ნდოლა
ნდოლა (ინგლ. Ndola) — ზამბიის სიდიდით მესამე ქალაქი.
ქალაქი | |
---|---|
ნდოლა ინგლ. Ndola | |
ქალაქის ცენტრი | |
ქვეყანა | ზამბია |
პროვინცია | კოპერბელტის პროვინცია |
კოორდინატები | 12°58′05″ ს. გ. 28°38′01″ ა. გ. / 12.9682694° ს. გ. 28.6337000° ა. გ. |
დაარსდა | 1904 |
ცენტრის სიმაღლე | 1304 მ |
მოსახლეობა | 528 330 კაცი (2013) |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
სატელეფონო კოდი | +260 2 |
ოფიციალური საიტი | http://www.cityofndola.gov.zm |
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, დაახლოებით 10 კმ-ში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრიდან. სპილენძმომპოვებელი კოპერბელტის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. აბსოლუტური სიმაღლე მდებარეობს ზღვის დონიდან — 1304 მეტრ სიმაღლეზე[1].
ისტორია
რედაქტირებაქალაქი დაარსდა 1904 წელს მონათა ვაჭრობის ბაზრის ადგილზე.
მოსახლეობა
რედაქტირება2013 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 528 330 ადამიანს შეადგენს.[2].
ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:
1990 | 2000 | 2013 |
---|---|---|
329 228 | 374 757 | 528 330 |
ტრანსპორტი
რედაქტირებანდოლაში მდებარეობს ქვეყნის სამიდან ერთი საერთაშორისო აეროპორტი (დანარჩენი 2 მდებარეობს ლუსაკაში და ლივინგსტონში), რომელიც იღებს რეისებს ლუსაკიდან, იოჰანესბურგიდან და ნაირობიდან. ზამბიის რკინიგზით ნდოლა დაკავშირებულია ქალაქებთან: კაბვე, ლუსაკა, ლივინგსტონი, კაპირი, მპოში, მპიკა, ნაკოდე და კიტვე[3].
დამეგობრებული ქალაქები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 359.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ndola, Zambia Page. Fallingrain Global Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-26. ციტირების თარიღი: 2013-02-20.
- ↑ Ndola. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-26. ციტირების თარიღი: 2013-02-20.
- ↑ Большая Российская энциклопедия: В 30 т. / Председатель науч.-ред. совета Ю. С. Осипов. Отв. ред С. Л. Кравец. Т. 10. Железное дерево — Излучение. — М.: Большая Российская энциклопедия, 2008. — 767 с.: ил.: карт.