დაგლას მოუსონი
დაგლას მოუსონი (ინგლ. Douglas Mawson; დ. 5 მაისი, 1882, შიპლი — გ. 14 ოქტომბერი, 1958, ადელაიდა) — ავსტრალიელი გეოლოგი და მკვლევარი, იკვლევდა წყნარი ოკეანის კუნძულებს. 1907 წელს მან ქოქოსის პალმები ქარბუქებში გაცვალა, როდესაც ანტარქტიდაში მიმავალ ერნესტ შეკლტონის ექსპედიციას გაჰყვა.
ოთხი წლის შემდეგ მოუსონმა ანტარქტიდის სანაპირო ზოლის რუკაზე დასატანად წაიყვანა ექსპედიცია. 1500 კილომეტრის გაცურვის შემდეგ, 1912 წლის იანვარში, მისი გემი „ავრორა“ ანტარქტიდის სანაპიროს მიადგა. ექსპედიციამ დენისონის კონცხთან გაატარა ქარიშხალიანი ზამთარი, შემდეგ კი სამ ჯგუფად დაიყო. მოუსონი აღმოსავლეთით გაემართა ექიმ ქსავიე მერცთან, ლეიტენანტ ბელგრეივ ნინისსა და 17 ძაღლთან ერთად.
მათ საზარელ ზამთარსა და ძნელად გასავლელ ადგილებს გაუძლეს, როდესაც მერცი და ნინისი დაიღუპნენ, მოუსონი მარტო, უსურსათოდ დარჩა. დაუჯერებელია, მაგრამ მას შტორმის გადალახვა მოუწია, გადავიდა ღრმა ნაპრალებზე და დაბრუნდა ბაზაზე, საიდანაც „ავრორა“ იყო. თუმცა, მის მოსაძებნად ხუთი კაცი დარჩენილიყო. მათ და მოუსონმა მაშველების ჩასვლამდე მეორედ გამოიზამთრეს ანტარქტიდაში. 1929–1931 წლებში ბრიტანულ-ავსტრალიურ-ახალზელანდიურ ექსპედიციას გაუძღვა ანტარქტიდაში და ნაკლებად ცნობილი სანაპირო ზოლის კიდევ 4000 კილომეტრი დაიტანა რუკაზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- დიდი მოგზაურები, მსოფლიო აღმოჩენა. ქარჩხაძის გამოც. გვ 106, თბ., 2009