მომხმარებლის განხილვა:MIKHEIL/არქივი 7

ბოლო კომენტარი: 12 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა David1010 თემაში ფრანგული

წაშლა

რატომ წაიშალა სტატია "თავისუფალი პარლამენტი"? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 188.169.74.48 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

იმიტომ, რომ არანაირად არ აკმაყოფილებდა ვიკიპედიის სტანდარტებს. სანამ რამეს დაწერთ, ჯერ კარგად გაეცანით ვიკიპედიის წესებს. --მიხეილ   (მიწერა) 18:17, 3 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

რა წესებს არ აკმაყოფილებდა? კონკრეტულ ორგანიზაციაზე შემქონდა ინფორმაცია და ეს აკრძალულია? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 188.169.74.48 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

აკრძალვაზე არაა საუბარი, სტატია უნდა შედგებოდეს მინიმუმ სამი წინადადებისგან და ა. შ. მე რომ არ გავაგრძელო, კიდევ ერთხელ გთხოვთ, გაეცანით ვიკიპედიის წესებს და წაიკითხეთ რა არის და რა არ არის ვიკიპედია. — მიხეილ   (მიწერა) 18:56, 3 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ბოტი

სულ დამავიწყდა, მიხეილ. დიდი მადლობა გააქტიურებისათვის.   --H.McC. (მომწერეთ) 20:38, 3 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

არაფრის. ჩემი პირველი ბიუროკრატიული ქმედება იყო   --მიხეილ   (მიწერა) 20:47, 3 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ხელმოწერა

ხელმოწერის ლამაზად გაკეთება მასწავლე გასაგებად გთხოვ.--George-09 განხილვაწვლილი 14:33, 4 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

მოკლედ, ვისი ხელმოწერაც მოგწონს, შედი იმ სექციის რედაქტირებაში, და ნახე რანაირ კოდს ტოვებს, მაგალითად აქ. შემდეგ ჩაიკოპირე შენს კონფიგურაციაში და შეცვალე მონაცემები. --მიხეილ მიწერა 14:35, 4 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ეგრე კი არ მინდა,როგორც მე მინდა იმნაირად რო გავაკეთო რაა.რა კოდებს ხმარობთ,html კოდებით არ შვრება.მაგაზე სტატია არ არის აქ,ან ინგლ ვიკიში?მე ვერ ვნახე კარგად რო ხსნიდეს.--George-09 განხილვაწვლილი 14:53, 4 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

მე ბოდიში, შევეცდები, ნათელი მოვფინო ამ ყველაფერს. რად უნდა ამას სტატია? ჩვეულებრივად აკეთებ, როგორც სტატიებში იყენებ ვიკი კოდს, უბრალოდ შენი საკუთარი ხელმოწერა უნდა შექმნა.

აი ჩემი კოდი

[[მომხმარებელი:Henry McClean|H.McC.]] <small>([[მომხმარებლის განხილვა:Henry McClean|მომწერეთ]])</small>

ახლა თუ მინდა, ავდგები და გავაკეთებ ასე

[[მომხმარებელი:Henry McClean|H.McC.]] <small>([[მომხმარებლის განხილვა:Henry McClean|მომწერეთ]]) [[ფაილი:Saakashvili76589.jpg|40px]]</small>

და გამოვა

H.McC. (მომწერეთ)  

შეიძლება ნებისმიერი სურათის ჩასმა ან სხვა კოდის. --H.McC. (მომწერეთ) 14:59, 4 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

გიორგი შენ ახალი მომხმარებელი ხარ და ტერმინებში ვერ ერკვევი ჯერ. იმას რასაც შენ ითხოვ ეწოდება დახმარების გვერდი. რაც აღნიშნულ საკითხზე ჯერჯერობით არ გვაქვს ქართულ ვიკიპედიაში. ისე კარგი იქნებოდა შექმნილიყო მსგავსი რამ ახალბედებისათვის, საინტერესოა მსგავსი პრეცენდენტი თუა სხვაენოვან ვიკიპედიებში? --ჯაბა ლაბაძე 15:06, 4 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
ხელმოწერის კოდი იგივეა, რაც ვიკიკოდი, უბრალოდ ხელმოწერაში გამოიყენება. მაგრამ მსგავსი ელემენტარული საკითხებისათვის დამატებითი გვერდების შექმნა არ უნდა იყოს ურიგო. თუკი ვინმე ამას ოდესმე ითავებს. ვინაიდან ვიკიპედია ყველასთვის ღიაა, უნდა იყოს ყველა ტიპის მომხმარებელზეც გათვლილი ტუტორიალების დაწერა. --H.McC. (მომწერეთ) 15:08, 4 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

მადლობთ დახმარებისთვის ჯაბა დაH.McC. George-09 განხილვაწვლილი 15:26, 4 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

GFF.GE

მიშა მემგონი ეს მომხმარებლის სახელიც უნდა დაიბლოკოს როგორც მიუღებელი სახელი--ათო   20:52, 4 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

მეც ვიფიქრე დათო, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, ვანდალიზმი არ ჩაუდენია, როგორც ჩანს ფეხბურთის ფედერაციას ეკუთვნის და მხოლოდ საფეხბურთო კლუბებზე დაწერენ, რაც რეკლამაში არ ჩაითვლება. რა ვიცი, იქნებ ვცდები... --მიხეილ მიწერა 20:56, 4 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
მარტო GFF რომ ყოფილიყო კიდევ ხო, მაგრამ ეს აშკარად რეკლამის ხასიათს ატარებს მიუხედავად იმისა ამ მომხმარებელს რა განზრახვა ამუშავებს--ათო   21:00, 4 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
კაი, მოგანდობ მის ბედს   ოღონდ ხელახლა დარეგისტრირების გზა დავუტოვოთ. --მიხეილ მიწერა 21:02, 4 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
კი რა თქმა უნდა.  --ათო   21:05, 4 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ვიკიპროექტი

ერთი თვე რომ გადის, ვიკიპროექტზე მასიური მუშაობა სრულდება. მაგრამ შემდგომშიც გრძელდება რაღაცეების დამატება. ითვლება, რომ პროექტის მონაწილე ვარ, თუ ბევრი სტატია შევქმენი (მაგრამ დაგვიანებით) ასეთ პროექტთან დაკავშირებით? --H.McC. (მომწერეთ) 21:17, 4 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ინგლისურ ვიკიში როგორც ვიცი, ეს პრაქტიკა აქვთ, მაგრამ ჩვენთან არა, მხოლოდ იმ თვეში უნდა იმუშაო იმ ქვეყანაზე. --მიხეილ მიწერა 21:18, 4 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ჰენრი, გთხოვ, ნუღარ ჩაუსვამ განხილვაში შვედეთის პრეოქტის თარგს. ეს პროექტი დავასრულეთ უკვე, შეჯამებულია. --მიხეილ მიწერა 21:26, 4 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

მიშა შენი ხელმოწერის ფერები მომეწონა და მოვიპარე ინდოეთის ფერები  --დათო   21:21, 4 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
დაიჯერებ, რომ მთლად შემთხვევით დაჯდა ინდოეთის ფერებში? მეც წეღანღა აღმოვაჩინე, დროშაზე რომ ვწერდი  , შევეცდები შემდეგ პროექტებში უკვე შეგნებულად დავამთხვიო   --მიხეილ მიწერა 21:24, 4 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

კარგი, მადლობა. ანუ მე ახლა შევქმენი ორი სტატია შვედურ ჯგუფებზე და განხილვაში დავუწერე, რომ პროექტის ფარგლებშია შექმნილი და რა ვუყო, ამოვშალო? --H.McC. (მომწერეთ) 21:24, 4 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

კი, სამწუხაროდ. წავშლი. --მიხეილ მიწერა 21:26, 4 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
კაი წაშალე ეგ გვერდები. --H.McC. (მომწერეთ) 21:32, 4 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ინდოეთის ტბების სია

რასაც ვერ ვთარგმნი სწორად მერე შენ შემისწორე. Nal Sarovar Bird Sanctuary

და Narayan Sarovar Sanctuary ეგ ორი ქართულად როგორ იქნება?--George-09 განხილვაწვლილი 09:51, 5 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ok. Nal Sarovar Bird Sanctuary — ნალ-საროვარის ფრინველთა ნაკრძალი; Narayan Sarovar Sanctuary — ნარაიან-საროვარის ნაკრძალი. --მიხეილ მიწერა 09:54, 5 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

მადლობ.--George-09 განხილვაწვლილი 09:58, 5 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

კი მაგრამ ტბების სიასთან ნაკრძალი რა შუაშია?--დათო   10:00, 5 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

რა ვიცი,ინგლ ვიკიში არის და შეიძლება ვერ ვაკეთებთ სწორად რაღაცას. როგორცაა სწორი ისე გავაკეთოთ--George-09 განხილვაწვლილი 12:39, 5 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

სახელი

მომხმარებლის განხილვა:Debili2 - ნორმაა ისე? --H.McC. (მომწერეთ) 13:27, 5 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ვერ გეტყვი. მგონი დროა მივიღოთ რაიმე წესი ასეთი სახელების შესახებ. ამჟამინდელი წესი არაფერს გვეუბნება. თუ თვითონ უნდა, რომ დებილი დავუძახოთ... --მიხეილ მიწერა 13:28, 5 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
ჰო, ეგ მართალია. თეორიულად ვიცით, რომ სკოლის ვანდალი მოსწავლე ახალგაზრდობაა ძირითადად, მაგრამ ამაზე კანონს ვერ შეადგენ. --H.McC. (მომწერეთ) 13:30, 5 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
როგორც წესი, ასეთები მუშაობას მაინც არ აგრძელებენ. --მიხეილ მიწერა 13:31, 5 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

საინტერესოა ეს ხალხი ინგლისურ ვიკიში:

en:User:IdiotSavant, en:User:Idiotchalk, en:User:Idiotduck, , en:User:Idiotkid. --H.McC. (მომწერეთ) 13:33, 5 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

დასავლეთში ხომ დემოკრატია ყვავის   --მიხეილ მიწერა 13:34, 5 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

სალამი

გამარჯობა მიხეილ ბიოგრაფიიდან კი არ ვიღებ ინფორმაციას არამედ ვასწორებ რადგან ერთი და იგივე მეორდება მე გიორგი თარგამაძის პრესსამსახურიდან ვარ და ვასწორებ ინფორმაციას და იქნებ ამის საშუალება მომცე. თავიდან რა ექაუნთიდანაც დავდეთ ის აგარ მახსოვს და ასე ვარედაქტირებ..წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Taktaka (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

სალამი. აქ კარგად ჩანს, რედაქტირების პარალელურად, მოღვაწეობის გარკვეულ ეტაპს საერთოდ „აქრობთ“. ასევე, ენციკლოპედიისთვის მიუღებელია დიდი ციტატების ჩასმა პოლიტიკური გამოსვლიდან. --მიხეილ მიწერა 14:25, 5 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

მეგობარო რა ნაწილსაც ვშლი ის ზემოთ უკვე წერია და მეორდება შეადარე თუ არ გჯერა... ზედ ამზაცი აბსოლუტურად ამომწურავია ციტატაზე შენიშვნა მიღებულია წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Taktaka (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

მთლიანი არ წერია. კარგად ნახეთ   --მიხეილ მიწერა 20:39, 5 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

გაუმარჯოს

მიხეილ გამარჯობა, ინგლისური რუკების გაკეთება მჭირდება SVG ფორმატში და ხომ არ იცი ვინმე რომ ხშირად აკეთებდეს ან ზოგადად ამით იყოს დაკავებული? --ჯორჯაძე 18:46, 6 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

გაუმარჯოს. სამწუხაროდ, მე მაგ საქმეში ვერ დაგეხმარები. უბრალოდ, გირჩევ ყველაზე მარტივად, Arc GIS-ში გააკეთე, მე არ მაქვს ეს პროგრამა. ვინც აქ რუკებზე მუშაობს, ოღონდ სხვა პროგრამით, შენ უკვე ყველას მიმართე. --მიხეილ მიწერა 19:31, 6 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ინფო

რაიმე არა სწორედაა? ეს ბოლო ცვლილება მინდა ვაჩვენო ვიკიპედიის გვერდზე წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა შალვა მჭედლიშვილი (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

ვერ მივხვდი რას მეკითხებით. --მიხეილ მიწერა 22:50, 6 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

საქართველოში სულ 200–მდე პარტიაა,ძირითადი პარტიები კი მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება არიან.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Gurinio (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

როგორ გეკადრებათ! აქ ის პოლიტიკური პარტიებია წარმოდგენილი, რომლებიც ყველაზე ხშირად ჩანან საზოგადოებრივ ასპარეზზე. --მიხეილ მიწერა 12:18, 8 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

შაიხედე

განხილვა:ნინო ვლადიმერის ასული ალექსი-მესხიშვილი. :) --ჯაბა ლაბაძე 15:26, 8 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

შავიხედე   --მიხეილ მიწერა 15:27, 8 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
კიდე შაიხედე   --ჯაბა ლაბაძე 15:38, 8 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

გამარჯობათ

გამარჯობა, ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის თანამშრომელი რომან აფაქიძე. ბოლო პერიოდში დავინტერესდი ფუნდამენტური მეცნიერებებით, როცა დამჭირდა ინფორმაციის მოძიება ამ სფეროში აღმოვაჩინე, რომ ქართული ინტერნეტ სივრცე პრაქტიკულად გამოუსადეგარია ამისათვის. შესაბამისად, ჩემი სურვილი ვიკი-ზე ინფორმაციის ატვირთვისა ამითაა ნაკარნახევი. ბოლო ორი წლის განმავლობაში შევაგროვე საკმაოდ დიდი მასალა ქართული ასტრონომიის, გეოლოგიის, გეოგრაფიის, მათემატიკისა და ფიზიკის სკოლების შესახებ. შესაბამისად, ვფიქრობ თანდათან ავტვირთო ის ქართული ვიკიპედიის გვერდებზე. სამწუხაროდ საკმაოდ რთულია ჩემთვის გარკვევა ვიკი-სისტემებში და ზოგადად რედაქტირების სისტემაც არაა მარტივი, ამიტომ მადლიერი დაგრჩებით თუ დამეხმარებით და ჩემს მიერ ატვირთულ ინფორმაციას შესაბამის ფორმებში ჩასვამთ. მზად ვარ ნებისმიერი შენიშნვის წასაკითხად და გასაზიარებლად. ვფიქრობ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი გამოდგება. პატივისცემით--Afakidze განხილვაწვლილი 18:32, 8 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

გამარჯობა ბატონო რომან! მოხარულები ვართ თქვენი ასეთი კეთილი და გონივრული მიზნების გამო, მშვენიერი გადაწყვეტილებაა. აქ ჩვენ ყველა ამას ვაკეთებთ, ვცდილობთ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე შევქმნათ ქართულენოვანი ინფორმაციული ბაზა, თუნდაც 1 წვეთი, ზღვა უცხოურენოვან სივრცეში. გეტყვით, რომ პირადად მე ასტრონომია ძალიან მაინტერესებს და არცთუ ისე ცუდად ვერკვევი ამ სფეროში. აქ ყველა რედაქტორი უყოყმანოდ დაგეხმარებით, თავიდან ყველა ასე ვიწყებდით, არავინ არ მოვსულვართ ამ ტექნოლოგიების ცოდნით, აქ ვისწავლეთ თანდათან, უკვე გამოცდილი მომხმარებლების დახმარებით. ასე რომ, განაგრძეთ სტატიების წერა და თუ დახმარება დაგჭირდათ, შეგიძლიათ დაუყოვნებლივ მომმართოთ, ოღონდ ჩემს პასუხს ამავე გვერდზე დაელოდეთ ხოლმე. --მიხეილ მიწერა 18:40, 8 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა, ვფიქრობ ასტეროიდთა სარტყელზე არსებული ინფორმაციის რედაქტირებას (დღეს ან ხვალ), არაფერი წერია ასტეროიდთა ძირითად სარტყელზე, ძირითადი სარტყლის გარეთ განლაგებულ ორ ძირითად ჯგუფზე - ტროელებსა და ბერძნებზე. იუპიტერის ორბიტის გარეთ აღმოჩენილ რამოდენიმე ასტეროიდზე. ჯერ ვერ გადავწყვიტე ცალკე მასალა გავაკეთო ძირითად სარტყელს მიღმა არსებულ ასტეროიდებზე თუ უკვე არსებულ გვერდს დავამატო ინფორმაცია ამის თაობაზე, თუმცა მე მგონი ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს :) --Afakidze განხილვაწვლილი 18:50, 8 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

შესანიშნავია! აუცილებლად ნახეთ ხოლმე შემოსატანი სტატია სხვა ენებზეც. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ არსებულის გავრცობა უფრო უპრიანი იქნება, ცალკე სექციის სახით, მაგრამ გადახედეთ სხვაენოვან ვიკიპედიებს და თუ ეს სტატია ცალკე იქნება, მაშინ ჩვენც ცალკე შევქმნათ. --მიხეილ მიწერა 18:54, 8 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

დავარედაქტირე ასტეროიდების სარტყლის გვერდი. რაც ბოლდითაა გამოყოფილი ჩემს ვარიანტში ყველაფერზე უახლოეს დღეებში მოვამზადებ ცალკე გვერდებს და შესაძლებელი იქნება ბმულების გაკეთება ამ გვერდებზე. ერთი კითხვა მაქვს, არის ძალიან ბევრი და კარგი ფოტო და გრაფიკული მასალა, რომელიც ამ გვერდის ილუსტრირებისთვის იდეალური იქნებოდა. ვერ მივხვდი მათი ატვირთვის და აღწერის წესს, თუ დამეხმარებით შეიძლება ესეც გავაკეთოთ და უფრო კითხვადი გავხადოთ მასალა.


ისე კარგი იქნება თუ ვინმე დაწერს პატარა სტატიას მაინც ლიბრაციის წერტილებზე.--Afakidze განხილვაწვლილი 10:50, 10 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

მოკლედ, პირველი — სტატიაში ხელს არ ვაწეთ, ხელი უნდა მოგეწერათ აქ, მე როცა მწერდით. რაც შეეხება ფოტომასალას, სად არის, თქვენ გაქვთ? --მიხეილ მიწერა 11:08, 10 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

არა ძირითადად ნასას ფოტო-მასალაა, პრინციპში უცხოური ვიკი-გვერდებიდან უნდა გადმოვიტანოთ

გასაგებია. აბა ახლა რედაქტირება მიეცით და ნახეთ სტატია, ერთი ფოტო გადმოვიტანე და კონსტრუქციას დააკვირდით. ამისათვის საჭიროა იგივე კონსტრუქციაში ჩააკოპიროთ მხოლოდ ფაილის სახელი რომელიმე უცხოური ვიკიდან. --მიხეილ მიწერა 11:56, 10 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

მადლობა, ახლავე გავაკეთებ --Afakidze განხილვაწვლილი 12:10, 10 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ფლუდი

მიხეილ, არ შეიძლება, გავაჩეროთ? :) კეთილი ზრახვები კი აქვს ალბათ, მაგრამ მაინც. --H.McC. (მომწერეთ) 13:51, 9 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

მივხვდი უკვე ვინცაა. მივწერე და თუ არ გაჩერდა, მერე იძულებული ვიქნები სხვა ღონეს მივმართო. --მიხეილ მიწერა 13:56, 9 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
მეც მივხვდი, ვინცაა (მახსოვს, ადრე წერდა რაღაცას). არ კითხულობს მესიჯებს. ჩემი საქმე არაა, მაგრამ 1 დღით IPს შეჩერება და ექაუნტის უშველის, რომ წაიკითხოს (ახლა მაინც არ კითხულობს). --H.McC. (მომწერეთ) 13:58, 9 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
იმედია, გაჩერდება. --H.McC. (მომწერეთ) 13:59, 9 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ეს რა ხდებოდა. მგონი მთელი მონიტორინგის ჯგუფი თავს დაგვეცა   მხოლოდ ერთი მსგავსი წერილიც და ვბლოკავ. --მიხეილ მიწერა 14:00, 9 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ისე ჩვენში დარჩეს და დიდად ვისურვებდი, რომ ვიკიპედიაში არსებობდეს lightboxების მსგავსი სისტემა (შეგხვედრია ალბათ საიტებზე, სურათების დათვალიერებისას). ჰო და როდესაც მესიჯი მოგივა, რომ ჩაბნელდეს ეკრანი ნახევრად და დაეწეროს რომ მესიჯია (ან უბრალოდ ამოხტეს ფანჯარა, რომელსაც თუ არ დახურავ, ისე ვერ გადახვალ სხვა გვერდზე). ეს არის გარანტირებული ხერხი, რომ მომხმარებელმა წაიკითხოს გზავნილი. თუმცა ეს მხოლოდ...ოცნებასავით :) --H.McC. (მომწერეთ) 14:04, 9 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
აბსოლუტურად გეთანხმები! ამას წინათ, მე და გიორგიც (13) ვსაუბრობდით, რომ კარგი იქნებოდა თუნდაც ეს ყვითელი ხაზი წერილის, სტატიკური რომ იყოს, მომხმარებელთა პირად გვერდებზე როგორცაა, მაგალითად ჩემთან ლოგოები. --მიხეილ მიწერა 14:07, 9 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
მიშა ეს რა იყო ამ ფერეიდნელმა მომხმარებელმა დაცვის ყველა სისტემა აამოქმედა  --დათო1010   14:11, 9 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
ეგ ხომ ისაა, მიმოწერა რომ გქონდა ამას წინათ? --H.McC. (მომწერეთ) 14:14, 9 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ვეჭვობ, რომ ისაა, ისიც ლექსებს მწერდა   --მიხეილ მიწერა 14:15, 9 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

:)

მიშა სალამი. თუკი შენ აღარ შექმნი სტატიებს, მეც გავჩერდები! ასე, რომ არ უნდა გაჩერდე. წერე და წერე --ოთოჯი / მომწერე 19:40, 10 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ოთო, თუ დააკვირდები, დღეს არცერთი სტატია არ შემიქმნია და ასეც ვაპირებდი გაჩერებას, მეც მხოლოდ რედაქტირებით შემოვიფარგლებოდი, რომ არა შენი ეს წერილი. შენც რომ გაჩერდე, ვიკის საქმე წასულია და ეს ნამდვილად არ მინდა. აქ ისედაც იმდენი არაკოლეგიალური ადამიანია, რომლებსაც თურმე უსიტყვოდ უნდა ვუსმინოთ და მადლობელი ვიყოთ, რომ გავიცანით. წინ კოლეგავ, დამარწმუნე, რომ არავის არ ვუყუროთ და დაგებულ ხაფანგებს არ ავყვეთ, რაც ვიკიპედიას მხოლოდ აზიანებს, შესაძლოა გამიზნულადაც. --მიხეილ მიწერა 19:48, 10 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
ვიცი მიშა ვიცი. უნდა იმუშაო არა ვინმე ვიკიპედიელისთვის, არამედ საზოგადოებისათვის, მკითხევილსთვის. იცოდე თუ გაჩერდი ჩათვალე ჩემი სახით ვიკის რედაქტორი დააკლდება, ამაში ეჭვიც არ შეიტანო. ამიტომ გავაკეთოთ ჩვენ ჩვენი საკეთებელი. გავახაროთ მკითხველი. შენი დამოკიდებულება კარგად ვიცი ვიკიპედიისადმი და ვიცი, რომ განიცდი. მაგრამ ადამიანს ვერ გადააკეთებ. პირადად მე შენი მჯერა და ის რაც შენ გაგიკეთებია ბევრი მაგას ვერასოდეს ვერ გააკეთებს. ასე რომ, ნუ დარდობ. უფრო მეტი უნდა გააკეთო კოლეგა. მოდი ის სტატიებიც, რომ ესოდენ ესაჭიროება ვიკის ეგენიც დავწეროთ--ოთოჯი / მომწერე 19:58, 10 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
გაიხარე ოთო! ღმერთმა უმრავლოს ვიკის შენნაირი რედაქტორი, საღად მოაზროვნე და მშრომელი. ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი (ახლა უკვე ნაკლად ვთვლი) ისაა, რომ ვიკიპედია შემიყვარდა უზომოდ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად, მის გამო უამრავი საქმე გადამიდია გვერდზე და ზიანი მიმიყენებია, მაგრამ არ ვნანობ, იმედი მაქვს, ვინმეს ოდნავ მაინც გამოადგება რამეში ჩემ მიერ ვიკისთვის შელეული ასობით საათი. ხოდა მინდა, რომ სანამ ეს სიყვარული განელებულა, კიდევ მაქსიმალურად გამოვადგე ვიკის. სააღდგომო შვებულებიდან რომ დავბრუნდები, რამდენიმე დღეში, ერთად დავწეროთ ეს აუცილებელი სტატიები   --მიხეილ მიწერა 20:08, 10 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
მადლობთ მიშა. მეც მასე ვარ ზუსტად. აბა ვიკინარკოტიკზე რომ შევჯექით რავა გეგონა შენ . ყველაფერი დაივიწყე. ჩვენ შენი გვჯერა და კარგად იცის, თითოეულმა ვიკიპედიელმა შენი მართლაც დიდი წვლილი. ასე განაგრძე. ცოტა დავისვენოთ და მერე შევუდგეთ საქმეს.--ოთოჯი / მომწერე 20:16, 10 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
მართლა ამაზე დიდი ნარკოტიკი თუ გამოუგონებია ვინმეს რა   ახლა გადავხედე ამ სიის გეოგრაფიის სტატიებს, მგონი კარგად გვაქვს საქმე. --მიხეილ მიწერა 20:17, 10 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
ნუ იტყვი . ხო ცოტა რაღაცეებიც დასაწერია. მოკლედ ვნახოთ რა გამოვა--ოთოჯი / მომწერე 20:19, 10 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ჩემთანაც მუსიკაში კარგად ყოფილა საქმე, შედარებით. რამდენიმე დასაწერია თუნდაც ესკიზის სახით და ეგაა, მინიმუმი მაქვს :) --H.McC. (მომწერეთ) 20:26, 10 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ხოდა ახლა მთავარია სხვა სფეროებს შევესიოთ, არის ჩვენი თუ არა. პირადად მე, დღესასწაულების შემდეგ შემოგიერთდებით. --მიხეილ მიწერა 20:30, 10 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
ეს არის აუცილებელი სტატიების ძველი სია და ეს ჩემ სავარჯიშოში ვაქართულებ ახალ შეცვლილ სიას და მერე გადავიტან იმ გვერდზე--დათო1010   20:40, 10 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
მშვენიერია. --მიხეილ მიწერა 20:45, 10 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ჩემი აზრით, მიხაელ, სულაც არ არის კარგი, რომ ასე უზომოდ ხარ შეყვარებული ვიკიზე. ცხოვრება მოკლეა, როგორც მოგეხსენება. აჯობებს რამე ახალით საქმით დაკავდე, სხვა სფეროში გაეხვიო. მართალია, ეს დიდი დანაკლისი იქნება ქართული ვიკისთვის მაგრამ მაინც. თან ეს შენივე გონებისთვის კარგი იქნება. --NikaJiadze განხილვაწვლილი 11:17, 17 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

საქართველოს მმართველები

საქართველოს მმართველებში დიაოხის მეფეებს რატომ არ უთითებთ? ჯორჯაძე 23:14, 11 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ალო, ალოოო? ჯორჯაძე 19:17, 18 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
შვებულებაში ვიყავი და ვერ გიპასუხებდი. თუ არ ვცდები, გითხრეს, რომ აქ არავინ არაფრის ვალდებული არ ვართ. არ შედის ეს სფერო ჩემს აქტიურ ინტერესებში. ჯაბას მიმართე ან სხვა ვინმეს, ვინც ისტორიაზე მუშაობს. --მიხეილ მიწერა 19:27, 18 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
რატომ იძაბებით? უბრალო კითხვა დაგისვით. ვინმემ რამეში დაგავალდებულათ თუ რა? კარგით ბატონო ეგრე იყოს. ჯორჯაძე 20:25, 18 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ლიტერატურა

გამარჯობა მიხაელ, როგორ ხარ? თუ გცალია მასწავლე ლიტერატურა ზუსტად როგორ მივუთითო.--NikaJiadze განხილვაწვლილი 11:06, 17 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

გაუმარჯოს ნიკა. ანუ, უთითებ გამოცემის ავტორს, დასახლებას, ადგილს და წელს. --მიხეილ მიწერა 15:10, 18 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
და თუ საჭიროება მოითხოვს გვერდს.--ცანგალა () 15:52, 18 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
ხო, გვერდი გამომრჩა, მადლობა ცანგალა. --მიხეილ მიწერა 15:54, 18 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

მადლობა ბიჭებო. ნახეთ აბა.--NikaJiadze განხილვაწვლილი 17:20, 18 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ზემოთ ნახე ჩემი კომენტარი მიხაელ. --NikaJiadze განხილვაწვლილი 17:25, 18 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

კი, კარგია. აქ ყველა ბიჭები არ ვართ :))) --მიხეილ მიწერა 19:19, 18 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
ჩემი აზრით ნიკას მითითებულ გვერდზე სტატია გზა ინგლ. არ არის საჭირო მითითება. მხოლოდ ქართული საკმარისია, რადგან ინფორმაცია ქართულიდან არის და არა ინგლისურიდან.--ცანგალა () 19:30, 18 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

არაფერი არ შავდება მაგით, იყოს ინგლისური მინაწერიც.--NikaJiadze განხილვაწვლილი 21:03, 18 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

იცი რა, en:Oxford University Press - ეს არის გამომცემლობა, რომელიც შენ არ გამოგიყენებია. შენ უნდა მიუთითო რაც გამოიყენე, ხოლო Oxford University Press 1998 - ეს არავითარ ინფორმაციას არ იძლევა. თუ შენ (ნიკა) თვლი, რომ ეს რამე მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა? Oxford University Press 1998 თუ ქართული ვერსია 2011?--ცანგალა () 15:48, 19 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

MIKHEIL, ერთი ამიხსენი როგორ შეიძლება ყველა სტატიაში რაც ნიკამ შემოიტანა ჩაწეროს ლიტერატურა Oxford University Press 1998. --ცანგალა () 08:53, 20 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

თქვენ მორიგდით, ოღონდ თქვენს განხილვის გვერდებზე. --მიხეილ მიწერა 08:06, 21 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
როდესაც ორი ვერ რიგდება მესამე ხმა არის საჭირო. მომხმარებელმა შენ მოგმართა. და საერთოდ გადახედე მის მიერ ჩაწერილ ყველა სტატიაში მაგ. ევროპა (მე წავშალე) - ყველგან წერს მხოლოდ Oxford University Press 1998. გთხოვ შენ გაგვიმარტო. თუ გინდა ფორუმზე.--ცანგალა () 11:17, 21 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
ვერ გავიგე ჩემგან რა გინდა? მომხმარებელმა მიმითითა ამ სტატიაში მითითებულ წყაროზე, რაზეც ვუთხარი რომ კარგია. --მიხეილ მიწერა 11:21, 21 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
შენს მიერ მითითებულ სტატიაში Oxford University Press 1998 - მე ამოვიღე. მომხმარებელი თვლის, რომ თვლის, რომ ამით არაფერი არ შავდება. მე ვთვლი რომ Oxford University Press 1998 - არავიტარ ინფორმაციას არ იძლევა. ყველა სტატიებიდან მე ამოვიღე. ამიტომ გთხოვ მომხმარებელს განუმარტო, რომ მომავალში Oxford University Press 1998 მითიტება არ არის მიზანშეწონილი. მის წვლილს გადახედე ყველგან მხოლოდ Oxford University Press 1998ნ ჩასმული და ჩემი წაშლილია.--ცანგალა () 11:51, 21 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
მხოლოდ Oxford University Press 1998 არაფერს იძლევა, მაგრამ ისეთი სახით, როგორიც სტატია „გზაშია“, შენი შესწორების შემდეგ, უკვე გასაგებია. --მიხეილ მიწერა 11:58, 21 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
იმედია ნიკა გვეთანხმება და Oxford University Press 1998 არც ერთ სტატიაში აღარ გამოიყენებს ქართულთან ერთადანაც კი. --ცანგალა () 12:35, 21 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ჩემი რედაქტირება რატომ გააუქმეთ? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ‎94.100.238.166 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

იმიტომ, რომ ჩაიდინეთ ვანდალიზმი – სტატიაში შეიტანეთ ცრუ ინფორმაცია. როდის აქეთაა ტობავარჩხილი მარტვილის მუნიციპალიტეტში? --მიხეილ მიწერა 16:00, 21 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

?????

მიშა დღეს რისი გაკეთება მთხოვე? აღარ მახსოვს  --დათო1010   18:14, 22 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

თარგის ამ ქალაქებზე. სკლეროზ?   --მიხეილ მიწერა 18:24, 22 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
სკლეროზ და თანაც როგორი  . ისე როგორი სტილის თარგი გინდა?--დათო1010   07:05, 23 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
თუ შესაძლებელია რამე ისეთი, რომ შტატების მიხედვით გამოიყოს ქალაქები. --მიხეილ მიწერა 07:35, 23 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
მიშა რაღაც ჯერ-ჯერობით ვერ გამოდის მთლად კარგი თარგი, მაგრამ ვეცდები რამე ნორმალური გამოვიდეს. ისე მოსახლეობის რაოდენობაც უნდა, თუ არა?--დათო1010   17:41, 23 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
დიდი მადლობა დათო, ძალიანაც ნუ შეწუხდები. არა, არ უნდა მოსახლეობა. --მიხეილ მიწერა 17:43, 23 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

თხოვნა

მიშა გთხოვ შვრია გაათავისუფლო რათა სტატია შევქმნა. ხვალე გავაკეთებ სტატიას. წინასწარ მადლობა :)--ოთოჯი / მომწერე 20:33, 24 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

გვერდის წაშლა

გამარჯობა, მიხეილ, ახსენი მაინც არა რატომ შლი ჩემს შექმნილ გვერდს, რომელიც ჯერ არსად არსებობს. უფლებამოსილი ხარ და იმიტომ? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Nato.k (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

ვუპასუხე მის განხილვის გვერდზე. --მიხეილ მიწერა 23:07, 24 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

თხოვნა

მიშა, სიახლეებში ისიც რომ ჩაწერო, რომ შედარების (ისტორიის) გვერდი შეიცვალა. წინასწარ მადლობა. (პ.ს. ბაიერნისკენ ხომ არ გადავხარე ვიკის გვერდი? :D - თორემ არ მეკადრება))))--Melberg; 20:32, 25 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

რომელ სიახლეებში? არა, ნეიტრალური ხარ. მიუხედავად იმისა, რომ მე რეალის გულშემატკივარი ვარ   --მიხეილ მიწერა 20:36, 25 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
ამიტომაც ვიკითხე )))--Melberg; 20:37, 25 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
შედარების ისტორიის შეცვლა მაგრად მომეწონა, რომელ სიახლეებში ჩაწერას მთხოვ? --მიხეილ მიწერა 20:39, 25 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ძარცვა, ე. ი. სხვისი იდეის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით...

რა მომპარე კი მაგრამ?   Deu. 10:23, 26 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

სათაური დავინახე და გული გამისკდა, სანამ ავტორს წავიკითხავდი:D რა და ის, რომ ვიკის გარდა სამეცადინოც არსებობს :D --მიხეილ მიწერა 10:25, 26 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
ჰოო, შეგონება საკუთარ თავს : )) Deu. 10:26, 26 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
მაგრამ მშველის კი ეს შეგონება? :( ახლა ვხვდები, რატომ ითხოვდნენ დაბლოკვას. --მიხეილ მიწერა 10:30, 26 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

რამოდენიმე

მიხეილ, სიტყვა 'რამოდენიმე' ნებისმიერ მიერ შემთხვევაში არასწორი თუ არის, თუ გინდა, მუსიკაში გავუშვებ awb-ს მაგის ამოსაშლელად. --H.McC. (მომწერეთ) 11:32, 26 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

და ისე მართლა - სტატია Invision Power Board ბოლო დროს უცხო ქვეყნებიდან ანონიმების შემოტევის ობიექტია, რამდენჯერ ამოიშალა უკვე შინაარსი და ხომ საკმარისი მიზეზია, რომ ანონიმებისგან მაინც დავიცვათ? --H.McC. (მომწერეთ) 11:46, 26 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

კი ჰენრი, ნებისმიერ შემთხვევაში შეცდომაა და თუ გაასწორებ, კარგი იქნება. ამ სტატიას კი დავიცავ. --მიხეილ მიწერა 12:25, 26 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
გავუშვი ბოტი, sit back and relax   მუსიკაში მუშაობს ამჟამად. --H.McC. (მომწერეთ) 12:52, 26 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
მშვენიერია. --მიხეილ მიწერა 12:55, 26 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ჩანართი

მიხაელ გაუმარჯოს. როგორ ხარ? თუ შეგიძლია მასწავლე, ჩანართი როგორ გავაკეთო. აი მაგალითად: ჰეროდოტეს ჩანაწერი ამა და ამ ხალხზე... ცალკე წყაროს სახით რომ იყოს რა.--NikaJiadze განხილვაწვლილი 20:25, 27 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

გაუმარჯოს ნიკა. ამის რამდენიმე გზა არსებობს, კონკრეტულად ჩანართი, მაგალითად ასე:

„მოტოციკლით მოგზაურობამ სამხრეთ ამერიკის გასწვრივ, მას გაუღვივა ნახევარსფეროში აშშ-ის ბატონობის უსამართლობის განცდა და კოლონიალიზმის მიერ მისი მაცხოვრებლებისთვის მოტანილი ტანჯვა“.

ჯორჯ გალოუეი, ბრიტანელი პოლიტიკოსი.

და ასევე ციტატების სახით შემდეგი თარგებით: {{ციტატა|მაგალითი}} და {{ციტირება|მაგალითი}}

P.S. ხელმოწერა ნუ გავიწყდება. --მიხეილ მიწერა 20:26, 27 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

მიხაელ, დროების სტატია ""ინდუსტრიული რევოლუცია" ხელმიუწვდომელი რომ გახადოთ შეიძლება, ანუ მარტო მე რომ ვიმუშავო მაგ სტატიაზე და სხვამ რომ ვერ დაინახოს?--NikaJiadze განხილვაწვლილი 18:49, 28 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ასეთი რამ არ კეთდება ვიკიში. ჩასვი {{მუშავდება|[[მომხმარებელი:NikaJiadze|NikaJiadze]]}} და 2 დღე არავინ ხელს არ ახლებს ამ სტატიას. --მიხეილ მიწერა 19:04, 28 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

იცით თუ არა

მიშა, დღეს განახლების დღეა. მომეშველები იმედია :)). Deu. 06:07, 29 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

რა თქმა უნდა   --მიხეილ მიწერა 07:20, 29 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
მგონი უკვე გაგიკეთებია. ცოტა ადრე შემახსენე ხოლმე. --მიხეილ მიწერა 07:22, 29 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
ჰოდა, ახლა ჩათვალე, მომავალი კვირისთვის შეგეხმიანე : )) Deu. 07:34, 29 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
D'accord :) --მიხეილ მიწერა 07:37, 29 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

სტატია როგორ დავწერო ?

გამარჯობა

ახალი ვარ ვიკიპედიაში და მაენტერესებს სტატია როგორ დავწერო ისე რომ ყველამ ნახოს ?


მაგალითად ამის დაწერა მინდა რომ დავწერო

სათაური რადიო 105

რადიო105 იგივე მამაჩემის რადიო რადიო სიხშირე FM 105.0 MHZ პირველი დამოუკიდებელი რადიოსადგური საქართველოში, რადიო 105 1992 წელს ახალგაზრდულმა გამომცემლობამ MRM და კომპანიამ CBC დააფუძნეს CBC&MRM, 105 პირველად პირდაპირ ეთერში 1994 წლის აგვისტოში საცდელი გადაცემებით გავიდა1994 წლის 25 სექტემბერს კი ოფიციალურად გავიდა ეთერში, თავიდან რადიოსადგური დღეში 8 საათს მაუწყებლობდა, რადიოს მუსიკალური ფორმატი ძირითადად თინეიჯერებზე იყო გათვლილი. 105-ის პირდაპირ ეთერში ძირითადად 80 / 90 წლების და თანამედროვე მუსიკა გადიოდა, მუსიკის გარდა ეთერში სახუმარო იუმორისტული არტები და გადაცემები გადიოდა 1994-2001 წლებში 105-ის სამხატრო ხელმძღვანელი იყო შალვა რამიშვილი ,105 არაოფიციალური ინფორმაციით პირველი არტრადიო იყო მსოფლიოში. 1992-2001 წლებში რადიოს დამფუძნებლები იყვნენ: MRM ზურაბ მაჭარაძე,მალხაზ რამიშვილი, ზურაბ მირგატია და კომპანია CBC გიორგი ზანგურაშვილი, ლევან ეფრემიძე და აკაკი ეფრემიძე, 2002 წლიდან 105-ის დამფუძნებელია ზურაბ მაჭარაძე. 2010 წელს 105-მა ფორმატი და სახელწოდება შეიცვალა და გადაკეთდა ობიექტივად. ამჟამად მედიაკავშირი ობიექტივის ეთერში პოლიტიკური ინფორმაციები გადაიცემა.


სულ ჩემი დაწერილია ეგ საიტებიდან დაკოპირებული ტექტი არ გეგონოთ ! თუ შეგიძლია რომ თქვენ თითონ ჩასვათ ეს ტექსტი ? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Vipblogger (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

ვუპასუხე მის განხილვის გვერდზე. --მიხეილ მიწერა 08:11, 1 მაისი 2012 (UTC)პასუხი

გასაგებია შენი პოზიცია მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ეს არის ქართული ვერსიაა, არ უნდა იყოს ინფორმაცია რუსულად. ან თუ რუსულ ენაზე გინდათ წაკითხვა , რუსულ ვერსიაში მოიძიეთ. ის რისი წაშლაც მე მინდოდა არის საინტერესო ფაქტები, რომელიც ქართულადაც არის.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Ninuca1212 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

ეს ჩემი პოზიცია არაა, ეს ვიკიპედიის წესია! აბა გადახედეთ სტატიებს, 90%-ს უცხოენოვანი ლიტერატურა აქვს მითითებული, ანუ რა გამოდის, რაზეც მასალა ქართულად არ არსებობს, არ დავწეროთ? მესმის ეს ბორჯომია, მაგრამ აღნიშნული სტატია ფრიად კომპეტენტური ადამიანის დაწერილია და ის რჩეულობის ერთ-ერთ კანდიდატადაც კია წარდგენილი. რუსულ წყაროებს თუ დამატებით საკითხავსაც აქვს სტატიაში არსებობის უფლება. მე აღარ მომწეროთ, მსგავსი პრეტენზიები დაწერეთ სტატიის განხილვის გვერდზე. --მიხეილ მიწერა 14:47, 1 მაისი 2012 (UTC)პასუხი

SOS

უკანასკნელი რედაქტირებები.   ბჰაგავად გიტა. :) --H.McC. (მომწერეთ) 23:52, 2 მაისი 2012 (UTC)პასუხი

რატო ვიყავი წუხელ გასული! რაღაც ძალიან მეცნობა მისი წერის სტილი და საუბრის ტონი, ხომ იცი. --მიხეილ მიწერა 08:35, 3 მაისი 2012 (UTC)პასუხი
მეც ვიღაცას მაგონებს და ვის, ვერ ვიხსენებ. სტატიას რა უქნა ერთ მომენტში   0 წარმოდგენა აქვს ვიკიპედიაზე. ინგლისურს რომ აკრიტიკებს, გერმანულს დახედოს ან სხვას, სად ნახა მთლიანი ნაწარმოების თარგმანი, მხოლოდ თავების შინაარსი იყო და მაქსიმუმ რამდენიმე ლექსი. --H.McC. (მომწერეთ) 10:17, 3 მაისი 2012 (UTC)პასუხი
ვიკიწიგნებში ერევა უეჭველი   --მიხეილ მიწერა 10:19, 3 მაისი 2012 (UTC)პასუხი
უი, ეს ახლა ვნახე. ტიპური ვანდალიზმი ჩაიდინა. --მიხეილ მიწერა 10:20, 3 მაისი 2012 (UTC)პასუხი
ქვეყანაში ამდენი გაუწონასწორებელი ადამიანია, მაგრამ ქვეყნის გარეთ რამ გაყარა ისინი, აი რა მაინტერესებს.   --H.McC. (მომწერეთ) 10:23, 3 მაისი 2012 (UTC)პასუხი
კიდევ ერთ რაღაცას მივაგენი, ანუ ეს მომხმარებელიც ეგ ყოფილა. --მიხეილ მიწერა 10:23, 3 მაისი 2012 (UTC)პასუხი
გეთანხმები    ამ ფრაზას რომ გაკადრებს, იმ ადამიანთან არანაირ კამათს აღარ აქვს აზრი — „ვინ ხარ? ვინმე დიქტატორი ან ქრისტიანი ხომ არა?“ --მიხეილ მიწერა 10:27, 3 მაისი 2012 (UTC)პასუხი

და კიდევ - მე თუ ახალბედა ვარ, ჩემს მერე ვინც მოსულა, ბარტყი ყოფილა   შენ, აიტიშნიკი და სხვები   --H.McC. (მომწერეთ) 10:30, 3 მაისი 2012 (UTC)პასუხი

აბა შენ ეგ თქვი      --მიხეილ მიწერა 10:31, 3 მაისი 2012 (UTC)პასუხი

დახმარება

მიხაელ ამ სტატიას გადახედე, თუ შეგიძლია და მითხარი სწორად დავწერე მნიშვნელოვანი წლები თუ არა. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა NikaJiadze (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

გადავხედავ ნიკა. ამ სტატიაში კი, ეცადე პუნქტუაციური და სტილისტური შეცდომები გაასწორო. მაგალითად, ფრჩხილის წინ, ადგილს ვტოვებთ. მოხდა (xxx) და არა მოხდა(xxx) --მიხეილ მიწერა 17:57, 3 მაისი 2012 (UTC)პასუხი

სახალისოდ

ღმერთო, ამ 'იქმნებამ' დამღალა.   უნდა ჩამეგდო ახლა წარსულში წასაშლელის თარგი და წაგიშლია. ჰო და მიწერს „იქმნება წარსული“   --H.McC. (მომწერეთ) 17:52, 3 მაისი 2012 (UTC)პასუხი

მეც. არ მომწონს, მაგრამ ხშირად მახალისებს ხოლმე, ვთქვათ რომელიმე ქალაქზე ან პიროვნებაზე რომ ვწერ   აი კეთდება რომ იყოს, უფრო მაგარი იქნებოდა   --მიხეილ მიწერა 17:54, 3 მაისი 2012 (UTC)პასუხი
რითი შევცვალო ეგ იქმნება? მითხარით და შევცვლი  --დათო1010   17:58, 3 მაისი 2012 (UTC)პასუხი
ააა, თუმცა შენ ხომ მთარგმნელი ხარ ტრანსლეიტვიკიზე, კაია. აქამდე როგორ იყო? --მიხეილ მიწერა 17:59, 3 მაისი 2012 (UTC)პასუხი
აქამდე არაფერი არ ყოფილა, ეს ახალი შექმნილი მედიავიკია--დათო1010   18:05, 3 მაისი 2012 (UTC)პასუხი
ანუ რა ეწერებოდა, „რედაქტირება წარსული“? მე ვეღარ ვიხსენებ. --მიხეილ მიწერა 18:06, 3 მაისი 2012 (UTC)პასუხი
სიმართლე გითხრა აღარ მახსოვს--დათო1010   18:08, 3 მაისი 2012 (UTC)პასუხი
იქმნება სტატია: „უმაგუმა“. Deu. 05:34, 4 მაისი 2012 (UTC)პასუხი
ბრჭყალები და ორი წერტილი თუ დაემატება, მგონი უხერხულობა და გაუგებრობა მოიშთობა :). Deu. 05:34, 4 მაისი 2012 (UTC)პასუხი
ხო მაგრამ დათო თარგის, ფაილის და კატეგორიის შემთხვევაში რას ვშვრებით? ესე ხომ არ იქნება იქმნება სტატია:თარგი:*****. ეს მედიავიკი ყველასთვის საერთოა. ბრჭყალები და ორი წერტილი კარგია აზრია, მაგრამ არა სტატია--დათო1010   08:20, 4 მაისი 2012 (UTC)პასუხი
მხოლოდ ორწერტილი და ბრჭყალები მშვენიერია, დათოს (1010) ვეთანხმები. --მიხეილ მიწერა 08:22, 4 მაისი 2012 (UTC)პასუხი
შეცვალე ესე: იქმნება $1 → იქმნება: „$1“. ალბათ ერთი ორ დღეში შეიცვლება--დათო1010   08:30, 4 მაისი 2012 (UTC)პასუხი
ძალიან კარგი  . Deu. 17:00, 5 მაისი 2012 (UTC)პასუხი

Redirects

Ok, no problem :-) Rzuwig განხილვაწვლილი 18:02, 3 მაისი 2012 (UTC)პასუხი

Thanks. We have not such practice in this Wiki   --მიხეილ მიწერა 18:04, 3 მაისი 2012 (UTC)პასუხი

Solunastra

არ ვიცი რა ამას რა ეშველება. ვიცი ვინც არის, ვიცი რომ საქმის მცოდნეა და რომ უნდა, მაგრამ როდემდე უნდა აკეთოს ეს ერთწინადადებიანი სტატიები, ყოველგვარი წყაროს და კატეგორიის გარეშე... ეჰ... --H.McC. (მომწერეთ) 19:19, 5 მაისი 2012 (UTC)პასუხი

აი მისი მორიგი წყარო (კოპიოების) --H.McC. (მომწერეთ) 19:21, 5 მაისი 2012 (UTC)პასუხი

მეც ვნახე, რატი თორდია... პირდაპირ თავსატეხი გამიჩინა, წერილებზე ნულოვანი რეაქცია, არც გაფრთხილებებს ითვალისწინებს, კოპივოც აღმოვუჩინე ამასწინათ, ამის შესახებაც გავაფრთხილე, მაგრამ... არადა არც ის მინდა, წავუშალო ასე ხელაღებით და გული ავუცრუო... --მიხეილ მიწერა 19:23, 5 მაისი 2012 (UTC)პასუხი
კოპივოა და აბა როგორ არ უნდა წაიშალოს. გამოსავალი თქვენ უნდა ნახოთ. 1 დღით დაბლოკვა და ასტრონომიული ზომის ფერადი გაფრთხილება უშველის ნეტა?   --H.McC. (მომწერეთ) 19:25, 5 მაისი 2012 (UTC)პასუხი

კაცურად რა   არსებული სტატია - პერიტონზილური აბსცესი. მისი ახალი სტატია - აბსცესი პერიტონზილური   --H.McC. (მომწერეთ) 19:26, 5 მაისი 2012 (UTC)პასუხი

მოკლედ, ვიწყებ ჩემთვის მონიჭებული უფლებების გამოყენებას    --მიხეილ მიწერა 19:33, 5 მაისი 2012 (UTC)პასუხი
ბოდიში, მართლა შენს საქმიანობაში ვერევი. მაგრამ მიმაჩნია, რომ წესები ყველასთვის არის დაწერილი - 10 წლის, 20 წლის, 30 წლის, 40 და 50 და პროფესორებისთვისაც.   --H.McC. (მომწერეთ) 19:34, 5 მაისი 2012 (UTC)პასუხი
რა თქმა უნდა! არა, რას ჰქვია ერევი, მე ყოველთვის ამის მთქმელი ვარ — შენ რომ არ მყავდე... პირადად მე მართლა უდიდეს დახმარებას მიწევ   --მიხეილ მიწერა 19:36, 5 მაისი 2012 (UTC)პასუხი

კაი ახლა გავწითლდი.   ჰო ისე აქაც იგივე პოლიტიკა აქვს. 0 ყურადღება. მართლა კაცო, პატარა ბავშვი ხომ არაა, ასაკოვანი ჩამოყალიბებული მოაზროვნე პიროვნებაა. --H.McC. (მომწერეთ) 19:48, 5 მაისი 2012 (UTC)პასუხი

მეც ეგ მაოცებს პირდაპირ. იქნებ ახლა დაფიქრდეს, წაშლილი რომ დახვდება. --მიხეილ მიწერა 19:50, 5 მაისი 2012 (UTC)პასუხი
მგონია, არც იცის, რომ გუშინდელი ნამუშევარი წაიშალა. --H.McC. (მომწერეთ) 19:53, 5 მაისი 2012 (UTC)პასუხი
ყოველ შემთხვევაში, მე ვაცნობე, რომ წაიშალა. --H.McC. (მომწერეთ) 19:54, 5 მაისი 2012 (UTC)პასუხი
ყველაზე ცუდი ისაა, ამ დროს რომ ჰგონიათ, რომ კარგს აკეთებენ. --მიხეილ მიწერა 19:59, 5 მაისი 2012 (UTC)პასუხი

ხუან (ერნსტ) ზუპო

გამარჯობა,

ძალიან მაინტერესებს, რატომ წამიშალეთ ახალი სტატია. მე ვარ ახლადდარეგისტრირებული პიროვნება და კარგად ვერ ვერკვევი ტექსტის დამახსოვრების და გამოქვეყნების სახითხში. გთხოვთ, აღმიდგინოთ ნაწერი და დამეხმაროთ მის გამოქვეყნებაში.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Franck Ribery 7 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

ვუპასუხე მის განხილვის გვერდზე. --მიხეილ მიწერა 06:43, 6 მაისი 2012 (UTC)პასუხი

სურათის ან ლოგოს ჩასმა

მიხეილ :) როცა ინგლისურ ვარიანტში ფაილს ბოლოში უწერია .svg და რამდენიც გადმოვიტანე ქართულში იმდენი არ წაიკითხა. როგორ შეიძლება ხოლმე .png ან .jpg ფაილად შეცვლა ხოლმე? --Beneto9 განხილვაწვლილი 18:01, 7 მაისი 2012 (UTC)პასუხი

არა, svg არაფერ შუაშია, ეს იმიტომ არ გადმოდის, რომ ფაილები ატვირთული იქნება თვითონ ინგლისურ ვიკიპედიაში და არა ვიკისაწყობში. --მიხეილ მიწერა 18:04, 7 მაისი 2012 (UTC)პასუხი

ხოდა მაგ შემთხვევაში ვერ ჩავსვავ ქართულში? ლოს ანჯელეს ლეიკერსის მარტო ლოგო დარჩა ჩასასმელი და იქნებ რამე ლოგო ნახო ვიკი საწყობში და ჩასვა--Beneto9 განხილვაწვლილი 18:06, 7 მაისი 2012 (UTC)პასუხი

კარგი, მივხედავ. საწყობში იშვიათადაა ლოგოები. ჩვენთან ავტვირთავ. --მიხეილ მიწერა 18:11, 7 მაისი 2012 (UTC)პასუხი
დავამატე ფოტო, ნახე აბა   --მიხეილ მიწერა 18:29, 7 მაისი 2012 (UTC)პასუხი

კი ჩასმულია, მარა თქვენ რომ არ გითხრათ? მე ვერ ვიზავ ხოლმე მაგას? --Beneto9 განხილვაწვლილი 18:31, 7 მაისი 2012 (UTC)პასუხი

ნახე აბა ფაილი, მიეცი რედაქტირება და დააკვირდი რა გავაკეთე. მონაცემების დაფაზე ისინი უნდა მიუთითო, რაც ინგლისურ ვიკიში აქვს (ან იმ ვიკიში, რომლის სურათსაც ტვირთავ). --მიხეილ მიწერა 18:33, 7 მაისი 2012 (UTC)პასუხი
თუმცა, მანამდე, ფაილის ატვირთვა ამ გვერდიდან ხდება. --მიხეილ მიწერა 18:34, 7 მაისი 2012 (UTC)პასუხი

დედაქლაქი

დედაქლაქი-ც აღმოვაჩინე რამდენიმე   --H.McC. (მომწერეთ) 13:13, 11 მაისი 2012 (UTC)პასუხი

მივხედავ მაგასაც. იქიდან გამომდინარე, რომ პირადად მეც მახასიეთებს ასეთი შეცდომები (დედაქალქი, კუნძლი), გადავწყვიტე გადამეხედა და ბევრი აღმოვაჩინე. --მიხეილ მიწერა 13:14, 11 მაისი 2012 (UTC)პასუხი

დააარსდა, დარსდა

დააარსდა და დარსდაც აღმოვაჩინე   --H.McC. (მომწერეთ) 17:47, 14 მაისი 2012 (UTC)პასუხი

ვავა, ვავა   გაიხარე, მივხედავ. მინდა ასეთი „შეტევებით“ ამნაირი ელემენტარული შეცდომები მაინც აღმოვფხვრა. --მიხეილ მიწერა 17:50, 14 მაისი 2012 (UTC)პასუხი

ბოტი

მიხეილ, მგონია ასეთი სიტუაციაა - ეს შლის არასწორ ინტერვიკის, ბოტი კი თავისას ამატებს ისევ (რომელიც არასწორია). ნახე აბა ცვლილებებში კარგად. --H.McC. (მომწერეთ) 19:05, 15 მაისი 2012 (UTC)პასუხი

ხო, რაღაც ძალიან გამიკვირდა. გამოსავალი რა არის ვითომ? მაგ ბოტს დიდი წვლილი აქვს, თან ორი ბოტი ამატებს. --მიხეილ მიწერა 19:07, 15 მაისი 2012 (UTC)პასუხი

ჰო ეგ საინტერესოა, თან მართლა არასწორ ინტერვიკის ამატებენ. როგორ შეიძლება ეს იყოს ლეიბლის ინტერვიკი? --H.McC. (მომწერეთ) 19:08, 15 მაისი 2012 (UTC)პასუხი

ანუ რომელიმე ვიკიშია არეული და იქიდან შემოაქვს? --მიხეილ მიწერა 19:10, 15 მაისი 2012 (UTC)პასუხი
აი მაგაზე ვიფიქრე. ხდება ეგრე? --H.McC. (მომწერეთ) 19:12, 15 მაისი 2012 (UTC)პასუხი
დანამდვილებით არ ვიცი, მარა ასე მგონია. --მიხეილ მიწერა 19:13, 15 მაისი 2012 (UTC)პასუხი

რა ვთქვი ტყუილი??? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Naxalovka (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

გამარჯობა. თქვენ თქვენი შეხედულება გაქვთ. ამიტომ, ადექით და უკეთესი საიტი შექმენით. წარმატებები. --მიხეილ მიწერა 14:16, 16 მაისი 2012 (UTC)პასუხი

შეკითხვა

სალამი მიშა. შემთხვევით ტერმინმა "ქვეყანამ" ხომ არ გაგაკვირვა?  --ოთოჯი / მომწერე 22:18, 19 მაისი 2012 (UTC)პასუხი

სალამი ოთო. გამაკვირვა არ ქვია მაგას. მე მთები ვიცოდი   --მიხეილ მიწერა 05:51, 20 მაისი 2012 (UTC)პასუხი
ხო, მიშა კომპლექსურად მთებია, მაგრამ აი გეომორფოლოგიურად ქვეყანა  --ოთოჯი / მომწერე 09:09, 20 მაისი 2012 (UTC)პასუხი

მიშა ეგეთი ნაწერებისთვის 3 დღით ბლოკავენ. კარგი--ოთოჯი / მომწერე 20:36, 20 მაისი 2012 (UTC)პასუხი

ოთო, იქ დაფაფიქსირე უკვე ჩემი აზრი. 6 თვით უკიდურეს ვანდალებსაც კი აღარ ვბლოკავთ უკვე და ლევანი ვანდალი ნამდვილად არაა. უბრალოდ ორივეს ზედმეტი სიფიცხე მოგივიდათ. --მიხეილ მიწერა 20:41, 20 მაისი 2012 (UTC)პასუხი

ყოველშემთხვევაში არც 3 დღით ბლოკავენ--ოთოჯი / მომწერე 20:44, 20 მაისი 2012 (UTC)პასუხი

ამ დროისთვის მოვრჩეთ ამ თემას. ქვეყნის სამუშაო გვაქვს. ჩვენი მხრიდან პოზიციები დაფიქსირებულია. დაველოდოთ სხვა ადმინებსა და ბიუროკრატებს. --მიხეილ მიწერა 20:45, 20 მაისი 2012 (UTC)პასუხი

მიშა მე ადმინისტრატორი ვარ და ჩემს მიმართ სერიოზულ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. არაერთხელ გავაფრთხილე. მაგრამ რად გინდა. ასე არ გამოვა. მე მივიღე გადაწყვეტილება, და მიმაჩნია რომ ასეთი ადამიანები ხანგრძლივ ბლოკს იმსახურებენ. ესეიგი შეიძლება მე ვიღაცა ვლანძღო და 3 დღით დამბლოკონ. რა სისულელეა. მოვითხოვ შეიცვალოს ბლოკირების ვადა. დაბრუნდეს წინა ვადაზე. მე მიშა მართლა წყნარად ვარ. ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა. ასე ვერ ვითანამშრომლებთ--ოთოჯი / მომწერე 20:48, 20 მაისი 2012 (UTC)პასუხი

ოთო ცივი გონება. არ ვიცი, ჩემი პოზიცია დავაფიქსირე უკვე ყველაფერზე, გაიტანე ფორუმში და გადაწყვიტეთ. --მიხეილ მიწერა 20:52, 20 მაისი 2012 (UTC)პასუხი

მაქსიმალურად ცივი გონებით ვმოქმედებ მიშა. მართლა წყნარად ვარ კაცო. ასე არ გამოვა. სხვა ვიკიში სამუდამოთ დაბლოკავდნენ. კი გვიყვარს ხოლმე სხვა ვიკიპეიდებთან შედარება. ახლა რა ხდება--ოთოჯი / მომწერე 20:58, 20 მაისი 2012 (UTC)პასუხი

მიშა მოდი მანამ შევთანხმდებით გთხოვ დააბრუნე ვადის თარიღი.--ოთოჯი / მომწერე 21:09, 20 მაისი 2012 (UTC)პასუხი

მიშა გთხოვ შეცვალე თორემ მე შვეცვლი.--ოთოჯი / მომწერე 21:15, 20 მაისი 2012 (UTC)პასუხი

ოთო, 6 თვით მხოლოდ აი ასეთი IP მისამართები გვაქვს დაბლოკილი [1], [2], [3]. დასკვნები შენ თვითონ გამოიტანე. --მიხეილ მიწერა 21:16, 20 მაისი 2012 (UTC)პასუხი

ეგ რა შუაშია მიშა. შენ თვითონაც იცი რა სიტყვები მომწერა. ხომ გეუბნები უპრეცენდენტო შემთხვევაა თქო. ასეთი სიტვებით არ უნდა ლანძღავდნენ ადმინისტრატორებს. კარგი რა. უბრალოდ სხვა ვიკიპედიებში გაიკითხე. ასე სიტყვები სამუდამო ბლოკია. აბა ეს რა საქციელია ახლა. საიდან დავიწყე და სად წავიდა ადამიანი. ერთი რამეა მიშა. როც ადამაინი ასე ილანძღება ჭკუა თუ არ ასწავლე იგივეს გაიმეორებს. ეს ფაქტია--ოთოჯი / მომწერე 21:22, 20 მაისი 2012 (UTC)პასუხი

მესმის ოთო შეურაცხყოფა მოხდა, ძნელი ასატანია მაგრამ მერწმუნე, სამდღიანი ბლოკი სრულიად საკმარისია. მოდი მთლად ჩვენ ნუ გადავწყვეტთ, ჩვენ გარდა აქ სხვა ძალიან ბევრი ხალხია. თუ სხვა ვიკიპედიებს შევეხებით, იქ კი სამუდამო ბლოკი თითქმის არსად აღარ არსებობს და მხოლოდ მცირეხნიანი, ხშირად რამდეინმესაათიანი ბლოკით შემოიფარგლებიან. --მიხეილ მიწერა 21:26, 20 მაისი 2012 (UTC)პასუხი

უბრალოდ ასე არ შეიძლება მიშა. არა მხოლოდ ჩემი არამედ ვიკიპედიის აბუჩად აგდება და 3 დღიან ბლოკზე გაშვება აბსურდია. ხომ იცი რომ არიან ვიღაც ვიღაცეები, რომლებსაც ჩემი თავიდან მოშორება უნდათ. მაგრამ ხომ იცი რომ ეს არ გამოუვათ არასოდეს.  მაგათ ჯინაზე ათასჯერ მეტს გავაკეთებ. . ხომ იცი კლავიატურით ბლატაობენ შორიდან კაცობაზე თავს დებენ. პირისპირ ვინ როგორ გამოჩნდება ამას ვნახავთ--ოთოჯი / მომწერე 21:32, 20 მაისი 2012 (UTC)პასუხი

თარგი ბანკი (ან ბანკები)

მიხეილ გამარჯობა,

თარგის დამატებას ვცდილობდი და არ გამოვიდა, შენც წაშალე მერე. სამწუხაროდ, ვერ გავერკვიე კარგად, თუ როგორ უნდა დავამატო თარგი – და რა წესებს ექვემდებარება მისი დამატება.

ხომ არ შეგიძლია დამეხმარო? ნიმუში აღებული მქონდა რუსული ვიკიდან – მანდ კარგად ქონდათ სტრუქტურირებული ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტზე უნდა იყოს მითითებული.

წინასწარ დიდი მადლობა --Dv0rsky განხილვაწვლილი 09:49, 22 მაისი 2012 (UTC)პასუხი

გამარჯობა. ბოდიშს გიხდით დაგვიანებული პასუხისთვის, შვებულებაში ვიყავი. შევეცდები დაგეხმაროთ. --მიხეილ მიწერა 14:22, 26 მაისი 2012 (UTC)პასუხი

ბმულების შესახებ

მიხეილ, როგორც მითხარი საერთაშორისო ბმულები დავამატე. თუ რაიმე შენიშვნა გაქვს მომწერე. მიხარია, რომ მეც ვეხმარები ქართულ ვიკიპედიას. :) წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Zurakapanadze (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

ვუპასუხე მის განხილვის გვერდზე. --მიხეილ მიწერა 16:13, 28 მაისი 2012 (UTC)პასუხი

მორიგი

ოჰოჰო --H.McC. (მომწერეთ) 16:34, 28 მაისი 2012 (UTC)პასუხი

გაიხარე, მადლობა   --მიხეილ მიწერა 17:19, 28 მაისი 2012 (UTC)პასუხი

ჰიაკუმე

ჰიაკუმე — მიხვდები :) — G.G. 14:46, 29 მაისი 2012 (UTC)პასუხი

კიიიი   თან ლექსიკონის ავტორის გვარ-სახელი ჩემსას როგორ ჰგავს   --მიხეილ მიწერა 14:53, 29 მაისი 2012 (UTC)პასუხი
მაგას კი არ დავკვირვებივარ   გაგახსენდა ხომ ჩვენი დისკუსია ხურმა-კარალიოკის შესახებ?   თურმე ასეთი უცნაური სახელი ჰქონია. აი სად იყო, ეგ არ მახსოვს... — G.G. 14:58, 29 მაისი 2012 (UTC)პასუხი
მე მახსოვს, სკაიპში იყო   მართლა რა უცნაურია. კახელ გლეხს უნდა უთხრა, ეზოში კარალიოკი კი არა ჰიაკუმე გიდგასო და რექაცია ხომ წარმოგიდგენია   --მიხეილ მიწერა 15:01, 29 მაისი 2012 (UTC)პასუხი
მეც გამახსენდა :) რეაქცია წარმომიდგენია  G.G. 15:03, 29 მაისი 2012 (UTC)პასუხი

:D

მომხმარებელი:Xashurski და მომხმარებლის განხილვა:Xashursky, მოკლედ რა ვართ ეს ხაშურელები არააა? :D:D:D:D --ჯაბა ლაბაძე 15:24, 29 მაისი 2012 (UTC)პასუხი

კახელებს მაინც ვერ აღგვემატებით რაოდენობით   --მიხეილ მიწერა 17:39, 29 მაისი 2012 (UTC)პასუხი

ნუ ეხლა მთლად კახეთპედია არაა ჩვენსკენ, მაგრამ ხო ხედავ წინსვლა აშკარააააა. :D--ჯაბა ლაბაძე 20:40, 29 მაისი 2012 (UTC)პასუხი

აი კიდევ ერთი ხაშურელი--Γεώργιος 13:03, 4 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

გიო მაგასაც მე შევყარე ვიკისენი. :D --ჯაბა ლაბაძე 14:20, 4 ივნისი 2012 (UTC)პასუხი
აღარ ხუმრობთ. ხაშური — ვიკი ქალაქი   --მიხეილ მიწერა 14:22, 4 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

            --ჯაბა ლაბაძე 14:32, 4 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

აბა ახმეტელი ვიკიპედიელები დაგვანახე , ხაშურს რო დაცინიხარ.      --Γεώργιος 15:20, 4 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

სადა ყავს თორემ სიამოვნებით იზამდა მაგ საქმეს.      --ჯაბა ლაბაძე 20:04, 4 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

დაბა...

შაუ ბიტე! :-) Deu. 19:40, 30 მაისი 2012 (UTC)პასუხი

შავიხედე :) --მიხეილ მიწერა 19:55, 30 მაისი 2012 (UTC)პასუხი
სხვათაშორის ეს კანონი გვეუბნება, რომ ქალაქი არის არანაკლებ 5000 მოსახლისაგან შემდგარი მსხვილი დასახლება, რომელსაც აქვს საქალაქო მეურნეობა და ეკონომიკურ-კულტურული ცენტრია, სამწუხაროდ სურამში საქალაქო მეურნეობა არაა და ამიტომ გააჩნია დაბის სტატუსი. სამაგიეროდ სურამში არის კომუნალური მეურნეობა, სამკურნალო და სოციალურ-კულტურულ დაწესებულებათა ქსელი, რითაც იგი ასრულებს ადგილობრივი ეკონომიკურ-კულტურული ცენტრის ფუნქციებს, ამასთანავე, არ გააჩნია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის საკმარისი მიწის სავარგულები. --ჯაბა ლაბაძე 03:52, 31 მაისი 2012 (UTC)პასუხი

შუამიწეთის არსებების სია

ბოდიშს ვიხდი ჩემი სიტყვებისათვის Tato Iakobidze განხილვაწვლილი 11:02, 4 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

შეიხედე

გთხოვ რეაქცია გამოხატო აღნიშნულის შესახებ და გამარკვიო რამდენად სწორი საქციელია ადმინისტრატორის მხრიდან ამის გაკეთება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და თანაც გამორჩევით. როგორც წესი მინიმუმ განხილვა მაინც უნდა ყოფილიყო. იქნებ ვიკიპედიის მიღმა განიხილეთ რამე? --ჯაბა ლაბაძე 03:35, 5 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

მოდი, ჯერ თავად დათომ განგვიმარტოს   --მიხეილ მიწერა 06:58, 5 ივნისი 2012 (UTC)პასუხი
ბოლო ცვლილებები არ მქონდა ნანახი. გადაჭრილა უკვე პრობლემა. --მიხეილ მიწერა 07:00, 5 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

DeuBot

გამარჯობა, მიშა. ვიღაცას პორტუგალიურ ვიკიში შეუქმნია ანგარიში Deu bot. მართალია მე DeuBot მინდოდა, მაგრამ სისტემა მეუბნება, რომ ძალიან ჰგავს ეს სახელები და არ შეიძლება რეგისტრაცია. Bot-ის ნაცვლად სხვა ბოლოსართის გამოყენება შეიძლება რობოტისათვის? Deu. 06:08, 5 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

გაუმარჯოს დათო. გადავხედე მეტაზე ბოტების პოლიტიკას და სახელზე უწერიათ, რომ სავალდებულო არაა, მაგრამ მაინც უნდა შეიცავდესო Bot-ს. შეგიძლია აიღო DeuBOT, DEUBOT, BotDeu და ა. შ. ასევე შესაძლებელია მრავალმნიშვნელოვნის ფორმით დაარქვათო სახელი, მაგალითად Deu (bot). --მიხეილ მიწერა 06:57, 5 ივნისი 2012 (UTC)პასუხი
კაი, ვიფიქრებ ჯერ :). ერთ ერთი ვერსია: Deu's Machina  . Deu. 11:35, 5 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

იამბიკო

გაგიმარჯოს მიხეილ, დიდი მადლობა რჩევისათვის. ვეცდები გათვალისწინებას, იქნებ დავხვეწო სტილი :) წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Tea Kimeridze (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

გამარჯობა

გამარჯობა, მე ვარ ნუცა შავლაძე ქრისტია–დემოკრატიული მოძრაობის პრესსამსახურის უფროსი. იქიდან გამომდინარე, რომ ვიკიპედიას და ასევე სოციალურ მედიას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გვინდა მოვახდინოთ გიორგი თარგამაძის ვიკიპედიის გვერდის რედაქტირება, როგორც ჩანს აქ არის გარკვეული პრინციპები და სტანდარტები რომლის დაცვაც უნდაა მოვახდინოთ ასე რომ კარგი იქნება თუ ამ კუთხით ვითანამშრომლებთ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს თქვენთან შეხვედრის. გთხოვთ როცა გამონახავთ დროს მოგვწეროთ და იქნებ გავისაუბროთ როგორ შეიძლება მოვახდიოთ აღნიშნული გვერდის ოპტიმიზაცია. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Taktaka (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

გამარჯობა. სასიამოვნოა, სტატიის გაუმჯობესების სურვილი რომ გაქვთ. ბიოგრაფიაში შემოტანილი ტექსტი, მით უმეტეს პოლიტიკოსის, უნდა იყოს ენციკლოპედიისთვის მისაღები და არ უნდა ატარებდეს სააგიტაციო ხასიათს. გირჩევთ მანამდე ეს ბმული ნახოთ და საფუძვლიანად გაეცნოთ ვიკიპედიაში მუშაობის წესებს. რაც შეეხება შევხედრას, დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არა მგონია შევძლო, მაგრამ შეგიძლიათ ფოსტაზე მომწეროთ თქვენი ფეისბუკის მისამართი და ამ რეჟიმით დაგეხმაროთ   --მიხეილ მიწერა 12:23, 7 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

ძალიან სასიამოვნოა nutsa shavladze (facebook) დარწმუნებული ვარ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება...

რაია ეგ?

სადა წერ, ბიჭო?!   Deu. 08:02, 9 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

უკაცრავად, ბოდიშს ვიხდი.. გადამავიწყდა მაგ გვერდის არსებობის შესახებ. თუ საჭიროდ მიგაჩნიათ გავაუქმებ და მაგ გვერდზე წამოვაყენებ ხელახლა. სულ ერთია, ჩართვით მაინც ჩაერთვება... – BruTe () 08:08, 9 ივნისი 2012 (UTC)პასუხი
ტიტუუუ, ისეთი ბანერი დამხვდა გვერდზე, წერილის, რომ დავიბენი, მადლობა დათო. რა საჭიროა ზედმეტი ბიუროკრატია? როგორც ბიუროკრატს, შემიძლია უარი ვთქვა ამ კენჭისყრის წამოწყებაზე? --მიხეილ მიწერა 08:10, 9 ივნისი 2012 (UTC)პასუხი
ხო, ზედმეტი პედანტური ბიუროკრატია იქნება. შემდეგი მოწონება წინასწარი თანხმობის ტოლფასია სამართლებრივად  . Deu. 08:12, 9 ივნისი 2012 (UTC)პასუხი
რა თქმა უნდა. (რედ. კონფლიქტი) – BruTe () 08:13, 9 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

ხოდა ჰქონდეს ეს სტატუსი, ეკუთვნის. დათოს ვეთანხმები, გარკვეული აზრიც უკვე გამოიკვეთა. --მიხეილ მიწერა 08:15, 9 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

ფრანგული

მიშა ერთი ამ ფრანგი მსაჯის სახელი და გვარი ქართულად თარმნე რა როგორ იქნება--დათო1010   12:08, 13 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

სწორია, სტეფან ლენუა. საერთოდ, Y უდრის ორმაგ i-ს, oi კი ერთად იკითხება როგორც უა. --მიხეილ მიწერა 12:12, 13 ივნისი 2012 (UTC)პასუხი
ეგ არა ქვევით მსაჯის ასისტენტებში რომ წერია ფრანგულად ის--დათო1010   12:15, 13 ივნისი 2012 (UTC)პასუხი
აა, ვნახე. მიკაელ ანონიე. --მიხეილ მიწერა 12:19, 13 ივნისი 2012 (UTC)პასუხი
მადლობა  --დათო1010   12:22, 13 ივნისი 2012 (UTC)პასუხი
MIKHEIL/არქივი 7-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.