მუდმივი პრეზიდენტი
მუდმივი პრეზიდენტი — თანამდებობა, რომელიც მიანიჭა ბევრმა დიქტატორმა საკუთარ თავს, რათა დაცული ყოფილიყვნენ არჩევნებში შესაძლო მარცხისაგან.
პირველად მუდმივი დიქტატორის წოდება გამოიყენა იულიუს კესარმა, რომელმაც ძვ. წ. 45 წელს თავი გამოაცხადა მუდმივ დიქტატორად, მაშინ როდესაც ძველ რომში დიქტატორად ყოფნა შეიძლებოდა მხოლოდ 6 თვე. 1802 წელს ნაპოლეონ ბონაპარტე არჩეულ იქნა მუდმივ პირველ კონსულად.
საინტერესოა, რომ მუდმივი პრეზიდენტების უმრავლესობას აღნიშნული თანამდებობა არ სჭერიათ სიცოცხლის ბოლომდე. უმრავლესობა ან დაამხეს, ან მოკლეს. გამონაკლისები იყვნენ: რაფაელ კარერა, ფრანსუა დიუვალიე, იოსიპ ბროზ ტიტო, ხოსე გასპარ როდრიგეს დე ფრანსია და საფარმურატ ნიაზოვი.
1972 წელს წარუმატებლად ეცადა საკუთარი თავი გამოეცხადებინა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მუდმივ პრეზიდენტად მობუტუ სესე სეკოს.[1]
მუდმივი პრეზიდენტების სია
რედაქტირება- ფრანსუა დომინიკ ტუსენ-ლუვერტიური (სან-დომინგო) 1801 წლის კონსტიტუციით გამოცხადდა მუდმივ გუბერნატორად, 1802 წელს დაამხეს და გამოკეტეს საფრანგეთის ციხეში, სადაც გარდაიცვალა 1803 წელს.
- ანრი კრისტოფი, ჰაიტი (1807) — პრეზიდენტი 1811-მდე, მეფე 1820 წლამდე. გარდაიცვალა თანამდებობაზე 1820 წელს.
- ალექსანდრ პეტიონი, ჰაიტი (1808) — გარდაიცვალა თანამდებობაზე 1816 წელს.
- ხოსე გასპარ როდრიგეს დე ფრანსია, პარაგვაი (1816) — გარდაიცვალა თანამდებობაზე 1840 წელს.
- რაფაელ კარერა, გვატემალა (1854) — გარდაიცვალა თანამდებობაზე 1865 წელს.
- აჰმედ სუკარნო, ინდონეზია (1963) — დაამხეს 1967 წელს.
- ფრანსუა დიუვალიე, ჰაიტი (1964) — გარდაიცვალა თანამდებობაზე 1971 წელს, მემკვიდრედ დასახელდა მისი შვილი.
- ჰეისტინგზ კამუზუ ბანდა, მალავი (1971) — 1993 წელს მოიხსნა ტიტული, 1994 წელს კი დამარცხდა არჩევნებში.
- ჟან-კლოდ დიუვალიე, ჰაიტი (1971) — მამის მემკვიდრე, დაამხეს 1986 წელს.
- ჟან ბედელ ბოკასა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (1972) — 1976 წელს თავი გამოაცხადა იმპერატორად, დაამხეს 1979 წელს.
- იოსიპ ბროზ ტიტო, იუგოსლავია (1974) — გარდაიცვალა თანამდებობაზე 1980 წელს.
- მუჯიბურ რაჰმანი, ბანგლადეში (1975) — დაამხეს და მოკლეს 1975 წელს.
- ფრანსისკო მასიას ნგემა, ეკვატორული გვინეა (1972) — დაამხეს და მოკლეს 1979 წელს.
- ჰაბიბ ბურგიბა, ტუნისი (1975) — დაამხეს 1987 წელს.
- იდი ამინი, უგანდა (1976) — დაამხეს 1979 წელს.
- ლენოქს სებე, ბანტუსტანი სისკეი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) (1983) —დაამხეს 1990 წელს.
- საფარმურატ ნიაზოვი, თურქმენეთი (1999, აბსოლუტური პრეზიდენტი 1991 წლიდან) — გარდაიცვალა თანამდებობაზე 2006 წელს.
მუდმივი პრეზიდენების გალერეა
რედაქტირება-
ფრანსუა დომინიკ ტუსენ-ლუვერტიური, სან-დომინგო (1801-1802)
-
ანრი კრისტოფი, ჰაიტი (1807-1811)
-
ხოსე გასპარ როდრიგეს დე ფრანსია, პარაგვაი (1816-1840)
-
რაფაელ კარერა, გვატემალა (1854-1865)
-
აჰმედ სუკარნო, ინდონეზია (1963–1967)
-
ფრანსუა დიუვალიე, ჰაიტი (1964-1971)
-
ჰეისტინგზ კამუზუ ბანდა, მალავი (1971-1993)
-
ჟან ბედელ ბოკასა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (1972-1976)
-
იოსიპ ბროზ ტიტო, იუგოსლავია (1974-1980)
-
ჰაბიბ ბურგიბა, ტუნისი (1975-1987)
-
საფარმურატ ნიაზოვი, თურქმენეთი (1999-2006)
ლიტერატურა
რედაქტირება- Woodward, Ralph Lee. Rafael Carrera and the Emergence of the Republic of Guatemala, 1821-1871. Athens, GA: University of Georgia Press, 1993.
- Chen, Jerome. "Yuan Shih-K'ai; 1859-1916". George Allen & Unwin Ltd: Liverpool, 1961.
- Bob Hering, 2001, Soekarno, architect of a nation, 1901–1970, KIT Publishers Amsterdam, ISBN 90-6832-510-8, KITLV Leiden, ISBN 90-6718-178-1
- Birmingham, David (1998). Kwame Nkrumah: The Father of African Nationalism. Athens: Ohio University Press. ISBN 0821412426.
- The Fate of Africa: From the Hopes of Freedom to the Heart of Despair, by Martin Meredith, PublicAffairs, 2005
- Decalo, Samuel (1989). Psychoses of Power: African Personal Dictatorships. Boulder: Westview Press. ISBN 0813376173.
- Melady, Thomas P.; Margaret B. Melady (1977). Idi Amin Dada: Hitler in Africa. Kansas City: Sheed Andrews and McMeel. ISBN 0836207831.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Crawford Young and Thomas Turner, The Rise and Decline of the Zairian State, p. 211