Cortinarius claricolor
Cortinarius claricolor — სოკოს სახეობა აბლაბუდიანი სოკოების გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიას. საშუალო ხარისხის საჭმელი სოკოა, საჭმელად გამოიყენება მხოლოდ ნორჩი ეგზემპლარები. იზრდება მჟავე და კირიან ნიადაგზე ივლისიდან ოქტომბრამდე,[1] შერეულ ტყეებში, არყთან, ფიჭვთან, ნაძვთან და წიფელთან.
Cortinarius claricolor | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Cortinarius claricolor Fr., (1838) | |||||||||||||
|
სოკო პირველად აღწერა ელიას მაგნუს ფრისმა 1818 წელს როგორც Agaricus multiformis d claricolor.[2] 1838 წელს იმავე ავტორმა გადაიტანა იგი Cortinarius-ის გვარში.[3]
აღწერა
რედაქტირებასოკოს ქუდის — დიამეტრი 4-14 სმ, მკვრივი, ხორცოვანი. თავიდან ნახევარსფეროსებრია, შემდეგ ბრტყელი, ღია ყვითლიდან მოწითალო-ჟანგმიწისფრამდე. ნესტიან ამინდში სრიალა და მბზინავია.
ჰიმენოფორი — ვიწრო, ნორჩობაში თეთრი, მოგვიანებით ჭუჭყისფერ-კრემისფერი, სიბერეში — ჟანგმიწისფერ-ყავისფერი.
ფეხის სიგრძე — 5-12 სმ, სიგანე 1-2,5 სმ, ცილინდრული, მკვრივი და ბოჭკოვანი. ახასიათებს აბლაბუდისებრი კერძო საბურველი.
რბილობი — თეთრი, განსაკუთრებული სუნისა და გემოს გარეშე. სიბერეში ახასიათებს არასასიამოვნო გემო.
გამოყენება
რედაქტირებაერთი წყარო მას საჭმელ სოკოდ მიიჩნევს,[4] ხოლო მეორე წყარო — არასაჭმელად. ზოგიერთი წყარო გამოუცდელ მესოკოვეებს ურჩევს თავი შეიკავონ მისი შეგროვებისაგან, რადგანაც იგი მეტად წააგავს მისივე გვარის რამდენიმე სასიკვდილოდ შხამინ სახეობას.[5]
გალერეა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Cortinarius claricolor“ ვიკისაწყობში.
- Cortinarius claricolor Index Fungorum-ზე (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Pavol Škubla: Wielki atlas grzybów. Poznań: Elipsa, 2007. ISBN 978-83-245-9550-1
- ↑ Elias Fries: „Observationes mycologicae”, vol. 2, Editura Ernest Mauritius, Greifswald, 1822, p. 65
- ↑ Elias Fries: „Epicrisis systematis mycologici, seu synopsis hymenomycetum”, Editura Typographia Academica, Uppsala 1838, p. 257
- ↑ Belobetna koprenka. gobenabovskem.si, accessdate 2016-02-02
- ↑ Andreas Gminder: Atlas grzybów. Jak bezbłędnie oznaczać 340 gatunków grzybów Europy Środkowej. Warszawa: Weltbild, 2011. ISBN 978-83-258-0588-3.