მოუსონის ზღვა
მოუსონის ზღვა — განაპირა ზღვა სამხრეთის ოკეანეში, აღმოსავლეთ ანტარქტიდის დედოფალ მერის მიწის სანაპიროსთან. მოქცეულია შეკლტონოს შელფურ მყინვარსა და წმინდა ვინსენტის ყურეს შორის. ჩრდილოეთით ესაზღვრება დეივისის ზღვა, აღმოსავლეთით — კუნძული ბოუმენი. ზღვის ფართობი შეადგენს 333,000 კმ²-ს, სანაპირო ხაზის სიგრძე 800 კმ-ს. მაქსიმალური სიღრმეები ოდნავ აღემატება 1000 მ-ს. დიდწილად მოქცეულია კონტინენტური მეჩეჩის ფარგლებში, სადაც სიღრმეები 200-500 მ აღწევს. წლის მეტ დროს დაფარულია მოდრეიფე ყინულებით, ბევრია აისბერგი. სამხრეთი ნაპირები ქმნიან შეკლტონის შელფური მყინვარისა და კონტინენტური ყინულოვანი ფარის კიდეს. 1956-1958 წლებში მოუსონის ზღვის სანაპიროზე მოქმედებდა საბჭოთა სამეცნიერო სადგური ოაზისი; 1957-1968 წლებში — ავსტრალიური სადგური უილქსი, ხოლო 1969 წლიდან მოქმედებს ავსტრალიური სადგური კეისი. როგორც ცალკე ზღვა გამოყვეს საბჭოთა მეცნიერებმა და უწოდეს ანტარქტიკის ავსტრალიელი მკვლევარის დაგლას მოუსონის სახელი.
მოუსონის ზღვა | |
---|---|
მოუსონის ზღვის მდებარეობა ანტარქტიდის რუკის ფონზე | |
ზოგადი ინფორმაცია | |
ოკეანის აუზი | სამხრეთის ოკეანე |
ტიპი | განაპირა ზღვა |
ფართობი | 333,000 კმ² |
სანაპირო ხაზის სიგრძე | 800 კმ |
საშუალო სიღრმე | 200-500 მ |
უდიდესი სიღრმე | 1000 მ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მოუსონის ზღვა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)