ნიკოლას (ნიკოლაოს) ა. პეპასი (ბერძ. Νικόλαος Α. Πέππας; დ. 25 აგვისტო, 1948, ათენი, საბერძნეთი) — ბიოსამედიცინო ინჟინერ-ქიმიკოსი.

ნიკოლას პეპასი
ბერძ. Νικόλαος Πέππας
დაბ. თარიღი 25 აგვისტო, 1948(1948-08-25) (76 წლის)
დაბ. ადგილი ათენი
მოქალაქეობა  აშშ
 საბერძნეთი
საქმიანობა chemical engineer, ფარმაკოლოგი, გამომგონებელი, უნივერსიტეტის პროფესორი და biomedical engineer
მუშაობის ადგილი University of Texas at Austin, პერდიუს უნივერსიტეტი, ჟენევის უნივერსიტეტი, University of Paris-Sud, პარმის უნივერსიტეტი, პავიის უნივერსიტეტი, ფრდირიხ II-ის სახელობის ნეაპოლის უნივერსიტეტი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი, სანტიაგო-დე-კომპოსტელის უნივერსიტეტი, მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი, Hoshi University, Hacettepe University, ათენის უნივერსიტეტი, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი, Nanyang Technological University და კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი და National Technical University of Athens
ჯილდოები ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი, Fellow of the Biomedical Engineering Society[1] , Fellow of the American Institute for Medical and Biological Engineering[2] , Fellow of the American Chemical Society, Fellow of the American Society for Engineering Education, Fellow of the American Institute of Chemical Engineers, AAAS-ის წევრი, პარმის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[3] , Herman Mark Award in Polymer Chemistry[4] , Oesper Award[5] და George Westinghouse Award
საიტი bme.utexas.edu/about-us/faculty-directory/peppas

განათლება და სამსახური

რედაქტირება

ნიკოლას პეპასმა განათლება მიიღო ათენის ეროვნულ-ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ქიმიური ინჟინერიის განხრით. 1971 მიიღო ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1973 წელს ბიოსამედიცინო ინჟინერიის პიონერის ედვარდ ვ.მერილის ხელმძღვანელობით დაამთავრა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი. შემდგომში კლარკ კ. კოლტონის, კენეტ ა. სმიტის და რობერტ ს. ლისის ხელმძღვანელობით გახდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ათეროსკლეროზის ცენტრის პოსტდოქტორანტი [6] [7][8] [9]

2002 წლამდე პერდიუს უნივერსიტეტში ბიოსამედიცინო ინჟინერიისა და ქიმიური ინჟინერიის პროფესორი იყო.

2002 წლის დეკემბრიდან მუშაობს ოსტინში ტეხასის უნივერსიტეტში.  იკავებს ბიომასალების, წამლების მიწოდების და რეგენერაციული მედიცინის ინსტიტუტის დირექტორის, ასევე  ტეხასის უნივერსიტეტის ფარმაციის კოლეჯის ქიმიური ინჟინერიის დეპარტამენტის  ბიომასალების ლაბორატორიის, წამლების მიწოდებისა და ბიონანოტექნოლოგიის ლაბორატორიის დირექტორის პოსტებს. [10] პეპასმა წამოაყენა თეორიები და გამოიყვანა განტოლებები, რამაც ხელი შეუწყო ორგანიზმში ფარმაცევტული ნაერთების ტრანსპორტირების ახალი სისტემების ფართო სპექტრის შემუშავებას. [11]

ბიოსამედიცინო ინჟინერიის პრინციპებისა და ბიოსამედიცინო ტრანსპორტირების ახალი თეორიების გამოყენებით, პეპასმა შეიმუშავა განტოლებები, რომლებიც აღწერს წამლების, პეპტიდების და ცილების ფიკის და ფიკის გარეშე დიფუზიას კონტროლირებადი გამოშვების მოწყობილობებში. "პეპას განტოლება" გახდა ფარმაცევტული ფორმულირებების ან სისტემების ანალიზის სტანდარტული მეთოდი. მისმა ადრეულმა ნამუშევრებმა ასევე განაპირობა შეშუპებით კონტროლირებადი განთავისუფლების მოწყობილობების შემუშავება მცირე მოლეკულური პრეპარატების გასათავისუფლებლად. [12] ფაზური ეროზიის და მდგომარეობის ეროზიის მსგავსების მოდელირების გამოყენებით, მან შეიმუშავა ერთიანი მოდელი ორგანიზმში  ფარმაცევტული ნაერთების ყველა  სისტემის  ტრანსპორტირებისთვის.ამავდროულად, შეიმუშავა თეორიული საფუძველი ნაერთების ტრანსპორტირების ანალიზისთვის ბიომასალების საშუალებით   (პეპას-რაინჰარტის თეორია),  იონური ჰიდროგელების საშუალებით (ბრანონ-პეპას თეორია) და კაბელების მეშვეობით გელისებრი  ქსოვილების ურთიერთქმედების (ხუან -პეპას თეორია და სახლინ-პეპას განტოლება).[13]

სამეცნიერო საზოგადოების აზრით, მისი თეორიებისა და მათემატიკური მოდელების გამოყენებამ დიდი გავლენა მოახდინა ბიომედიცინის სფეროში. პეპასმა და მისმა სტუდენტებმა შექმნეს ახალი მუკო და ბიოადჰეზიური სისტემები, რომლებიც მოლეკულურად ურთიერთქმედებენ ლორწოსა და ქსოვილთან და უნარი აქვთ გააფართოვონ ცილების და პეპტიდების ბიოშეღწევადობა სისხლში.[14] მისი მუშაობის შედეგად ამოქმედდა არაერთი ბიოსამედიცინო პოლიმერი და  მიწოდების კომერციული მოწყობილობა. 1975 წელს პეპასმა შექმნა ახალი არატოქსიკური ჰიდროგელები (პოლივინილის სპირტი) გაყინვა-დათბობის მეთოდის გამოყენებით. ეს გელები ძალიან წარმატებით გამოიყენება სახსრების ხრტილოვან ქსოვილებში. 1978 წელს მან შეიმუშავა იგივე სისტემები ხმის იოგების შეცვლისთვის in situ.[15]

1979 წელს მისმა ჯგუფმა პირველად გამოიყენა ჰიდროგელები ორგანიზმში ნაერთების ტრანსპორტირებისთვის, მათ შორის ეპიდერმული ბიოადჰეზიური სისტემები, სისტემები თეოფილინის, პროქსიფილინის, დილთიაზემის და ოქსპრენოლოლის გამოთავისუფლებისთვის.

პეპპასმა შეიმუშავა პერორალური სისტემების  ახალი ტექნოლოგიები ინსულინისა და სხვა ცილების მიწოდებისთვის. [16] ეს მოწყობილობები ათავისუფლებს ინსულინს პერორალურად, "იცავს" ინსულინს კუჭში, წვრილ ნაწლავში და საბოლოოდ სისხლში მოძრაობისას, დიაბეტით დაავადებულების მოთხოვნილების გვერდის ავლით მრავალჯერადი ყოველდღიური ინექციების დროს. [17]

გარდა ამისა, ტექნოლოგია გამოიყენებოდა  კალციტონინის  (ოსტეოპოროზის სამკურნალოდ   პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფი ქალებისთვის) და ინტერფერონ-ალფას (სისმივნის თერაპიისთვის) ტრანსმუკოზური (პერორალური, ბუკალური) მიწოდებისთვის. მიმდინარეობს გამოკვლევა ინტერფერონ--ბეტას გამოყოფისთვის  სკლეროზით დაავადებულ პაციენტებში.

ჯილდოები

რედაქტირება

ნიკოლას პეპასი არაერთი ჯილდოს და პრემიის მფლობელია. ამერიკის ქიმიკოს ინჟინერთა ინსტიტუტმა 2008 წელს დაასახელა  თანამედროვე ეპოქის 100 ინჟინერს შორის. 2013 წელს General Electric Senior Research Award-ის მიერ დაჯილდოვდა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო ინჟინერი მკვლევარი. [18] [19] [20]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ნიკოლას პეპასმა მომავალი მეუღლე — ლიზა ბრენონი გაიცნო პერდიუს უნივერსიტეტში, სადაც ლიზა დოქტორანტურაში სწავლობდა ქიმიური ინჟინერიის განხრით. წყვილს ორი შვილი შეეძინა: ქეთრინი და ალექსანდრე. ისინი ცხოვრობენ ოსტინში, ტეხასის შტატში. პეპასი თავისუფალ დროს დაკავებულია  სტატიების წერით  ქიმიური ინჟინერიის ისტორიაზე, ოპერაზე, ისტორიაზე და სხვა საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს წიგნები და  სტატიები. პეპასი ასევე არის ჩანაწერების მოყვარული კოლექციონერი, ოპერის შესახებ  ბიოგრაფიებისა და მონოგრაფიების ავტორი. 2008 წელს გამოიცა მისი წიგნი ცნობილი ბერძენი ტენორის ვასო არგირისის შესახებ. ნიკოლას პეპასს ეკუთვნის არაერთი  ბიოგრაფია საოპერო მომღერლების შესახებ, მათ შორის ლა სკალას ტენორ ნიკოლა ფილაკურიდისზე, პარიზის ოპერის სოპრანო ელენე დოსიაზე, ბერძენ ტენორ მაიკლ თეოდორზე, ლირიკულ ტენორ ანტონიოს დელენდასზე, ბერძენ სოპრანო რენ გარიფალაკისზე, პეტროს ჰოიდასზე, ტენორ პეტროს ბაქსევანოსზე, ტენორ ნიკოლოუზე და სხვ.[21]

  1. https://www.bmes.org/list-of-fellows
  2. https://aimbe.org/college-of-fellows/cof-0771/
  3. https://www.unipr.it/ateneo/chi-siamo/lauree-honoris-causa#
  4. https://polyacs.org/herman-f-mark-polymer-chemistry-award/
  5. https://www.artsci.uc.edu/departments/chemistry/alumni-and-community/the-oesper-award-program-and-symposium/previous-recipients-of-the-oesper-award.html
  6. Люди на кафедре - Преподаватели (2008-12-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-18. ციტირების თარიღი: 2022-03-20
  7. Люди на кафедре - Преподаватели - Кларк К. Колтон (2009-02-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-23. ციტირების თარიღი: 2022-03-20
  8. Люди на кафедре - Преподаватели - Кеннет А. Смит (2008-12-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-18. ციტირების თარიღი: 2022-03-20
  9. Люди на кафедре - Преподаватели - Роберт С. Лис (2011-07-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-18. ციტირების თარიღი: 2022-03-20
  10. Институт биоматериалов, доставки лекарств и регенеративной медицины. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-06. ციტირების თარიღი: 2022-03-20
  11. Факультет химического машиностроения. ციტირების თარიღი: 2022-03-20
  12. Отдел биологической инженерии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-10. ციტირების თარიღი: 2022-03-20
  13. Y Huang, W Leobandung, A Foss and N.A Peppas, Molecular aspects of muco- and bioadhesion: tethered structures and site-specific surfaces, J. Control. Release 65, 63–71 (2000)
  14. J.J. Sahlin and N.A. Peppas, Enhanced hydrogel adhesion by polymer interdiffusion: Use of linear poly(ethylene glycol) as an adhesion promoter, J. Biomat Sci, Polym Ed, 8, 421-436 (1997)
  15. N.A. Peppas: "Hydrogels for Synthetic Articular Cartilage Applications," SPE Techn. Papers (NATEC), 62-63 (1977)
  16. By Brooke Borel (2008-05-02). "Insulin pills could cut the need for needles". COSMOS magazine. Archived from the original on 2011-06-05. Retrieved 2011-01-04.
  17. Интервью с Николасом Пеппасом. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-10. ციტირების თარიღი: 2022-03-20
  18. Премия Кертиса Макгроу. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-12. ციტირების თარიღი: 2022-03-20
  19. Доктор Николас Пеппас получил награду за выдающиеся достижения в области карьерных исследований в сотрудничестве - Архив новостей: 2007 - Новости - Факультет биомедицинской инженерии - Техасский университет в Остине. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-20. ციტირების თარიღი: 2022-03-20
  20. Инженеры исторической и современной эпохи. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-09. ციტირების თარიღი: 2022-03-20
  21. "Quick Facts on Nicholas A. Peppas". Archived from the original on 2010-05-28. Retrieved 2009-01-13.