პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

H.McC. (მომწერეთ) 18:46, 18 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი


საკუთარი საიტების რეკლამა ვიკიპედიაში მიზანშეწონილი არ არის. აგრეთვე - დახმარების გვერდი, გამოიყენეთ პირადი სავარჯიშო. --H.McC. (მომწერეთ) 12:17, 19 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

გაფრთხილება

რედაქტირება

უკვე აგიხსენით, რა უნდა გააკეთოთ. ნუ შემოგაქვთ ეს უხარისხოდ აწყობილი სტატიები. შეხედეთ, როგორ არის აწყობილი ტარია ტურუნენი - შესანიშნავი სტატიაა, თუნდაც დაუსრულებელისათვის. --H.McC. (მომწერეთ) 17:47, 19 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

მე მგონია, კარგად უნდა წაიკითხოთ, რა არის ვიკიპედია და რა არ არის ვიკიპედია. რეგისტრირდებით, შემოდიხართ, წერთ სტატიას, აუმჯობესებთ. ამჟამად ორივე სტატია ძირითადად გასაგებ ენაზე წერია, მაგრამ საჭიროებს ოდნავ გამართვას და ვიკიპედიის სტანდარტების დაკმაყოფილებას. არსებობს ასეთი მცნება ჩვენთან - ვიკიფიცირება. ეს არის ერთ-ერთი მოთხოვნა ამ დროისათვის. --H.McC. (მომწერეთ) 17:55, 19 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

არავინ წაშლის, ვინაიდან წასაშლელად არ არის მონიშნული, გადამუშავებას საჭიროებს. P.S.: აბზაცის თავში ცარიელ ადგილს ნუ ტოვებთ, ვიკიპედიაში ეს

ასეთ შედეგს იძლევა და ტექსტს არღვებს.

--H.McC. (მომწერეთ) 18:03, 19 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

წყაროდ უკვე ასეთი სექციაც გამოდგება. ანუ ადგილი, სადაც შეიძლება ინფორმაციის მოძიება. ჯერ-ჯერობით, ასეთიც კმარა. რესურსებში * ნიშნის თავში გამოყენებას მიაქციეთ ყურადღება, როგორც მანდ არის. --H.McC. (მომწერეთ) 20:48, 19 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

კოპირება

რედაქტირება

თქვენ მიერ შემოტანილი ტექსტი გადმოტანილია ფეისბუკის გვერდიდან, გაქვთ ნებართვა? — მიხეილ მიწერა 22:37, 19 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

მითითებები

რედაქტირება
  • სტატიის შესავალის ნიმუში:

ჯეიმზ ალან ჰეტფილდი (დ. 3 აგვისტო, 1963) — ვოკალისტი, გიტარისტი და სიმღერების ავტორი, მძიმე მეტალ — ჯგუფ მეტალიკის თანადამაარსებელი.

ანუ სახელი, რითაც იწყება სტატია, იწერება bold ასოებით. ამის შემდეგ მოდის „—“ (გრძელი და არა მოკლე) და „ჯგუფ მეტალიკის თანადამაარსებელი“. შესავალში გამოიყენეთ გრძელი. იგი ასევე არის ქვედა პანელში, "დამატებითი ნიშნების" სიაში. არსებობს მოკლე -, რომელსაც სხვაგან ვიყენებთ.

  • სიტყვას 'გახლავთ' ვიკიპედიაში არ ვიყენებთ. 'არის' ან სხვა მსგავსი რამ გამოიყენება. ვიკიპედიაში სტატიის წერისას კონკრეტულ პიროვნებას არ მივმართავთ, ეს საგაზეთო / წიგნების სტილია.
  • თუ სტატიას ეწოდება Nightwish, გამოიყენეთ Nightwish და არა ნაითვიში. ადრე ერქვა 'ნაითვიში', მაგრამ სათაური შეცვლილი იქნა, რაც სხვა სტატიებზეც ვრცელდება.
  • სიტყვას 'ბენდი' აქ ვიყენებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საუბარია რომელიმე სოლო მუსიკოსის საკონცერტო ბენდზე (დამატებით მუსიკოსებზე) ან ვთქვათ, ჯაზ-ბენდზე. სხვა შემთხვევაში - ჯგუფი, კოლექტივი, ხუთეული, სამეული, ოთხეული, მუსიკოსები - თუნდაც ეს შემცვლელი სიტყვები.
  • „ის ცნობილია როგორც სიმფონიურ მეტალ ჯგუფ ნაითვიშის დრამერად“ - დიდი შეცდომაა. „ცნობილია, როგორც დრამერი“ < სწორია. იგივე ეხება სხვა სიტყვებსაც, შეცდომაა - ცნობილია, როგორც გიტარისტად; ცნობილია, როგორც ვოკალისტად და ა.შ. --H.McC. (მომწერეთ) 10:20, 20 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

იუკას სტატიაში ისედაც შევასწორე. გაითვალისწინეთ მომავალში და სხვა უკვე დაწერილ სტატიებსაც გადახედეთ. --H.McC. (მომწერეთ) 10:50, 20 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

როდესაც მუსიკოსის დისკოგრაფია შედგება მხოლოდ ერთ ჯგუფთან ჩაწერილი მასალით, ვიკიპედიაში ამ სიას არ ვიმეორებთ, ამისათვის არის გადამისამართება ძირითად სტატიაზე. თუ სოლო-ალბომები ან რამე სოლო-სიმღერები აქვს ან სხვა მუსიკოსებთან ჩაწერილი მასალა, ამ შემთხვევაში იწერება ცალკე სიაც. --H.McC. (მომწერეთ) 11:40, 20 დეკემბერი 2012 (UTC) პასუხი

(შეცდომა იყო) --H.McC. (მომწერეთ) 12:03, 20 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

ფაილები

რედაქტირება

გამარჯობა. ნუ ატვირთავთ არათავისუფალ ფაილს, რომელსაც შემდეგ არ გამოიყენებთ. — მიხეილ მიწერა 14:22, 25 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

გაფრთხილება

რედაქტირება

ვიკიპედიაში ასეთი წესია - როდესაც თავისუფალ საცავში მოიპოვება ფოტო, ალტერნატიული ფოტოს ინფოდაფაში ჩასმა არ შეიძლება. განურჩევლად იმისა, აჩვენებს თუ არა ესა თუ ის ფოტო ჯგუფს ამ კონკრეტულ ეტაპზე (შეცვლილი შემადგენლობით), ამის გაკეთება არ შეიძლება. ამას გიხსნით გამომდინარე იქიდან, რომ თავად მქონდა ამის პრობლემა. მაგალითად, ინფოდაფაში იდო მაიკლ ჯექსონის ეს ფოტო. ვინაიდან ფოტო ძალიან ძველი იყო, ჩავანაცვლე უფრო ახალი, დაახლოებით 2009 წლის ფოტოთი. ამ დროს შემოვიდა ინგლისური ვიკიპედიის მომხმარებელი, რომელმაც უკან დააბრუნა და ამიხსნა, რომ ინფოდაფაში გამოიყენება მხოლოდ ის სურათი, რომელიც დევს თავისუფალ საცავში. თუ იქ საერთოდ არაფერი დევს, მაშინ შეგვიძლია საკუთარი ფოტოს აქ ატვირთვა. ეს არის ერთი მიზეზი, თუ რატომ გავაუქმე თქვენი რედაქტირება. Nightwish-ის ამ ფოტოს ინფოდაფაში გამოყენება არ შეიძლება ამჟამად. მიუხედავად ამისა, დასაშვებია სტატიის სხვა არეში ჩასმა.

მეორე - თქვენს მიერ დადებულ ფოტოზე არის დროებითი შემადგენლობა, რომელიც მიმდინარე ტურნეს შემდეგ უნდა დაშლილიყო, ვინაიდან ვოკალისტი მხოლოდ დროებით იქნა აყვანილი და არავინ იცის, შემდეგი ვინ იქნება და როდის აიყვანენ. --H.McC. (მომწერეთ) 15:50, 25 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

მოკლედ - ცვლილებების უკან დაბრუნებისას შემთხვევით გავაქრე სტატია, მაგრამ ვიკიპედიაში არაფერი იშლება ბოლომდე, ამიტომ უკან ვაბრუნებ. სტატიას დავამუშავებ შემდგომში გრამატიკულად და ისე, რომ აქაურ სტანდარტებს შეესაბამებოდეს, ხოლო იანსენთან გადაღებული ფოტო გადაინაცვლებს სტატიის ბოლოს, შესაბამის სექციაში. კარგი იქნება, თუ მომავალში სიმღერების, ჯგუფებისა და ალბომების სახელებს დააკოპირებთ ისე, როგორც წერია - After Forever და არა After forever. --H.McC. (მომწერეთ) 15:56, 25 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

პრობლემა არ არის, უბრალოდ ასეთი წესია გლობალურად, ვიკიპედია ხომ მარტო ქართული არ არის. ძირითადად წესებს ვემორჩილებით ჩვენც. შანსი ახალი შემადგენლობის ინფოდაფაში ძირითად სურათად გამოტანისა არის მხოლოდ მაშინ, როდესაც Commons-ში თავისუფალი ფოტო დაიდება. ეს შეიძლება იყო ვინმეს მიერ კონცერტზე გადაღებული სურათი, როდესაც ახალი შემადგენლობა შედგება, სხვა ვოკალისტით. --H.McC. (მომწერეთ) 16:04, 25 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

წყაროს მითითება სად და რასთან დაკავშირებით კონკრეტულად? --H.McC. (მომწერეთ) 16:08, 25 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

ფეისბუკი, როგორც ასეთი, სარწმუნო წყაროდ არ ითვლება, მაგრამ ვინაიდან თქვენ ხართ ავტორი, თქვენი ავტორობა ისედაც წერია სტატიის ისტორიაში და ვინაიდან თქვენი მხრიდან თანხმობით თავსდება, ამიერიდან ვიცით ორივე მხარემ, რომ თქვენ მიერ იქნა შედგენილი. თუ ვინმე დააკოპირებს სხვა საიტზე - ან თქვენი გვერდიდან დააკოპირებს, ან აქედან, მაგრამ ორივე შემთხვევაში შეგიძლიათ ნებისმიერ დაუმტკიცოთ, რომ ორიგინალური თარგმანია. დასტური ზევით არის, ადრე ჩვენმა ადმინისტრატორმა გკითხათ კიდეც, გქონდათ თუ არა უფლება ფეისბუკიდან გადმოტანის. იმ გზავნილს თარიღიც აწერია და ნათლად ჩანს, თუ როდის შემოიტანეთ. ამიტომ, თუ ვინმე 2 წლის შემდეგ (ვთქვათ) სადმე დაბეჭდავს, ნებისმიერს შეგიძლიათ დაუმტკიცოთ, რომ 2 წლის წინ დადეთ აქ. --H.McC. (მომწერეთ) 16:15, 25 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

ფერად ქრონოლოგიაზე ამბობთ? კი, შეიძლება, მაგრამ ცოტა რთულია, მეც კი მეშლება, მაგ ცხრილს ფრთხილად უნდა გაკეთება, ვცდით, შეგიდგინოთ. დისკოგრაფიის პრობლემა არ არის, უბრალოდ გამართულად უნდა ააწყოთ. საიტს რაც ეხება - ბმული მომეცით, თუკი ასეთი ამბავია, საიტი უფრო სარწმუნო წყაროა. --H.McC. (მომწერეთ) 16:31, 25 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

ძალიან კარგი. ჩასმული იქნება სტატიის ბოლოს, როგორც რესურსი ქართულ ენაზე. შემადგენლობის სექცია გაკეთდა, თავისი ფერადი სქემით.   --H.McC. (მომწერეთ) 16:46, 25 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

არ ვიცი, ინგლისურში ასეა ჯერ-ჯერობით. --H.McC. (მომწერეთ) 21:30, 25 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

არაფერია. მთავარია, დავადგინეთ, რაც იყო   მოკლედ, სტატია მაქსიმალურად გასწორდა. მომავალში უნდა ჩაემატოს ის, რაც აკლია - ინგლისურ ვიკიპედიაზე მეტი ცნობა წერია, მაგრამ მიუხედავად ამისა - მადლობა შემოტანილი მასალისათვის, ერთ-ერთი მისახედი სტატია იყო და კარგი მოტივაციაც მქონდა, გამესწორებინა. --H.McC. (მომწერეთ) 00:49, 26 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

ფლორი

რედაქტირება

იანსენის ფოტოზე იგივე ისტორიაა, რაც Nightwish-ის ფოტოზე. ამიტომ გადავიდა ქვევით, ხოლო ინდოდაფაში ჩაჯდა იგივე ფოტო, რაც ყველა ვიკიპედიაშია. --H.McC. განხილვაწვლილი 17:31, 6 აპრილი 2013 (UTC)პასუხი