ჰენრი მური

(გადამისამართდა გვერდიდან მური, ჰენრი)

ჰენრი სპენსერ მური (ინგლ. Henry Spencer Moore; დ. 30 ივლისი, 1898, კასლფორდი, იორკშირი ― გ. 31 აგვისტო, 1986) — ბრიტანელი ხელოვანი, სკულპტორი.

ჰენრი მური
დაიბადა 30 ივლისი, 1898(1898-07-30)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბადების ადგილი კასლფორდი[14] [10] [9]
გარდაიცვალა 31 აგვისტო, 1986(1986-08-31)[15] [1] [16] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] (88 წლის)
გარდაცვალების ადგილი მაჩ-ჰედჰემი[14] [9]
ჟანრი აბსტრაქციონიზმი[17] [18] , Organic abstraction, ფიგურატივიზმი[17] [18] და public art[19]
საიტი https://www.henry-moore.org/

საველე ინჟინრის ვაჟი, დაბადებული იორკშირის ქალაქ კასლფორდში, მური ცნობილი გახდა მისი დიდი ზომის აბსტრაქტული ჭედური ბრინჯაოსა და ნათალი მარმარილოს სკულპტურებით. ბრიტანეთის ხელოვანთა წრეების მხარდაჭერით მურის დამსახურებაა ბრიტანეთში მოდერნიზმის თვითმყოფადი ფორმის დამკვიდრება. ვრცელი, მასშტაბური დაკვეთების შესრულებით ცხოვრების ბოლოსკენ მური განსაკუთრებით შეძლებული გახდა. თუმცა თავად მოკრძალებით ცხოვრობდა და მთელი ქონება ჰენრი მურის ფონდს გადასცა, რომლის დანიშნულება ხელოვანთა განათლება და ამ სფეროს განვითარებაა.

შემოქმედება

რედაქტირება
 
სკულპტურა - წამოწოლილი ფიგურა (1951), ფიცუილიამის მუზეუმი, კემბრიჯი – დამახასიათებელი ფორმა მურის ნამუშევრებისთვის, ქალის აბსტრაქტული ფიგურით. ამ სკულპტურის რამდენიმე ბრინჯაოს ვერსია არსებობს; სურათზე თაბაშირის ეგზემპლიარია.

ჰენრი მურის სკულპტურებს ყველაზე ხშირად ადარებენ ზღვის გაპრიალებულ ტალღებთან. მური თავის სიმბოლურ, და, ზოგჯერ, აბსტრაქციულ კომპოზიცებში ცდილობდა ცხოვრების რითმიკისა და დინამიკის გადმოცემას. ჰენრი მურს უწოდებენ დამფუძნებლად.

იმ დროის ინგლისური ხელობნება ეყრდნობოდა კლასიკას, მაგრამ მური თავიდანვე გატაცებული იყო ძველი ეგვიპტისა და მესოპოტამიის სკულპტურით და ბერძნული არქაული კულტურით. მის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა ტროპიკულ აფრიკასა და კოლუმბამდელ ამერიკაში შექმნილი ნამუშევრები. სწორედ იქ მან იპოვა ისეთი „ორგანული ფორმები“, რომლებიც საშუალებას აძლევდნენ ისეთი პლასტიკის შესაქმნელად, რომელიც აღიქმებოდა, როგორც ბუნების ორგანული ნაწილი.

1928 წელს ლონდონში ჩატარდა მურის პირველი გამოფენა, მაგრამ იგი არ იქნა გაგებული საზოგადოების მიერ. 1920-1930-იან წლებში მან დაიწყო ისეთ თემებზე მუშაობა, როგორებიცაა: „დედა და შვილი“, „ოჯახი“ და ა.შ.

პირველად მურზე დაიწყეს საუბარი როგორც ორიგინალურ და საინტერესო მხატვარზე 1940-იან წლებში, მას შემდეგ, რაც მან შექმნა ნახატების სერია „მეტრო“, რომელიც მიუძღვნა იმ დროის სამხედრო ლონდონის ცხოვრებას. მეტრო ბომბსაფარად იქცა, რამაც მურს მისცა საშუალება ადამიანის შიშისა და უმწნეობის ჩვენებისთვის. ამავე დროს, ლონდონის მეტრო ხალხთა ძალების ერთიანობის სიმბოლოდ იქცა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Henry (1898-1986) Moore
  2. 2.0 2.1 Bowness A. Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Babelio — 2007.
  5. 5.0 5.1 Discogs — 2000.
  6. 6.0 6.1 Mapping the Practice and Profession of Sculpture in Britain and Ireland 1851–1951
  7. 7.0 7.1 Academy of Arts, Berlin — 1696.
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 Wilkinson A. G., Barton L. Moore, Henry // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T059425
  10. 10.0 10.1 10.2 https://data.bnf.fr/en/11916701/henry_moore/
  11. 11.0 11.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  12. 12.0 12.1 Delarge J. Le DelargeParis: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
  13. 13.0 13.1 The Fine Art Archive — 2003.
  14. 14.0 14.1 Smithsonian American Art Museum person/institution ID
  15. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  16. Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  17. 17.0 17.1 https://www.theartstory.org/artist/moore-henry/
  18. 18.0 18.1 RKDartists
  19. https://picasso.iro.umontreal.ca/~mona/api/v3/artists