ნიკოლოზ დიტოს ძე ბერია (დ. 1925, სოფ. ოდიში, სოხუმის რაიონი ― გ. 17 ნოემბერი, 1948, სოხუმი) — საბჭოთა კავშირის გმირი (17 ნოემბერი, 1943).

ნიკოლოზ ბერია
დაბადების თარიღი 1925
დაბადების ადგილი სოხუმის რაიონი
გარდაცვალების თარიღი 17 ნოემბერი, 1948
გარდაცვალების ადგილი სოხუმი
ჯარის სახეობა ქვეითი ჯარი
წოდება private
ბრძოლები/ომები დიდი სამამულო ომი
ჯილდოები ლენინის ორდენი და საბჭოთა კავშირის გმირი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1943 წლის დამდეგს გაიწვიეს საბჭოთა არმიაში, იბრძოდა ყუბანში, ტამანის ნახევარკუნძულზე, 1943 წლის ნოემბერში — ქერჩის ნახევარკუნძულზე. მამაცობისათვის, რომელიც გამოიჩინა სადესანტო ოპერაციაში ქერჩის სრუტის გადალახვისა და პლაცდარმის დაკავებისათვის, მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ცხოვრობდა და მუშაობდა სოხუმში. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 318.
  • ავტორთა კოლექტივი. აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის საერთო რედაქციით. მათ ასახელეს საბჭოთა სამშობლო (საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან). / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1964
  • Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тб, 1981

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება