უოლფიშ-ბეი (აფრ. Walvisbaai, ინგლ. Walvis Bay, Walfish Bay, ვეშაპების ყურე) — ქალაქი აფრიკის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე და ნამიბიის მთავარი პორტი. 2011 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 62 096 ადამიანს[1]. ფართობი — 32,5 კმ²[2]

ქალაქი
უოლფიშ-ბეი
აფრ. Walvisbaai
ინგლ. Walvis Bay, Walfish Bay

ქალაქის ხედი თვითმფრინავიდან
გერბი

ქვეყანა ნამიბიის დროშა ნამიბია
რეგიონი ერონგოს რეგიონი
კოორდინატები 22°56′58″ ს. გ. 14°30′25″ ა. გ. / 22.94944° ს. გ. 14.50694° ა. გ. / -22.94944; 14.50694
ქალაქის მერი უილიკა ნამბაჰუ
დაარსდა 1840
ფართობი 32,5 კმ²
ცენტრის სიმაღლე 6 მეტრი
მოსახლეობა 62 096 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 1910,65 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი +264 64
საფოსტო ინდექსი 5017
საავტომობილო კოდი WB
ოფიციალური საიტი walvisbaycc.org.na
უოლფიშ-ბეი — ნამიბია
უოლფიშ-ბეი

XIX საუკუნის ბოლოდან, უოლფიშ-ბეი დაიპყრო დიდმა ბრიტანეთმა რეგიონში გერმანიის გეგმების საწინააღმდეგოდ. მას შემდეგ პორტი ეკუთვნოდა დიდ ბრიტანეთს, ხოლო შემდეგ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას.

როდესაც 1915 წელს სამხრეთ აფრიკის კავშირმა დაიპყრო სამხრეთ-დასავლეთი აფრიკა, უოლფიშ-ბეიც მის შემადგენლობაში შეიყვანა. სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ უოლფიშ-ბეი არ დააბრუნა უკან კაპის კოლონიის შემადგენლობაში, რადგანაც მთელი სამხრეთ-დასავლეთი აფრიკა ისედაც დარჩა სამხრეთ აფრიკის კავშირის მმართველობის ქვეშ. იმის მაგივრად, რომ პორტი უკან დაბრუნებულიყო, 1921 წელს მასზე დაწესდა პირდაპირი მმართველობა სამხრეთ აფრიკიდან.

ეს გადაწყვეტილება და ასევე თითქოს ფორმალობა, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებისათვის აღმოჩნდა დიდი შეცდომა — 1960 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებული დეკლარაციით დეკოლონიზაციის შესახებ სამხრეთ-დასავლეთი აფრიკის მთელ ტერიტორიას იმ მომენტში არსებულ საზღვრებში უნდა მიეღო დამოუკიდებლობა. 1970-იან წლებში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლების ცდებმა ისევ ჩაერთო უოლფიშ-ბეი კაპის კოლონიის შემადგენლობაში ვერანაირი შედეგი ვერ მოიტანა, რადგანაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც ისედაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის აპართეიდის რეჟიმის წინააღმდეგ იყვნენ განწყობილები, მხარი დაუჭირეს ნამიბიის ტერიტორიულ მთლიანობას. უოლფიშ-ბეი ნამიბიას გადაეცა 1994 წელს.

მოსახლეობა

რედაქტირება

უოლფიშ-ბეი — თანამედროვე საპორტო ქალაქია შერეული მოსახლეობით; აქ ცხოვრობს ქვეყნის ცენტრალური და სამხრეთი რეგიონებიდან ბევრი გადმოსახლებული, მაგრამ ადგილობრივი მაცხოვრებლების უმრავლესობას შეადგენენ სამუშაოდ ჩამოსული ადამიანები ანგოლიდან, რომლებიც მუშაობენ პორტში.

ეკონომიკა

რედაქტირება

პორტი თევზსაჭერი ფლოტის უზარმაზარი ბაზაა, რომელიც თევზს აწვდის როგორც ქალაქის თევზის გადამამუშავებელ საწარმოებს, ასევე მოტივტივე თევზის საკონსერვო ქარხნებს ღია ზღვაში. რკინიგზით დაკავშირებულია ნამიბიის დედაქალაქ — ვინდჰუკთან.

ქალაქიდან სამხრეთში, სანაპიროს გასწვრივ, იწყება ალმასის ზონა, სადაც მოგზაურობა აკრძალულია.

დამეგობრებული ქალაქები

რედაქტირება

უოლფიშ-ბეი დამეგობრებულია შემდეგ ქალაქებთან:

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება