მთაწმინდა (გამომცემლობა)
„მთაწმინდა“ — პირველი დამოუკიდებელი გამომცემლობა კომუნისტური რეჟიმის პერიოდში, რომელიც დააფუძნა ზურაბ კალანდაძემ 1989 წელს. გამომცემლობა მდებარეობს თბილისში.
მთაწმინდა | |
---|---|
ოფიციალური ლოგო | |
სტატუსი | მოქმედი |
დაარსდა | 1989 |
დამაარსებელი | ზურაბ კალანდაძე |
ქვეყანა | საქართველო |
წამყვანები | ზურაბ და გიორგი კალანდაძეები[1] |
ოფიციალური საიტი |
მის დაარსებას წინ უძღოდა ზურაბ კალანდაძის დიდხნიანი კონსულტაციები ცნობილ ქართველ პოეტთან, მთარგმნელთან და ლიტერატურის მკვლევართან გიორგი კალანდაძესთან, ხოლო შემდგომ — ხანგრძლივი მუშაობა „საღვთისმეტყველო კრებულში“, რომელიც ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და ფინანსური თანადგომით შეიქმნა. ამ ჟურნალთან თანამშრომლობდნენ: ზვიად გამსახურდია, აკაკი ბაქრაძე, ზურაბ კიკნაძე, ბესიკ ადეიშვილი, ელგუჯა გიუნაშვილი და სხვები.
ჟურნალის თანამშრომელთაგან რამდენიმემ დაარსებისთანავე დაიწყო მუშაობა გამომცემლობის სამეცნიერო ჯგუფში, რომელშიც აგრეთვე მოღვაწეობდნენ: ზურაბ სარჯველაძე, ელგუჯა გიუნაშვილი, მანანა მაჩხანელი, დარეჯან თვალთვაძე, უჩა ცინდელიანი და სხვები.
1994 წელს მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ პირობებში გამომცემლობამ დროებით შეწყვიტა არსებობა, თუმცა განახლდა 2008 წელს[2] — ამჯერად ზურაბ და გიორგი კალანდაძეების მიერ — იგივე მიზნებით, რითაც იყო დაფუძნებული.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ კომპანიის შესახებ. elibrary.sou.edu.ge. ციტირების თარიღი: 25 მარტი, 2020.
- ↑ „მთაწმინდამ“ ორი საგანძური შეჰმატა ქართველ მკითხველს. „ამბიონი“ (18 ნოემბერი, 20103). ციტირების თარიღი: 25 მარტი, 2020.