ქართველი მწერლები რუსეთის შესახებ, თბ., 1983.
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Соловьев Г. А. Добролюбов Н. // Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 2.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Жданов В. В. Добролюбов Николай Александрович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1972. — Т. 8 : Дебитор — Евкалипт. — С. 375–376.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 С. Венгеров Добролюбов, Николай Александрович // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1893. — Т. Xа. — С. 822–827.
  4. 4.0 4.1 А. Пыпин Добролюбов, Николай Александрович // Русский биографический словарьСПб: 1905. — Т. 6. — С. 471–477.
  5. IMSLP — 2006.
  6. 6.0 6.1 6.2 The Fine Art Archive — 2003.
  7. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.