ქეთი ტოროტაძე
გამარჯობა, ქეთი ტოროტაძე. მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.(?) |
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გაეცანი სტატიების რედაქტირების დახმარების გვერდს, სადაც ახსნილია სტატიების რედაქტირების პრინციპები.
|
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
გახსოვდეს - ვიკიპედია არის ენციკლოპედია, შესაბამისად ნებისმიერი სტატია უნდა იყოს აკადემიური, ნეიტრალური (?) და ეფუძნებოდეს აკადემიურ და გადამოწმებად წყაროებს.(?) ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სურთ შექმნან ახალი სტატიები - ამ შემთხვევაში სწორედ ავტორი არის ვალდებული, დაამტკიცოს ახალი სტატიის მნიშვნელობა ენციკლოპედიისთვის.
გაგვაგებინე
თუ გეგმავ, რომ სტატია აქტიურად დაარედაქტირო და ამისთვის დრო გჭირდება, სტატიის დასაწყისში ჩასვი
{{subst:მუშავდება}} , რათა აცნობო სხვა რედაქტორებს ამის შესახებ. ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ხშირად შეინახე
რაც შეიძლება ხშირად შეინახე რედაქტირებები - ამისთვის, რედაქტირების პანელის ქვედა ნაწილში ღილაკ „ცვლილებების შენახვა“ დააჭირე.(იხ. სურათი ქვემოთ) |
ხელი მოაწერე
ვიკიპედიაში გვერდების რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს: სტატიების გარდა, არსებობს ასევე განხილვის გვერდები. განხილვის გვერდი ყველა სტატიას აქვს; ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი კონსტრუქციული მოსაზრების დატოვება. განხილვის გვერდზე აუცილებელია ხელმოწერის დატოვება. ამისთვის ტექსტის ბოლოს ჩაწერე ოთხი ტილდა (
~~~~ ) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დააჭირე (იხ. სურათი მარჯვნივ). გაგვეცანი
კარგი იქნება, თუ სხვა რედაქტორებს გაუმარტივებ კომუნიკაციას. თითოეულ მომხარებელს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, რომელზეც შეგიძლია დაამატო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობ და ინტერესთა სფეროები.
გვთხოვე დახმარება
თუ დახმარების გვერდებს გაეცანი და მაინც გჭირდება დახმარება, საკუთარ განხილვის გვერდზე ჩასვი {{დამეხმარეთ}}, მოგვწერე კითხვა, და ჩვენი აქტიური რედაქტორი აუცილებლად გიპასუხებთ.
|
პატივი ეცი სხვის შრომას
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
|
Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
— H.McC. (მომწერეთ) 05:02, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)
სანამ სტატიების წერას დაიწყებდეთ, წაიკითხეთ დახმარების გვერდი, გამოიყენეთ პირადი სავარჯიშო. სტატიას სჭირდება ტექსტის სწორი ფორმატირება, წყაროებისა და კატეგორიების მითითება, როგორც ეს ვიკიპედიის სხვა სტატიებშია. --H.McC. (მომწერეთ) 05:02, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)
სტატიებში ხელმოწერებს არ ვტოვებთ. ხელმოწერები იწერება განხილვის გვერდებზე დატოვებულ გზავნილებში. სტატიების გვერდების ისტორიაში ისედაც ჩანს, ვინ დაწერა. გარდა ამისა, იხილეთ ვიკიპედია:წყაროს მითითება. --H.McC. (მომწერეთ) 05:12, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)
გაფრთხილება
რედაქტირებასტატიიდან ტექსტები {{ვიკი}} და {{წყარო}} არ იშლება, სანამ არ მოხდება მათში ახსნილი პირობების შესრულება. --H.McC. (მომწერეთ) 13:15, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)
იქნებ თქვენი ბმულები (სტატიის ბოლოს) დაასათაუროთ. ეს კეთდება ასე [http://www.example.com ბმულის სათაური]. სტრიქონის თავში ცარიელ ადგილს ნუ დატოვებთ და დაიწყეთ სიმბოლოთი *, შემდეგ კი მიაყოლეთ ბმული (როგორც მიგითითეთ).--H.McC. (მომწერეთ) 15:36, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)
P.S. ვიკიფიცირება ნიშნავს, რომ სტატია უნდა შეესაბამებოდეს ადგილობრივ სტანდარტებს. სანამ ეს კოდი (რომელსაც თარგი ეწოდება) სტატიაში არის, ეს ნიშნავს, რომ ადმინისტრატორი, ან გამოცდილი მომხმარებელი თვლის, რომ თქვენს სტატიას კვლავ სჭირდება შესწორება. ეს შეიძლება იყოს ტექსტის, ბმულების ფორმატირება, ინფორმაციის მიწოდების სტილის სტანდარტიზაცია და ა.შ. --H.McC. (მომწერეთ) 15:41, 25 ოქტომბერი 2012 (UTC)
ბმულები
რედაქტირებაგამარჯობა. მცირე მითითებს დავტოვებ ზოგად საკითხებზე:
- <ref></ref>-ებში ჩასმულ ტექსტს ნუ ამოშლით. ზოგადად ეს არის მითითებული წყარო და სტატიის ძირითადად ტექსტში გარე ბმულები [ანუ ასეთ ფრჩხილებში ჩასმულები] (ერთმაგში) არ გამოიყენება.
- სტატიის ბოლო არის სექცია 'სქოლიო'. ნუ ამოშლით მას - წყაროები სწორედ ამ სექციაში ჩნდება.
- გარდა ამისა, მოდით გავარკვიოთ - რესურსები ინტერნეტში რომ გვაქვს სექცია, მანდ არის ბმულები, მაგრამ არ ვიცით, რომელ ბმულზე რა არის. ძირითადად რომ შევდივართ, გამოაქვს ნუსხა რაღაც გამოცემების, მაგრამ რომელს აქვს თქვენთან პირდაპირი კავშირი? ზოგადად ამდენი ერთნაირი ბმული ერთი და იგივე რესურსიდან (nplg.gov.ge) სექციაში არ იწერება. რესურსებში ვწერთ: (მაგალითად) ბიბლიოგრაფიის ერთ ბმულს, ავტორის პირად ბლოგს, ვიდეობმულებს (რაოდენობა სასურველია, მინიმუმზე იყოს (როგორც ამჟამად გაქვთ სტატიაში, რაც კარგია).
თუ პასუხს გადაწყვიტავთ, დატოვეთ აქვე (გამოტოვეთ 1 ცარიელი სტრიქონი და დაიწყეთ სხვა სტრიქონზე). როგორც ყოველთვის, ხელიც მოაწერეთ გზავნილის ბოლოს. ეს ტექნიკური კითხვები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ (ეს არ ეხება სტატიის შინაარსს, რაზეც მანამდე იყო კამათი) --H.McC. (მომწერეთ) 18:01, 26 ოქტომბერი 2012 (UTC)
როგორც უკვე დავწერე - გარე ბმულები სტატიებში არ იწერება (ტექსტებთან). ამიტომ ყველა თქვენს მიერ ჩასმული გარე ბმული გადაკეთდა წყაროებად და გამოჩნდება სქოლიოში. ნუ შეცვლით ამას. ეს ტექნიკური საკითხია და მხოლოდ ასე ვწერთ. --H.McC. (მომწერეთ) 18:19, 26 ოქტომბერი 2012 (UTC)
ბრჭყალები
რედაქტირებაქართული ენის სტანდარტების შესაბამისად, ქართულ ვიკიპედიაში ვიყენებთ ასეთ ბრჭყალებს „“ კლავიატურაზე თუ არ გაქვთ, რედაქტირების ქვედა პანელში შეგიძლიათ ნახოთ და გამოიყენოთ. გთხოვთ, ჩაასწოროთ სტატიაში ყველგან, სადაც ასეთი ბრჭყალები " " გაქვთ ნახმარი. — მიხეილ მიწერა 19:59, 26 ოქტომბერი 2012 (UTC)
გავასწორე ბრჭყალებიც. ყველგან ჩავასწორე. დიდი მადლობა. --ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 20:16, 26 ოქტომბერი 2012 (UTC)
აქვე გიპასუხებთ - აუცილებელი არ არის, ასეთ საკითხზე რომელიმე მომხმარებელს მიმართოთ განხილვაში. საკმარისი იქნება თუ ამის შესახებ დაწერთ თავად სტატიის განხილვაში (სადაც წაშლა-არწაშლის საკითხი განიხილებოდა). --H.McC. (მომწერეთ) 20:17, 26 ოქტომბერი 2012 (UTC)
- აქვე, ქალბატონო ქეთევან, თუ გავითვალისწინებთ თქვენს მთარგმნელობით გამოცდილებას, იმედს ვიტოვებთ, რომ მხოლოდ ამ სტატიით არ შემოიფარგლებით და დაგვეხმარებით ვიკიპედიის გამდიდრებაში (თუნდაც ინგლისური ვიკიპედიიდან თარგმნით) თქვენთვის სასურველ სფეროში. — მიხეილ მიწერა 20:23, 26 ოქტომბერი 2012 (UTC)
რა თქმა უნდა, სიამოვნებით დაგეხმარებით. მაგრამ ჩემთვის უფრო მოსახერხებელი იქნება რომელიმე რედაქტორთან იმეილით ურთიერთობა. ამ ვიკიპედიის ლაბირინთებში ძალიან გავიხლართე. და სულ არ მაქვს პრეტენზია, რომ ჩემს მიერ შესრულებულ თარგმანზე ჩემი ავტორობა დაფიქსირდეს, და ალბათ არც ფიქსირდება. უფრო იმას ვგულისხმობ, რომ ვიკიპედიაზე განთავსება გამიჭირდება. გამომიგზავნეთ იმეილით, რის თარგმნაც გენდომებათ და სიამოვნებით დაგეხმარებით. მეც მიფიქრია იმაზე, რომ ქართული ვიკიპედია ცოტა ღარიბია, გასაგები მიზეზების გამო. შემიძლია აგრეთვე მოგაწოდოთ სტატიები იმ ქართველების შესახებ, რომლებსაც ქართული საზოგადოება არ იცნობს - საქართველოდან 1921 წელს ემიგრირებულ ქართველებს ვგულისხმობ. ვისთანაც მექნება ურთიერთობა იმეილით, მაგალითად, თქვენთან, იმასვე გადავუგზავნი. --ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 20:33, 26 ოქტომბერი 2012 (UTC)
- სტატიის ავტორი ისტორიაში ფიქსირდება, ისიც მხოლოდ username-ით, საავტორო უფლებებს კი მასზე არავინ ფლობს. პირველი სტატიის მაგალითზე გეტყვით, რომ ყველაფერი მშვენივრად გამოგივიდათ თუ ახალი მომხმარებლების მიერ შემოტანილი მასალების ზოგად ტენდენციას შევადარებთ. მოდით, თქვენ თავად შემოიტანეთ სტატიები, თუ რამე ეკლდება, ჩვენ ჩავასწორებთ, ვიკიპედიურ სახეს მივცემთ, თან თქვენ მოგცემთ რჩევებს, შემდეგში რა და როგორ უნდა გააკეთოთ, ამასობაში კი ისწავლით ყველაფერს. აქ ყველამ ასე დავიწყეთ. — მიხეილ მიწერა 20:39, 26 ოქტომბერი 2012 (UTC)
კარგით, მე უკვე გადავხედე ვიკიპედიას და ვნახე, რომ ის სტატიები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეში შემიძლია დავდო, არ არის ვიკიპედიაში. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო. --ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 20:45, 26 ოქტომბერი 2012 (UTC)
- გმადლობთ. დიდად კარგ საქმეს გააკეთებთ. წარმატებები — მიხეილ მიწერა 20:46, 26 ოქტომბერი 2012 (UTC)
ესეც ჩემი პირველი წვლილი, სტატია ”ირინა სხირტლაძე”, ორი სურათით. იმედია, მოგეწონებათ. --ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 21:54, 26 ოქტომბერი 2012 (UTC)
- კი, მშვენიერია! ჩავასწორე უკვე რაღაცები. აქვე რამდენიმე მითითება: 1) ყოველთვის შემოდით თქვენი ანგარიშით, ბოლო რედაქტირებებისას ეს დაგავიწყდათ. 2) ახლა მიეცით სტატიას „რედაქტირება“ და შიგნიდან ნახეთ რა გავაკეთე, რა როგორ შეიცვალა, რომ შემდეგში გაითვალისწინოთ. თუ რამე ვერ გაიგეთ, მომმართეთ. — მიხეილ მიწერა 21:57, 26 ოქტომბერი 2012 (UTC)
კარგით. ხვალ არკადი სხირტლაძეზე გავაკეთებ სტატიას. სურათიც მაქვს. ეს უკვე ჩემი მეორე წვლილი იქნება :)--ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 22:06, 26 ოქტომბერი 2012 (UTC)
კიდევ ერთხელ
რედაქტირებაგარე ბმულები [ასეთ ფრჩხილებში] თვითონ სტატიის ძირითად ტექსტში არ იწერება. გამოიყენება სქოლიოს სისტემა, რომელიც ახსნილია აქ ვიკიპედია:წყაროს მითითება. --H.McC. (მომწერეთ) 10:52, 27 ოქტომბერი 2012 (UTC)
თქვენ მიერ დაწერილი სტატია „ნიკოლოზ აღნიაშვილი“ ისევ არ შეესაბამება ვიკიპედიის სტანდარტებს. არ შეიძლება სტატიაში ინფორმაციის ჩაყრა დალაგების გარეშე. საჭიროა სექციები, რათა სტატია ვიზუალურადაც გამართული იყოს. მაგალითისთვის, იხილეთ: გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარი, ალექსანდრე ამილახვარი. ამას, გარდა, როგორც უკვე განგიმარტეს (!), სტატიაში არ შეიძლება ბმულის პირდაპირ ჩაგდება არც ერთ შემთხვევაში. სტატია უნდა დამოწმდეს სქოლიოებით, რომლის გამიყენების წესი შეგიძლიათ იხილოთ აქ. კიდევ ერთხელ გთხოვთ, ჯერ კარგად გაეცანით წესებს და შემდეგ წერეთ სტატიები. არ არის ვიკიპედია ცდების ადგილი. გამოიყენეთ თქვენი მომხმარებლის პირადი სავარჯიშოს გვერდი, დაამუშავეთ აქ სტატია, მიეცით საბოლოო სახე და შემდეგ შექმენით ახალი სტატია. ჩვენთვისაც უკეთესი იქნება და თქვენთვისაც, სავარჯიშოში მუშაობისას არავინ შეგიშლით ხელს და სტატიაც „სტატიათა სივრცეში“ სრულყოფილი სახით გადავა. Nodar Kherkheulidze განხილვა 07:56, 28 ოქტომბერი 2012 (UTC)
- როგორც ამ ბმულზე ვნახე, რამდენიმე ნაშრომი გაქვთ გამოქვეყნებული სტატიის თემაზე. თავისუფლად შეგიძლიათ მიუთითოთ იგი სტატიაში მოყვანილ ფაქტებს სქოლიოს სახით. Nodar Kherkheulidze განხილვა 08:16, 28 ოქტომბერი 2012 (UTC)
მივუთითე წყაროები. სამი წყაროა მითითებული და იმედია, ამჯერად მაინც აღარ არის ეს სტატია დაუსაბუთებელი წყაროებით.--ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 12:59, 28 ოქტომბერი 2012 (UTC)
- წყაროებს ბმულის სახით პირდაპირ არ უთითებენ. მაგალითად, თუ მე მსურს წყაროს „ქართული საბჭოთა ენციკლოპედია“ მითითება, ვუთითებ არა იმ ბმულს, სადაც რომელიღაც საძიებო სისტემაში ასახულია, რომ არსებობს ასეთი ენციკლოპედია, არამედ შემდეგნაირად: ავტორი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 111, თბ., 1979 წელი. Nodar Kherkheulidze განხილვა 15:18, 28 ოქტომბერი 2012 (UTC)
გავასწორე წყაროების მითითების წესი. ახლა ჩემს მიერ შემოტანილი სამი ახალი სტატია: ირინა სხირტლაძე, არკადი სხირტლაძე, ნიკოლოზ აღნიაშვილი და ჩემს მიერ რედაქტირებული სტატია: ვალერიან თევზაძე უფლებამოსილი რედაქტორისაგან დადასტურებას საჭიროებს. მე მგონი, ახლა ყველაფერი რიგზეა.--ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 16:45, 28 ოქტომბერი 2012 (UTC)
მე შევასწორე სტატიები: ირინა სხირტლაძე (ჩემი დაწერილი) და ვალერიან თევზაძე. წყაროების მითითებაც ვისწავლე :) და არც ადგილებს აღარ გამოვტოვებ სქოლიოს ნიშნებს შორის ტექსტში. შენიშვნა მიღებულია. მაგრამ ამ ორ სტატიას დამოწმება სჭირდება. --ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 20:33, 28 ოქტომბერი 2012 (UTC)
- დამოწმდა, მშვენიერია! — მიხეილ მიწერა 20:39, 28 ოქტომბერი 2012 (UTC)
- „ქეთი ტოროტაძე“ და „ნიკოლოზ აღნიაშვილი“ მეც გავასწორე. ყველა სტატია დამოწმებულია. Nodar Kherkheulidze განხილვა 20:41, 28 ოქტომბერი 2012 (UTC)
ძალიან კარგი. მადლობა :) --ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 20:49, 28 ოქტომბერი 2012 (UTC)
ორთოგრაფიული უზუსტობა გავასწორე გვერდზე ქეთევან ტოროტაძე და ისევ დასადასტურებელი გახდა სტატია. თუ არ შეწუხდებით, დაადასტურეთ. როცა ცვლილებას შევიტან - ახალ შრომას დავამატებ, ყოველთვის დადასტურება დაჭირდება, არა? აი ეს დამიდასტურეთ და მერე ერთი თვენახევარი არავითარი ცვლილება აღარ იქნება. მანამდე კი კიდევ ორ სტატიას დავწერ ქართული ვიკიპედიისთვის. მაპატიეთ, რომ შეგაწუხეთ. --ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 21:19, 28 ოქტომბერი 2012 (UTC)
- დამოწმდა — მიხეილ მიწერა 21:24, 28 ოქტომბერი 2012 (UTC)
- კი, დადასტურება სჭირდება. ეს არის მექანიზმი ვანდალიზმების წინააღმდეგ, გამვლელ-გამომვლელი ხალხისათვის, რომელიც სისულელეებს წერს სტატიებში, ან შლის შიგთავსს, ან უარესი - ცნობილი მამულიშვილების სტატიებსაც კი უცენზურო ლექსიკით ამკობს. --H.McC. (მომწერეთ) 21:38, 28 ოქტომბერი 2012 (UTC)
კი, გასაგებია. და ინფორმაციის დაცვის ძალიან კარგი მექანიზმია. მადლობა გამოხმაურებისთვის. --ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 21:42, 28 ოქტომბერი 2012 (UTC)
გაფრთხილება
რედაქტირებაგანხილვებიდან არ იშლება არც სხვისი, არც საკუთარი ნაწერები. გამონაკლისი არის 1 1000დან, როდესაც ვთქვათ, ვინმე დაწერს უცენზურო ლექსიკით გაჯერებულ ფრაზებს. --H.McC. (მომწერეთ) 18:00, 30 ოქტომბერი 2012 (UTC)
იცით რატომ წავშალე? გუგლის საძიებლიდან რომ შემყავს ”ქეთევან ტოროტაძე” ეს გახილვის გვერდი ამოდის. არადა ეს ხომ დახურული გვერდია. ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ, რომ ეს განხილვის გვერდი გუგლის საძიებელში არ გამოჩნდეს--ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 18:04, 30 ოქტომბერი 2012 (UTC)
თქვენი თხოვნის საფუძველზე გვერდი წაიშალა, განხილვა გადავიდა არქივში. თქვენ, რა თქმა უნდა, გრჩებათ ანგარიში, გინარჩუნდებათ წვლილი. თქვენ ჩვეულებრივად ხართ ისევ ვიკიპედიელი, შეგიძლიათ გააგრძელოთ სტატიების წერა . მომავალში გაითვალისწინეთ, რომ სტატია ავტორის მოთხოვნით იშლება მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თუ სტატიას ერთადერთი ავტორი ჰყავს. თქვენ ვერ დაუშლით სხვას, რომ თქვენ მიერ დაწერილი სტატია განავრცოს - ასეთ შემთხვევაში თქვენი მოთხოვნა სტატიის წაშლისათვის არ იქნება საკმარისი. Deu. 19:28, 30 ოქტომბერი 2012 (UTC)
ყველაფერი რიგზეა. სტატიების წერის რა მოგახსენოთ... გარკვეული წვლილი უკვე შევიტანე, 5 სტატიით . უმადური, დაუფასებელი შრომაა. იმდენ უცნაურ გამოხდომას გადავაწყდი, რომ დიდი ენთუზიაზმით რომ დავიწყე, სრულიად მოლოდინგაცრუებული მივდივარ... ვიცი, სტატიებში ყველას შეუძლია შესწორებების შეტანა. მე ინგლისურენოვანი ვიკიპედიის სტატიებში ერთ სტატიაში იმდენი სხვადასხვა სტილი და წერის მანერა შემომჩნევია, რომ ვერ აგიწერთ. ასეა ყველაფერი თავისუფალი და უფასო. ეგ გარკვეული მინუსია ვიკიპედიის, სიმართლე გითხრათ. წარმატებებს გისურვებთ. --ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 19:35, 30 ოქტომბერი 2012 (UTC)