ჩინური მუხის აბრეშუმხვევია

მწერების სახეობა

ჩინური მუხის აბრეშუმხვევია (ლათ. Antheraea pernyi) — მწერი ფარშავანგთვალასებრთა ოჯახისა. ამრავლებენ აბრეშუმის მისაღებად. ძირითადად იკვებება მუხის ფოთლით, ჭამს აგრეთვე არყისა და ტირიფის ფოთოლს. წელიწადში იძლევა 2 თაობას. სპეციალურ შენობაში, რომელშიც ტემპერატურა 2 °C, ჭუპრი ზამთრობს პარკში. გაზაფხულზე პარკიდან ამოდის დიდი პეპელა, რომლის ფრთების შლილი 10,5–11,5 სმ აღწევს. კვერცხიდან გამოსული მატლის სიგრძეა 6–8 მმ, ხოლო პარკის ახვევის წინ 9–10 სმ. მატლის ფაზას აქვს 5 ასაკი, რომელთა ხანგრძლივობა გაზაფხულზე 35–40 დღეა, შემოდგომაზე 45–50 დღე, პარკი 7 გ იწონის, მონაცრისფრო-ტვითელია, მცირე რაოდენობით იძლევა აბრეშუმს (საშუალოდ 8–9%), ძნელად იხვევა, ძაფი მეტად გამძლეა. ფართოდ გავრცელებული სახეობაა.

ჩინური მუხის აბრეშუმხვევია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  ფარშავანგთვალასებრნი
გვარი:  მუხის აბრეშუმხვევია
სახეობა:  ჩინური მუხის აბრეშუმხვევია
ლათინური სახელი
Antheraea pernyi (Guérin-Méneville, 1855)
სინონიმები
  • Bombyx pernyi (Guérin-Méneville, 1855)
  • Antheraea roylei (Moore, 1859)
  • Antheraea hartii (Moore, 1892)

ლიტერატურა

რედაქტირება