დეივისის ზღვა
ზღვა
დეივისის ზღვა — განაპირა ზღვა სამხრეთის ოკეანეში, ანტარქტიდის სანაპიროზე, დასავლეთის შელფურ მყინვარსა და შეკლტონის შელფურ მყინვარს შორის. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მოუსონის ზღვა. ფართობი შეადგენს 21,000 კმ²-ს, მაქსიმალური სიღრმე 1300 მ. მთელი წლის განმავლობაში დაფარულია ყინულებით. მარილიანობა 33,0-33,5 ‰. დეივისის ზღვაში მდებარეობს დრიგალსკის კუნძული. ნაპირებთან გაშენებულია რუსეთის სამეცნიერო სადგური მირნი. ეს ზღვა 1911-1914 წლებში აღმოაჩინა ავსტრალიის ანტარქტიდულმა ექსპედიციამ, გემ ავრორათი. სახელი ეწოდა კაპიტან უილიამ მორის დეივისის პატივსაცემად, რომელიც ავრორის ექსპედიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.
დეივისის ზღვა | |
---|---|
დეივისის ზღვის მდებარეობა ანტარქტიდის რუკის ფონზე | |
ზოგადი ინფორმაცია | |
ოკეანის აუზი | სამხრეთის ოკეანე |
ტიპი | განაპირა ზღვა |
ფართობი | 21,000 კმ² |
უდიდესი სიღრმე | 1300 მ |
კუნძულ(ებ)ი | დრიგალსკის კუნძული |
მარილიანობა | 33,0-33,5 ‰ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დეივისის ზღვა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)