ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

უშირა ხატაბი (არაბ. مشــيرة محـمود خطـاب ‎) — ეგვიპტელი უფლებადამცველი და საზოგადო მოღვაწე, ყოფილი პოლიტიკოსი და დიპლომატი. 2009 წლიდან 2011 წლამდე იყო ეგვიპტის მოსახლეობის და საოჯახო საქმეთა მინისტრი. სამინისტროს ხელმძღვანელად დანიშვნამდე მუშაობდა საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწედ საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა საკითხებში. იგი ხელმძღვანელობდა დედათა და ბავშვთა ეროვნულ საბჭოს—.ბავშვთა და ქალთა უმაღლეს ეროვნულ ორგანოს ეგვიპტეში.[1]

მუშირა ხატაბი
მუშირა ხატაბი
ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოსახლეობისა და საოჯახო საქმეების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2009 – 2011

დედათა და ბავშვთა დაცვის ეროვნული საბჭოს გენერალური მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1999 – 2009

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1994 – 1999

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ელჩი ჩეხეთში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1992 – 1994

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1992 – 1994

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ელჩი ჩეხეთისა და სლოვაკეთის ფედერაციულ რესპუბლიკებში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1992 – 1992

დაბადებული16 ივლისი, 1944 (78 წლის)
კაირო, ეგვიპტე
მოქალაქეობაეგვიპტის დროშა ეგვიპტე
განათლებაკაიროს უნივერსიტეტი, ეგვიპტე, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტი ჩეპენ ჰილში, აშშ
ჯილდოებიორდენი იტალიის რესპუბლიკის წინაშე გაწეული დამსახურებისთვის; კეთილი იმედის ორდენი

როგორც ელჩი, იგი წარმოადგენდა ეგვიპტეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ჩეხოსლოვაკიაში (CSFR), შემდეგ კი ორ ახლად წარმოქმნილ ჩეხეთსა და სლოვაკეთის რესპუბლიკებში. იგი იმყოფებოდა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ სამსახურში ავსტრალიის, უნგრეთის, ავსტრიის დიპლომატიურ მისიებში, ასევე გაეროში ნიუ-იორკსა და ვენაში. საერთაშორისო საზოგადოებაში ფართოდ ცნობილია, როგორც აქტივისტი, ადამიანის უფლებებისთვის, განსაკუთრებით ბავშვთა და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი, გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, რომლის სათაო ოფისი ჟენევაშია.

2016 წლის 19 ივლისს ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა შერიფ ისმაილმა 2017 წლის მომავალ არჩევნებზე იუნესკოს გენერალური დირექტორის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა ქალბატონი მუშირა ხატაბის კანდიდატურა.[2]

განათლება

რედაქტირება

მუშირა ხატაბი გახდა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მფლობელი ეგვიპტის კაიროს უნივერსიტეტიდან (Cairo University,Egypt). დაიცვა დისერტაცია თემაზე „ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელების ზოგადი ღონისძიებები — ეგვიპტური პერსპექტივები“.

ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში ჩაპელ ჰილში, აშშ (University of North Carolina at Chapel Hill, USA) მიიღო ხელოვნების მაგისტრის (M.A) ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. მიენიჭა ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი კაიროს უნივერსიტეტის (ეგვიპტე), პოლიტიკურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.[3]

დიპლომატიური კარიერა

რედაქტირება

მუშირა ხატაბი გახლდათ პირველი ელჩი, რომელიც წარმოადგენდა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას სამხრეთ აფრიკაში ნელსონ მანდელას მმართველობის დროს. იიყო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ელჩი ჩეხოსლოვაკიაში ფედერალური სახელმწიფოს მშვიდობიანი დაშლის პერიოდში და შემდგომში ერთდროულად ჩეხეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკებში. მუშირა ხატაბმა დაასრულა დიპლომატიური კარიერა საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწედ საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობებში. ხელმძრვანელობდა დიპლომატიურ მისიებს ბუდაპეშტში, ვენასა და მელბურნში. მუშაობდა გაეროს შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში და UNIDO-ში (გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია) ვენაში.[4]

მინისტრის პოსტზე

რედაქტირება

2009 წლის მარტიდან 2011 წლის თებერვლამდე მუშირა ხატაბი გახლდათ ეგვიპტის მოსახლეობისა და საოჯახო საქმეთა მინისტრი.

2005-2011 წლებში იყო ბავშვთა უფლებების საერთაშორისო ბიუროს (IBCR) თავმჯდომარის მოადგილე — არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია მონრეალში, კანადა.

იყო ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის (MENA) წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველთა საბჭოში Child Helpline International. ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონული კომიტეტის (MENA ქვეყნები) და ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ეგვიპტის ნაციონალური კომიტეტის ( გენერალური მდივნის კვლევა ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე) თავმჯდომარე.

2002-2010 წწ — გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მუდმივი წევრი და მომხსენებელი.

2008 წელი — გაეროს ტრეფიკინგის, მათ შორის ბავშვთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საბჭოს წევრი; UN.GIFT-Vienna (United Nations Global Initiative to Fight Human Trafficking.

2005 წ. — მთავრობათაშორისი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, რომელიც მიზნად ისახავდა ECOSOC-ის (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკური და სოციალური საბჭოს) მიერ მიღებულ სახელმძღვანელო მითითებებსა და რეკომენდაციებს მსხვერპლი ბავშვების და დანაშაულის მოწმეთა მართლმსაჯულების შესახებ.

2008-2011 წწ – საერთაშორისო ორგანიზაცია „აფლატუნის“ ("Aflatoun") თავმჯდომარის მოადგილე. ბავშვთა ფინანსური და სოციალური განათლების შესახებ (ამსტერდამი).[5][6]

საერთაშორისო მომხსენებელი

რედაქტირება

2011 წლიდან ხატაბი გახლავთ აქტიური მონაწილე და მომხსენებელი საერთაშორისო დარბაზებში, სადაც განიხილავს ძირითად მოვლენებსა და საკითხებს ბავშვთა და ქალთა უფლებების განვითარების შესახებ. რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო განხილვებსა და დისკუსიებში სოციალური და ადამიანური განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით.

2011-2014 წწ – აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიერ დაარსებული პროგრამის „ქალები საჯარო სამსახურში“ ექსპერტი და მასწავლებელი.

2011 — მოწვეული ლექტორი ადამიანის უფლებების საკითხებში პერუჯი(იტალია). უნივერსიტეტში უცხოელებისთვის.

2012ვაშინგტონის ვუდრო უილსონის მეცნიერთა საერთაშორისო ცენტრის საჯარო პოლიტიკის მოწვეული პროფესორი.

2013 წლის დეკემბერში ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში შევიდა. ადამიანის უფლებათა დამცველის ხუთეულში.[7]

იუნესკოს გენერალური დირექტორობის კანდიდატი

რედაქტირება

2016 წლის 19 ივლისს ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა 2017 წლის მომავალ არჩევნებზე იუნესკოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგინა ქალბატონი მუშირა ხატაბის კანდიდატურა..[8][9]

2016 წლის 10-18 ივლისს კიგალიში გამართულ აფრიკული კავშირის 27-ე სამიტზე დამტკიცდა მუშირა ხატაბის კანდიდატურა.[10][11]

  1. https://www.francetvinfo.fr/monde/afrique/politique-africaine/qui-est-moushira-khattab-la-candidate-de-l-afrique-a-l-unesco_3058683.html
  2. https://fr.unesco.org/sites/default/files/khattab_egypt_cv_fr.pdf
  3. Moushira Khattab" დაარქივებულია 21 აგვისტო 2016 нWayback MachineEgypt MFA Blog مدونة الخارجية المصرية. Retrieved 2016-07-13.
  4. "Director Travels to Middle East to Meet with Government and Civil Society Leaders". 2001-2009.state.gov. Retrieved 2016-07-21.
  5. http://www.dailynewsegypt.com/2016/07/10/egypt-nominates-moushira-khattab-for-unesco-director-general/
  6. http://www.al-monitor.com/pulse/originals/2015/02/womens-rights-egypt-sisi.html/
  7. «1999 National Orders awards | South African Government» დაარქივებულია 25 მარტი 2019 Wayback Machinewww.gov.za. Retrieved 2016-07-21.
  8. Egypt nominates Moushira Khattab for UNESCO director-general დაარქივებულია 11 ივლისი 2016 на Wayback Machine Daily News Egypt. 2016-07-10. Retrieved 2016-07-13
  9. "Egypt". UNESCO. Retrieved 2016-10-07.
  10. «Egypt nominates Moushira Khattab for chief UNESCO post დაარქივებულია 25 მარტი 2019 Wayback Machine». Retrieved 2016-07-21.
  11. https://www.wilsoncenter.org/person/moushira-khattab/ დაარქივებულია 7 აგვისტო 2016 Wayback Machine
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მუშირა_ხატაბი“-დან