მომხმარებლის განხილვა:Rastrelli F/არქივი 1
გამარჯობა, Rastrelli F. მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.(?) |
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გაეცანი სტატიების რედაქტირების დახმარების გვერდს, სადაც ახსნილია სტატიების რედაქტირების პრინციპები.
|
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
გახსოვდეს - ვიკიპედია არის ენციკლოპედია, შესაბამისად ნებისმიერი სტატია უნდა იყოს აკადემიური, ნეიტრალური (?) და ეფუძნებოდეს აკადემიურ და გადამოწმებად წყაროებს.(?) ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სურთ შექმნან ახალი სტატიები - ამ შემთხვევაში სწორედ ავტორი არის ვალდებული, დაამტკიცოს ახალი სტატიის მნიშვნელობა ენციკლოპედიისთვის.
გაგვაგებინე
თუ გეგმავ, რომ სტატია აქტიურად დაარედაქტირო და ამისთვის დრო გჭირდება, სტატიის დასაწყისში ჩასვი
{{subst:მუშავდება}} , რათა აცნობო სხვა რედაქტორებს ამის შესახებ. ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ხშირად შეინახე
რაც შეიძლება ხშირად შეინახე რედაქტირებები - ამისთვის, რედაქტირების პანელის ქვედა ნაწილში ღილაკ „ცვლილებების შენახვა“ დააჭირე.(იხ. სურათი ქვემოთ) |
ხელი მოაწერე
ვიკიპედიაში გვერდების რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს: სტატიების გარდა, არსებობს ასევე განხილვის გვერდები. განხილვის გვერდი ყველა სტატიას აქვს; ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი კონსტრუქციული მოსაზრების დატოვება. განხილვის გვერდზე აუცილებელია ხელმოწერის დატოვება. ამისთვის ტექსტის ბოლოს ჩაწერე ოთხი ტილდა (
~~~~ ) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დააჭირე (იხ. სურათი მარჯვნივ). გაგვეცანი
კარგი იქნება, თუ სხვა რედაქტორებს გაუმარტივებ კომუნიკაციას. თითოეულ მომხარებელს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, რომელზეც შეგიძლია დაამატო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობ და ინტერესთა სფეროები.
გვთხოვე დახმარება
თუ დახმარების გვერდებს გაეცანი და მაინც გჭირდება დახმარება, საკუთარ განხილვის გვერდზე ჩასვი {{დამეხმარეთ}}, მოგვწერე კითხვა, და ჩვენი აქტიური რედაქტორი აუცილებლად გიპასუხებთ.
|
პატივი ეცი სხვის შრომას
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
|
Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
--ცანგალა (გ) 12:47, 28 მაისი 2007 (UTC)
გამარჯობა Rastrelli F, ბოლნისის და დმანისის ეპარქია. ასე აღარ ეწოდება? --ცანგალა (გ) 16:32, 29 მაისი 2007 (UTC)
- სტატია ფრანჩესკო ბართოლომეო რასტრელი შენ გიცდიდა, თურმე :) - ალ-ო გ / წ 19:27, 4 ივნისი 2007 (UTC)
გამარჯობა Rastrelli F, მადლობა პასუხისთვის. შეცდომებისაგან არავინ ვართ დაზღვეული. მთავარია არ დავიზაროთ ვიკიპედიის წესების ათვისება. გისურვებ წარმატებებს. --ცანგალა (გ) 08:29, 5 ივნისი 2007 (UTC)
მომხმარებელი:Gnome - ამ მომხმარებლის გვერდს მაგალითისთვის გაწვდი, თუ გაქვს სურვილი შეგიძლია შენი გვერდი ასეთივე პრინციპით შეავსო. --ცანგალა (გ) 08:36, 5 ივნისი 2007 (UTC)
გამარჯობა Rastrelli F, სტატიის დაწერას თუ არ აპირებ ასე დატოვება არ შეიძლება. --ცანგალა (გ) 11:53, 10 ივნისი 2007 (UTC)
გამარჯობა Rastrelli F, სტატია ვარძია გამო გწერ. თუ რამე არ მოგწონს შეგიძლია შეასწორო. --ცანგალა (გ) 14:57, 14 ივნისი 2007 (UTC)
გამარჯობა Rastrelli F, მხოლოდ ინფორმაციისთვის - შენი წვლილი ავტომატურად იწერება. მარცხნივ ინსტრუმენტებში წერია - მომხმარებლის წვლილი. --ცანგალა (გ) 20:08, 16 ივნისი 2007 (UTC)
გამარჯობა. თუ მოიცლი, იქნებ გადახედო კიდევ რჩეული სტატიების კანდიდატებს და კენჭი უყარო. - ალ-ო გ / წ 08:32, 8 ივლისი 2007 (UTC)
- ის შენიშვნები რაც განხილვაში დაწერე სამართლიანია და შეგიძლია სტატიაში გააკეთო. - ალ-ო გ / წ 11:54, 8 ივლისი 2007 (UTC)
- როცა ჩათვლი, რომ შენი შენიშვნები გათვალისწინებულია, გთხოვ კენჭისყრაშიც შენი ხმა შესაბამისი თარგით ჩაანაცვლო (სტატია უვადოდ რომ არ დაიბლოკოს). - ალ-ო გ / წ 12:26, 8 ივლისი 2007 (UTC)
გამარჯობა Rastrelli F
რედაქტირებაშენი შენიშვნა გავითვალისწინე მგელის სტატიასთან დაკავშირებით და შვასწორე.
პრობლემის შესახებ
რედაქტირებაგამარჯობა Rastrelli F, საღამოს პირად ელ.ფოსტაზე გამოგიგზავნი. იმედია პრობლემა გადაწყდება. მე მხოლოდ მაქვს გერმანული კლავიატურაზე განლაგებული ქართული შრიფტი. იმედია პრობლემის გადაწყვეტის შემდეგ მომავალში უფრო მეტს იმუშავებ. მოვსინჯოთ. --ცანგალა (გ) 09:43, 17 ივლისი 2007 (UTC)
ვიკიპედია:დახმარება ამ გვერდზე ნახავ - როგორ ვწერო ქართულად?. სპეციალურად არ გავუკეთე ბმული, რადგან ვიკიპედია:დახმარება იქნებ სხვა გვერდებსაც გადახედო :)))--ცანგალა (გ) 16:50, 17 ივლისი 2007 (UTC)
- გამარჯობა RF: თუ ჩათვლი, რომ ოშკი, ან რომელიმე სხვა სტატია, რომელზეც შენ მუშაობ დასრულებულია, არ დაგავიწყდეს რჩეულებში კანდიდატად წამოყენება. კიდევ, ნახე განხილვაში პასუხი რუსთაველის თეატრზე (თუ ჩათვლი, რომ შენი შენიშვნა გათვალისწინებულია, კენჭისყრაშიც შესაბამისად შეცვალე). - ალ-ო გ / წ 07:09, 18 ივლისი 2007 (UTC)
შენი პრობლემის შესახებ ალსანდროს ვუთხარი და [1] საკმარისი უნდა იყოსო. თუ რამე პრობლემა გექნა შეგიძლია მას მიმართო. --ცანგალა (გ) 19:57, 18 ივლისი 2007 (UTC)
ვიკიპედიაში ძალიან ცოტა მომხმარებლები ვართ. აქედან გამომდინარე შრიფტის პრობლემა კომპიუტერზე საჩქაროდ მოაგვარე, რომ ნაკლებად იწვალო და ვიკიპედიაში აქტიური მონაწილეობა მიიღო სტატიების გაუმჯობესებაში. ველოდებით შენს გააქტიურებას. --ცანგალა (გ) 20:41, 18 ივლისი 2007 (UTC)
პრობლემა შრიფტზე თუ გადაწყვიტე, თუ არა ალსანდროს მიმართე განმარტებას მოგცემს.--ცანგალა (გ) 20:15, 19 ივლისი 2007 (UTC)
ახლა გეყოფა დასვენება. მე მადლობა ალსანდროსთან შუამავლობაში, ხოლო ალსანდროს საქმის გადაწყვეტაში - აუცილებლად უნდა მისწერო. --ცანგალა (გ) 20:49, 19 ივლისი 2007 (UTC)
- არაფრის. გილოცავ :) - ალ-ო გ / წ 20:55, 19 ივლისი 2007 (UTC)
ასეთი თხოვნა იქნება არ დაგავიწყდეს ხოლმე შორისი (პრაბელი) მაგ. ბახტრიონი (ნაწარმოები) - გავასწორებ და კატეგორიები (ამჟამად მე ჩავამატებ). --ცანგალა (გ) 21:41, 19 ივლისი 2007 (UTC)
ბიოგრაფიებში DEFAULTSORT: - ეს თარგი არ დაგავიწყდეს - ოღონდ აქ ჯერ გვარი და შემდეგ სახელი - ანბანურად რომ დალაგდეს. რედაქტირებისას ნახე ჯემალ ღაღანიძე.--ცანგალა (გ) 21:45, 19 ივლისი 2007 (UTC)
მე მაგ ამბავი დიდი ხანია ვიგრძენი და იმიტომ ვიყავი მონდომებული შრიფტის გადაწყვეტაში :)))) ძილი ნებისა.--ცანგალა (გ) 21:53, 19 ივლისი 2007 (UTC)
გამარჯობა, ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს დავით უფლისაშვილი - შევასწორე, მეორეში აღარ. დავით უფლისაშვილი, ხოლო თარგში უფლისაშვილი დავითი თუ დავით?--ცანგალა (გ) 20:20, 20 ივლისი 2007 (UTC)
შენ კი არ გაგეპარა შეცდომა მე შევასწორე - მეორე კი აღარ შევასწორე და შეგეკითხე. ნამდვილად მასეა? გთხოვ გაიგო, რადგან მთელი ვიკიპედია ი-ს გარეშეა. ქსე-ში ი გარეშე წერია მაგ. თვალჭრელიძე გიორგი ალექნდრეს ძე, თვალჭრელიძე პარმენ გრიგოლის ძე. თამარაშვილი მიხეილ. ძალიან გთხოვ დააზუსტო თუ გაქვს საშუალება. --ცანგალა (გ) 19:12, 21 ივლისი 2007 (UTC)
ძალიან დიდი დიდი მადლობა კარგი ახსნისთვის. დასკვნა: ვიკიპედიაში შეცდომით წერია და შენ ამ შემთხვევაში ამჯობინებ შეცდომით გაგრძელებას. მაშინ ასე მოვიქცეთ შენ გააგრძელე სწორედ და მე როდესაც მოვიცლი შევასწორებ. (ენციკლოპედია და შეცდომით ნამდვილად არ გვინდა - აქედან ხომ ბევრი მომხმარებელი სწავლობს). ისე ძალიან მიკვირს ავთანდილი - ჩვენი ადმინისტრატორი, რომელიც გარდაიცვალა როგორ გაეპარა ეს შეცდომა ცნობილი ქართველები სულ მასეა. არც ერთ მომხმარებელს არ შეუსწორებია დღემდე. ალბათ არ გეწყინება მეც თუ გავიკითხავ. Доверай, но проверай :))) --ცანგალა (გ) 20:07, 21 ივლისი 2007 (UTC)
ე. ი. შენ მაინც თვლი, რომ გაგრძელდეს არასწორად? გეთანხმები - რა გაასწორებს?--ცანგალა (გ) 20:33, 21 ივლისი 2007 (UTC)
საერთაშორისო ბმულები
რედაქტირებადიდი თხოვნა მექნება ახალი სტატიების წერის დროს საერთაშორისო ბმულები რომ გააკეთო. ერთი მაინც. სასურველია ინგლ., შემდეგ რობოტი ავტომატურად სვამს ქართულ სტატიას ყველა ვიკიპედიაში.--ცანგალა (გ) 22:44, 21 ივლისი 2007 (UTC)
გვარ-სახელების შესახებ
რედაქტირებაგამარჯობა Rastrelli F, შენი ინფორმაცია სწორია, მაგრამ უბედურება იმაშია, რომ გვარი და სახელი მძიმით არ უნდა იყოს გამოყოფილი და ამ ამ შემთხვევაში კი ფუძის სახით უნდა იყოს სახელი წარმოდგენილი ე. ი. ი-ს გარეშე. უფლისაშვილი, დავით–'ი' - გვაქვს უფლისაშვილი (ერთი პიროვნება) და შემდეგ დავითი (მეორე პიროვნება), ხოლო უნდა გვქონდეს უფლისაშვილი დავით - მძიმის გარეშე. ვიკიპედია:გვერდების სახელები - ალბათ შესაცვლელი გვექნება. --ცანგალა (გ) 08:50, 22 ივლისი 2007 (UTC)
ჩვენი დისკუსიის შესახებ მომხმარებელი განხილვა:Alsandro ჩავაყენე საქმის კურსში (შეგიძლია გაეცნო) - ისიც გაიგებს, მაგრამ პირადად მე იმ დასკვნამდე მივედი, როგორც შენ მითხარი გაგრძელდეს როგორც იყო. ან (ჩემი აზრია) ახლები გაგრძელდეს მძიმის გარეშე (თუ რასაკვირველია ეს ფორმა არის სწორი). მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ქსე-ში მძიმის გარეშე წერია. ოღონდ დამატებული მამის სახელი ე. ი. თვალიაშვილი თამარ ნიკოლოზის ასული. მე პირადად მაინტერესებს, თუ რომელი ფორმაა სწორი.--ცანგალა (გ) 12:57, 22 ივლისი 2007 (UTC)
გამარჯობა Rastrelli F, ე. ი. ვაგრძელებთ ძველებურად "ი"-ს გარეშე. სანამ რამე გადაწყდება. ვაიმე, მაგრამ ალბათ მომავალში ერთი მოხალისე მე ვიქნები :)))--ცანგალა (გ) 10:03, 23 ივლისი 2007 (UTC)
გამარჯობა Rastrelli F, მხოლოდ ინფორმაციისთვის საკმარისია გერმ., ინგლ., რუს., და ა. შ. ბმული კეთდება ე. ი. გერმანული ენა - ჩაწერა არ არის საჭირო. --ცანგალა (გ) 21:01, 25 ივლისი 2007 (UTC)
სურათების თარგები
რედაქტირებაგამარჯობა Rastrelli F, სურათები ფაილის დამატებით კეთდება. გადახედე ვიკიპედია:თარგები/სტატიის წყაროები - უფრო მომხმარებელი განხილვა:Alsandro გაგარკვევს. რაც შეეხება თბილისის არქიტექტურა - შეგიძლია შეასწორო. მე ალსანდროს ვთხოვე, მაგრამ თუ შენი სურვილია - მისახედია. ძალიან მიყვარს თბილისი. :))) --ცანგალა (გ) 10:34, 26 ივლისი 2007 (UTC)
- ps: შენი მეგობრის გადაღებული სურათებისთვის ალბათ ეს თარგი იქნება მისაღები {{CopyrightedFreeUseProvided}} (თარგის გვერდზე არის გამოყენების მითითება). - ალ-ო გ / წ 12:30, 26 ივლისი 2007 (UTC)
რუსთაველის თეატრზე იქვე გიპასუხე - ალბათ უკეთესი იქნება ვიზუალური აღქმისთვის. სურათებს რაც შეეხება, აქ en:WP:TMIN არის ინგლისური თარგების ჩამონათვალი, თუ რომელიმე უფრო შეესაბამება ამ სიტუაციას, მაშინ შეგვიძლია ის გამოვიყენოთ (და შესაბამისად თარგიც გადმოვაქართულოთ). წიგნიდან დასკანირებულის ატვირთვაც შეიძლება, თუმცა რომელ თარგს გამოვიყენებთ დამოკიდებულია წიგნის ან სურათების სიძველეზე. თუ 50 წელზე მეტისაა, მაშინ საავტორო უფლებები აღარ ვრცელდება და {{PD-old}} შეიძლება გამოვიყენოთ. მხატვრული ნამუშევრებისთვის {{PD-art}}. თუ შედარებით ახალია, {{fairuse}} ყველაზე ნეიტრალური თარგია და იმ შემთხვევაში ვიყენებთ თუ უკეთესი ალტერნატივა არ გვაქვს. რამდენიმე ნიმუში ატვირთე და იმის მიხედვით დავადგინოთ რა უფრო აჯობებს. - ალ-ო გ / წ 09:05, 28 ივლისი 2007 (UTC)
ორი თარგი გადმოვიტანე: {{PD-author}} და {{free use}}. რომელს გამოიყენებ დამოკიდებულია იმაზე, ავტორს გაშვება უნდა საზოგადოებრივ დომენში, თუ საავტორო უფლებებს იტოვებს. - ალ-ო გ / წ 10:13, 28 ივლისი 2007 (UTC)
გილოცავ ინგლ. ენის კურსების დახურვაააას. აქვე მაქვს ასეთი შეკითხვა - სამსახური დავიწყე - რატომ არის ერთი ე? :)))--ცანგალა (გ) 19:34, 31 ივლისი 2007 (UTC)
ციხეგოჯი
რედაქტირებაგამარჯობა Rastrelli F, მაინტერესებს როგორც ინფორმაცია: ციხეგოჯი და ნოქალაქევი - ქსე რატომ ყოფდა ორ სტატიად? რატომ არ წერდნენ ძირითადი სტატია ნოქალაქევი და ციხეგოჯი იხ. ..... როგორც ამჟამად ვიკიპედიაში გაკეთდება. რა იყო მაშინ და მოხდა დღეს. --ცანგალა (გ) 17:58, 10 აგვისტო 2007 (UTC)
მარჯანიშვილის თეატრი
რედაქტირებაგაგიმარჯოს. დასზე განყოფილების დამატება კარგი აზრია. თუ მოიცლი და გააკეთებ კარგს იზამ, მერე ჩვენც ნელ-ნელა შევავსებთ. მართალი ხარ, ალბათ ყველას ჩაწერა აუცილებელი არა. - ალ-ო გ / წ 07:07, 29 სექტემბერი 2007 (UTC)
გაგიმარჯოს. მეტნაკლებად დასრულებულ სახეს რომ მისცემ უბრალოდ ჩასვი სიაში ახლების ქვევით (ვარიანტების გვერდზე). სათაურისთვის აიღე ათვლით რომელიცაა შემდეგი, ან თუ რომელიმე უკვე არსებულის მოდიფიკაციაა, მაშინ მიუწერე 6ა ან 7ა და ა.შ. მგონი თავისუფალი უნდა იყოს ვიკიპედია:ახალი თავფურცელი 8 - ალ-ო გ / წ 07:44, 19 ოქტომბერი 2007 (UTC)
- რადგან ამერიკელია მეც ჯინა გისს დავწერდი. ფრანგული სპელინგი მაგ სახელის ოდნავ განსხვავდება (Jeanne) და დღემდე ვდაობთ ქალისთვის ჟანა უნდა იწერებოდეს ქართულში თუ ჟან (ნახე განხილვა:ჟანა დ'არკი). - ალ-ო გ / წ 14:35, 21 ოქტომბერი 2007 (UTC)
გამარჯობა Rastrelli F, ორი დღე ასე მალე გავიდა? იმედია, რომ გამოცდების შედეგებით შენ კმაყოფილი ხარ.--ცანგალა (გ) 18:32, 24 ოქტომბერი 2007 (UTC)
გილოცავ და ალბათ შამპანური ჩვენს გარეშე გახსენი :)))ცანგალა (გ) 16:42, 25 ოქტომბერი 2007 (UTC)
შეკითხვა-თხოვნა
რედაქტირებაგამარჯობა Rastrelli F, ადამიანი ისეთი არსებაა, თუ მას სურვილი არ აქვს სხვისი თხოვნით (თხოვნასაც გააჩნია) არაფერს აკეთებს. მე მაინც შეგეკითხები. ხომ არ გექნება სურვილი "უპატრონო" პორტალი:საქართველოს ისტორია ან პორტალი: საქართველო (ჩემი დაწყებული და ...). გეგმა მქონდა, რომ თითოეულ მხარეზე ცალ-ცალკე ყოფილიყო პორტალები. თხოვნა გამაბედინა - დავით აღმაშენებლის განხილვის გვერდზე შენმა დაწერილმა სიტყვებმა "რაც ყველაზე საწყენია სხვა ენებზე უფრო მეტი წერია ვიდრე ჩვენთან".ცანგალა (გ) 13:59, 26 ოქტომბერი 2007 (UTC)
- მოხარული ვარ, რომ თანხმობა მიიღო ვიკიპედიამ. პორტალი:საქართველო de:Portal:Deutschland პრინციპით მქონდა სურვილი გამეკეთებინა, მაგრამ... პორტალი:საქართველოს ისტორია - რჩეული სტატიის განახლება თვეში ერთხელ კვარტალში ერთხელ (ან შენ როგორც გინდა), იცოდით, რომ... განახლება (შენ როგორც გინდა). როგორც ვიკიპედიის მთავარ გვერდს ალსანდრო ანახლებს. სტატიები შეიძლება ითქვას ყველა მისახედია, რადგან უმრავლესობა ქსე-დან მაქვს შემოტანილი. გავრცობა და გასალაშინება ცუდი არ იქნება. პორტალზე უფრო უკეთესად ალსანდრო გეტყვის. მთავარია, რომ შენ უარი არ თქვი. შენ "პატრონობ", მაგრამ ყველა მომხმარებელს აქვს ჩარევის უფლება, აზრის გამოთქმის და ა. შ. ამით იმის თქმა მინდა, რომ თავისუფალი ხარ, მაგრამ არც ხარ. პორტალი:საქართველო - შეგიძლია შენებურად დაამონტაჟო. სხვა პრინციპი გააკეთო. მაგრამ რატომღაც მინდოდა, რომ მხარეები ყოფილიყო შესული, რომ შემდეგ ცალკეულ მხარეებზე პოტალები ყოფილიყო შექმნილი. შეიძლება ვცდები. ამ ორი პორტალის გარდა სხვა პორტალებიც არსებობს. არ ვიცი რომელი აირჩიე, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს.ცანგალა (გ) 18:35, 26 ოქტომბერი 2007 (UTC)
გამარჯობა, თუ არ ვცდები პორტალი:არქიტექტურა - ალსანდრო უყურებს (შეიძლება სხვა პორტალებსაც ხელოვნებაზე), პორტალი:მუსიკა - ზაური. შენ თუ საქართველოს ისტორიის პორტალი გინდა კი ბატონო. მე პირადად მოხარული ვარ. თუ სხვა პორტალი გინდა არც მისი წინააღმდეგი ვარ. გისურვებ წარმატებებს.:))--ცანგალა (გ) 11:26, 28 ოქტომბერი 2007 (UTC)
- გაგიმარჯოს, მგონი ზუსტად ვერ მივხვდი რა იგულისხმე. თუ გრაფიკულად გაქვს რაიმე იდეა დამუშავებული აპლოდი გაუკეთე სურათის სახით და ვნახოთ თუ შესაძლებელი იქნება ვიკიკოდებით მისი შექმნა. რაც შეეხება არსებულ პორტალებს, რომელსაც გინდა იმას მოკიდე ხელი, მე თითქმის ვერცერთისთვის ვერ ვიცლი ბოლო დროს. რომ გაიგო რა თარგებია გამოყენებული პორტალში შედი რედაქტირებაში და სულ ქვემოთ ჩნდება ჩამონათვალი თარგების. რუბრიკებში ინფორმაცია ამ თარგების მეშვეობით გამოდის. შედი ნებისმიერში და ახალი მასალა ჩასვი. მე მგონი არსებული პორტალების საინფორმაციო განახლება უფრო აქტუალურია ვინემ გრაფიკული, გარდა იმ პორტალებისა, რომლებიც დაუსრულებელია. თუ დარწმუნებული არ ხარ როგორი გამოდის შენი პორტალი შექმენი რაიმე პირობითი სათაურით. მოკლედ არ გაკეთებას გაკეთება ჯობია, რაც არ უნდა დაუსრულებელი იყოს, ნუ იყოყმანებ. - ალ-ო გ / წ 19:43, 31 ოქტომბერი 2007 (UTC)
კენჭისყრა
რედაქტირებაგამარჯობა. მიმდინარეობს კენჭისყრა ადმინისტრატორის კანდიდატურაზე. კენჭისყრა დაიხურება 23 ნოემბერს. - Island 04:25, 17 ნოემბერი 2007 (UTC)
ნუ დაგვეკარგე. გელოდება საქართველოს ისტორიის პორტალი --ცანგალა (გ) 13:00, 27 ნოემბერი 2007 (UTC)
დიდი მადლობა მოლოცვებისთვის. შენც გილოცავ გიორგობას. ხმას აღარ ვიღებ და ველით შენს შემოტევას --ცანგალა (გ) 13:27, 27 ნოემბერი 2007 (UTC)
მთავარია ცოცხალი გადარჩი
რედაქტირებაიმიტომ არ ჩანდი ვიკიპედიაში, რომ ავარიის სურათი ჩაგედო? მთავარია, რომ ცოცხალი გადარჩი. კომპიუტერთან და ვიკიპედიაში, რომ ყოფილიყავი ეს არ დაგემართებოდა. იმედია მსხვერპლი არ არის. --ცანგალა (გ) 10:00, 5 დეკემბერი 2007 (UTC)
- imedia uxifatod gadarchi. - ალ-ო @ 16:06, 5 დეკემბერი 2007 (UTC)
გამარჯობა Rastrelli F, ძალიან მომეწონა პორტალი. განახლებული არის კარგი გემოვნებით. მაგრამ ერთი რამ უნდა გითხრა, რჩეული სტატია ამჟამად მთავარ გვერდზე გვაქვს (ნიკო მარი). ალბათ ჯობია, რომ პარალელურად არ იყოს ხოლმე. როდესაც მთავარი გვერდიდან მოიხსნება მერე შეიძლება. მიზეზი მრავალფეროვნება რომ იყოს ვიკიში.--ცანგალა (გ) 20:33, 10 დეკემბერი 2007 (UTC)
გამარჯობა Rastrelli F, ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს. მაგ. რჩეული ფოტო - ფონი და შტრიხი ერთი ფერის არის. ფონი ღიაა და სათაურის მუქი. როგიშინჯია მთელი გვერდის ფონი და თითოეული თავების დასაწყისი ოდნავ მუქი, მეორე უფრო მუქი მესამე უფრო მუქი და ა. შ. იმედია გამიგე რასაც ვგულისხმობ. უბრალოდ მაინტერესებს თუ მოგიშინჯია როგორ ჩანს.--ცანგალა (გ) 10:32, 11 დეკემბერი 2007 (UTC)
არა, ფონი დატოვე, მაგრამ სათაურები სადაც გიწერია იქ სხვადასხვა ფერი გაქვს გამოყენებული ყავისფერი და ა. შ. ხოლო რჩეული ფოტო ფონი და სათაური ერთი ფერისაა, უბრალოდ სათაური მუქია. --ცანგალა (გ) 10:53, 11 დეკემბერი 2007 (UTC)
რჩეული სურათი - სათაურის ფერი უწინდელი ჯობდა. მოკლედ ჩუმად ვარ და აღარ ვიღებ ხმას.--ცანგალა (გ) 10:57, 11 დეკემბერი 2007 (UTC)
როდესაც პორტალი:საქართველოს ისტორიის გვერდზე ხარ იქ ხედავ 09:04, 11 დეკემბერი - ამ ცვლილებას დააწკაპუნე, ჩადი სტატიის ბოლომდე - რჩეული სურათი და დაინახავ რომელი ფერი გქონდა სულ პირველად.--ცანგალა (გ) 11:36, 11 დეკემბერი 2007 (UTC)
ალბათ თავისუფლების მოედანი (თბილისი) ჯობია, მგონი სხვა ქალაქებსაც აქვს და ორაზროვანი არ იქნება. - ალ-ო @ 19:12, 11 დეკემბერი 2007 (UTC)
- principshi mtavaria statia arsebobdes da ra daerqmeva meorexarisxovania, gadaketeba koveltvis sheidzleba. ragac mkafiod gansazgvruli politika amaze ar gvaqvs, magram tu sakmarisi argumenti gveqneba imistvis, rom vamtkicot, esaa chventvis kvelaze mtavari moedani da amitom generic saxeli davutovot, mashin davutovot. :) mokled, jer gadaxti da hopla mere daidzaxeo ;) - ალ-ო @ 10:43, 12 დეკემბერი 2007 (UTC)
გამარჯობა, გთხოვ სტატია თავისუფლების მოედანი გადახედე ბმულს ხევი. --ცანგალა (გ) 18:33, 18 დეკემბერი 2007 (UTC)
19.12.2007
რედაქტირებაგამარჯობა Rastrelli F, ხევი (ხეობა) - ფრჩხილებში გეოგრაფია ხომ არ ჩავსვათ? სამწუხაროდ ქართული ვიკიპედია ჯერჯერობით კვლავ ყალიბდება. არ ჰგავს ისეთ ვიკიპედიებს (ვგულისხმობ გერმანულს), რომელიც უკვე მყარად არის ჩამოყალიბებული. (4 CD გამოუშვეს, რომელიც 25 ევრო ღირს არის 620 ათასი სტატია და 400 ათასი სურათი). ერთი ევრო კი ვიკიპედიას ერიცხება. ეს მოახერხეს რადგან მათ „ოდნავ“ მეტი მომხმარებელი ჰყავს, ვიდრე ქართულს. ქართულში კი აქტიურები თითო-ოროლაა, სპეციალისტებზე, რომ აღარ ვისაუბროთ. ამიტომ შეიძლება ითქვას ქართული ვიკიპედია „ჯახირობს“. მაგრამ ვიღაცამ უნდა დაიწყოს. შენ რომ გიყურებ გაქვს კარგი ჩამოყალიბებული შემოთავაზებები, მაგრამ რაღაცა გიშლის ხელს მათ განხორციელებაში. რა ეს ჯერ ვერ გავარკვიე. მოედანს ყოველთვის გაძლევ, მაგრამ თამაში... ჩამოყალიბებული პოლიტიკა კი არ იარსებებს თუ არ ჩამოაყალიბე. დაიწყე.
წესები ვიკიპედიაში არსებობს, შეიძლება გასაახლებელია, მაგრამ ერთი რამე უნდა ავღნიშნო ეს ალბათ ქართული ხასიათია, არავის არ უყვარს მასში ჩახედვა და ჩაწვდომა. ბევრი წესი სამწუხაროდ კვლავ ინგლისურ ენაზეა. ასე ვთქვათ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა არის ქართულ ვიკიპედიაში. იმედს ვიტოვებ, რომ ქართული ვიკიპედია გერმანულს გაუსწრებს. ცანგალა (გ) 11:01, 19 დეკემბერი 2007 (UTC)
გაუ, მე არ მეზარება, მაგრამ შენ ხომ უნდა ისწავლო? ე. ი. გაქვს სტატია თბილისის მერია. ზემოთ სადაც წერია, რედაქტირება, ისტორია - არის აგრეთვე გადატანა. დააწკაპუნე და დაინახავ წერია ახალი სათაური იქ თბილისის მერიის მაგივრად ჩაწერე ახალი სათაური. წარმატება. --ცანგალა (გ) 12:33, 20 დეკემბერი 2007 (UTC)
გილოცავ - ხომ ადვილი იყო?--ცანგალა (გ) 13:04, 20 დეკემბერი 2007 (UTC)
მხოლოდ ინფორმაციისთვის: მაგალითისთვის შენ გაქვს სტატია თბილისის თვითმართველობა, მაგრამ არ არსებობს თბილისის მერია. და გინდა გადამისამართების გაკეთება თბილისის მერიიდან. ამ დროს წერ ისე როგორც ახალ სტატიის შექმნის დროს (თბილისის მერია)და როდესაც რედაქტირებაში ხარ ტექსტის მაგივრად დააწკაპუნებ #გ-ზე, რომელსაც გადამისამართება აწერია. და გამოვა იგივე. იმედია კარგად ავხსენი. --ცანგალა (გ) 13:14, 20 დეკემბერი 2007 (UTC)
გადამისამართების მეორე ვარიანტი გასაგებად დავწერე?ცანგალა (გ) 13:29, 20 დეკემბერი 2007 (UTC)
ხო, ვნახე საკრებულო--ცანგალა (გ) 13:31, 20 დეკემბერი 2007 (UTC)
გამარჯობა Rastrelli F, ტრადიცია გიყვარს — კარგია. მაგრამ აქვე ერთი შეკითხვა მიხეილს მიხაილს რატომ წერ. მაგ. მიხეილ ვრუბელი - ქსე, ტ. 4, გვ. 461, თბ., 1979. ამჟამად სტატიაში ალექსანდრე პუშკინი შევამჩნიე, ხოლო ადრე განხილვა:ელისაბედი (რუსეთის დედოფალი) მიხეილ თედორეს ძე - ქსე, ტ. 7, გვ. 48, თბ., 1984.--ცანგალა (გ) 19:52, 21 დეკემბერი 2007 (UTC)
ეტყობა გადავიღალე, ფოსტა სხვა მომხმარებელს გავუგზავნე. yes, რომ ტრადიცია გიყვარს თუ რომ მიხეილია, თუ ორივე ერთად? --ცანგალა (გ) 20:24, 21 დეკემბერი 2007 (UTC)
ეს იქამდე მოხვდა სანამ ბიზნეს სკოლაში ჩავაბარებდი, ახლა კი ვიკისთან ერთად ვიხსენებ =)) -- მერო 19:35, 22 დეკემბერი 2007 (UTC)
გილოცავ
რედაქტირებამე ვგულისხმობ, რომ მიხაილი უნდა გადმოვიდეს ქართულში მიხეილად (იმ შემთხვევებში მაინც, სადაც უკვე საუკუნეა დამკვიდრებული). ამჟამად ამის დრო არ არის. დღეს სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე. დღეს საქართველოში უკვე 23 დეკემბერია. ერთხელ მივაქციე ყურადღება, რომ ამ დღეს რაღაც ცვლილება ჩაწერე დაბადებულებში. ჩემთვის გავიფიქრე - გავგიჟდები, თუ თავის თავი ჩაწერა-თქო. მაგრამ შევცდი. სანდრა რულოსი-სააკაშვილისა ჩაწერე. გილოცავ Rastrelli F დაბადების დღეს. გისურვებ ჯანმრთელობას, შენი მიზნების განხორციელებას (რაღაც პროცენტით), ვიკიპედიისთვის არ ღალატს. და მომავალში სხვებს ჩაეწეროს 23 დეკემბერს დაიბადა ვახტანგ ჯოხაძე - კარგი ქართველი. --ცანგალა (გ) 20:37, 22 დეკემბერი 2007 (UTC)
- მეც ვუერთდები მილოცვას! -- მერო 20:45, 22 დეკემბერი 2007 (UTC)
მადლობელი ვარ მოლოცვებისთვის!!! ისე ყველაზე გრძელ ღამეს ვარ დაბადებული, ხო მაგარია Rastrelli F.B. 21:03, 22 დეკემბერი 2007 (UTC)
ახალი თარგი შექმენი მომხ. ბოლო წუთი - წლის ბოლოც აირჩიე დაბადებად. --ცანგალა (გ) 21:10, 22 დეკემბერი 2007 (UTC)
- ვუერთდები მეც ყველას და წარმატებებს გისურვებ, ჩვენი მცირე პრეზენტით მთავარ გვერდზე. :) უამრავი კარგი სტატია დაგეწეროს სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად. ;) გილოცავ. - ალ-ო @ 07:47, 23 დეკემბერი 2007 (UTC)