ნატახტრისთავი
მთა საქართველოში, კახეთის მხარეში
ნატახტრისთავი — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში. მდებარეობს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების ბურსისა და ავანისხევის (ალაზნის მარცხენა შენაკადები) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1580 მ. აგებულია შუაიურული თიხაფიქლებით და ქვიშაქვებით. გუმბათისებრი ფორმისაა. სამხრეთ კალთაზე განვითარებულია ეროზიული ფორმები — ხევები. შემოსილია შერეული ფოთლოვანი ტყით (წიფელი, მუხა, რცხილა, წაბლი და სხვა). სამხრეთ კალთაზე მდელოებია.
ნატახტრისთავი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
სიმაღლე | 1580 მ |
ქედი | კახეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩანგაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 327.