ქეთი ტოროტაძე
ქეთევან (ქეთი) ტოროტაძე (დ. 17 ივლისი, 1959) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, მწერალი და პუბლიცისტი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.
ქეთი ტოროტაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 17 ივლისი, 1959 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
საქმიანობა | ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ბიოგრაფია
რედაქტირებაქეთი ტოროტაძე დაიბადა 1959 წლის 17 ივლისს, ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1981 წელს. ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა - 1988 წელს. საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ავტორის პოზიციის თავისებურება XX საუკუნის მხატვრულ პროზაში (ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის მასალაზე)“ დაიცვა 1989 წელს. მუშაობდა გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოში“ რედაქტორად, უნივერსიტეტის საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში.
1989-1991 წლებში აქვეყნებდა პუბლიკაციებს ქართულ პრესაში (გაზეთები „დედასამშობლო“, „თბილისი“, „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“). ინგლისურიდან და რუსულიდან ნათარგმნი აქვს: უილიამ ს. მოემის რომანი „მოხატული ფარდა“ (1985), ვაშინგტონ ირვინგის, ამბროზ ბირსის, დეივიდ ჰ. ლორენსის, მურიელ სპარკის მოთხრობები (1979-2011), ჩარლზ გალენკემპის „მაია - გამქრალი ცივილიზაციის საიდუმლო“ (1981), ა. ვ. ჩაკლინის „მოგზაურობა საიდუმლოს ამოსაცნობად გრძელდება“ (1984), ლოურენს გრინის „ძველი აფრიკის უკანასკნელი საიდუმლოებანი“ (1987). 2011-2012 წლებში აქვეყნებდა სტატიებს ჟურნალში „ისტორიანი“.
წიგნები
რედაქტირება- „იმპერატორი ნაპოლეონი“ (2013; 2020)
- „პოლონური ქრონიკები“ (2013; 2020)
- „ინგლისური ლიტერატურის ისტორია“ (2013; 2020)
- „თქმა მართლისა“ (2015; 2020)
- „სიმბოლოები და ალეგორიები“ (2016; 2020)
- „არჩილი“ (2018; 2020)
- „ელექტრონული პორტრეტები“ (2019)
- „ნინოს ცხოვრება“ (2021)
- „როცა მზე ჩადის“ (2023)