კოპერბელტის პროვინცია
კოპერბელტის პროვინცია (ინგლ. Copperbelt Province) — ზამბიის 10 პროვინციიდან ერთ-ერთი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ნდოლა.
პროვინცია | |
---|---|
კოპერბელტის პროვინცია ინგლ. Copperbelt Province | |
ქვეყანა | ზამბია |
ადმ. ცენტრი | ნდოლა |
კოორდინატები | 13°00′00″ ს. გ. 28°00′00″ ა. გ. / 13.00000° ს. გ. 28.00000° ა. გ. |
ფართობი | 31 328 კმ² |
მოსახლეობა | 1 972 317 კაცი (2010) |
სიმჭიდროვე | 62,96 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+2]] |
გეოგრაფია
რედაქტირებაპროვინციის ფართობი შეადგენს 31 328 კმ²-ს. ესაზღვრება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას (ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით), ასევე ზამბიის ცენტრალურ პროვინციას (სამხრეთით) და ჩრდილო-დასავლეთის პროვინციას (დასავლეთით). პროვინციის მთავარი ქალაქებია: კიტვე, ნდოლა, მუფულირა, ლუანშია და ჩინგოლა.
მოსახლეობა
რედაქტირება2010 წლის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 972 317 ადამიანს[1].
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაადმინისტრაციული თვალსაზრისით პროვინცია იყოფა 10 რაიონად:
- კალულუში
- კიტვე
- ლუანშია
- ლუფანიამა
- მასაიტი
- მპონგვე
- მუფულირა
- ნდოლა
- ჩილილაბომბვე
- ჩინგოლა
ეკონომიკა
რედაქტირებაკოპერბელტის პროვინცია იყო ჩრდილოეთი როდეზიის ეკონომიკის საფუძველი ბრიტანული კოლონიალური მმართველობის დროს და დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ მაშინვე გახდა ახალი ქვეყნის იმედი, მაგრამ მისმა ეკონომიკურმა მნიშვნელობამ სერიოზული ზარალი განიცადა 1973 წელს მსოფლიო ბაზარზე სპილენძის ფასების დაცემისა და კენეთ კაუნდას მთავრობის მიერ სპილენძის საბადოების ნაციონალიზაციის გამო. კოპერბელტის პროვინცია ესაზღვრება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ზემო კატანგის პროვინციას, რომელიც ასევე მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. უკავია სასარგებლო წიაღისეულით მდიდარი სპილენძის ზოლი და სამხრეთის სასოფლო-სამეურნეო რაიონები.
აქვს საავტომობილო და სარკინიგზო კავშირი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ ლუბუმბაშისთან.