მუხის აბრეშუმხვევია

მწერების გვარი

მუხის აბრეშუმხვევია (ლათ. Antheraea) — მწერების გვარი ფარშავანგთავალასებრთა ოჯახისა. მის რიგ წარმომადგელებს ამრავლებენ აბრეშუმის მისაღებად, რომლისგანაც ამზადებენ ჩესუჩას.[1] მამლის ულვაშები ფრთულია. ფრთების შლილი 100–170 მმ შეადგენს; მამლებს წინები წამახვილებული და ნამგლისებურად მოღუნული აქვთ, დედლებისა ბევრად სწორი და ფართოა. შეფერილობა მრავალფეროვანია, ჩვეულებრივ ყავისფერ, მოვარდისფრო ან მოყვითალო ტონებში, ხშირად გარდიგარდმო ზოლებით; თითოეულ ფრთაზე თვალისმაგვარი ლაქა ზის ნახევრადგამჭვირვალე სარკმლით. დედალი ჩვეულებრივ მამალზე დიდი და ღიაა. მუხლუხი იკვებება და ჭუპრდება ფოთლოვან ხეებზე, უპირატესად მუხაზე (აქედან სახელწოდება).[2]

მუხის აბრეშუმხვევია

იაპონური მუხის აბრეშუმხვევია (Antheraea yamamai)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  ფარშავანგთვალასებრნი
გვარი:  მუხის აბრეშუმხვევია
ლათინური სახელი
Antheraea (Hübner, 1819)
სინონიმები
  • Telea (Hübner, [1819])
  • Metosamia (Druce, 1892)
  • Carmenta (Weymer, 1906)

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ცნობილია 3,[3] არანაკლებ 20,[2] 100-ზე მეტ[4] და სხვა რაოდენობოს სახეობას. ბინადრობენ სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ აზიაში.[2] ფართოდაა გავრცელებული ჩინური მუხის აბრეშუმხვევია. მის გარდა, ცნობილია აგრეთვე იაპონური (Antheraea yamamai), ინდური (Antheraea paphia), ასამური (Antheraea assamensis) მუხის აბრეშუმხვევიები.[1]

  1. 1.0 1.1 თუხარელი ი., სანაძე ნ., მუხის აბრეშუმხვევია // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 229.
  2. 2.0 2.1 2.2 Девяткин А. Л. Дубовые шелкопряды // Большая российская энциклопедия. т. 9. — М., 2007. — стр. 386.
  3. Antheraea Hübner, 1819. www.itis.gov. ციტირების თარიღი: 24 ივნისი, 2021
  4. Antheraea classification. animaldiversity.org. ციტირების თარიღი: 24 ივნისი, 2021