მუხროვანი (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)
სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში
მუხროვანი — სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (უჯარმის თემი), გარე კახეთში. მდებარეობს მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე.
სოფელი | |
---|---|
მუხროვანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
თემი | უჯარმა |
კოორდინატები | 41°46′55″ ჩ. გ. 45°08′20″ ა. გ. / 41.78194° ჩ. გ. 45.13889° ა. გ. |
მოსახლეობა | 16[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 87,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ისტორია
რედაქტირებაისტორიულ წყაროებში მუხროვანი მოხსენიებულია მუხრანის სახელწოდებით.
მუხროვანში 1842 წლიდან 1866 წლამდე, დაბანაკებული იყო კავკასიის გრენადერთა საარტელერიო ბრიგადის №1 სარეზერვო ბატარეა, რომელშიც 1852-1853 წლებში მსახურობდა ცნობილი რუსი კლასიკოსი ლევ ნიკოლოზის ძე ტოლსტოი.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 145.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.