ნადიმ ჯემაიელი
ნადიმ ბაშირ ჯემაიელი (არაბ. نديم الجميل, ფრანგ. Nadim Gemayel; დ. 1 მაისი, 1982, ბიკფაია) —ლიბანელი პოლიტიკოსი, პარტია ქათაიბის წევრი. ლიბანის ყოფილი პრეზიდენტის ბაშირ ჯემაიელის შვილი.
ნადიმ ჯემაიელი | |
---|---|
არაბ. نديم الجميل | |
ნადიმ ჯემაიელი - ფოტოზე მარცხნივ 2010 წელი | |
დაბადების თარიღი | 1 მაისი 1982 (39 წლის) |
დაბადების ადგილი | ბიკფაია, ლიბანი |
მოქალაქეობა | ლიბანი |
განათლება | პანთეონ ასასის უნივერსიტეტი |
რელიგია | ქრისტიანი მარონიტი |
პარტია | ქათაიბი |
მამა | ბაშირ ჯემაიელი |
დედა | სოლანჟ ჯემაიელი |
nadimgemayel.com | |
ადრეული წლები და განათლება
რედაქტირებანადიმ ჯემაიელი დაიბადა ბიკფაიაში, 1982 წლის 1 მაისს. დედა— სოლანჟ ჯემაიელი (დაბ. ტუტუნჯი). მამა— ბაშირ ჯემაიელი. ქრისტიანი მარონიტი ბიკფაიადან ( მთიანი ლიბანი). ნადიმის ბაბუა იყო პარტია ქათაიბის დამფუძნებელი პიერ ჯემაიელი. ნადიმი თავის დებზე იუმნაზე (დაბ. 1980 წელს) და მაიაზე (დაბ. 1978 წელს) უმცროსია. მაია მხოლოდ 18 თვის იყო, როდესაც მამისთვის განკუთვნილი ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა, რომელიც მანქანაში იყო დამონტაჟებული.[1]
ნადიმ ჯემაიელის მამა, ბაშირ ჯემაიელი გახლდათ ლიბანის ცნობილი ქრისტიანი ლიდერი და არჩეული პრეზიდენტი (1982). ბაშირ ჯემაიელი მოკლეს 1982 წლის 14 სექტემბერს, პრეზიდენტის პოსტზე არჩევიდან 21 დღის შემდეგ. ამ დროს ნადიმი მხოლოდ 5 თვის იყო.
სკოლის დამთავრების შემდეგ ნადიმ ჯემაიელი სწავლის გასაგრძელებლად საფრანგეთში გაემგზავრა. 2004 წელს დაამთავრა პანთეონ-ასასის უნივერსიტეტი, სადაც მიიღო იურიდიული განათლება. ამჟამად ის ადვოკატია. თანამშრომლობს ცნობილ იურიდიულ ფირმასთან, რომელსაც აქვს ოფისები ლიბანსა და კატარში.[2][3]
ქათაიბის პარტიაში დაკავებული თანამდებობის გარდა, ნადიმ ჯემაიელი ასევე ბაშირ ჯემაიელის ფონდის თანათავმჯდომარეა, რომელიც დაარსდა 1982 წელს მამის მკვლელობის შემდეგ.
პოლიტიკური საქმიანობა
რედაქტირებაროგორც ნადიმ ჯემაიელი ამბობს, მამის ოცნება ლიბანის უცხოელი ოკუპანტებისგან განთავისუფლება და ლიბანელი ხალხის გაერთიანება იყო. ნადიმმა თავისი პოლიტიკური ბრძოლა დაიწყო შედარებით ახალგაზრდა ასაკში.
სირიის ჰეგემონია 1994-2005 წწ.
რედაქტირება1982 წელს ბაშირ ჯემაიელის მკვლელობის შემდეგ, ლიბანი იმ ეპოქაში შევიდა, როდესაც სირიის კონტროლი დაიწყო და დასრულდა 1990 წელს, პრო-სირიული ძალების მიერ ბააბდაში საპრეზიდენტო სასახლის აღებით.[4]
ნადიმ ჯემაიელმა სირიელების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო ანტი-სირიული დემონსტრაციების უნივერსიტეტებში სხვა ანტი-სირიულ ჯგუფებთან ერთად ორგანიზებით და მათში აქტიური მონაწილეობით, აგრეთვე უნივერსიტეტში სწავლის პრიოდში ლობირებდა ლიბანს სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.
ნადიმ ჯემაიელმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 2002 წელს MTV– ს სადგურის გაჩერების დროს, იგი იმყოფებოდა სადგურის გახსნის მომხრე დემონსტრანტთა სათავეში.[5] მან ძლივს აარიდა თავი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა მხრიდან დაპატიმრებას. ასევე ნადიმი აქტიურად მონაწილეობდა 2003 წელს ბააბდა ალეის არჩევნებში.[6]
კედრების რევოლუცია 2005 წ.
რედაქტირება2005 წელს ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობას მოჰყვა დემონსტრაციების ტალღა სირიის ჯარების და ლიბანის უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ. დემონსტრაციები დასრულდა 2005 წლის 14 მარტს, რაც მოგვიანებით ანტი-სირიულმა დაჯგუფებმა "კედრების რევოლუციის" სახელით მონათლეს .
ნადიმ ჯემაიელი მთელი პერიოდის განმავლობაში ანტისირიულ დაჯგუფებებთან ერთად მოითხოვდა მთავრობისა და უსაფრთხოების ძალების გადადგომას, სირიის ჯარების სრულ და უპირობოდ გაყვანას და შეიარაღებული ძალების შექმნას, საერთაშორისო კომისიის მიერ რაფიკ ჰარირის და უკანასკნელი პოლიტიკური მკვლელობების გამოძიებას. [7]
ქათაიბი
რედაქტირებაე.წ კედრების რევოლუციას მოჰყვა ლიბანიდან სირიის ჯარების თითქმის სრული გაყვანა 2005 წლის 26 აპრილს საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, ძირითადად ამერიკელების და ევროპელების მხრიდან.
ქვეყნიდან სირიის გასვლის მიუხედავად, სირია კვლავ პოლიტიკურ ზეგავლენას ახდენს საკუთარი დაზვერვის აგენტების და ალიანსების მეშვეობით მის მიერ შექმნილ ლიბანურ ფრაქციებთან.
ნადიმ ჯემაიელმა დაინახა ლიბანის მეორე დამოუკიდებლობის ისტორიული შესაძლებლობა . მან აუცილებლად ჩათვალა ოფიციალურად დაეწყო თავისი პოლიტიკური კარიერა და მონაწილეობა მიეღო ქათაიბის პარტიის საქმიანობაში ლიბანში სირიის დაზვერვის ჩინოვნიკების წინააღმდეგ საბრძოლველად.[8][9]
2009 წლის საკანონმდებლო არჩევნები
რედაქტირებანადიმ ჯემაიელმა გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო საპარლამენტო არჩევნებში ბეირუთის პირველ რაიონში (აშრაფია, რმეილი, საიფი); მისი მთავარი კონკურენტი მარონიტი კანდიდატისათვის განკუთვნილ სადეპუტატო მანდატზე იყო მასუდ ალ-აშკარი. იგი წარდგენილი იყო კანდიდატად პარტია ქათაიბიდან ჯებრანის ქალიშვილ თუეინი ნაილა თუეინთან ერთად. 2009 წლის 7 ივნისის არჩევნებში ნადიმ ჯემაიელმა გაიმარჯვა. იგი ამჟამად დეპუტატია ლიბანის ახალ პარლამენტში. ნაილა თუეინმა ასევე მოიგო და გახდა ბერძენი მართლმადიდებლების წარმომადგენელი დეპუტატი იმავე რაიონში.
მიმართვა ლიბანელებისადმი
რედაქტირებამამის მკვლელობის 26 წლისთავზე ნადიმ ჯემაიელმა თხოვნით მიმართა ლიბანელებს გაერთიანებულიყვნენ ერთი დროშის ქვეშ "სუვერენული სახელმწიფოს შესაქმნელად".
მან ასევე ხაზი გაუსვა ჰეზბოლას მიერ იარაღის ტარებას, უწოდა მას უკანონო და აღნიშნა, რომ იარაღს მხოლოდ ლიბანის შეიარაღებული ძალები ატარებენ. Aseve განაგრძო: ”ჩვენ ვემხრობით დიალოგს წინაპირობების გარეშე ... ვზრუნავთ ლიბანის მოსახლეობასა და ახალგაზრდების მომავალზე"..[10]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Nadim Gemayel - Le portrait craché de son père". Liban. 22 February 1999. Archived from the original on 27 November 2008. Retrieved 11 August 2011.
- ↑ "Badri and Salim El Meouchi Law Firm - Attorney Profiles". Elmeouchi. Retrieved 11 August 2010.
- ↑ "Bachir Gemayel Assassination File". Lebanese Forces. 14 September 1982. Archived from the original on 24 February 2009. Retrieved 11 August 2010.
- ↑ http://webarchive.org/web/20081121053222/http://www.presidency.gov.lb//presidency/baabdapalace/baabda.htm. Archieved from the original დაარქივებული 2008-11-21 საიტზე Wayback Machine. on 21 November 2008. Retrieved 22 February 2009
- ↑ "MTV Closed at Court Order, Putting Lebanon's Media Freedom in Peril". Lebanese Forces. 4 September 2002. Archived from the original on 25 May 2011. Retrieved 11 August 2010.
- ↑ "Rift Tears Gemayel Family Apart as Siblings Build Christian Power Bases". Naharnet. Retrieved 11 August2010.
- ↑ "Sea of anti-Syrian demonstrators floods streets of Downtown Beirut". The Daily Star. 15 March 2005. Retrieved 11 August 2010.
- ↑ Meguerditchian, Van (13 September 2011). "Gemayel cousins compete for influence in Kataeb Party".[მკვდარი ბმული] The Daily Star. Lebanon.
- ↑ Wright, Robin (27 April 2005). "Syrian Intelligence Still in Lebanon"[მკვდარი ბმული]. The Washington Post. Retrieved 1 April 2010.
- ↑ "Nadim Gemayel Says it's Time to Heal Wounds and End Divisions". Naharnet. Retrieved 11 August 2010.