ინდური აბრეშუმხვევია
(გადამისამართდა გვერდიდან ინდური მუხის აბრეშუმხვევია)
ინდური აბრეშუმხვევია, ტუსორი (ლათ. Antheraea paphia) — პეპელა ფარშავანგთვალასებრთა ოჯახისა. მისი მუხლუხები დაჭუპრების წინ თავის მიერ გამოყოფილ აბრეშუმის ძაფს მეტნაკლებად იყენებენ პარკის ასახვევად. წელიწადში იძლევა რამდენიმე თაობას (ჩვეულებრივ 3-ს), პარკი შედარებით მსხვილია, სიგრძით 3,5–7 სმ. იკვებება მუხისა და აბუსალათინის ფოთლით. პარკის ფერი დამოკიდებულია საკვებ მცენარეზე. იკვებება 40 დღის განმავლობაში. ძაფისაგან ამზადებენ ჩესუჩის ტიპის უხეშ აბრეშუმს. გავრცელებულია ინდოეთში.[1]
ინდური აბრეშუმხვევია | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მამალი | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Antheraea paphia (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
|
სქოლიო რედაქტირება
- ↑ თუხარელი ი., ველური აბრეშუმხვევიები // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 352.