მწვანულა (თევზი)
მწვანულა (ლათ. Crenilabrus tinca) — თევზი ქორჭილასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 10-15 სმ, ზოგჯერ 30 სმ, მასა 290 გ აღწევს. გავრცელებულია შავ, აზოვის, ხმელთაშუა ზღვებსა და ატლანტის ოკეანეში. ბინადრობს ძირითადად სანაპირო ზონაში წყალმცენარეებით დაფარულ კლდეებსა და ქვებს შორის. მაის-ივნისში ყრის 12 ათასიდან 58 ათასამდე კვერცხს. იკვებება ფსკერული უხერხემლო ცხოველებით, ძირითადად ორსადგულიანი მოლუსკებით და წვრილი კიბოსნაირებით.
მწვანულა | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Crenilabrus tinca | |||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 187805 | |||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 265.