ნანა დევდარიანი (დ. 10 ოქტომბერი, 1958, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი პოლიტიკოსი, ყოფილი ჟურნალისტი და საქართველოს ექს სახალხო დამცველი.[1][2]

ნანა დევდარიანი
საქართველოს სახალხო დამცველი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 სექტემბერი, 2000 – 1 სექტემბერი, 2003
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე
წინამორბედიდავით სალარიძე
მემკვიდრეთემურ ლომსაძე (მ/შ) სოზარ სუბარი

დაბადებული10 ოქტომბერი, 1958
თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პროფესიაჟურნალისტი
რელიგიამართლმადიდებელი

1984 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი, დრამის რეჟისორის მიმართულებით. 1983–1990 წლებში მუშაობდა ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის ახალგაზრდულ რედაქციაში. მიღებული აქსვს საქართველოს და საერთაშორისო ჟურნალისტური პრემიები. 1990 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა პირველი დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მერმისი“, იყო მისი გენერალური პროდიუსერი. 1992 წელს დააფუძნა დამოუკიდებელი ტელეკომპანია „დრონი“.[3] 1993 წელს დაჯილდოვდა პრემიით „მანა“, როგორც საუკეთესო პროდიუსერი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთობა“. 1998 წელს აირჩიეს თბილისის საკრებულოს წევრად. იყო საკრებულოს მდივანი. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“. 2000 წელს კი გახდა საქართველოს სახალხო დამცველი. 2003 წელს იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. 2001–2005 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „იმედის“ ღამის პროგრამის რედაქტორად. სხვადასხვა წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.[3]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება