მომხმარებლის განხილვა:MIKHEIL/არქივი 9

ბოლო კომენტარი: 11 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა ITshnik თემაში თხოვნა

შვეიცარიაჲ

შვეიცარიის ჰორნებს ჩამოვუარე. სხვა კატეგორიაჲ არს რომელიმე გადასახედი? :) Deu. 13:25, 28 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

გაიხარე. ნახე აბა კატეგორია:ალპები და კატეგორია:შვეიცარიის მყინვარებიმიხეილ მიწერა 13:27, 28 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი
ამ ორში ბევრი არ იყო შეცდომა :). Deu. 13:37, 28 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი
განაგრძე წერა, კონტროლიერე იხ! :D Deu. 13:38, 28 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი
აჰაა, გაიხარე. არადა მართლა ვფიქრობდი თავის განებებას, რამის ხელი ჩავიქნიე. — მიხეილ მიწერა 13:41, 28 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

....

ნუ დამბლოკავთ , დარწმუნებული იყავით რომ საერთოდ აღარაფერს დავწერ და გავაფუჭებ. ინგლისურმა ვიკიპედიამ უკვე დამბლოკა აფხაზეთზე სულ სტატიებს ვასწორებდი ხოლმე და... :D :))))) წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Dato - 100 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

დათო, შენს დაბლოკვას ნამდვილად არავინ აპირებს! უბრალოდ გაძლევთ რჩევებს, რომლებიც არ უნდა გეწყინოს, შეცდომებს ყველა ვუშვებთ. ჩვენი მიზანია უფრო კარგი ვიკიპედიელი გახდე, სხვა არაფერი. ასე რომ, ხელმოწერა გაასწორე და შეუდექი მუშაობას  მიხეილ მიწერა 17:54, 28 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

მიხეილ რა მნიშნველი აქ BIOს კოპია ტუარა აქ ქარტულად საერტოდ არ იკო ინფო და დავდე, კარგიტ წაშალეთ კი ბატონო. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 83.231.113.210 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

გამარჯობა. გირევთ კარგად გაეცნოთ ვიკიპედიის წესებს, აქ აბდაუბდა ინფორმაციის საცავი ნამდვილად არაა, იწერება მხოლოდ ენციკლოპედიური სტატიები. ნებისმიერი საიტიდან, საიდანაც არ გაქვთ ავტორის სათანადო ნებართვა, გადმოკოპირება აკრძალულია და ასეთი სტატიები იშლება. — მიხეილ მიწერა 19:39, 28 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

ვიკიშეხვედრა

გთხოვ(თ), მიიღოთ მონაწილეობა სექტემბრის ვიკიშეხვედრასთან დაკავშირებით განხილვაში. მადლობა, Deu. 09:53, 29 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

მადლობა. მივიღე მონაწილეობა. --მიხეილ მიწერა 16:42, 29 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

...

მადლობა შენიშვებისთვის არაფერი მწყენია . ვიკიპედიის ყველა წესის გაცნობის პროცესში ვარ ,იმედი მაქვს ამიერიდან ყველაფერს სწორად გავაკეთებ. :)))) დავითაჲ 15:24 , 29 /08 /2012

შვეიცარიის საპატიო ორდენი

 
მიხეილ, შვეიცარიის ვიკი-პროექტში შეტანილი დიდი წვლილისთვის, თქვენ ჯილდოვდებით განსაკუთრებული ორდენით.!--ოთოჯი / მომწერე 19:07, 31 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი
ვაააახ, დიდი მადლობა ოთო! ჩემთვის საკმაოდ უცნაურია ვიკიორდენი ევროპული ქვეყნის პროექტში შეტანილი წვლილისთვის, მაგრამ შვეიცარიამ მართლა მომხიბლა და ეს ორდენი 2 დღის ვიკიპედიელივით გამიხარდა. გაიხარე! — მიხეილ მიწერა 19:39, 31 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი
იმსახურებ მიშა! მართლაც, რომ დიდი სამუშაო გასწიე ამ 1 თვის განმავლობაში, მრავალი სტატია შემოიტანე და დამსახურებულად დაჯილდოვდი.  პ.ს. შენ ხარ პირველი ადამიანი, რომელიც დავაორდენე! ისეთი დიდი ენთუზიაზმით მუშაობ, რომ თავი ვეღარ შევიკავე და შვეიცარიის ვიკი-ორდენით სამართლიანად დაგაჯილდოვე!--ოთოჯი / მომწერე 19:47, 31 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი
მადლობა ოთო. ასე იცის ვიკი ავადმყოფობამ   რატო არ დაიქცა 2010 წლის 13 იანვარი  მიხეილ მიწერა 19:50, 31 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

 --ოთოჯი / მომწერე 20:01, 31 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

'

მიშა გამარჯობა. ეს დავწერე გუშინ, ეტყობა არ წაგიკითხავს. ახლა ეს სტატია რომ შექმენი კიდევ გამახსენდა. რას იტყვი? --ჯაბა ლაბაძე 10:47, 5 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

გაგიმარჯოს. არ ვიცი, ვერ გეტყვი, უკვე ორივენაირი აპოსტროფი მხვდება და დავიბენი, როგორც ჩანს, სტანდარტი არ არსებობს. ამიტომ, ალბათ სჯობს უპირატესობა იმას მივანიჭოთ, რომელიც კლავიატურაზეა. — მიხეილ მიწერა 11:03, 5 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
მართალია სტანდარტი არ არსებობს, მაგრამ კლავიატურაზე რაცაა ეს სწორი მიდგომა არაა, რადგან კლავიატურაზე ბრჭყალების რა სახეობაცაა იმას არ ვიყენებთ. ადრე აქაც დავწერე, რომ განხილვა იყო, მე ვერ მივაგენი. მოკლედ მახსოვდა რომ უპირატესობა მივანიჭეთ იმას რაც დღეს ამ სტატიაში გამოიყენება. ამის მერე კატეგორიებიც გადავიტანე და თარგებიც. დაველოდოთ მაინც სხვებსაც იმედია ვინმეს დააინტერესებს ეს საკითხი. ჩემი აზრით რედაქტირების გვერდის ქვემოთ დამატებით ნიშნებში ესეც უნდა დავამატოთ, ისე როგორც ქვედა და ზედა ბრჭყალები. --ჯაბა ლაბაძე 11:13, 5 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
მიშა ახლა ვნახე გეოგრაფ. სახელების ორთოგრაფ. ლექსიკონი (გვ. 97). კოტ-დ’ივუარი არის სწორი ფორმა და სწორედ იმას უნდა ვიყენებდეთ რაც ამ სტატიაშია გამოყენებული. --ჯაბა ლაბაძე 11:15, 5 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
გასაგებია. სიმართლე გითხრა, ჩემთვის მთავარი სტატიაა, ერთი ბრჭყალი ნაკლებ მნიშვნელოვანია. ეს სიმბოლო კარგა ხანია დამატებულია edittools-ში. რაც შეეხება ბრჭყალებთან შედარებას, არასწორი მგონია, რადგან სათაურში ბრჭყალები არაა, ეს სიმბოლო კი სწორედ რომ სათაურშია და ვინაიდან არცერთ კლავიატურაზე არაავ დატანილი, ძიებას გაართულებს, თუ ასეთი ვერსიიდანაც არ გაუკეთდა გადამისამართება. — მიხეილ მიწერა 11:47, 5 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

მე მაგალითად მნიშვნელობას ვანიჭებ, იმიტომ რომ მომხმარებელმა მერე ლექსიკონები კი არ გადაშალოს, არამედ აქვე ვიკიპედიაში ნახოს თუ როგორ იწერება სწორად ესა თუ ის ტოპონიმი. რაც შეეხება გადამისამართებას: გაკეთდეს, მაგრამ სწორად და წესების მიხედვით დაიწეროს სათაური. ძალიან კარგია რომ შეტანილია edittools-ში, როგორც ჩანს ტავის დროზე არ თვლიდნენ უმნიშვნელოდ. მოკლედ გადამაქვს (ლექსიკონის საფუძველზე) და გადამისამართებებს ვტოვებ. საკიტხი ამოწურულია, გმადლობ. --ჯაბა ლაბაძე 13:00, 5 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

Переименование учётки/Rename account

Здравствуйте/Hელლო. Прошу переименовать учётную запись/Pლეასე რენამე მყ აცცოუნ: მომხმარებელი:Advisorsმომხმარებელი:Мастер теней. Advisor განხილვაწვლილი 13:32, 14 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

Спасибо/Thanks. Advisor განხილვაწვლილი 13:56, 14 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

მთაწმინდა

მიშა ესეც მაგ აიპის შექმნილია --დათო1010   08:20, 15 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

ვაი დედა. ვიჩქარე. --მიხეილ მიწერა 08:22, 15 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
ჟურნალი წაშალე და ეს დატოვე--დათო1010   08:23, 15 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

საღამო მშვიდობის. კარგით, გავითვალისწინებ. :)--ხაშურელი განხილვაწვლილი 17:15, 17 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

გმადლობთ. --მიხეილ მიწერა 17:16, 17 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

სქოლიოები და წყაროები არ ვიცი როგორ კეთდება. იქნებ თქვენ ითავოთ? --Achiko-84 განხილვაწვლილი 19:00, 20 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

ვუპასუხე მის განხილვის გვერდზე. --მიხეილ მიწერა 19:09, 20 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

გამარჯობა!

გამარჯობა მიხაელ! როგორ ხარ? როგორ მიდის საქმეები?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა NikaJiadze (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

გამარჯობა ნიკა. გმადლობ მოკითხვისთვის. ვიკიპედია სოციალური ქსელი არაა და მსგავსი შინაარსის წერილები შეგიძლია ელ-ფოსტაზე მომწერო   --მიხეილ მიწერა 17:15, 21 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

Request to usurp a user name

Hi MIKHEIL, I tried to put this on the usurpation page, but it says "ეს გვერდი დაბლოკილია რედაქტირებისთვის.". Can you please help? Thank you very much.

(თარგმნა Google, უკაცრავად.) Hi მიხეილ, ​​მე ვცდილობდი ამ თემაზე უზურპაციის გვერდზე, მაგრამ ის ამბობს "ეს გვერდი დაბლოკილია რედაქტირებისთვის.". შეგიძლიათ გთხოვთ დახმარება? დიდი მადლობა.

Other Hex → Hex

მე en:User:Hex. მე პროცესში გაერთიანებისა ანგარიშები sul. მომხმარებელი: Hex ვიზიტორების რედაქტირების აქ. შეგიძლიათ დადასტურება გაგზავნა ზედა en:User talk:Hex.


-- Other Hex განხილვაწვლილი 16:20, 21 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

Thank you very much! -- Hex განხილვაწვლილი 11:46, 22 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

ვიკიპედია:მომხმარებლის სახელის გადარქმევა

ცანგალას დაუბლოკია არარეგისტრირებულებისათვის და ახალი რეგისტრირებულებისათვის. ბლოკი მოვხსენი. Deu. 16:24, 21 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

ასე ხელაღებით ყველაფრის დაბლოკვა არ მიმაჩნია გამართლებულად. --მიხეილ მიწერა 17:13, 21 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

..;

მიხაელ, კარგი წიგნი ჩამივარდა ხელში. მოკლედ, გამოჩენილი პირების პროფესიები წერია მარტო და მინდა უცებ მივაყარო. უბრალო ინფორმაცია მაინც რომ მიიღოს მკითხველმა. ვიკიპიცირებას თუ სხვა გაუკეთებს მთლად კარგი იქნება. რას იტყვი აბა? მაგალითად: გობეტი პიერო -- (1901 - 1926) იტალიელი კრიტიკოსი, პუბლიცისტი და ისტორკოსი. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა NikaJiadze (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

მე ბოდიში, 2 სიტყვას ვიტყვი - სტატია უნდა შედგებოდეს მინიმუმ 3 წინადადებისგან, უნდა ჰქონდეს მითითებული წყაროები და კატეგორიები, აგრეთვე ინტერვიკი. ეს არის მთავარი პრინციპი. --H.McC. (მომწერეთ) 21:56, 22 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

ბევრი მინახავს ესეთი სტატიები აქა. სულ არაობას ეს ჯობია. ვიკიფიცირება, კატეგორიები და მისთნაირები იქნება თავისთავად. დანარჩენს კარგი იქნება სხვა თუ მიაწერს დრო და დრო. მეთვითონ მივაწერდი მეტსაც, მაგრამ ენები არ ვიცი ისე კარგად, სახელი და მინიმუმ 2 წინადადება, რომ ვთარგმნო ვიკიპედიიდან იდიალურად. გამიწიღდება რა ერთი სიტყვით..--NikaJiadze განხილვაწვლილი 16:46, 23 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

ეგეთი სტატიები არის ძველები. ვცდილობთ, რომ ახლები იყოს ასეთი - 3 წინადადება, კატეგორიები და ბმულები (წყაროები). ერთი ინტერვიკი მაინც რომ იყოს (ინგლისური) უკვე საკმარისია, მაგრამ ქართულ სტატიაზე ინტერვიკი უნდა დაემატოს ინგლისურენოვანსაც. სამწუხაროდ, ისე არ გამოდის, რომ სხვა ვინმემ მიაწეროს - ყველა თავ-თავისი საქმით არის დაკავებული და ვერავინ დაუწყებს კუდში დევნას ამ სტატიებს. ამას ვამბობ გამომდინარე იქიდან, რასაც ვხედავ ზოგადად. ჩვენთვის რა თქმა უნდა, საჭიროა რაოდენობაც, მაგრამ საჭიროა ხარისხიც. ამიტომ მთავარია ყურადღება, მონდომება და მოთმინება. --H.McC. (მომწერეთ) 16:55, 23 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
მადლობა პასუხებისთვის.--NikaJiadze განხილვაწვლილი 05:39, 24 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

სტოკი versus შტოკი

მიშა, ადრეც გითხარი, რომ ვეჭვობდი "სტოკის" სისწორეს. ახლა შემთხვევით წავაწყდი ამას და ეჭვები განქარვდა :). Stöcke არს Stock-ის მრავლობითი ფორმა და ამ სიტყვის ერთ-ერთი მნიშვნელობაა კლდე. ამიტომ იქნება მხოლობითში შტოკ, მრავლობითში შტეკე. ამ ორს გადავიტან, რასაც წავაწყდები, სხვებსაც გადავიტან და შენც იცოდე :). Deu. 18:24, 23 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

ანუ ყველგან შტოკი? --მიხეილ მიწერა 18:30, 23 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
ჰოუ. ერთადერთი შემაბრკოლებელი ის იყო, რომ s მეგონა გენიტივის ფორმა. მაგრამ Schneestock აქ ეგ შეუძლებელია :). თანაც შტოკ კლდეს ნიშნავს. დავაკვირდი შტოკით დაბოლოებულებს და ყველგან მართლა კლდეა. მოკლედ, შტოკია. Deu. 18:34, 23 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
გეხარ სი. — მიხეილ მიწერა 18:35, 23 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
სქანწკუმა, ჯიმა :). Deu. 18:38, 23 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
xmf ვიკიშა ქო ვა იბდათ ჩქი   --მიხეილ მიწერა 18:41, 23 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
მუ მოკო მარგალურს?! ნემეცურს ხოლო ბრელი საქმე მიღუ. ინტრიგანი ქორთუეფი ჭარუან მუთუნ აბდაუბდას დო ჩქიმი პასუხი ოკონა :D. Deu. 18:58, 23 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

გამაოცე   --მიხეილ მიწერა 19:05, 23 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

NBA

მახსოვს დღეს უნდა მიგეხედა :P --Beneto9 განხილვაწვლილი 20:31, 28 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

კი, მაგრამ დღეს გადატვირთული რეჟიმი მქონდა, ვერ მოვიცალე ვიკისთვის. მივხედავ :) --მიხეილ მიწერა 20:53, 28 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

თხოვნა - სტატია სერგო დავლიანიძის განხილვასთან დაკავშირებით !

გთხოვთ შეასრულოთ ჩემი თხოვნა -სტატია სერგო დავლიანიძის- განხილვის გვერდზე - თუ შეგიძლიათ ბ. მიხეილ. წინასწარ მადლობას გიხდით. ელიზავეტაბელლა. ინგლისური - ჩემს კომპიუტერზე ბლოკირებულია. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Elizavetabella (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

ვუპასუხე მის განხილვის გვერდზე. --მიხეილ მიწერა 14:34, 6 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

რამე ძველი ნიკი მაჩუქე

არ გაქვს რო მაჩუქო? --ჯორჯაძე'მ ბრძანა 19:10, 8 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

მე არანაირი სხვა ანგარიში არ მაქვს. თუმცა, ეს საქმეს მაინც არ უშველის. ჩეკიუზერი ყველაფერს აფიქსირებს, მათ შორის იმასაც, თუ იმ მომენტში რომელი IP-დან ხარ შესული. --მიხეილ მიწერა 19:21, 8 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
ეხლა ვთქვათ შენ რომ შენი ნიკი მაჩუქო და მე რო ჩემი აიპიდან შევიდე რა მაინც დამბლოკავს? --ჯორჯაძე'მ ბრძანა 19:38, 8 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
ხო მართლა, შენი IP-დან ვეღარ შეხვალ ვერანაირი ნიკით, რადგან დაბლოკილი იქნება ეგეც. --მიხეილ მიწერა 19:46, 8 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
აბა მაშინ რა ვქნა ინგლისურ ვიკიში ვეღარასდროს შევიტან ჩემს წვლილს? --ჯორჯაძე'მ ბრძანა 20:06, 8 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
იმ IP მისამართით სამწუხაროდ, ვერა. --მიხეილ მიწერა 20:07, 8 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

http://tbcbank.ge/ge/private

შენთან ხსნის? მომხმარებელი ამატებს სქოლიოს სახით და ჩემთან არ იხსნება ეს გვერდი. --H.McC. (მომწერეთ) 09:14, 9 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

კი, გაიხსნა. --მიხეილ მიწერა 09:29, 9 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
ახლა გაიხსნა, რა უბედურებაა. :D მადლობა. --H.McC. (მომწერეთ) 09:30, 9 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

ქართველები

აქ სურათები დავამატე გრაფაში და შეუმოწმებელია ჯერ კიდევ და დაადასტურეთ რა ვინმემ --ჯორჯაძე'მ ბრძანა 14:24, 12 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

ლაცაბიძე

გარკვეული უმნიშვნელო შესწორებები და დავსძინე წყაროები. გთხოვთ დაადასტუროთ, მადლობა 46.49.119.86 07:23, 14 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

მიხეილ, დაადასტურებთ? 46.49.119.86 11:09, 16 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
სტატიას ვერ დავადასტურებ, სანამ არ ამოიღებთ მსგავს ბმულებს: ეგუდი მენუჰინის. გარე საიტებსა და თუნდაც სხვაენოვან ვიკიპედიებზე სტატიაში ბმულები არ კეთდება, შეცვალეთ შიდა ბმულებით [[ეგუდი მენუჰინი|ეგუდი მენუჰინის]] --მიხეილ მიწერა 11:13, 16 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
შევცვალე. ვიმედოვნებ, რომ ეხლა დაადასტურებთ! :) 46.49.119.86 19:54, 17 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
მადლობა! დავამატე ახალი ფოტო ილია II -ერთად. იმედია OK? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Asuas (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .
გამარჯობათ მიხეილ: იმედი მაქვს არაფერს ვაფუჭებთ რომ ფოტო დავამატოთ? :) გთხოვთ დაადასტუროთ Asuas განხილვაწვლილი 14:06, 21 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
მადლობა მიხეილ! Asuas განხილვაწვლილი 17:47, 21 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
გამარჯობათ მიხეილ! მე დავამატე ახალი წყარო საიტში, ვიმედოვნებ დაადასტურებთ. მადლობა! Asuas განხილვაწვლილი 18:19, 30 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

Cimetière militaire brésilien de Pistoia

Salut mon ami, ça fait long temp qu'on se parle pas. Tu va bien? Peut tu creer pour moi cette page là? Je vais faire una page pour toi en IT ou PT.

Merci beaucoup

Rex Momo განხილვაწვლილი 06:01, 15 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

Salut Rex Momo, ça va bien, comment tu vas? Je peux traduir cette page, bien sûr! — მიხეილ მიწერა 07:09, 15 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
Merciiiiiiiiiiiiii !!! Rex Momo განხილვაწვლილი 13:00, 15 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

გიორგი ბრწყინვალე

მიხეილ, გიორგი ბწყინვალის სურათი რომელი ლიცენზიის მითითებით ატვირთა ავტორმა? წესების სრული დაცვითაა ატვირთული? GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 20:41, 16 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

სხვა ვერსიის გადამუშავებული ვერსიაა. არასწორად რომ იყოს, საწყობში უმალ წაშლიდნენ. --მიხეილ მიწერა 20:46, 16 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
ეგ სურათი არის გეგეჭკორის ერთერთი ნახატი და მაშინ თუ ეს სურათი დატოვეს ვიკი საწყობში მაშინ კიდევ მოგცემ მის დახატულ რამოდენიმე ლინკს და შენ ატვირთე მაგავე ლიცენზიით? ვახტანგ გორგასლის, თამარ მეფის ა.შ. ნახატებია. შენ შეძლებ რო ატვირთო? GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 21:01, 16 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
შენ ვერ ტვირთავ? საწყობზეც დაბლოკილი ხარ? --მიხეილ მიწერა 21:10, 16 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
მე ბანი მაქვს ყველგან. რომ მოგაწოდო ლინკები იმ სურათებზე ატვირთავ? GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 21:13, 16 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
სამწუხაროა. მოდი, სჯობს კობერს მისცე, ვინაიდან ეგ სურათიც მისი ატვირთულია. --მიხეილ მიწერა 21:14, 16 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
კობერი ჯერ არ არის ონლაინ და იქნებ შენ ატვირთო? 2 წუთის საქმეა. მოგწერო სურათების ლინკები აქ? GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 21:26, 16 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
ახლა მაინც ვერ ავტვირთავ, თბილისში არ ვარ, მოდემის ინტერნეტით ვსარგებლობ და ისეთი საშინელი ნეტია (50 kbps), რომ ზედმეტია ლაპარაკი არათუ ფაილის ატვირთვაზე, მის გახსნაზეც კი (დაახლოებით 3-5 წთ უნდება საშუალო ზომის ფაილის გახსნას). სტატიებზეც დიდი წვალებით ვსარგებლობ.--მიხეილ მიწერა 21:31, 16 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
მიხეილ, ისევ არ ხარ თბილისში თუ ჩამოხვედი უკვე? GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 15:36, 18 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

არა, დაახლოებით ნოემბრამდე არ ვიქნები. — მიხეილ მიწერა 18:17, 18 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

ნოკია

მიხეილ ამის ცვლილება დამიდასტურე. ლათინურიდან ქართულზე გადავიყვანე ნოკია. --GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 18:43, 18 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

ვერ დაგიდასტურებ, რადგან ამ ქმედებაში თვითნებობას ვხედავ! იხილე განხილვა. --მიხეილ მიწერა 19:13, 18 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

en:Logo of Wikipedia

მიხეილ, ამ თემაში დაამატე რომ ვიკიპედიის ლოგოზე ასევე გამოსახულია ქართული ანბანის ასო "ვ" და ჩაამატე "Design"-ის განყოფილებაში GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 22:44, 21 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

მიხეილ, Georgian-ის წინ დამაკავშირებელი "the" ჩაუმატე ასევე. ისე იცოდი რო ქართული ასოც იყო ვიკის ლოგოზე? GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 10:17, 22 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
უი, დამვიწყებია. რაც ვიკიპედიაში ვარ, რა თქმა უნდა ვიცოდი ამ ფაქტის შესახებ, თან საკმაოდ მკაფიოდ ჩანს ლოგოზე. უბრალოდ, ამ სტატიის არსებობის შესახებ არ ვიცოდი. — მიხეილ მიწერა 10:52, 22 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
მიხეილ, en:Georgian people აი ამ სტატიასაც იქნებ მიხედო და ქართველების სია უფრო გაზარდო და დაახლოებით ისეთივე ფორმა მისცე როგორც ვთქვათ en:Turkish people აქვს. ანუ მარჯვნივ რო ცნობილი ადამიანების სიაა ის გაზარდე ქართველების და დავამატოთ რადგანაც ცნობილი ქართველების სია ასე მოკლე არ გვეკადრება. შეგიძლია რომ ამ ამბავს მიხედო? და მე მოგაწვდი სიას რომელი ქართველებიც დაამატო. GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 11:18, 22 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
აქ ხარ? თუ შენ არ შეგიძლია მაშინ მითხარი რომელ იუზერს მივმართო და ის დამეხმარება ამაში თუ ინტერნეტი არ გივარგა. GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 17:18, 22 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
სიმართლე გითხრა, ჩემს წვლილს თუ გადახედავ, ნახავ, რომ ძირითადად ქართულ ვიკიპედიაზე ვარ ორიენტირებული. ნაკლებად ვაქტიურობ სხვაენოვან პროექტებში. ამ ბოლო დროს დავიწყე ცოტა რაღაცების კეთება ენვიკიში. ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ დაგეხმარები, ვიკიპროექტში ვარ ჩართული და დრო არ მაქვს, კობერს მიმართე. ისე კი, შენი ბლოკის გამოსავალს გეტყვი: Magti-ს usb მოდემი იყიდე, რომელსაც ყოველ ჩართვაზე სხვადასხვა IP მისამართი აქვს. — მიხეილ მიწერა 17:22, 22 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
კობერი არ არის შემოსული და იქნებ ვინმე სხვა იუზერი მითხრა რომელიც ინგლისურ ვიკიში ცვლილებებს შეიტანდა? GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 18:17, 22 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
melberg, მაგრამ ბოლო დროს არაა აქტიური. — მიხეილ მიწერა 18:23, 22 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

აი რა მაინტერესებს

...კი მაგრამ, კაი, გეუბნებიან ადმინისტრაციას, რომ დიდი ხნით არ დაბლოკოთ. და აბა ასე რამდენიმე თვეში ერთხელ ერთი და იგივე IPდან შემოსული ადამიანის ვანდალიზმი უნდა ითმინოს ადმინისტრაციამ?   --H.McC. (მომწერეთ) 18:11, 22 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

პირადად მე ისე ვარ გამწარებული ამ სამარცხვინო ფაქტისა და ჩვენი უსუსურობის გამო, რომ აღარ ვაპირებ მოთმენას!!! — მიხეილ მიწერა 18:18, 22 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

მიხეილ, გარდ ამისა, სიმართლე გითხრა, არ ვიცი რამდენად სერიოზულად აღიქვამს ქართული ვიკიპედიის ოლიმპი მილიონნაირი მარიკუნების, თაკოების, ლიკალიკა3535353535-ების და ა.შ. შემოსევას და უფრო მეტად, მათ მიერ სისულელეების წერას, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ ჩვენს განათლების სისტემაში კიდევ ერთი ნახვრეტია. ვიღაცამ ეტყობა სასკოლო პროგრამაში კაი ხანია (2 წელი მაინც გრძელდება ეს, მეტი თუ არა) შეიტანა ვიკიპედიასთან გაცნობა და არავინ იცის სინამდვილეში, თუ რა არის აქაურობა და მით უფრო, რისი კეთება არ შეიძლება. უკანასკნელ ხანს მსგავსი ვანდალიზმებისა თუ ტესტების უმეტესობა სწორედ ასეთი ხალხის მიერ ხორციელდება და ამას ერთხელ ბოლო უნდა მოეღოს. უნდა იყოს რაღაც გზა, რომ შეტანილი იქნას რაღაც წინადადება, თანაც მკაფიო ხაზგასმით, რომ სასკოლო კომპიუტერებიდან შემოდიან და აფუჭებენ (დიახაც) აქაური ხალხის შრომას და რაღაცნაირად უნდა აღიკვეთოს ეს, თორემ სანამ ეს სასკოლო პროგრამაში იქნება, მანამდე დრო უნდა გვაკარგვინონ ამ მარაზმატიკული 'ლექსო 2002 წელს დაიბადა და კარგი ბიჭია' და მსგავსების წაშლაში. და მერე კიდევ ვიღაც შემოვა და დაწერს, ცოტა ინფორმაცია გიწერიათო.

ახლა წარმოიდგინე - დღეში 3-ჯერ მაინც არის ასეთი „შეტევები“. ან ორჯერ. ხოლმე რატომღაც შაბათ-კვირასაც (საკვირაო სკოლა არაა ალბათ  ). მინიმუმ 3-4 წუთი თითო ასეთი შეტევის აღმოფხვრაზე (გაფრთხილებების ჩასმა და ა.შ.) ნამდვილად იხარჯება. უხეშად ვთქვათ, დღეში 15. გარდა ამისა, კიდევ არის გაუთვალისწინებელი შემთხვევები. ანუ უხეშად რომ ვთქვათ, ნახევარი საათი დღეში. კეთილი, 30 წუთი. ერთი დღე, დავუშვათ, მაინც გამოვრიცხოთ. შაბათი ან კვირა ჩავთვალოთ იმ დღედ, როდესაც ვანდალები ბრუნდებიან, მაგრამ შეიძლება არც თუ დიდი რაოდენობით. ანუ კვირაში სადღაც. 2-დან 3 საათამდე მიდის აი ამ სისულელეზე. ანუ წელიწადში დაახლოებით 100-დან 150 საათამდე (მეტი თუ არა) მიდის აი ამაში   და თან ვისთან გვაქვს საქმე ბოლო დროს, ძირითადად? სწორედ ასეთ აუდიტორიასთან. მოკლედ, ან გამოსავალი უნდა მოიძებნოს, ან ასე პერმამენტულ რეჟიმში უნდა ვიცხოვროთ   მადლობა ჩემი გამოთვლების წაკითხვისათვის   --H.McC. (მომწერეთ) 18:40, 22 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

ბრატცი, რაზე გაქვთ აქ საუბარი? რამე მოხდა? GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 18:47, 22 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

ჯიმ კერის სტატიამ დამაფიქრა. საბოლოოდ. --H.McC. (მომწერეთ) 18:50, 22 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

ჰენრი, გეთანხმები აბსოლუტურად! პირადად მე მინახავს, როგორ წერია მეათე კლასის გეოგრაფიის წიგნში (გია ჭანტურია) დამატებითი ცნობებისთვის მიმართეთ wikipedia.com-სო (com!). მეც ვაწარმოე ასეთი დაკვირვება და შენ წარმოიდგინე, რეალობასთან მართლაც ახლოსაა, ზაფხულში თითქმის არ ხდებოდა ასეთი შემთხვევები. მოდი საკითხს შევხედოთ რამდენიმე მხრიდან. 1) ვიკიში რამის დაწერას რომ ავალებენ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა გააფუჭონ, ამან მაინც შეიძლბა გამოიღოს დადებითი შედეგი — იქნებ გაეცნოს მიწერილი წერილებს, ჩასწვდეს ვიკიპედიის არსს და აქტიური მომხმარებელი დადგეს, თუმცა ასეთი შემთხვევა მე არ მახსენდება. 2) სახელმწიფოს მხრიდან პატარა ხელშეწყობა ნამდვილად არ გვაწყენდა, განათლების სისტემაში, თუნდაც კლასგარეშე მასალად მაინც რომ გააცნონ ვიკიპედიის შესახებ. ამ სახის გარკვეული მცდელობა იყო კიდეც, როდესაც იუსტიციის სამინისტროდან შეგვეხმიანნენ და რამდენიმე ვიკიპედიელმა ორდღიანი ტრენინგი ჩავუტარეთ თანამშრომლებს, ვიკიპედიაში მუშაობის სწავლების ჩართვას აპირებდნენ პროექტში „თაობა“, სოფლებში რომ დგამენ კომპიუტერებს, ახლა რა ბედი ელის ამ პროგრამას არ ვიცი. 3) საზოგადოებაში აშკარადაა სიმცირე იმის შესახებ, თუ რა არის ვიკიპედია, რა პრინციპებს ეყრდნობა. დაკვირვებას ვაწარმოებ ხოლმე სანაცნობოში და 90%-ს ჰგონია, რომ ვიკიპედიაზე სადღაც საზღვარგარეთ, კაბინეტებიდან მუშაობს გარკვეული ჯგუფი. დაახლოებით ამდენივე პროცენტს ეს ანაზღაურებადი ჰგონია, თუმცა რომ გაიგებენ რომ მოხალისეობრივია, საპასუხო რეაქცია — „მეტი საქმე არ მაქვს!“, „მოგცლიათ“. სამწუხაროა ასეთი მიდგომა.

დავამატებ, რომ გარკვეულწილად ეს ჩვენი ბრალიცაა, შეგვიძლია ვიკის უფრო მეტი პოპულარიზაცია გავუწიოთ სხვადასხვა ხერხებით, თუნდაც ფეისბუკით, სემინარებით, შეხვედრებით, კონფერენციებით და ა. შ. შემც მადლობა წაკითხვისთვის  მიხეილ მიწერა 19:03, 22 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

აჰა, ჩვენი მსჯელობის სისწორის კიდევ ერთმა დადასტურებამაც არ დააყოვნა  მიხეილ მიწერა 19:05, 22 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

გეთანხმები. ჰო აგერ შემოვიდა ისევ ის, ვინც წეღან შეაქე და ისევ ჩასვა ჯიმ კერის სტატიაში ის   კურიოზია!   --H.McC. (მომწერეთ) 19:06, 22 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

სასწაული! ნუთუ ის პიროვნება იყო სხვა აიპით? — მიხეილ მიწერა 19:08, 22 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
ალბათ ეგონა, რომ ვანდალიზმის აღმოფხვრა ცუდია და უკან დააბრუნა       --H.McC. (მომწერეთ) 19:12, 22 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
მე კი ეჭვი მაქვს, რომ იგივე იყო, გაახსენდა თავისი „ნამაიმუნარი“ და ამოღება გადაწყვიტა, მერე კი გაგულისდა...--მიხეილ მიწერა 19:15, 22 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
ჯორჯაძე, რა ხდება ბრატ და აი ეს წინადადება ეწერა სტატიაში თვეზე მეტხანს. --მიხეილ მიწერა 19:15, 22 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
ჰაჰააააა ეს ვინ დაწერა? მაგარი ვიცინე :) GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 19:22, 22 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

სახელის შეცვლა

გამარჯობა მიხეილ ბატონო. ანგარიშის სახელი, რომ შევიცვალო პრობლემა არის რამე? nikajiadze შეტყუპებულია და რომ დავაშოროთ?--nika jiadze განხილვაწვლილი 15:31, 24 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

გამარჯობა ნიკა, რა თქმა უნდა შესაძლებელია, ოღონდ აქ დამიტოვე მოთხოვნა. --მიხეილ მიწერა 16:32, 24 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

100 წიგნი

ამ სტატიას სახელს არ უცვლი მიხეილ? ბოლოში ი-ს მაგივრად ა არის ჩასაწერი. და კიდევ ერთი, ძველი ნიკი ისევ იარსებებს? და კიდევ ერთიც, სხვა ვიკიებში ახალი აკაუნტი გაკეთდა და ეს რა გამოვიდა?--nika jiadze განხილვაწვლილი 17:28, 24 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

შევუცვლით. ანგარიშს რაც შეეხება, თუ რომელიმე სხვა პროექტებშიც გაქვს წვლილი, იქაურ ბიუროკრატებს უნდა მიმართო სახელის გამოცვლაზე, რომ გამოგიცვლიან, მერე შენს კონფიგურაციებში შეხვიდე და გლობალური ანგარიში გააერთიანო. --მიხეილ მიწერა 17:38, 24 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

ეს ანგარიში გააუქმე მიხეილ. კარგა ხნის უკან უნდა გაუქმებულიყო--nika jiadze განხილვაწვლილი 18:10, 24 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

ანგარიში ადგილობრივად არ უქმდება. ეს მეტაზე უნდა მოითხოვო. --მიხეილ მიწერა 18:13, 24 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

ემეილი ნახე მიხეილ.--Nika Jiadze განხილვაწვლილი 18:29, 24 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

გასაგებია

გიორგი ვარდიაშვილი ვარ გავითვალისწინებ თქვენს შენიშვნებს და ჯერ ადვილი თემებიდან დავიწყებ :) წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა გიორგი ვარდიაშვილი (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

ვიკიპედია თქვენი საკუთრება არ არის !  ვიცი  ვიკიპედიის პატრონი ვინც არის !  ძალიან გთხოვთ ნუ მაშინებთ ! მე ძალიან კარგად ვიცი - რა არის ვანდალიზმი და სად შეიძლება მივწერო  საჩივარი თქვენს საქციელზე ! Elizavetabella 2012 25 10 წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Elizavetabella (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .  
სადაც გსურთ, ოღონდ სერიოზულად რომ აღიქვან, ჯერ ხელმოწერა ისწავლეთ.   --მიხეილ მიწერა 14:47, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

?

ახალი ზელანდიის მერე რა პროექტი იქნება ? გიორგი ვარდიაშვილი წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა გიორგი ვარდიაშვილი (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

ესტონეთი ან ირლანდია. გიორგი, ამის შემდეგ, როდესაც მომხმარებელს მისწერ რამეს, გზავნილს აუცილებლად მოაწერე ხელი, ამისათვის, რედაქტირების ზედა პანელში ფანქარი რომ ხატია, იმას დააწკაპე. --მიხეილ მიწერა 18:09, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

ვიკისაწყობში სურათები იქნებ ვინმეს აატვირთინო?

შეგიძლია? GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 19:25, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

თავად მიმართე რომელიმე აქტიურ რედაქტორს   --მიხეილ მიწერა 19:40, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
მიხეილ, იქნებ დამილინკო ის წევრები რომლებსაც მირჩევ რო მივმართო? GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 19:42, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
ჩვენიდან შეგიძლია მიმართო დავიდ1010-ს ან მელბერგს. --მიხეილ მიწერა 19:44, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
დამილინკე რა მაგათი გვერდები არ ვიცი როგორ მივაგნო მაგ პიროვნებებს. GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 19:46, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

david1010, melberg. --მიხეილ მიწერა 19:48, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

გაიხარე მიხეილ. GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 19:51, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

თხოვნა

მიშა სალამი. გთხოვ ნუღა უპასუხებ, მომხმარებელი გაღიზიანებულია და პლუს არ იცნობს ვიკიპედიის წესებს. რატომღაც როგორც ყოველთვის ჩვენ გვდებენ ბრალს ყველაფერში. მოდი შედეგს დაველოდოთ და ამით მოგვარდება საკითხი  ოთოჯი / მომწერე 21:14, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

სამალი ოთო. დღეს რაღაც გაღიზიანებული ქალბატონების დღეა, ამის წინა წერილი ნახე  . ისე, ამ ბოლო დროს, ქართული ვიკისადმი უმადურობის სიტუაციაზე ერთი ქართული ანდაზა მახსენდება, ცოტა უცენზურო   ამ დროს აქედან გუდა-ნაბადის აკვრა მომინდება ხოლმე, მაგრამ საბედნიეროდ, მალე მივლის ეს გრძნობა. --მიხეილ მიწერა 21:19, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
აბა ეგა თქვი, რაც ვიკიპედიელებმა ამ პროექტს წლები შესწირეს. მეც შენ დღეში ვარ --ოთოჯი / მომწერე 21:26, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
თან თურმე ჩვენ არ გაგვიგია, რა არის ვიკიპედიურობა.   --H.McC. (მომწერეთ) 21:27, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
აბაა, და ევროპეიზმის ნაკლებობას განვიცდით, მაშინ, როცა ვითომ ამ სრულიად „გაევროპელებულ“ ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ყოველდღიურობასთან განუყრელ დასავლურ მიღწევაზე — ვიკიპედიაზე, მის პრინციპებზე. — მიხეილ მიწერა 21:32, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

?

მიხეილ სურათები როგორ ავტვირთვო და პროექტები როგორ გავაკეთო? (გიორგი ვარდიაშვილი განხილვაწვლილი 14:17, 26 ოქტომბერი 2012 (UTC))პასუხი

გიორგი, სურათების ატვირთვას შესაბამისი ლიცენზიაც სჭირდება, რაც როგორც წესი, საქმეს ართულებს. ამიტომ, ვიკიმედიას აქვს პროექტი ვიკისაწყობი, საიდანაც მედია-ფაილების გამოყენება მის ნებისმიერ პროექტში შეგვიძლია. მარტივად რომ გითხრა, ვთქვათ სტატიას თარგმნი ინგლისური ან რომელიმე სხვა ვიკიპედიიდან და გინდა შენც ის სურათი ჩასვა, გაადიდებ ამ სურათს და თუ ქვეშ ვიკისაწყობის ლოგო უხატია, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ქართულ ვიკიპედიაშიც შეგიძლია. თუ ვთქვათ სურათის სათაურია file:giorgi vardiashvili, ამოაკოპირებ უშუალოდ სახელს, (giorgi vardiashvili), შემდეგ კი სტატიაში გადმოიტან შემდეგი კონსტრუქციით:

[[ფაილი:Giorgi vardiashvili|250პქ|მინი|გიორგი ვარდიაშვილის ფოტო]] თუ რამე ვერ გაიგო, მკითხე. --მიხეილ მიწერა 15:49, 26 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

გაენციკლოპედიურების პრობლემა.

ჩემს სტატიაში "ქეთევან ტოროტაძე" რომელსახ მინიჭებული ჰქონდა წასაშლელი სტატიის კატეგორია, ჩავსვი თარგი, ამ კატეგორიის სწრაფი წაშლა საკამათოა. მონაწილე, რომელმაც ეს შეტყობინა ჩასვა, არ თვლის სწრაფი წაშლის კანდიდატად ამ გვერდს. კომენტარი — განხილვის გვერდზე. მიუხედავად ამისა, ადმინისტრატორებს მაინც შეუძლიათ სწრაფად წაშლა ამ კატეგორიის სწრაფი წაშლის კრიტერიუმების მიხედვით. , რის გამოც სტატიას მიენიჭა საკამათო სტატიის კატეგორია. გთხოვთ ამიხსნათ, როგორ მოვიქცე, რომ სტატიას მოეხსნას ეს კატეგორია და გაენციკლოპედიურდეს. რედაქტირებისა და დამატებების შეტანის შემდეგ მე მგონი სტატიის გაენციკლოპედიურებას არაფერი არ უდგას წინ. ამიხსენით, რა უნდა გავაკეთო კიდევ, რომ შედეგს მივაღწიო. დიდი პატივისცემით და მადლიერებით, --ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 02:24, 27 ოქტომბერი 2012 (UTC)--ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 02:26, 27 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

გვერდის გადამისამართება

ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ იმაში, რომ ჩემს ბიოგრაფიულ სტატიას ”ქეთევან ტოროტაძე” მოეხსნას სათაურის ქვეშ მინიშნება ”გადამისამართდა გვერდიდან ქეთი ტოროტაძე”. მე ვერაფერი მოვუხერხე და დიდი მადლიერებით დაველოდები თქვენგან დახმარებას. რაღაც ძალიან მაღიზიანებს ეგ გადამისამართების მინიშნება - ვიკიპედიის არცერთ სტატიას, რაც კი მე მინახავს, ეგ არ აქვს. ეგებ დამეხმაროთ. წინასწარ დიდი მადლობა. მე მომწერეს:

არანაირი მინიშნება არ არსებობს :). იმ შემთხვევაში თუ ძიებაში მიუთითებთ სტატიის ზუსტ დასახელებას „ქეთევან ტოროტაძე“, ყველაფერი რიგზე იქნება. თუკი ძიებაში ჩაწერთ განსხვავებულ დასახელებას: „ქეთი ტოროტაძე“, მაშინ სისტემა ავტომატურად გადაგამისამართებთ სწორ დასახელებაზე და გამცნობთ ამის შესახებ აღნიშნული მინაწერით: გადამისამართდა გვერდიდან ქეთი ტოროტაძე. Deu. 06:09, 27 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

მაგრამ სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე, როგორ უნდა მივუთითო სტატიის ზუსტი დასახელება ძიებაში. გუგლიდან ძებნის დროს მიწერს ამ გადამისამართებას --ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 07:38, 27 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

ეგრეა ჯერ, იმიტომ, რომ გუგლში 'ქეთია' ჩარჩენილი. შედეგებში გამოტანილია მისამართები (გარდა გვერდების სახელებისა), სადაც ჩანს 'ქეთი'. წაიშლება ქეთის გვერდი და დარჩება ქეთევანი (ანუ საბოლოო გვერდი) და ამის შემდეგ, შესაძლოა, გუგლმა ინდექსირებაში თავიდან გაატაროს --H.McC. (მომწერეთ) 07:47, 27 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

მიზეზს მოგახსენებთ: თქვენ როგორც ჩანს, ამ სტატიას ეძებთ სათაურით ქეთი ტოროტაძე, საიდანაც გადამისამართდა სათაურზე ქეთევან ტოროტაძე, ეს გადამისამართება კი დარჩა. რომ მოძებნოთ როგორც „ქეთევან ტოროტაძე“, მსგავს მინაწერს ვერ ნახავთ. პრობლემა არაა, ამ გადამისამართებას წავშლი, მაგრამ შემდეგში, თუ მკითხველი საძიებო სისტემაში ჩაწერს ქეთი ტოროტაძეს, ამ სტატიაზე ვეღარ მოხვდება. — მიხეილ მიწერა 18:05, 27 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

en:Template:Ancient Georgians

მიხეილ, თარგის სახელში Kartvelians-ის მაგივრად Georgian people უნდა ეწეროს და იქნებ ჩაასწორო ამ თარგში. GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 15:46, 28 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

ალო, ალოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 10:36, 1 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი
აქ რა ხდება? ვერ დაგეხმარები, გადახედე მაგ თარგის ისტორიას. მაგ სფეროში ჩემზე კომპეტენტურებიც არიან და მათ მიმართე. — მიხეილ მიწერა 10:42, 1 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი
რას ვერ დამეხმარები? undo გაუკეთე და ეგარის. GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 16:39, 1 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი
დიდი მადლობა დახმარებისთვის. მეორეჯერ ალბათ აღარც მოგწერ. GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 12:19, 2 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

ვერ გავიგე, რას ითხოვ ჩემგან? ძალას მატან? თუ მასწავლი სად undo უნდა გავაკეთო და სად რა ჩავამატო? გავიწყდება ვიკიპედიის მთავარი პრინციპი, აქ ყველა თავის სურვილით მუშაობს. თხოვნა ერთია, მესმის, მაგრამ მეც ხომ გიპასუხე, რომ ვერ შევასრულებ ამ თხოვნას? სხვაენოვან ვიკიპედიებში დიდი გამოცდილება აქვს დათოს და მას მიმართე. --მიხეილ მიწერა 12:30, 2 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

ყოველი შემთხვევისათვის გავიხსენებ იმ ისტორიას, ერთი ვანდალი რომ იყო ამერიკელი. აი დისნეის ფილმების სტატიებს რომ აფუჭებდა. ზედმეტად მაწვებოდა მაშინ, ეს გააკეთე, ის გააკეთეო. მოდი პორტალი გავაკეთოთო, ეს თარგმნე, ის თარგმნეო. დახმარება-არდახმარებაზე არ არის აქ საუბარი. უბრალოდ ყველა მომხმარებელს მუშაობის თავისი რიტმი და სტილი აქვს, გეგმებიც. თხოვნა თხოვნაა, მაგრამ როდესაც ჩანს, რომ მომხმარებელს არ შეუძლია ამ თხოვნის შესრულება, ლოგიკურია, რომ ალტერნატივა უნდა ვეძებოთ. თანაც ამდენ რამეზე დახმარება გაგიწია ან რჩევა მოგცა მიხეილმა (როგორც შეეძლო) და ასეთი ტონით - 'მეორეჯერ ალბათ აღარც მოგწერ' საუბარი მგონი არასერიოზულია. --H.McC. (მომწერეთ) 13:44, 2 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

მადლობა

გმადლობთ რჩევისათვის. ფიჭვი წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Pichvi (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

ახალი ზელანდიის საპატიო ორდენი

 
მიხეილ, ახალი ზელანდიის ვიკი-პროექტში შეტანილი დიდი წვლილისთვის თქვენ ჯილდოვდებით ამ შესანიშნავი ორდენით! – ოთოჯი / მომწერე 20:12, 31 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
მადლობა ოთო, გაიხარე! წავედით პოსტ-კადაფისეულ ლიბიაში? — მიხეილ მიწერა 20:14, 31 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

არაფრის, იმსახურებ :) დღეიდან ლიბია იქნება ხო ? – ოთოჯი / მომწერე 20:16, 31 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

კი. არ ვაპირებდი ჩართვას, მაგრამ ძალიან მაინტერესებს არაბული სამყარო. ყოველ ვიკიპროექტზე ვფიქრობ ხოლმე, რომ აღარ ჩავერთო, მაგრამ ბოლოს გამოდის, რომ ცდუნებას ვერ ვუძლებ  მიხეილ მიწერა 20:26, 31 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი
მოკლეეედ  . ხო კარგი აზრია, მივიღოთ მონაწილეობა, რატომაც არა. გავამდიდროთ ვიკიპედია ახალი სტატიებით  ოთოჯი / მომწერე 20:38, 31 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

სტატიის შემოწმება

გამარჯობა, მიხეილ :) შეამოწმებთ სტატიას თიბისი ბანკზე ქართულ ვიკიპედიაში? ტექსტში ყველაფერი თითქმის იგივეა, მარტო სურათები დავამატეთ... შეძლებთ შემოწმებას? დიდი მადლობა წინასწარ, პატივისცემით --Tandguladze განხილვაწვლილი 07:26, 2 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

გამარჯობა. გთხოვთ, იხილოთ სტატიის განხილვა, რამდენიმე აშკარად სარეკლამო ფოტოა ჩამატებული და ამ ეტაპზე ვერ შევამოწმებ. იქნებ ჯერ ამოიღოთ ის ფოტოები. --მიხეილ მიწერა 08:00, 2 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

კიდევ ერთი ორდენი პირადად ჩემგან

  ენის დარაჯის ორდენი
პირადად ჩემგან, იმ წვლილისათვის, რომელიც ეხება მთელი ამ არასწორი სიტყვების ჩანაცვლებას. --H.McC. (მომწერეთ) 09:11, 2 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

P.S. გეგეჭკორის გადაცემა 'სწორია-შეცდომაა' როგორ დაგვეხმარებოდა. აფერუმ ჩვენს არხებს, ასეთ რაღაცას რომ მალავენ. --H.McC. (მომწერეთ) 09:11, 2 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

მადლობა ჰენრი! ჩემთვის მართლაც ერთ-ერთი ყველაზე საპატიო ორდენია! ძალიან დიდი გართულება მაქვს ასეთ შეცდომებზე, მეგობრებთან საუბრის დროსაც კი   ეგ გადაცემა მაგარი რამე იყო, ბავშვობის მოგონებად დამრჩა. --მიხეილ მიწერა 09:14, 2 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

:))

მადლობთ პასუხისთვის გავითვალისწინებ თქვენს მოთხოვნებს და შეძლებისდაგვარად გამოვაქვეყნებ ჩემს "სტატიას" --Xatusa5 განხილვაწვლილი 18:12, 7 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

ახალი იდეა...

გამარჯობათ მიხეილ..მაქვს ასეთი იდეა თუკი დაგაინტერესებთ,ვფიქრობ რომ წარმატებას მოგიტანთ. შექმენით ახალი გვერდი "ესე" ან თუნდაც სხვა, სადაც შეგვეძლება გამოვაქვეყნოთ ჩვენს მიერ დაწერილი ესეები,ანალიზები ან რაიმე ლიტერატურული თავისუფალი თემები,რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს.გთხოვთ დაფიქრდით ჩემს შემოთავაზებაზე.მაინტერესებს თქვენი აზრი. პატივისცემით --Xatusa5 განხილვაწვლილი 14:26, 6 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

გამარჯობა. მინდა გითხრათ, რომ ვიკიპედია ენციკლოპედიაა და არ ითვალისწინებს თქვენ მიერ შემოთავაზებულ ფორმატს. გთხოვთ, ეს ბმული გახსნათ და კარგად გაეცნოთ, ასეთია ვიკიპედიის ოფიციალური პოლიტიკა. --მიხეილ მიწერა 17:08, 6 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

:))

გასაგებია :(( მაგრამ მაინც რომ გეცადათ უკეთსი იქნებოდა :)) წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Xatusa5 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

ჩვენ ვერაფერს ვერ ვცდით, ვიკიპედია უკვე არსებობს თავისი ფორმატით და მას ვერ დავარღვევთ. მსგავსი საქმიანობა შეგიძლიათ პირად ბლოგზე აწარმოოთ. --მიხეილ მიწერა 13:42, 7 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

გასაგებია.. ბოდიშით შეწუხებისთვის :)) --Xatusa5 განხილვაწვლილი 18:11, 7 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

History of ancient Israel and Judah წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Pichvi (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

ვერ მივხვდი რა გნებავთ. --მიხეილ მიწერა 11:05, 8 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

შეცდომა

ბოდიში. გუშინ შეტყობინებას გწერდით (რა თქმა უნდა ქართულად), მაგრამ მისი ქართული ტექსტი შეყვანის მეთოდის შეცვლისას წამეშალა. დარჩა ინგლისური სიტყვები. მერე დრო აღარ მქონდა ხელახლა დამეწერა და გვერდიდან გავედი. შეტყობინების ასეთი სახით გაგზავნას არ ვაპირებდი - ალბათ რაიმე ღილაკზე დამეჭირა. უახლოეს შეტყობინებაში გაცნობებთ ჩემი ერთი მცირე პრობლემის შესახებ. ფიჭვიწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Pichvi (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

გასეგებია. გზავნილებს ყოველთვის მოაწერეთ ხელი. --მიხეილ მიწერა 19:16, 8 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

გარე ბმული

ბოდიში შეწუხებისთვის. შეიძლება არც იყოთ ჩემი შეკითხვის სწორი მისამართი, მაგრამ იმიტომ მოგმართავთ რომ გასულ კვირას რჩევით დამეხმარეთ.

სტატია ისრაელis რედაქტირებისას დავამატე მიმართება გარე წყაროსკენ (სქოლიოში მე-19). მერე მომინდა ამ წყაროს სახელი გარე ბმულით დამეკავშირებინა ინტერნეტ-გვერდთან, სადაც წყარო თითქმის სრული სახითაა მოყვანილი. ეს წიგნი დამოუკიდებლად არ აღმომიჩენია ინტერნეტში; მე მას მივაგენი ინგლისურენოვანი სტატიის, "History of ancient Israel and Judah"-ს ბიბლიოგრაფიული სიის გზით(თუმცა მე ამ წიგნში შეტანილ სხვა სტატიას მივათითე). რომ გამეგო, მეც როგორ გამეკეთებინა გარე ბმული, შევედი ინგლისურენოვანი სტატიის ბიბლიოგრაფიის რედაქტირების გვერდზე, საიდანაც გადმოვიწერე ყოველი რელევანტური ასო და ნიშანი; შემდეგ ეს ასოები და ნიშნები შესაბამის ადგილზე ჩავწერე ჩემს მიერ რედაქტირებული სტატიის რედაქტირების გვერდზე. მეგონა რომ შევძელი გარე წყაროსთან დაკავშირება, რადგან სქოლიოში წიგნის სახელი გალურჯდა და გვერდით ისარგაშვერილი კვადრატი მიეხატა. სახელზე დაწკაპუნებამ გარე ინტერნეტ-გვერდთან ვერ მიმიყვანა. მეგონა ინტერნეტთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემაა-მეთქი, მაგრამ როცა სახელზე ინგლისურენოვანი სტატიის ბიბლიოგრაფიის სიაში დავაწკაპუნე, იქვე გარე წყაროს შემცავ ინტერნეტ-გვერდზე აღმოვჩნდი. ორივე გვერდზე მრავალჯერ დაწკაპუნებამ იგივე შედეგები გამოიღო. გამოდის, რომ მხოლოდ ჩემს მიერ რედაქტირებულ გვერდზეა გარე წყაროსთან დაკავშირების პრობლემა - არა სწორად გამიკეთებია გარე ბმული (თუმცა სქოლიოში ეს გარეგნულად არ სჩანს). მინდა გავიგო რა ცვლილება უნდა შევიტანო სტატია "ისრაელის" რედაქტირების გვერდზე, რომ შესაძლებელი გახდეს იქედანაც გარე ბმულით ინტერნეტ-წყაროსთან დაკავშირება.

ბოდიშს ვიხდი თუ თავი შეგაწყინეთ, მაგრამ რაღაც მცირე ტექნიკური პრობლემის გამო საჭირო ბმული არ კეთდება. შეიძლება ეს თქვენ არ გეხებოდეთ,მაგრამ არ ვიცოდი ვისთვის მიმემართა. გმადლობთ ყურადღებისთვის. ფიჭვი წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Pichvi (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

სქოლიოში ყველაფერი სწორად გაქვთ გაკეთებული. სხვანაირად როგორ გინდათ? --მიხეილ მიწერა 20:54, 8 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

ისევ ვცადე სტატია "ისრაელიდან" გარე წყაროსთან დაკავშირება და არ გამოვიდა, ინგლისურენოვან სტატიაზე კი გარე ბმული მოქმედებს და წყაროსთან აკავშირებს სტატიას. გმადლობთ შემოწმებისთვის. დიდი ხანია ვიკიპედიაში არ შევსულვარ და დამავიწყდა ხელს როგორ აწერენ. ბოდიში. ფიჭვი

გასაგებია თქვენი პრობლემა. ინგლისურენოვანში სქოლიოს ნომერი მომწერეთ. შევეცდები დახმარებას. — G.G. 16:30, 9 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

ეს რომელი შრიფტია?

ქართული ვიკის ფეისბუკზე დადეს ეს სურათი და რომელი ფონტია ეს? GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 16:13, 9 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

ვერ გეტყვი. მე არ დამიდია, რომელიმე სხვა ადმინი დადებდა. იმედია ნახავს ამ წერილს და შემოგეხმიანება. --მიხეილ მიწერა 16:21, 9 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი
როგორ ნახავს? მე მხოლოდ აქ დავწერე. GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 16:27, 9 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი
მერე რა. აქტიური მომხმარებლები ყველაფერს აკონტროლებენ. --მიხეილ მიწერა 16:30, 9 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი
აგერ მეც. პირველი არის რომელიღაც ფონტი BPG-ს კატეგორიიდან. ეს ნაღდად ვიცი. მეორეც ბპგ-ს რომელიღაც ფონტს მაგონებს. --H.McC. (მომწერეთ) 16:33, 9 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი
იქნებ ლინკი დამიდო ამ ფონტის? ძალიან მომეწონა ეს ფონტი და კომპში მინდა რომ მქონდეს. GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 16:51, 9 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი
ფონტის სახელი არ მაქვს. fonts.ge-ზე ჩაწერე ძიებაში bpg და ყველას ამოგიყრის. იქვეა მაგალითები სურათების სახით. --H.McC. (მომწერეთ) 17:03, 9 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი
გადმოვქაჩე და ფონტებში ჩავსვი მაგრამ ქართულ ასოებს არ წერს. ისევ ლათინურს წერს და რა უბედურებაა? GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 17:46, 9 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი
უნიკოდია და ქართული კლავიატურით უნდა წერო (ანუ კუთხეში ენის გადასართავში KA-ს რომ აჩვენებს). --H.McC. (მომწერეთ) 17:52, 9 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი
ეგრე ყოფილა. მადლობა ჰენრი მაკლეინ. GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 18:21, 9 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი
ჰენრი მაკლეინ, აი იმ სურათზე რაც მე დავდე ფეისბუკიდან როა იქ ასოები უფრო რაღაც თითქოს ჩრდილი აქვს და ასოებს უფრო ლამაზად აჩენს და იმ ფონტით რაც გადმოვქაჩე უხეში ჩანს და როგორ ვქნა რომ მოხაზულობას და ხარისხი ისეთივე იყოს როგორც ის სურათი რაც დავდე? GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 20:27, 9 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

უკაცრავად, მაგრამ თქვენი საუბარი ვიკიპედიის თემატიკას გასცდა უკვე. გთხოვთ... — მიხეილ მიწერა 20:33, 9 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

ასოებს დაჩრდილვა როგორ გავუკეთო რომ ასოები კარგი მოხაზულობის გამოჩნდეს? GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 20:40, 9 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი
მიხეილ, მთლად ეგრეც არის (ბოლომდე). ადრე გვიხდებოდა აქაც მაგ ტექნიკური საკითხის გარჩევა (ქართულად წერის). ხოლო რაც შეეხება GeorgianJorjadze-ს კითხვას - სამწუხაროდ, აქ ვერ გიპასუხებენ. მით უმეტეს, ზუსტად შენი ნაწერის თავზე ითხოვა მიხეილმა, რომ დაგვესრულებინა ფოტოშოპის (სავარაუდოდ) კონფერენცია. --H.McC. (მომწერეთ) 20:53, 9 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი
აბა როგორ გავარკვიო ეს საკითხი? სად ვიკითხო მითხარით და იქ ვიკითხავ ? GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 21:24, 9 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

არ ვიცი ჯორჯაძე და ამასთან ვიკიპედია რა კავშირშია? მიმართე სადმე ფორუმზე, ფეისბუკზე იკითხე, პროგრამისტს ჰკითხე, მეტი რა გითხრა :) — მიხეილ მიწერა 21:26, 9 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

ფაილი:თენგიზ ქართველიშვილი.jpg

მიხეილ, მომხმარებელი, რომელმაც ეს ფაილი ატვირთა, უკვე მეორედ ტვირთავს მას. პიროვნებაზე ცალკე სტატია არ არის. რატომღაც ეჭვი მაქვს, რომ ფაილების საცავის სახით გამოიყენა აქაურობა, რაც დაუშვებელი. კი გავუწერე NLD-ს თარგი, მაგრამ ეჭვი მეპარება, საერთოდ დახედოს. ატვირთა და გავიდა.   --H.McC. (მომწერეთ) 20:28, 9 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

მეც ასე ვიფიქრე ჰენრი და დაუყოვნებლივ წაშლაც კი დავაპირე, მაგრამ ეს სტატია აღმოვაჩინე. შესაძლოა მისი ფოტო იყოს. --მიხეილ მიწერა 20:32, 9 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

უი, ვერ ვნახე უცებ. --H.McC. (მომწერეთ) 20:34, 9 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

მიუხედავად ამისა, ლიცენზიის მითითებას ალბათ მაინც ვერ მოახერხებს. ისე კი, ვფიქრობ კარგი იქნება რაიმე სტატუსი შემოვიღოთ „ამტვირთველის“, მგონი რუსულ ვიკიში აქვთ. — მიხეილ მიწერა 20:36, 9 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

SOS

საშინელებაა ჩვენს თავს!!!   უსასტიკესი ვანდალიზმი - ჯერ ლექსი, მერე გოგებაშვილზე 'ტკბილი სიტყვა' და ბოლოს ვიკიპედიაზე --H.McC. (მომწერეთ) 10:59, 10 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

ვაიმე დედა! სტატიის რედაქტირებაში გავერთე და ბოლო ცვლილებებში არ შემიხედავს. გაიხარე ჰენრი. რატომ არიან ასეთები საერთოდ ცოცხლები?! — მიხეილ მიწერა 11:09, 10 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი
არ ვიცი. მე ის მაინტერესებს ზოგადად, როგორ არსებობენ, ანუ ზოგადად რანაირად ეწყობიან ამ სამყაროს. ისე ეგეთებს ვერც მოსთხოვ ვერაფერს, მშობელმა და მასწავლებელმა ვერ ჩაუნერგა კულტურა და ვიღაც გამვლელია. ხოლმე ისეთი კატეგორიიდან გვხვდება ხალხი, ბევრად უფროსები არიან და გვაკრიტიკებენ, მაგრამ ამის ნაწერს უმადურობა არ ჰქვია. უბრალოდ არანორმალურია. --H.McC. (მომწერეთ) 11:12, 10 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი
გეთანხმები, ასეთებისგან საწყენიც არაა. ჩვენ რა გვიწოდა და მანამდე იაკობ გოგებაშვილი როგორ შეამკო. ვერ მოვითმინე და P.S. დავუწერე განხილვის გვერდზე  მიხეილ მიწერა 11:14, 10 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

თხოვნა

გამარჯობა, მიხეილ. როცა მოცლით იქნები, ამას გადახედე. დავასრულე როგორც იქნა  . თუ რაიმე შეუსაბამობას იპოვი, ან ჩაასწორე ან მომწერე. ესეც ბმული ინგლისურ ანალოგზე, საიდანაც ვთარგმნიდი. ზოგი რამ ჩვენი ვიკისთვის უადგილოდ მივიჩნიე მავან და მავან მიზეზთა გამო და არ არის გადმოტანილი. — G.G. 17:04, 10 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

გაუმარჯოს გიორგი. დღესვე გავეცნობი, ძალიან მომეწონა შენი ეს წამოწყება, წეღან ვკითხულობდი ისედაც :) --მიხეილ მიწერა 17:07, 10 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი
მოკლედ, წავიკითხე გიორგი. მშვენიერი და დროულია, ძალიან კარგად გიშრომია. თუმცა, ვფიქრობ ამ წესების სისრულეში მოყვანა გაჭირდება იმ პირობებში, როდესაც არ გვყავს ჩეკიუზერი. ისე, ამის თარგმნა დავაპირე ადრე და იმედია მივიყვან ბოლომდე. არადა რაღაც მედიავიკით ყველა გვერდის ბოლოში ჩანს ეს სტატია. --მიხეილ მიწერა 18:40, 10 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი
მადლობა :) ერთ წელზე მეტია, საშველი ვერ დავაყენე. :) ამის ორი სექცია ჩემი ნათარგმნია  . იმედია, დანარჩენსაც გადავთარგმნი. — G.G. 18:57, 10 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი
ჩეკიუზერსთან დაკავშირებით: თავშივე სწერია, სად უნდა განათავსონ მოთხოვნა შემოწმებაზე. — G.G. 19:04, 10 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი
კი, მახსოვს. კვლავ შევუტიოთ ერთობლივი ძალებით. ზოგადად, შენ უდიდეს საქმეს აკეთებ წესების თარგმნით. --მიხეილ მიწერა 19:05, 10 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი
ხვალ იყოს ეგ, დღეს სავარჯიშოს გადავიტან მისთვის კუთვნილ ადგილზე და ჩევეგდები ლოგინში :) — G.G. 19:08, 10 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

ახალაია

გამარჯობა მიშა, ჩემი აზრით ბაჩო ახალიას სტატიაში გაკეთებული ცვლილების ხილვადობა უნდა დაიმალოს. --ჯაბა ლაბაძე 17:23, 10 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

გეთანხმები, თუმცა სხვების აზრს დაველოდე. ეგ სტატია იმდღეს კი დავბლოკე ერთი დღით, მაგრამ როგორც ჩანს, ცოტა იყო. — მიხეილ მიწერა 17:29, 10 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი
  გაკეთდა--მიხეილ მიწერა 17:36, 10 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

გმადლობ მიშა. --ჯაბა ლაბაძე 17:38, 10 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი

ყველა ადამიანს თავისი გარკვეული პოზიცია აქვს ამა თუ იმ მოვლენებსა თუ პიროვნებებზე, მაგრამ ონლაინში ადრენალინის გადმოყრა არის სრული უაზრობა. ონლაინი კი არა, ვინმეზე რომ ვბრაზდები, კარსაც კი არ ვაბრახუნებ. ამათთან კი სიმამაცის მაღალი პილოტაჟია ვიკიში შემოსვლა და სტატიაში რამის დაწერა. თუ შნო აქვს, ადგეს და პირში უთხრას.   --H.McC. (მომწერეთ) 17:40, 10 ნოემბერი 2012 (UTC)პასუხი
MIKHEIL/არქივი 9-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.