დეუს ექს მახინა (ტრანსლიტერაცია ლათინური სიტყვებისა:Deus ex machina, რომლებიც თარგმანია ბერძნული ფრაზისა: ἀπὸ μηχανῆς θεός — „მანქანიდან გამოსული ღმერთი“) — დრამატურგიული და სადადგმო ხერხი ძველ ბერძნულ თეატრში: სცენაზე ღმერთის მოულოდნელი გამოჩენა, რომელიც ცვლიდა მოქმედების განვითარებას, წყვეტდა ძირითად კონფლიქტს, განსაზღვრავდა პიესის გმირების ბედს. ღმერთის როლის შემსრულებელ მსახიობს სცენაზე მაღლიდან საგანგებო ამწე მანქანის — ეორემის დახმარებით ჩამოუშვებდნენ ხოლმე. ეს ხერხი გამოიყენა სოფოკლემ „ფილოქტეტეში“, ევრიპიდემ ტრაგედიებში: „ელენე“, „იპოლიტე“, „ელექტრა“, „იფიგენია ტავრიდაში“ და სხვ. გადატანითი მნიშვნელობითი ფრაზა ნიშნავს ამა თუ იმ კონფლიქტის მოულოდნელ გადაწყვეტას[1].

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 485.