შეკლტონის შელფური მყინვარი

შეკლტონის შელფური მყინვარი (ინგლ. Shackleton Ice Shelf) — მყინვარი აღმოსავლეთ ანტარქტიდაში, დედოფალ მერის მიწასა და უილქსის მიწის სანაპიროზე. გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 440 კმ-ზე, ხოლო სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ 170 კმ-ზე. ფართობი 33,820 კმ². მყინვარის სისქე 180-200 მ. შუა ნაწილში უერთდება დენმენისა და სკოტის მყინვარები. ადგილ-ადგილ აღმართულია 250-300 მ სიმაღლის ყინულის გუმბათები. აღმოაჩინა ამერიკის ჩარლზ უილქსის ექსპედიციამ 1840 წელს. სახელი ეწოდა ერნესტ შეკლტონის პატივსაცემად.

შეკლტონის შელფური მყინვარი
შეკლტონის შელფური მყინვარის კოსმოსური გამოსახულება
შეკლტონის შელფური მყინვარის კოსმოსური გამოსახულება
კოორდინატები: 66°00′ ს. გ. 100°00′ ა. გ. / 66.000° ს. გ. 100.000° ა. გ. / -66.000; 100.000
ფართობი 33,820 კმ²
სიგრძე 440 კმ
სისქე 180-200 
შეკლტონის შელფური მყინვარი — ანტარქტიდა
შეკლტონის შელფური მყინვარი

ლიტერატურა

რედაქტირება