მრავალსახოვანი აბლაბუდიანი სოკო
მრავალსახოვანი აბლაბუდიანი სოკო (ლათ. Cortinarius multiformis) — სოკოს სახეობა აბლაბუდიანი სოკოების გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკას, ჩრდილოეთ აფრიკასა და აზიას.[1]
მრავალსახოვანი აბლაბუდიანი სოკო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Cortinarius multiformis (Fr.) Fr. 1838 | |||||||||||||||
|
ერთი წყარო მას საჭმელ სოკოდ თვლის, მეორე წყარო კი — არასაჭმელად.[2] იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, უპირატესად ფიჭვნარში, იშვიათად წიფლნარში, მჟავე ნიადაგზე, ზაფხულიდან შემოდგომამდე.
სოკო პირველად აღწერა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1818 წელს როგორც Agaricus multiformis.[3] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიენიჭა 1838 წელს.[4]
აღწერა
რედაქტირებაქუდის დიამეტრი — 4–9 სმ-მდე, მკვრივი, ხორციანი. თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი, შემდგომში ბრტყლად ამობურცული ან გაშლილი, წებოვანი ზედაპირით. ახასიათებს თეთრი აბლაბუდისებრი საბურველი, მოყვითალო-ყავისფერია.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები თავიდან თეთრი, შემდეგ — ჟანგმიწისფერ-ყავისფერი.
ფეხის სიგრძე — 7–10 სმ, სისქე — 1–2 სმ, მკვრივი, მთლიანი, ჟანგმიწისფერ-ყავისფერი, ძირში ბოლქვისებრი და თეთრი. საყელოს გარეშე.
რბილობი — მკვრივი, თეთრი, გაჭრისას ფერს არ იცვლის. თაფლისმაგვარი სასიამოვნო სუნითა და მოტკბო გემოთი.[5][6][7]
სპორები — ნუშის ფორმის, ზედაპირი წვრილხორკლიანია, მოყვითალო-მურა ფერის, 10–12X5–6 მკმ.
მსგავსი სახეობები
რედაქტირებასამეცნიერო სინონიმები
რედაქტირებაAgaricus ferruginascens Batsch (1789)
- Agaricus multiformis Fr. (1818)
- Agaricus multiformis var. ferruginascens (Batsch) Fr. (1818)
- Agaricus multiformis var. obscurior Fr. (1818)
- Agaricus multiformis var. zamialis Fr. (1818)
- Cortinarius multiformis var. balius (Secr.) Gillet (1876) [1878]
- Cortinarius multiformis var. elevatior Gillet (1876) [1878]
- Phlegmacium multiforme (Fr.) Wünsche (1877)
- Gomphos multiformis (Fr.) O.Kuntze (1898)
- Cortinarius multiformis subsp. gracilior' Jul.Schäff. (1949)
- Phlegmacium multiforme var. coniferarum M.M.Moser (1960)
- Cortinarius multiformis var. caesiophyllus Moënne-Locc. (2006)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მრავალსახოვანი აბლაბუდიანი სოკო“ ვიკისაწყობში.
- მრავალსახოვანი აბლაბუდიანი სოკო MycoBank-ზე (ინგლისური)
- მრავალსახოვანი აბლაბუდიანი სოკო Index Fungorum-ზე (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Cortinarius multiformis. Discover Life. ციტირების თარიღი: 20 მარტი, 2022.
- ↑ ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 190, ISBN 99940-856-1-1.
- ↑ Elias Fries: „Observationes mycologicae”, vol. 2, Editura Ernest Mauritius, Greifswald, 1822, p. 63
- ↑ Elias Fries: „Epicrisis systematis mycologici, seu synopsis hymenomycetum”, Editura Typographia Academica, Uppsala 1838, p. 263
- ↑ Marcel Bon: „Pareys Buch der Pilze”, Editura Kosmos, Halberstadt 2012, p. 210-211, ISBN 978-3-440-13447-4
- ↑ b Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, ed. a 5-a, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1979, p. 226-227 - 1, ISBN 3-405-12116-7
- ↑ Dr. ing. Ioana Tudor: Ciupercile din flora spontană a României - Manualul culegătorului și consumatorului autohton, Editura Gramen, București 2010, p. 159, ISBN 978-606-92709-1-2