მომხმარებლის განხილვა:ILIA/არქივი 1
გამარჯობა, ILIA. მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.(?) |
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გაეცანი სტატიების რედაქტირების დახმარების გვერდს, სადაც ახსნილია სტატიების რედაქტირების პრინციპები.
|
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
გახსოვდეს - ვიკიპედია არის ენციკლოპედია, შესაბამისად ნებისმიერი სტატია უნდა იყოს აკადემიური, ნეიტრალური (?) და ეფუძნებოდეს აკადემიურ და გადამოწმებად წყაროებს.(?) ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სურთ შექმნან ახალი სტატიები - ამ შემთხვევაში სწორედ ავტორი არის ვალდებული, დაამტკიცოს ახალი სტატიის მნიშვნელობა ენციკლოპედიისთვის.
გაგვაგებინე
თუ გეგმავ, რომ სტატია აქტიურად დაარედაქტირო და ამისთვის დრო გჭირდება, სტატიის დასაწყისში ჩასვი
{{subst:მუშავდება}} , რათა აცნობო სხვა რედაქტორებს ამის შესახებ. ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ხშირად შეინახე
რაც შეიძლება ხშირად შეინახე რედაქტირებები - ამისთვის, რედაქტირების პანელის ქვედა ნაწილში ღილაკ „ცვლილებების შენახვა“ დააჭირე.(იხ. სურათი ქვემოთ) |
ხელი მოაწერე
ვიკიპედიაში გვერდების რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს: სტატიების გარდა, არსებობს ასევე განხილვის გვერდები. განხილვის გვერდი ყველა სტატიას აქვს; ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი კონსტრუქციული მოსაზრების დატოვება. განხილვის გვერდზე აუცილებელია ხელმოწერის დატოვება. ამისთვის ტექსტის ბოლოს ჩაწერე ოთხი ტილდა (
~~~~ ) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დააჭირე (იხ. სურათი მარჯვნივ). გაგვეცანი
კარგი იქნება, თუ სხვა რედაქტორებს გაუმარტივებ კომუნიკაციას. თითოეულ მომხარებელს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, რომელზეც შეგიძლია დაამატო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობ და ინტერესთა სფეროები.
გვთხოვე დახმარება
თუ დახმარების გვერდებს გაეცანი და მაინც გჭირდება დახმარება, საკუთარ განხილვის გვერდზე ჩასვი {{დამეხმარეთ}}, მოგვწერე კითხვა, და ჩვენი აქტიური რედაქტორი აუცილებლად გიპასუხებთ.
|
პატივი ეცი სხვის შრომას
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
|
Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
— Henry McClean განხილვაწვლილი 14:58, 3 აგვისტო 2014 (UTC)
კატეგორია
რედაქტირებაგამარჯობა. კატეგორია იქმნება ასე - ვუყურებთ სტატიის ანალოგს სხვაენოვან ვიკიპედიაში და ვამატებთ კატეგორიებს იმის მიხედვით ჩვენთან. გვერდის ბოლოს ვწერთ:
[[კატეგორია:აქ იწერება კატეგორიის სახელწოდება]]
რამდენიმე კატეგორიის შემთხვევაში თითო იწერება თითო სტრიქონზე
[[კატეგორია:აქ იწერება კატეგორიის სახელწოდება]]
[[კატეგორია:აქ იწერება კატეგორიის სახელწოდება]]
[[კატეგორია:აქ იწერება კატეგორიის სახელწოდება]] --Henry McClean განხილვაწვლილი 19:01, 3 აგვისტო 2014 (UTC)
br-ების გამოყენება სტატიებში არ არის საჭირო, ერთი გამოტოვებული სტრიქონი უკვე არის br-ის შემცვლელი. ჩვენ br-ს ვიყენებთ დამხმარე ფუნქციის სახით, როდესაც სხვა გამოსავალი არ გვაქვს. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:29, 3 აგვისტო 2014 (UTC)
გახლავთ
რედაქტირებაგამარჯობა. თუ შეიძლება, მცირე რაღაც გაითვალისწინეთ:
- გახლავთ, გახლდათ - ამას ვიკიპედიაში ვიყენებთ მხოლოდ ციტატებში, უბრალო თხრობისას არ ვიყენებთ (ეს სტილი არავიკიპედიურია). გამოიყენეთ - არის, იყო და ა.შ.
- თუ შეიძლება, ციტატებისთვის გამოიყენეთ „“ - ეს ბრჭყალები. ისინი ხელმისაწვდომია რედაქტირების პანელში. თქვენ გაქვთ - ,," - აი ეს ბრჭყალები. ჯერ ეს ერთი, ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, მეორე კი - არასწორია. ქართულში გამოიყენება ზედა და ქვედა ბრჭყალები, როგორც ვთქვი - „“.
- გარდა ამისა, რედაქტირებისას აბზაცების ბოლოს ტოვებთ კოდს <br>, რაც არ არის საჭირო - აბზაცები ერთმანეთისგან იყოფა ერთი ცარიელი სტრიქონით და ავტომატურად განცალკევდება (შესაძლოა, ეს პრობლემა იმ რედაქტორის გამოა, რომელსაც იყენებთ). --Henry McClean განხილვაწვლილი 11:02, 6 აგვისტო 2014 (UTC)
სიმბოლიზმი
რედაქტირებაუკვე არსებულ სტატიებს რატომ არ ამუშავებთ? სიმბოლიზმი უკვე გვქონდა, თან ხელოვნებას ეხება. --Henry McClean განხილვაწვლილი 09:56, 8 აგვისტო 2014 (UTC)
კვეტერის ფოტო
რედაქტირებაგამარჯობა. პატივისცემით ვეკიდები თქვენს წვლის ვიკიპედიაში. ერთი თხოვნა მაქვს სტატია კვეტერა ნახეთ და იქ არსებული სურათები გამოიყენეთ, ან კიდევ შეიხედეთ საწყობის კატეგორიაში და თქვენთვის სასურველი სურათი აარჩიეთ სტატიისათვის კახეთის სამთავრო. ამ ეტაპზე სასურველია თქვენი გადაღებული სურათები ატვირთოთ სურათების საწყობში. გმადლობთ და წარმატებები. --JABA 1977 19:57, 8 აგვისტო 2014 (UTC)
ქსე
რედაქტირებაგამარჯობა, სტატიის ლიტერატურაში ქსე-ს (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია) მითითების დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ თარგი:ქსე.--George 14:22, 9 აგვისტო 2014 (UTC)
არსებული სტატიები
რედაქტირებაუკვე არსებული სტატიების ხელახლა შექმნას სჯობს განავრცო. ვგულისხმობ ველიზარიუსს, რომელიც შენ შექმენი, მაგრამ მანამდე კი არსებობდა ველისარიუსი. --JABA 1977 06:19, 10 აგვისტო 2014 (UTC)
გამარჯობა ნაპოლეონ! en:List of Castilian monarchs უფრო კარგი იქნებოდა თუ ცხრილში მოათავსებდით მონარქთა სიას, ისე სამომავლოდ, რომ იცოდეთ, მხოლოდ ცხრილის დაკოპირებაა საჭირო (მითითებული ინგლისურენოვანი სტატიის შიგთავსისა). - ოთოჯი განხილვა 20:21, 11 აგვისტო 2014 (UTC)
გამარჯობა, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ნუ ქმნით უკვე არსებულ სტატიებს ხელმეოორედ. ჯერ კარგად მოიძიეთ და მერე დაწერეთ. --JABA 1977 20:24, 13 აგვისტო 2014 (UTC)
ომანის სულთანი
რედაქტირებაეს ფოტო თქვენ გადაიღეთ? თუ თქვენი გადაღებული არაა გირჩევთ გამოიყენოთ საწყობის ფოტოები. იქიდან მხოლოდ ფაილის სათაური დაკოპირეთ და ეგაა სულ. --JABA 1977 13:13, 14 აგვისტო 2014 (UTC)
ოკეანეთის მონარქიები
რედაქტირებამონარქიები ოკეანეთში ამ სტატიას ამით ხომ არ გაამდიდრებდით? --JABA 1977 19:16, 14 აგვისტო 2014 (UTC)
საბაჰ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ალ-საბაჰი
რედაქტირებანაპოლეონ ალბათ შეამჩნევდით, რომ თქვენ რამდენიმე სტატიაში ინფოდაფა ჩავსვი. თქვენც უნდა ისწავლოთ ამის გაკეთება. მმართველების შემთხვევაში დააკოპირეთ და შემდეგ სტატიაში ჩასვით ეს {{ინფოდაფა მმართველი}}. დანარჩენს თავად მიხვდებით. - ოთოჯი განხილვა 16:11, 15 აგვისტო 2014 (UTC)
- ძალიან კარგია, ასე განაგრძეთ :). - ოთოჯი განხილვა 16:59, 15 აგვისტო 2014 (UTC)
ბატონო ნაპოლეონ ამ შემთხვევაში თქვენ სტატიაში უნდა ჩაგესვათ თარგი: {{ინფოდაფა სამხედრო მოღვაწე}}. გთხოვთ ჩაანაცვლოთ. - ოთოჯი განხილვა 17:28, 16 აგვისტო 2014 (UTC)
- ძალიან კარგია. მაგალითად, მსახიობთან ინფოდაფა მსახიობს ვიყენებთ, მეცნიერთან ინფოდაფა მეცნიერს და ა.შ. არჩილ გელოვანი სამხედრო მოღვაწე იყო და ამიტომ ინფოდაფა სამხედრო მოღვაწე უნდა მოგვეთავსებინა სტატიაში. ნელ-ნელა ყველაფერს ისწავლით. P.S. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდათ, მოგვმართეთ. - ოთოჯი განხილვა 17:37, 16 აგვისტო 2014 (UTC)
სურათების შესახებ
რედაქტირებავიკიპედიაში ატვირთული სურათები უნდა იყოს დაცული საავტორო უფლებებით. თავისუფლად, რომ გაავრცელოთ სურათი ამისათვის ნებართვაა საჭირო. მითუმეტეს თქვენ არ ხართ ამ ფაილების შემქმნელი. სამწუხაროდ წასაშლელია ეს სურათები. - ოთოჯი განხილვა 19:20, 16 აგვისტო 2014 (UTC)
საერთაშორისო ბმულები
რედაქტირებაგაუმარჯოს! სტატიებს აუცილებლად მიუთითე საერთაშორისო ბმულები. — Mikheil მიწერა 21:15, 8 სექტემბერი 2014 (UTC)
- იდევ ერთხელ გთხოვ, გაითვალისწინო რაც მოგწერე. — Mikheil მიწერა 09:35, 9 სექტემბერი 2014 (UTC)
- უკაცრავად, მაგრამ არ კითხულობთ ჩვენს წერილებს?! კარგად მუშაობ, მაგრამ ამ თხოვნას/მოთხოვნას თუ არ გაითვალისწინებ, იძულებული ვიქნები, გაფრთხილება მოგცე! — Mikheil მიწერა 08:44, 14 სექტემბერი 2014 (UTC)
- [[ელზასი|ელზასის]] შეგიძლია მარტივად ასე გააკეთო [[ელზასი]]ს. — Mikheil მიწერა 18:16, 15 სექტემბერი 2014 (UTC)
- უკაცრავად, მაგრამ არ კითხულობთ ჩვენს წერილებს?! კარგად მუშაობ, მაგრამ ამ თხოვნას/მოთხოვნას თუ არ გაითვალისწინებ, იძულებული ვიქნები, გაფრთხილება მოგცე! — Mikheil მიწერა 08:44, 14 სექტემბერი 2014 (UTC)
ს ა ე რ თ ა შ ო რ ი ს ო ბ მ უ ლ ე ბ ი
რედაქტირებაუკვე არ ვიცი, რა დავარქვა შენს საქციელს, განგებ აკეთებ ასე? მერამდენედ უნდა გთხოვოთ, რომ სტატიას აუცილებლად უნდა მიუთითო <big>საერთაშორისო ბმულები? თუ ვერ იგებ, დაწერე მაინც აქ და გვთხოვე დახმარება. — Mikheil მიწერა 11:29, 16 სექტემბერი 2014 (UTC)
- ვეთანხმები კოლეგას. გთხოვთ, ნუ ჯიუტობთ! --Henry McClean განხილვაწვლილი 11:48, 16 სექტემბერი 2014 (UTC)
- ყოჩაღ, კარგია! თურმე შეგძლებია :) ახლა დაუარე და რომელ სტატიებშიც არ ჩასვი ეს ბმულები, ყველას ჩაუსვი. — Mikheil მიწერა 20:53, 16 სექტემბერი 2014 (UTC)
თხოვნა Br-ზე (მერამდენე)
რედაქტირებაგამარჯობა. უკვე მერამდენედ გთხოვთ - სტატიების კოდში ნუ იყენებთ <br>-ს. br არის პასუხისმგებელი ტექსტის მეორე სტრიქონზე გადატანაზე, მაგრამ ჩვენთან ეს არის სტატიების დანაგვიანება, ვინაიდან სტატიაში ისედაც შესაძლებელია სტრიქონების გადატანა. ვიკიში ამისთვის საჭიროა აბზაცებს შორის იყოს ერთი ცარიელი სტრიქონი. --Henry McClean განხილვაწვლილი 08:02, 28 სექტემბერი 2014 (UTC)