მომხმარებლის განხილვა:Fiqriasidamonize/არქივი 1

(გადამისამართდა გვერდიდან მომხმარებლის განხილვა:Fiqriasidamonize/1)
ბოლო კომენტარი: 11 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა SHOTHA თემაში პატალიპუტრა - პანტა
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

სათაურის ტექსტი

პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

მიხეილ () 22:33, 27 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

გამარჯობა. გაეცანით ვიკიპედიის წესებსა და დახმარების გვერდებს. წარმატებები. — მიხეილ (მიწერა) 11:58, 11 დეკემბერი 2011 (UTC)პასუხი

გთხოვთ, ვარჯიშისთვის გამოიყენოთ „სავარჯიშო გვერდი“ !

მოგესალმებით!
გმადლობთ ვიკიპედიისადმი თქვენი ინტერესისთვის. რედაქტირების შესაძლებლობების შემოწმება შესანიშნავად ჩატარდა, ყველაფერი მუშაობს!
სამწუხაროდ, ჩვენ იძულებულნი ვართ გავაუქმოთ თქვენი რედაქტირება, რადგანაც იგი არ შეიცავს ვიკიპედიისთვის საჭირო ინფორმაციას. გთხოვთ, შემდგომი ექსპერიმენტებისთვის გამოიყენეთ ვიკიპედიის სავარჯიშო ან თქვენი პირადი სავარჯიშო, სადაც ხელს არავინ შეგიშლით.
თუ გსურთ პროექტის უფრო ახლოს გაცნობა, იხილეთ დახმარების გვერდი და შემოუერთდით ვიკიპედიის გაუმჯობესების პროცესს. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ახალ მომხმარებლებს!


Thank you for experimenting with Wikipedia. Your test worked, and it has been reverted or removed. Please use the sandbox for any other tests you want to do. If you do not speak Georgian but want to learn more about contributing to our encyclopedia, take a look at a special village pump page.მიხეილ (მიწერა) 14:11, 1 მარტი 2012 (UTC)პასუხი

წყარო

გამარჯობა. წყაროდ რომელიმე ვიკიპედიის მითითება არ შეიძლება. თუ იქიდან თარგმნეთ, მიუთითეთ ის წყაროები, რაც იქ აქვს მითითებული. — მიხეილ მიწერა 17:18, 13 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

სექციები

სექციებში ამ სიმბოლოებს არ ვიყენებთ *''' xxxxxxx ''', გამოიყენეთ ეს სიმბოლოები (== ==) სექციის შესაბამისი დონის მიხედვით. --მიხეილ მიწერა 18:37, 13 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

სტატიების წერა

გამარჯობა. გთხოვთ, გაეცანით ვიკიპედიის წესებს, დახმარების გვერდებსა და მასწავლებელს. ნახეთ ახალი გვერდის შექმნის წესები. Nodar Kherkheulidze განხილვა 17:36, 22 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

კიდევ წესები

გამარჯობა. კიდევ ერთხელ გთხოვთ, მიყვეთ ყველა მოცემულ ბმულს და გაეცნოთ ვიკიპედიის წესებსა და დახმარების გვერდებს. — მიხეილ მიწერა 04:45, 1 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

წესები

გაეცანით ვიკიპედიის წესებსა და დახმარების გვერდებს. Nodar Kherkheulidze განხილვა 17:32, 2 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

კითხვა

გამარჯობა ფიქრია, ამწამს ვნახე ბოლო ცვლილებებში შენს ცვლილებას პირად გვერდზე. ჩემი პროფესიის ყოფილხარ. :) დაბადების ადგილად გიწერია აგარა, რომელი აგარაა ეს? --ჯაბა ლაბაძე 07:00, 14 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

ვინაიდან არ ვიცი პასუხი აქ საიდან მოგწერო ასე დავწერ. ეს არის ქარელის რაიონი, დაბა აგარა....

სწორად მომწერე, უბრალოდ ვიკიპედიაში არ ხარ ნიკით შესული და ხელი არ მოგიწერია, ზემოთ პატარა ნიშანს ხედავ კალამია, აი მაგას უნდა დააწკაპო და ტექსტში ჩაჯდება ასეთი რამ --~~~~ ესაა ხელმოწერა.. გამეხარდა ძალიან მე შენს მეზობლად, ხაშურის რაიონში ვცხოვრობ. იმედია გაგიცნობ პირადადაც მეზობელო. :D . --ჯაბა ლაბაძე 07:14, 14 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

მიხარია, თუ სწორად გავაკეთე და ახლა ვნახოთ ხელს როგორ მოვაწერ. ისე კი, მეზობლები ვართ. დედაჩემი ხაშურელი იყო, სხვათა შორის. ასე რომ მეზობლებზეც მეტი ვართ, ალბათ... იმედია, მართლა გავიცნობთ ერთმანეთს და თანაც დამეხმარებით ვიკის წესების შესწავლაში. მე აქ ახალი ვარ და თითქმის არაფერი არ ვიცი...--77.242.54.110 07:43, 14 სექტემბერი 2012 (UTC) ასე უნდა ვქნა?...პასუხი

უფრო მეტი საერთო რომ აღმოგვაჩნდა ძალიან გამიხარდა. აუცილებლად დაგეხმარები, შენ უბრალოდ მთხოვე რის სწავლა გინდა, მე მზად ვარ დაგეხმარო. ახლა ერთი ტხოვნა: აუცილებლად უნდა შეხვიდე ვიკიპედიაში და ისე უნდა დაწერო, ხომ ხედავ მე როდესაც გწერ ჩემი სახელი და გვარი იწერება, შენ როდესაც მწერ ციფრები. აბა კიდევ ერთხელ სცადე. წარმატებები. :) --ჯაბა ლაბაძე 05:19, 17 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

შევედი ვიკიში, ჯაბა. აბა ახლა ვნახოთ მოვაწერ ხელს?..--fiqria 14:01, 17 სექტემბერი 2012 (UTC) მოეწერა, კი.. მაგრამ რატომ არ არის გააქტიურებული ლინკივით? --fiqria 14:03, 17 სექტემბერი 2012 (UTC)

რედაქტირების გვერდში ზემოთ მესამე ღილაკია კალამი, რომელიც ხელს აწერს, აი მაგას უნდა დააწკაპო ხელმოწერის მაგივრად და ეგაა სულ. --ჯაბა ლაბაძე 09:21, 18 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

კი. გასაგებია მაგრამ მაგას რომ ვაწკაპებ ასეთი ხელმოწერა კეთდება "fiqria 14:03, 17 სექტემბერი 2012 (UTC)" მეტი არაფერი. მე კი მაინტერესებს, მაგალითად, რატომ არის პირადად შენი სახელი და გვარი გამწვანებული როგორც ლინკი ან რომელიმე სხვა რედაქტორის გალურჯებული ან გამწვანებული. დააწკაპებ და გადადიხარ სხვა ინფორმაციაზე და ჩემი სახელი კი იწერება ჩვეულებრივი შავი ასოებით. აწკაპე რამდენიც გინდა, არსად არ გადაგიყვანს. რატომ?... --fiqria 12:55, 18 სექტემბერი 2012 (UTC)

როგორც ჩანს საკუთარი ვიკიხელმოწერა გაქვს და მაგიტომ. სამწუხაროდ მე ვერ დაგეხმარები. --ჯაბა ლაბაძე 04:58, 26 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

გამარჯობა ჯაბა. როგორ ხარ? ეგ როგორ გავიგო. არ მესმის რას ნიშნავს საკუთარი ვიკიხელმოწერა.....იქნებ თუ არ შეწუხდები ამიხსნა რამე?...--fiqria 12:58, 26 სექტემბერი 2012 (UTC)

ფარშევანგის ტახტი

სალამი. აუცილებლად გაეცანით დახმარების გვერდებს. იხილეთ იქ არსებული განყოფილებები. სტატიებს ესაჭიროება კატეგორია, საერთაშორისო ბმულები და სხვ.--ოთოჯი / მომწერე 21:10, 16 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი


ვცდილობ გავეცნო, მაგრამ სანამ შეცდომებს პრაქტიკულად არ ვნახულობ, მანამდე ვერ ვხვდები. იმედია, ოდესმე გავიწაფები და ამ შეცდომებისთვის ნაადრევად არ გამაგდებთ აქედან.... მაგალითად, ახლა მივხვდი რას წარმოადგენს კატეგორია და რა უნდა ჩავწერო მასში. ამისთვის დიდი მადლობა....

როგორ გეკადრებათ! აქ არავის არ აქვს უფლება ვინმე გააგდოს! პირიქით, ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ახალ მომხამრებლებს. უბრალოდ რამეს თუ ვერ გაიგებთ აუცილებლად მოგვწერეთ, აქ ყველა დაგეხმარებათ. რაც შეეხება განხილვას: იხილეთ - განხილვა:ფარშავანგი.--ოთოჯი / მომწერე 09:41, 17 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

თუ ასეა დავწეროთ ფარშავანგი. არა მაქვს პრობლემა....--fiqria 14:06, 17 სექტემბერი 2012 (UTC)

  1. ძალიან ადვილად. შედით სასურველ სტატიაში (ამ შემთხვევაში ფარშევანგის ტახტი) და ზევით (მარჯვნივ) დაინახავთ ღილაკებს: კითხვა, რედაქტირება, ისტორია; "ისტორიის" მარჯვნივ არის მოშავო ფერის პატარა სამკუთხედი, მაუსის მიტანისთანავე გამოჩნდება "გადატანა" (დააკლიკეთ) და შეხვალთ გვერდზე "გადატანა ფარშევანგის ტახტი"; შემდეგ ქვევით გამოჩნდება ვრცელი ფანჯარა და არსებული სტატიის სათაური, ამ შემთხვევაში "ფარშევანგის ტახტი". შეცვლით სახელს და დააკლიკებთ ღილაკს "გვერდის გადატანა" (ქვემოთ). სულ ესაა.
  2. თუმცა, სტატიის გადატანა როგორც წესი განხილვიდან 3 დღის შემდეგ ხდება. ასე თუ ისე მანამ სტატიას გადაიტანდეთ (საერთოდ) ჯერ უნდა განიხილოთ, დაელოდოთ სხვა რედაქტორების აზრს. ამ შემთხვევაში რადგან სტატია ფარშევანგის ტახტი განხილულ იქნა გუშინ, კიდევ 2 დღე დავიცადოთ და შემდეგ თავადვე გადაიტანეთ გვერდი.--ოთოჯი / მომწერე 16:41, 17 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
  3. გვერდი, რომ გადაიტანოთ, უნდა იყოთ ვიკიპედიაში თქვენი ანგარიშით შესული.
  4. ხელმოწერა სულ ადვილად კეთდება. განხილვის გვერდზე კომენტარის დატოვებისას, ბოლოში ხელი მოაწერეთ, ამისათვის საჭიროა მხოლოდ დააკლიკოთ ამ ნიშანს (ერთხელ) და ხელმოწერა ავტომატურად გაკეთდება.--ოთოჯი / მომწერე 16:41, 17 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
სალამი ფიქრია. არაფრის. თუკი მოიცლით და ვიკიპედიის წესებსაც გაეცნობით უფრო დაგაინტერესებთ პროექტი და გაგიადვილდებათ აქ მუშაობა. დაბოლოს, როდესაც ვიკიპედიაში შედიხართ, აუცილებლად შედით თქვენი ანგარიშით. სხვა თუ რაიმე დაგაინტერესებთ, არ მოგერიდოთ, მომმართეთ :)--ოთოჯი / მომწერე 19:52, 21 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
არაფრის ფიქრია :)--ოთოჯი / მომწერე 20:43, 21 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

სალამი. პასუხი იხილეთ აქ. ტესტირების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ სავარჯიშო.--ოთოჯი / მომწერე 21:21, 25 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი

ხელმოწერის პრობლემა

გამარჯობა. როგორც ვატყობ, ხელნოწერის პრობლემა გაქვთ. გადადით ამ ბმულზე და ბოლოში რომ წერია „საწყის კონფიგურაციაზე დაბრუნება“, იმას დააწკაპეთ. შეიძლება „შენახვის“ ღილაკზეც მოგიწიოთ დაწკაპება, თავად არასოდეს მიცდია. წესით, უნდა გასწორდეს. — G.G. 07:38, 24 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

თქვენი ხელმოწერა არ ტოვებს ვიკიბმულს. თუ მაინცდამაინც გსურთ საკუთარი ვიკიკოდით მოაწეროთ ხოლმე ხელი, მაშინ, არსებობს ასეთი გამოსავალი: ზემოთ რაც წაიკითხეთ იმას აღარ ვაკეთებთ, მხოლოდ იმავე გვერდზე განყოფილებაში „ხელმოწერა“ ქვესექციაში „მეტსახელი“ წერთ შემდეგ რამეს: [[User:Fiqriasidamonize|ფიქრია]][[User Talk:Fiqriasidamonize|(განხილვა)]]. ყურადღება მიაქციეთ, წარწერის „ხელმოწერის საკუთარი ვიკი-კოდი (ავტომატური ბმულის გარეშე)“ წინ უნდა მონიშნული იყოს პატარა ოთკუთხედი (თუმცა, ეს ალბათ ისედაც იქნება). აჭერთ „შენახვას“. შემდეგ იმავე განყოფილებაში უნდა ეწეროს ასეთი რამ: „არსებული ხელმოწერა:ფიქრია(განხილვა)“ (იქ „განხილვაც“ ლურჯად უნდა იყოს). სულ ესაა. წარმატებები. — G.G. 09:12, 24 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი


დიდი მადლობა..--fiqria 05:35, 27 თებერვალი 2013 (UTC)


--Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 05:38, 27 თებერვალი 2013 (UTC) მგონი ვისწავლე, აბა, ვნახოთ, რა გამოვიდა...პასუხი

ყველაფერი რიგზეა. ახლა იქნებ სტატიებში ბმულები შეასწოროთ რესურსები ინტერნეტშით. :) --გოგბერაშვილი(განხილვა) 05:43, 27 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

ეგ დილასვე გავასწორე. ალბატ არ გინახავთ..--Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 11:08, 27 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

რესურსი

ინგლისურ (და სხვა) ენოვანი ვიკიპედია ინტერნეტ-რესურსად არ ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, პირველწყარო იყო. თუ არ გაქვთ სხვა რესურსი ინტერნეტში, საკმარისია ლიტერატურის მითითებაც. --H.McC. განხილვაწვლილი 16:45, 24 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

მე მხოლოდ ლიტერატურის მითითება არ მაკმაყოფილებს. მინდა, რომ რაც შეიძლება მდიდარი იყოს ქართული ვიკი.... --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 11:07, 27 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

სტატიები

გამარჯბათ, გადახედეთ სხვა სტატიებს და მის მიხედვით შექმენით თქვენც. --ჯაბა ლაბაძე 19:32, 26 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

გამარჯობათ, კიდევ ერთხელ გაწუხებთ ამ სტატიასთან დაკავშირებით. სექცია ბმულები შეცვალე რესურსები ინტერნეტში-თ, ლიტერატურის სექციიდან ამოიღეთ კვადრატული ფრჩხილები და ვიკიპედიის სხვა სტატიების ნაცვლად რესურსებზე წინ გადაიტანეთ. ხოლო ტექსტში 1539წ. არ იწერება დაწერე გაშლილად და ერთმანეთისაგან დაშორებით 1539 წელს. და კიდევ სტატიაში ხელს ნუ აწერთ. ამ ყველაფრის გაკეთება მეც კი შემიძლია, მაგრამ მინდა თქვენ ისწავლოთ. სხვა მხრივ მომწონს თქვენი აქტიურობა, წარმატებებს გისურვებთ. --ჯაბა ლაბაძე 04:29, 27 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

გამარჯობა ფიქრია. მე როგორც არც ისე აქტიური ვიკიპედიელი შევდივარ თქვენს მდგომარეობაში და მესმის რომ არც ისე ადვილია ყველაფრის სწავლა. აქ ყველა მომხმარებელი ძველიც და ახალიც ოდესღაც დამწყები იყო და ისევე როგორც თქვენ არ იცოდნენ ბევრი რამ. მე პირადად ჩემს მაგალითზე გეტყვით, რომ საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა იმის სასწავლადაც კი რაც ვიცი. მერწმუნეთ თქვენზე ბევრად მეტი არც მე მესმის... :) თუმცა აქ საკმაოდ მეგობრული გარემოა. ყველა ერთმანეთს ვეხმარებით და ამიტომ არც არაფერი უნდა გეწყინოს. აქვე ავღნიშნავ რომ პირადი შეურაწყოფა გამორიცხულია ვიკიპედიაში. მეც მწყინდა რაღაცეები თავიდან. მართლაც უსიამოვნოა როდესაც შრომა წყალში გეყრება. თუმცა ეს არავის ბრალი არაა და არც თქვენი მათ შორის. უბრალოდ გამოუცდელობით მოხდა ის ფაქტი რომ თქვენი წვლილი დაიკარგა. ამ ეტაპზე გირჩევთ გადახედოთ სხვა სტატიებს. ნახეთ სადმე ავტორის ხელმოწერა თუა, :) ან უკატეგორიო სტატიებს რა ბედი ელით. :) მთავარი მასწავლებელი გამოცდილება, დაკვირვება და დაფიქრებაა. და კიდევ ერთი იქნებ ხელმოწერა გაასწოროთ. ზემოთ წერია უკვე როგორ უნდა გაკეთდეს. --Gio89 განხილვაწვლილი 04:50, 27 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა ინფორმაციებისთვის მეგობრებო. მართლა ძალიან მეწყინა გუშინდელი ჩ.პ. აგერ მოვრჩი წერას (ცოტა დაგვიანებით ოღონდ) და რომ მიხაროდა, ეს რა გავაკეთე-მეთქი, უცებ ამოყირავდა ყველაფერი.... რაც შეეხება ხელმოწერას. სულ მავიწყდებოდა და მსაყვედურობდნენ ხელი მოაწერეო და ვეღარ გავიგე რა უნდა ვქნა, ან სად მოვაწერო ხელი?.. სიტყვა ბმულებს კი აუცილებლად შევცვლი სიტყვით "რესურსები ინტერნეტში".....--fiqria 05:30, 27 თებერვალი 2013 (UTC)

გადადით ამ ბმულზე. ჩადით სულ ქვევით და დააჭირეთ საწყის კონფიგურაციაზე დაბრუნებას. თუ არ გამოვა დაწერეთ აქვე. --გოგბერაშვილი(განხილვა) 05:38, 27 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

გამარჯობა ფიქრია. წლები [[]] ფრჩხილებში ჩასვით ხოლო. სიტყვები წელს, წლის და მსგავსი. ასეთი ფორმით ჩაწერეთ: [[]] ში ჩასვით წელი|წელს ან წლის. იმედია გაიგეთ. არ ჩავერევი თქვენს რედაქტირებაში და თქვენთვითონ გააკეთეთ. ასევე [[]] ფრჩხილებში ჩასვით მხოლოდ ის სიტყვები თუ წინადადებები რომელთა შესახებაც ან უკვე არსებობს სტატია. ან/და ფიქრობთ მომავალში იარსებებს. აქვე ავღნიშნავ ჩემს სიხარულს თქვენი წვლილის მიმართ. ძალიან მიხარია რომ ასე აქტიურობთ. --გოგბერაშვილი(განხილვა) 04:50, 1 მარტი 2013 (UTC)პასუხი

ტირე

ტირე (გრძელი — ) არის ის, რაც იწერება სტატიის თავში. "-"-ს არ ვიყენებთ. ანუ ტირეს ვიყენებთ, როგორც ზმნის 'არის' ჩანაცვლებას. მოკლედ - და გრძელი — ორი განსხვავებული რამ არის.

ანუ ვწერთ:

ბაბური — სრული სახელი ზაქირ ად-დინ მუჰამად ბაბური.

და არა

ბაბური - სრული სახელი ზაქირ ად-დინ მუჰამად ბაბური.

--H.McC. განხილვაწვლილი 13:50, 28 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

მეტი არაფერი? ოკ. მადლობა. და ერთი შეკითხვა მაქვს. კატეგორია როგორ მივუთითო? სად რა დავწერო და ჩავწერო? პრაქტიკულად დამანახეთ.... --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 14:16, 28 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

ნახეთ, როგორ არის სხვა სტატიებში (კოდში). კატეგორიები იწერება ინტერვიკი-ბმულებამდე.

[[კატეგორია:სახელი 1]]
[[კატეგორია:სახელი 2]]

და ასე შემდეგ. თუ რომელიმე უცხო-ენასთან გაქვთ ურთიერთობა, ნახეთ იმ ენაზე რა კატეგორია უწერია სტატიას. ზედა დონის კატეგორიებს ძირითადად არ ვიყენებთ, თუ საუბარია სტატიაზე, რომელიც რომელიმე სხვა კატეგორიას ეკუთვნის. მაგალითად, სტატია „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ ზის კატეგორიაში „1959 წლის ფილმები“ და არა „ფილმები“.

კიდევ ის, რომ სტატიის დასრულების შემდეგ ნუ დაგავიწყდებათ მისი თავიდან იმ შეტყობინების ამოღება, რომელიც თქვენი მუშაობის შესახებ ამცნობს სხვებს. ვიღიმი --H.McC. განხილვაწვლილი 14:22, 28 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

ოკ. დიდი მადლობა.. --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 14:31, 28 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

იხილეთ აგრეთვე

იხილეთ აგრეთვეში არ იწერება სხვაენოვანი ვიკიპედიის ბმულები. შეგიძლიათ ქართული სტატიების ბმულები ჩაწეროთ. ასევე რესურსები ინტერნეტში და ლიტერატურა არ დაგავიწყდეთ. და კიდევ კატეგორიაა მნიშვნელოვანი. თუ გინდათ 10–15 წუთით დამითმეთ სტატია და შევეცდები მაქსიმალურად გავმართო. შემდეგ გადახედეთ ჩემს მიერ გაკეთებულ ცვლილებებს და იმის მიხედვით შექმენით ახალი სტატიები. --გოგბერაშვილი(განხილვა) 05:33, 1 მარტი 2013 (UTC) კი ბატონო, გითმობთ, ოღონდ მითხარით რომელი სტატიაა რომ ადვილად მივხვდე..პასუხი

ეს სტატია --გოგბერაშვილი(განხილვა) 05:46, 1 მარტი 2013 (UTC)პასუხი

შეგიძლიათ გადახედოთ. ახლა უკვე სხვაენოვანი სტატიების ბმულებს დაამატებს ბოტი. ინგლისური დავამატე. აგრეთვე რესურსები ინტერნეტში. შეგიძლიათ თქვენც დაამატოთ ასევე. პროფესიიდან გამომდინარე ლიტერატურაც გექნებათ და ისიც დაამატეთ. ასევე შიდა ბმულები გამართეთ. როგორც მე გავაკეთე წლებთან მიმართებაში. ბოლომდე ვერ ჩავყევი მართლა. :) --გოგბერაშვილი(განხილვა) 06:09, 1 მარტი 2013 (UTC)პასუხი

აი ასე შეიძლება იყოს? იგივე სტატია ნახეთ ბოლოში რაღაცები მივაბი... და კიდევ ბოტი რას ნიშნავს?..

ბოტზე მე გეტყვით - ავტომატური მოდულია, რომელიც გვერდებში ამატებს გარკვეულ ინფორმაციას ან ასწორებს. ოპერირებს ვიკიპედიებს შორის. --H.McC. განხილვაწვლილი 14:06, 1 მარტი 2013 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა, მაგრამ ამას როდის გავიაზრებ, ჯერ კიდევ არ ვიცი... და კიდევ... მაინც ვერ გავიგე რა განსხვავებაა ორ სექციას შორის. 1. "იხილეთ აგრეთვე" და 2. "რესურსები ინრენეტში"? პირველ შემთხვევაში მითითებულია ვიკიპედიაში არსებული მასალები და მეორეში ვიკიპედიის გარეთ არსებული მასალები?....

დიახ. თუმცა მნიშვნელოვანია:

  • პირველ შემთხვევაში საუბარი ეხება სტატიის თემასთან ყველაზე ახლოს დაკავშირებულ საკითხებს. მაგალითად, თუ არის სტატია ბორის ელცინზე, 'იხილეთ აგრეთვე'-ში შესაძლოა იყოს 'რუსეთის პრეზიდენტების სია'
  • მეორე შემთხვევაში - რესურსები არ ნიშნავს, რომ ძალიან დიდი რაოდენობის ბმულები დაშვებულია. მთავარია იყოს 1-2-დან 8-10 ბმულამდე, რომელზეც განთავსებულია დაკავშირებული ინფორმაცია. --H.McC. განხილვაწვლილი 14:42, 1 მარტი 2013 (UTC)პასუხი

ხელმოწერა. :) ყველაფერს გაიგებთ და თქვენივე ტერმინით გაიაზრებთ. ჭკვიანი და ნიჭიერი ქალბატონი ჩანხართ და ადვილად აითვისებთ ყველაფერს. ბოტებზე მოკლედ რომ აგიხსნათ ასეა: არსებობს თემები რომლებზეც რამდენიმე ენოვან ვიკიში არსებობს სტატია. მაგალითად [ეს, ქართულ], [ინგლისურ] და [აზერბაიჯანულ ენებზე]. თუ დაუკვირდებით სამივე ვიკიში სტატიების მარცხენა მხარეს არსებობს ჩამონათვალი. ზემოთაღნიშნული ენებიდან ინგლისურ და აზერბაიჯანულ ვერსიებში ვხვდებით ქართულ ენასაც. მასზე დაკლიკების შემდეგ გადავდივართ ამა თუ იმ ენოვან ვიკიპედიაში. ახლა როგორ კეთდება ეს ბმულები. სტატიის დაწერის შემდეგ საკმარისია სტატიის ბოლოს თარგში ჩაცსვათ ამ სტატიის სხვა, ნებისმიერ ენოვანი სახელწოდება, რა საკვირველია თუ სტატია ამ ენაზე არსებობს და სისტემა ავტომატურად ჩასვავს სხვა ენოვან ბმულებსაც. მგონი მეტ-ნაკლებად ჩამოვაყალიბე. ბოლოს ჩვენ მივიღებთ სტატიას ქართულ ენაზე, რომელსაც გვერდით ექნება ჩამონათვალი ყველა იმ ენის ბმულით, რომელ ენებზეც ეს სტატია არსებობს. --გოგბერაშვილი(განხილვა) 16:00, 1 მარტი 2013 (UTC)პასუხი

ეს ბოტი მე მგონი, ალბათ, გავარკვიე, მაგრამ აი, ამ წინადადებაში "სტატიის ბოლოს თარგში ჩაცსვათ ამ სტატიის სხვა, ნებისმიერ ენოვანი სახელწოდება", რომელ თარგზეა საუბარი - როგორ მივხვდე? შეგიძლიათ პრაქტიკულად მაჩვენოთ? --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 17:05, 1 მარტი 2013 (UTC)პასუხი

როგორც შიდა ბმულებს ვაკეთებთ ისეთივე ანუ ამ [[ ]] ფრჩხილებში ვწერთ მაგალითად ინგლისურად en:Erekle II . ka:ერეკლე II ასე კი ვწერთ სხვა ენოვან ვიკიში ქართული სტატიის სახელს.თქვენთვის ალბათ რუსული გასაგებია და გეტყვით რომ რუსულის შემთხვევაში ვწერთ ru:სათაურს . ru:გვერდის სახელი, რუსული სტატიისთვის. en:გვერდის სახელი ინგლისური სტატიისთვის, de:გვერდის სახელი, გერმანული სტატიისთვის. ანუ en,ru,de და ასე შემდეგ აღნიშნავს ენას. ენის აღნიშვნის შემდეგ ვწერთ : ორწერტილს და შემდეგ სტატიის სახელს იმ ენაზე. ამას ვსვამთ ზემოაღნიშნულ ფრჩხილებში და სულ ესაა. ნუ სტატიის ბოლოს რომ უნდა ეწეროს ეს უკვე იცით კატეგორიების შემდეგ. საკმარისია ერთ რომელიმე ენაზე ჩაამატოთ და შემდეგ ავტომატურად დაემატება ყველა იმ ენაზე რა ენებზეც არსებობს... თუ რაიმეს ვერ გაიგებთ მომწერეთ. მე ან ნებისმიერ რედაქტორს. შეგიძლიათ ფეისბუქზეც მომწეროთ. --გოგბერაშვილი(განხილვა) 06:21, 3 მარტი 2013 (UTC)პასუხი


კარგით, გასაგებია. ესე იგი სტატიის სახელი უნდა ჩავწერო...ოკ. დიდი მადლობა... --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 18:27, 3 მარტი 2013 (UTC)პასუხი

დიახ ოღონდ წინ ენის მითითება არ დაგავიწყდეთ en: და ასე შემდეგ იგივე ფორმატში. --გოგბერაშვილი(განხილვა) 18:50, 3 მარტი 2013 (UTC)პასუხი

ცოტა სხვანაირად გავაკეთე. თუ შეიძლება აი ამ გვერდზე ნახეთ [[1]] ჯერ ახლა დავიწყე, თუ რამე არ არის სწორად მითხარით რაც ენებს შეეხება იმასთან დაკავშირებით გეუბნებით... როგორც თქვენ მითხარით, ისე არ გამომივიდა და იმიტომ ვცადე სხვანაირად......

--Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 19:08, 3 მარტი 2013 (UTC)პასუხი

რომელ გვერდზე აბა? გვერდის ბმული ჩასვით ხოლმე ისევე როგორც სტატიაში. ან უბრალოდ ბმული. გვერდის სახელი მაინც დაწერეთ. :) --გოგბერაშვილი(განხილვა) 19:22, 3 მარტი 2013 (UTC)პასუხი

ზემოთ ერთიანზე მიაწკაპუნეთ და გადახვალთ.... --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 19:29, 3 მარტი 2013 (UTC)პასუხი

პრინციპსში სწორია, როგორც მივხვდი სხვა ენოვანი ვიკიპედიიდან დააკოპირეთ ხომ? :) სავარაუდოდ რუსულიდან. :) საკმარისია მხოლოდ ერთი ბმულის ჩასმა. და მხოლოდ პირველი ორი ასო იწერება. ენ. დე. რუ. ენის მიხედვით. რა არ გამოვიდა მითხარით აბა მე როგორც გითხარით? --გოგბერაშვილი(განხილვა) 19:41, 3 მარტი 2013 (UTC)პასუხი

კი. კო]ირებით გავაკეთე.. ინგლისური გვერდიდან დავაკოპირე... პირველი ორი ასო? მე კიდევ გავწელე მთელი ინფორმაცია და არ გამომივიდა. მაგალითად დავწერე: en:Humayun ჰოდა არ გამომივიდა, მერე ავდექი და დავაკოპირე და გადმოვახტუნე აქეეეთ... მოკლედ და კონკრეტულად. ახლა ერთი ეს გამაგებინეთ როგორ მივაბა სიტყვა მრავალმნიშვნელოვან სახელებს? აი, მაგალითად: თემური და იგულისხმება რომ არის თემურ ლენგი.... --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 20:39, 3 მარტი 2013 (UTC)პასუხი

[[თემურ ლენგი|თემური]] ამას გულისხმობთ? დაიწერება თემური, დაწკაპუნებისას კი თემურ ლენგზე გადავა --შოთა [UT] 20:42, 3 მარტი 2013 (UTC)პასუხი

კი, ამას ვგულისხმობ. დიდი მადლობა, მაგრამ ზუსტად ასე გავაკეთე და არ გამომივიდა. გაწითლდა გალურჯების ნაცვლად... --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 04:09, 4 მარტი 2013 (UTC)პასუხი

ახლა გამომივიდა. დიდი მადლობა... ყველაფერს მივხვდი --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 04:32, 4 მარტი 2013 (UTC)პასუხი

აგრეთვე შეგიძლიათ რედაქტირების პანელზე ხელმოწერის ღილაკის მარჯვნივ განთავსებულ ღილაკს დააჭიროთ. შემდეგ ზემოთ პირველ გრაფაში გვერდის სახელი ჩაწეროთ სასურველი გვერდის სახელი. ეს ალბათ უფრო მოსახერხებელიცაა რადგან წერის პროცესში გიწერთ აკრეფილი ტექსტის შესაბამისად არსებულ გვერდებს, თქვენივე მაგალითზე: თუ აკრეფთ თემურ ჩამონათვალში დაინახავთ თემურლენგსაც. ან თემურ-ლენგს. ორივე შემთხვევაში გადავა სტატიაზე თემურ ლენგის შესახებ. ხოლო ქვევით გრაფაში ნაჩვენები ტექსტი ჩაწერთ სასურველ ტექსტს. ამ შემთხვევაში თემურს. დადასტურების შემდეგ კი [[თემურლენგი|თემური]] ასეთი სახით ჩასვავს სტატიაში. გვერდის შენახვის შერმდეგ სტატიაში ეწერება თემური. და მასზე დაკლიკების შემთხვევაში გადავა სტატიაძე თემურ ლენგის შესახებ. სულ ესაა. ვფიქრობ ვიცი რატომაც არ გამოგივიდათ პირველ ჯერზე სწორად. ალბათ თქვენ ჩაწერეთ თემურ ლენგი. ან რამე სხვა სახით. ჩემი მოწოდებული მეთოდი მაგითაა კარგი, რომ ხვდებით რომელი სათაურითაა სწორი. სცადეთ ერთხელ და ნახავთ პრაქტიკულად. --გოგბერაშვილი(განხილვა) 06:06, 4 მარტი 2013 (UTC)პასუხი

რესურსები ინტერნეტში

ქალბატონო ფიქრია სექციაში რესურსები ინტერნეტში ყველა რესურსის წინ დასვით ფიფქი * და ხაზებსაც ნუ გამოტვებთ რესურსებს შორის. --ჯაბა ლაბაძე 16:37, 1 მარტი 2013 (UTC)პასუხი

ხაზებს იმიტომ ვტოვებ, რომ ერთ ხაზზე ლაგდება მოთხრობის წინადადებებივით გადაბმული ლინკები. რაც შეეხება ფიფქს, გავითვალისწინებ...წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Fiqriasidamonize (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობა ვიღიმი ხელმოწერა ნუ გავიწყდებათ, რაც შეეხება ერთ ხაზზე დალაგებას, როდესაც ფიფქს დასვამთ, ნორმალურად დალაგდება --შოთა [UT] 17:05, 1 მარტი 2013 (UTC)პასუხი

რა ვქნა შოთა, სკლეროზი მაქვს და ნუ მომკლავ მაგის გულისთვის... --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 17:06, 1 მარტი 2013 (UTC)პასუხი

ქალბატონო ფიქრია არ გკლავთ, პირიქით თქვენგან ჭეშმარიტი ვიკიპედიელის დაყენებას ვცდილობთ და გამოგვდის კიდეც ვიღიმი. რაც შეეხება ფიფქებს. მაგას რომ ჩაამატებთ ხაზის გამოტოვება აღარ დაგჭირდებათ. --ჯაბა ლაბაძე 17:10, 1 მარტი 2013 (UTC)პასუხი

კიდევ ერთხელ მოგესალმებით. იქნებ თავი შეიკაოთ სტატიაში სხვა ენობრივი ბმულების ჩასმისგან? განსაკუთრებით იგივე სტატიის სხვა ენოვანი ვერსიის ბმულებისაგან. --გოგბერაშვილი(განხილვა) 00:45, 2 მარტი 2013 (UTC)პასუხი


კარგით, ვნახავ პაქტირკულად, კონკრეტულად რა იგულისხმეთ და თუ გავიგე, შევეცდები აღარ გავიმეორო... მადლობა. --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 18:27, 3 მარტი 2013 (UTC)პასუხი


მადლობა

მეგობრებო, მხოლოდ ახლა მივხვდი როგორ მესწავლა სხვადასხვა წესები. ახლა დავინახე ზემოთ, რამდენი გიწვალიათ, რომ რამე გესწავლებინათ ჩემთვის. აქამდე ვერ გავიგე რა ხდებოდა ამ გვერდზე და ვის ეკუტთვნოდა ყველა ეს რჩევა. ბევრჯერ შემოვსულვარ აქ და გავსულვარ უაზროდ, ვერ გამიგია ვერაფერი. მხოლოდ დღეს გულდასმით წავიკითხე ყველაფერი თავიდან და ბოდიშს გიხდით, რომ ამდენი გიწვალიათ რჩევების მოსაცემად და პასუხებიც არ გაღირსეთ. არ ვიცოდი რა იყო ეს გვერდი, რისთვის იყო განკუთვნილი და რა მექნა? ამიტომ ყველას ერთად გიხდით ბოდიშს უყურადღებობისთვის და დაგვიანებულ დიდ მადლობას..... გისურვებთ წარმატებებს. --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 04:32, 4 მარტი 2013 (UTC)პასუხი

გაიხარეთ ქალბატონო ფიქრია, ჩვენს "წვალებას" უქმად არ ჩაუვლია და თქვენგან ახლა უფრო მეტ აქტიურობას ველით. --ჯაბა ლაბაძე 04:39, 4 მარტი 2013 (UTC)პასუხი

მადლობას მეც მივიღებ. :) ეს ისე ხუმრობით. არა ერთხელ მაქვს აღნიშნული რომ არც მე ვიცი ბევრი რამ. თუმცა ჩემს ცოდნას დიდი სიამოვნებით გადავცემ სხვას. მადლობა თქვენ ქალბატონო ფიქრია. ჯერ ერთი იმისთვის რასაც ვიკიში აკეთებთ. სწავლის პროცესში ხართ და რა თქმა უნდა შეცდომებიც გექნებათ. თუმცა გაიხსენეთ უკვე რამდენი რამ ისწავლეთ. :) მიუხედავად ამისა, საკმაოდ საინტერესო თემებზე წერთ და დასაფასებელია. გადახედეთ თუნდაც ჩემს განხილვის გვერდს. :) მეც ასე მასწავლიან დღემდე რაღაცეებს. :) და კიდევ მადლობას გიხდით იმისთვის რომ ღირსეული ადამიანი ხართ და მართლაც საამაყო პროფესია აირჩიეთ. მომავალ თაობას აძლევთ განათლებას და თანაც ცდილობთ მხოლოდ გაკვეთილებით არ შემოიფარგლოთ და ვიკიპედიაშიც ტოვებთ თქვენს კვალს. ეს კი მართლაც დასაფასებელია, იცით რომ ახალი თაობა აქ ეძებს ინფორმაციას და ცდილობთ ამ ფორმითაც მიაწოდოთ. :) ბოლოს თემიდან გადავუხვევ და გკითხავთ: თქვენ როგორც მოქმედი პედაგოგი ხომ არ გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სკოლაში დავალებად აძლევდნენ ვიკიპედიაში სტატიის დაწერას? :) --გოგბერაშვილი(განხილვა) 05:42, 4 მარტი 2013 (UTC)პასუხი


დიდი მადლობა, მეგობრებო. პირისპირ რომ ვიდგეთ ახლა, კარგად გავწითლდებოდი კომპლიმენტების გამო. ქება ძალიან უხერხულობაში მაყენებს, თუმცა ვაღიარებ, რომ ძალიან მესიამოვნა.... კიდევ კარგი არ გიყურებთ. რაც შეეხება ვიკის სტატიებს, ჯერ ერთი, მაინტერესებს ეს რატომ შემეკითხეთ, მეორე, რუსთავის მაგალითზე გეტყვით, სულ ორიოდე ათეული მასწავლებელი იქნება მთელ რუსთავში, რომელიც ინტერნეტით გამდიდრებულ მასალას იყენებს საგაკვეთილო პროცესში, ისიც არასრულყოფილად. ეს რაოდენობაც ძალიან ბევრია. მასწავლებელთა 85%-მა, შესაძლოა მეტმაც, არ იცის მისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორ მოძებნოს და გამოიყენოს. მით უმეტეს, ვერ აუხსნის მოსწავლეს, როგორ უნდა შექმნას მან სტატია. როცა მოსწავლეს დავალებას ვაძლევთ, ელემენტარული ნიუანსებიც კი დეტალურად და თვალნათლივ უნდა ავუხსნათ, რომ გაიგოს და გააკეთოს... აქედან გამომდინარე თქვენ გააკეთეთ დასკვნა. ძალიან ეჭვი მეპარება, რომ რომელიმე მასწავლებელი სტატიის შექმნას ავალებდეს მოსწავლეს. --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 12:45, 4 მარტი 2013 (UTC)პასუხი

დეტალური ახსნა შორს წაგვიყვანს. :) მოკლედ რომ ვთქვათ ბავშვები ძალიან აქტიურობენ და უმრავლეს შემთხვევაში მათი ქცევა ვანდალიზმად ფასდება. თანაც ეს ხდება სწორედ ისეთ დროს როდესაც წესით ბავშვი ან უნდა მეცადინეობდეს. :) ან სკოლაში უნდა იყოს და არსებობს ეჭვი რომ სკოლიდან შემოდიან და ამიტომ გაჩნდა გონივრული ეჭვი მასწავლებლების შესახებ. შესაძლებელია კლასგარეშეს ვარიანტში აძლევენ დავალებად. :) --გოგბერაშვილი(განხილვა) 18:58, 4 მარტი 2013 (UTC)პასუხი

არა მგონია. იქიდან გამომდინარე რაც მე ვიცნობ მასწავლებელთა ნამდვილად 80%-ის შესაძლებლობებს ინტერნეტთან დაკავშირებით ძალიან ეჭვი მიჩნდება. ნორმალური მასწავლებელი დავალებად არ მისცემს მოსწავლეს იმას, რაც თვითონ არ იცის. ელემენტარულად, მოსწავლეს გაჭირვების შემთხვევაში უნდა დაეხმაროს და თუ თვითონ არ იცის რას იზამს? ამით ხომ ავტორიტეტს იფუჭებს? შესაძლოა ბავშვები აქტიურობენ დამოუკიდებლად თავისი სურვილით, უბრალოდ არ ესმით, რა და როგორ გააკეთონ (ჩემსავით, მაგალითად)..... --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 19:13, 4 მარტი 2013 (UTC)პასუხი

აქ საუბარია სამართლიან ეჭვზე. ვინაიდან სკოლიდან შემოდის მათი უმეტესობა და მათ წერის სტილი მიანიშნებს იმაზე, რომ აშკარად ვიღაც მასობრივად ავალდებულებს. შეუძლებელია დღეში 100 კაცი შემოდიოდეს ასე უბრალოდ. მათი წერის სტილი კი აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ სკოლაში არიან მაგ დროს. გარდა ამისა, ხოლმე ერთმანეთს გზავნილებს უგზავნიან (სალანძღავი სიტყვებით). აშკარაა, რომ ქმნიან ასეთ გვერდებს, შემდეგ კი უგზავნიან მეგობარს, აბა ნახეო, რომ გააოცონ იმით, რომ ასეთი რაღაც წერია მათზე ინტერნეტში. --H.McC. განხილვაწვლილი 19:34, 4 მარტი 2013 (UTC)პასუხი

ვერ გეტყვით რა ხდება თბილისის სკოლებში, მაგრამ რუსთავში ნამდვილად გეტყვით, რომ ასეთი არაფერი ხდება.... და საერთოდ, არ შეიძლება რომ დაიბლოკოს ასეთი მომხმარებელი?.. --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 20:11, 4 მარტი 2013 (UTC)პასუხი

იბლოკებიან, მაგრამ რა? ასობით და ათასობით არის უკვე ეგეთი შემოსული. მთელი ქვეყნიდან. --H.McC. განხილვაწვლილი 20:14, 4 მარტი 2013 (UTC)პასუხი

პანიპატის მესამე ბრძოლა

გამარჯობათ პანიპატის მესამე ბრძოლა უნდა გადატანოთ პანიპატის ბრძოლა (1761)-ზე. --ჯაბა ლაბაძე 04:25, 5 მარტი 2013 (UTC)პასუხი

კი მეც მინდოდა ეგ, მაგრამ აღარ მახსოვს როგორ გავაკეთო... --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 04:40, 5 მარტი 2013 (UTC)პასუხი


ვინმემ ამიხსნას, რას ნიშნავს ზედა კატეგორია? ზედა კატეგორია მიუთითეო ასე მეუბნება გვერდი რაღაცას...

არა და მე აგიხსენით უკვე აქ--H.McC. განხილვაწვლილი 19:11, 5 მარტი 2013 (UTC)პასუხი


გადამისამართება

გამარჯობათ ხალხოო, როგორ ხართ? ვინმემ ამიხსნას როგორ გადავამისამართო ეს " სამრატ ჰემ ჩანდრა ვიკრამადიტია" ამ გვერდზე http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%A3 ? რაღაც სემეშალა და აღარ მაკეთებინებს, მეუბნება, რომ გვერდი ამ სახელით უკვე არსებობს. რა ვქნა?.....

თქვენი ცვლილებები უკან დავაბრუნე. არასწორად გაგიკეთებიათ. მოკლედ, იმისათვის, რომ არარსებული გვერდი 'სამრატ ჰემ ჩანდრა ვიკრამადიტია' გადაამისამართოთ არსებულზე 'ჰემუ':

#გადამისამართება [[ჰემუ]]

დიდი მადლობა. ეგ გავაკეთე, მაგარამ ახლა ორი სამრატ ჰემ ჩანდრა არსებობს და როგორ წავშალო? შეიძლება ასე?

აი ეს - http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2_%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%9B_%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%90_%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90 და

ეს - http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2_%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%9B_%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%90_%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90....


გასაგებია. დიდი მადლობა..


ჩაიწერა, რომ წასაშლელია პირველი (შეცდომა რომ აქვს) და წაშლის ადმინისტრაცია. --H.McC. განხილვაწვლილი 06:10, 8 მარტი 2013 (UTC)პასუხი


გეხვეწებით, აი, აქ მოცემულია ორი სამრატი. ერთს გავყავარ ჰემუზე და მეორეს წაშლილ თუ წასაშლელ გვერდზე. რა უნდა ვქნა, რომ გასწორდეს?...

პირველ რიგში 8 მარტს გილოცავთ. ხელმოწერა ნუ გავიწყდებათ. რა პრობლემაა ვერ ვხვდები და იქნებ დააზუსტოთ? --გოგბერაშვილი(განხილვა) 08:06, 8 მარტი 2013 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ვიღაცას უკვე გაუსწორებია ჩემი პრობლემა, ამიტომ საჭირო აღარ არის მისი დაზუსტება. დიდი მადლობა...--Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 21:03, 8 მარტი 2013 (UTC)პასუხი

მანმოჰან სინგჰ

არასწორად შეგიქმნიათ. უკვე არის სტატია მანმოჰან სინგჰი. სჯობს, ის განავრცოთ. --H.McC. განხილვაწვლილი 10:44, 9 მარტი 2013 (UTC)პასუხი

კი. ახლა ვნახე და ვცდილობ რაღაცა გავაკეთო --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 12:44, 9 მარტი 2013 (UTC)პასუხი

რა უნდა გააკეთოთ? თუ რამე დაწერეთ შეცდომით დაწერილ სტატიაში, გადაიტანეთ სწორში და შეცდომით შექმნილს გადავამისამართებთ ან წაშლიან. --H.McC. განხილვაწვლილი 12:47, 9 მარტი 2013 (UTC)პასუხი

შეცდომით არ დამიწერია, ვთარგმნი რუსულიდან და ვთარგმნი ისე, როგორც იქ არის. ახლა ეს მითხარით, როგორ გავაუქმო ჩემი ახლადშექმნილი სტატია?... ალბათ აქ ქვემოთ რომ რარაც თარგის წასაშლელი ჰქვია, ის უნდა ჩავსვა, როგორც ვფიქრობ. არა?..--Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 12:50, 9 მარტი 2013 (UTC)პასუხი

მივხედავთ. :) შეცდომაში ის ვიგულისხმე, რომ სინგჰ-ი გამოგრჩათ. რუსულში რომ Сингх წერია, ქართულში ხომ ი ემატება ლოგიკურად გვარს. --H.McC. განხილვაწვლილი 12:51, 9 მარტი 2013 (UTC)პასუხი

ააა, ეგ მეც კი მივხვდი და ვფიქრობდი რაღაცა მექნა... --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 13:00, 9 მარტი 2013 (UTC) დიდი მადლობა..პასუხი

მოგოლები

გამარჯობათ. გთხოვთ ამ სტატიას წყარო მიუთითოთ. – ოთოჯი განხილვა 11:42, 9 მარტი 2013 (UTC)პასუხი

ოთოჯი როგორ ხარ? მე მგონი გავასწორე... --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 13:01, 9 მარტი 2013 (UTC)პასუხი

მადლობა კარგად :)) თქვენც ხომ კარგად ? ახლა ყველაფერი რიგზეა. ფიქრია, ეცადეთ ხოლმე რომ სტატია არ დატოვოთ ლიტერატურისა და რესურსების გარეშე. სხვა მხრივ მიხარია თქვენი გააქტიურება, ასე გააგრძელეთ :)) წარმატებებს გისურვებთ. – ოთოჯი განხილვა 14:01, 9 მარტი 2013 (UTC)პასუხი


აი აქ, ვისაც შეუძლია მიუთითოს რამე, მე ვერაფერი ვიპოვე მისათითებელი და რა ვქნა?

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%9D

--Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 18:00, 9 მარტი 2013 (UTC)პასუხი

სანდო მომხმარებელი

ქალბატონო ფიქრია, თქვენი შესანიშნავი წვლილისთვის სანდო მომხმარებლის სტატუსი ჩაგირთეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან თქვენს წვლილს ადმინისტრაციის მხრიდან დადასტურება აღარ დასჭირდება, ავტომატურად იქნება დამოწმებული. მართალია, ეს კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას გაკისრებთ, მაგრამ გილოცავთ! ასე განაგრძეთ ვიღიმიმიხეილ მიწერა 07:02, 10 მარტი 2013 (UTC)პასუხი

ვაიმეე, დიდი მადლობა. ძალიან გამეხარდა.... წარმატებები თქვენ ასევე.. --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 07:12, 10 მარტი 2013 (UTC)პასუხი

„ ბუნების ისტორია”

„ ბუნების ისტორია” < ასეთ რაღაცეებს რატომ ქმნით? თვლით, რომ ვიღაცას შეეშლება და ამ სიტყვას აკრიფავს ნამდვილი სათაურის მიხედვით? არანაირად. ბრჭყალების წერას ძიებისას არავინ დაიწყებს. ასეთი გადამისამართებები არ კეთდება. არც 'მოგოლ' არის სწორი. წაიკითხეთ ვიკიპედია:გადამისამართება --H.McC. განხილვაწვლილი 13:52, 10 მარტი 2013 (UTC)პასუხი

გარდა ამისა - სუბკონტინენტის გადამისამართებაც არასწორია. სხვა ქვეყნების არ აქვთ სუბკონტინენტები, მხოლოდ ინდოეთია? ამიტომ არ არის სწორი. --H.McC. განხილვაწვლილი 13:55, 10 მარტი 2013 (UTC)პასუხი

კარგი შევეცდები გავითვალისწინო ჰენრი. არ გამიბრაზდე. --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 16:21, 10 მარტი 2013 (UTC)პასუხი

არა, რა გაბრაზება :) უბრალოდ გაითვალისწინეთ. :) --H.McC. განხილვაწვლილი 16:23, 10 მარტი 2013 (UTC)პასუხი

სასწავლო რესურსი

აი სად გამოვიყენე თქვენი ვიკიპედია. იმედია არაფერი დამიშავებია ამით. შეგიძლიათ ტქვენი კომენტარები და შენიშვნები დამიტოვოთ პირდაპირ ბლოგზე...

http://fiqriasi.blogspot.com/

ხოლო რაც შეეხება მარტჰებს, ვფიქრობ მარათჰები უნდა იყოს ქართულად სწორი. ინგლისური ტ იკითხება როგორც თ, ხოლო რუსულში თ არ არსებობს, მე უბრალოდ რუსულიდან ვთარგმნე. ამიტომ მოხდა ასე.... --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 20:14, 10 მარტი 2013 (UTC)პასუხი

გამარჯობა. ვიკიპედიის მასალა ვრცელდება თავისუფალი ლიცენზიით, რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი და დანაშაული არ არის. პირიქით კი, სხვა საიტებიდან ავტორის ნებართვის გარეშე ვიკიპედიაში კოპირება, აკრძაულია. :)— G.G. 06:09, 11 მარტი 2013 (UTC)პასუხი


გვალიორი

გამარჯობათ ხალხო. იმედია ყველა კარგად ხართ. უშველეთ ვინმემ ამ სტატიას ვერაფრით ვერ გავაუქმე ხაზი. [2] — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Fiqriasidamonize (განხილვაწვლილი) .

გაკეთდა ქალბატონო ფიქრია ხელი მოაწერეთ ხოლმე განხილვებში. ვიღიმი --ჯაბა ლაბაძე 04:57, 16 მარტი 2013 (UTC)პასუხი

სტრიქონები

ქ-ნო ფიქრია, გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება - სტატიაში სექციებს შორის დაშორება უნდა იყოს 1 სტრიქონი და არა 5 და 10, როგორც თქვენ ამჟამად მოგდით. ეს ალბათ რედაქტირების პანელის ბრალიც არის, მაგრამ გთხოვთ, სტატიის საბოლოო შენახვამდე მიაქციოთ ამას ყურადღება. სექციებს შორის. აბზაცებს შორის - ასევე 1 სტრიქონი სიცარიელე. --H.McC. განხილვაწვლილი 18:30, 18 მარტი 2013 (UTC)პასუხი

ოკ... --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 18:55, 18 მარტი 2013 (UTC)პასუხი

გადამისამართება

გამარჯობა. აქ ჰენრიმ ადრე დაგიწერათ, რომ სუბკონტინენტიდან ინდოეთის სუბკონტინენტზე გადამისამართება არასწორია, ვინაიდან სხვა კონტინენტებსაც აქვთ სუბკონტინენტი, ასე რომ, ამგვარი გადამისამართება დაუშვებელია ვიღიმი --შოთა [UT] 18:26, 19 მარტი 2013 (UTC)პასუხი

კარგით. მე კი ვიცოდი რომ მხოლოდ ინდოეთი იყო სუბკონტინენტი....--Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 18:33, 19 მარტი 2013 (UTC)პასუხი

ამ წუთას დავამატე სტატია სუბკონტინენტი. როგორც ჩანს, დღესდღეობით ძირითადად ინდოეთს უწოდებენ სუბკონტინენტს, მაგრამ განმარტება ამ ტერმინისთვის, ალბათ, მაინც საჭირო იყო ვიღიმი --შოთა [UT] 18:39, 19 მარტი 2013 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა, წავიკითხე. ნამდვილად საჭიროა... --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 03:16, 20 მარტი 2013 (UTC)პასუხი

გამარჯობა, ფიქრია. გადამისამართებასთან დაკავშირებით დავამატებ, რომ გადამისამართება არარსებულ გვერდზე სწრაფი წაშლის ერთ-ერთი კრიტერიუმია, ასე რომ ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება, მსგავს გადამისამართებებს ნუღარ შექმნით: მოგოლი იმპერატორები -> დიდ მოგოლთა იმპერატორები, სანამ ამ უკანასკნელს (დიდ მოგოლთა იმპერატორები) არ შექმნით. წარმატებები.— G.G. 07:05, 20 მარტი 2013 (UTC)პასუხი

გამარჯობათ. ბოდიშით. ეგ შეცდომით გამომივიდა. სხვა რამე მინდოდა და უბრალოდ ვერ წავშალე, რაგან ყველაფერი კარგად არ ვიცი.... --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 12:32, 20 მარტი 2013 (UTC)პასუხი

ენის ლინკები

გამარჯობათ. ვინმემ ამიხსნას მარტივად ენის ლინკები როგორ ჩავსვა?... --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 20:41, 20 მარტი 2013 (UTC)პასუხი

სალამი. უცხოურ სტატიაში, გვერდით, სადაც ამ სტატიის სხვაენოვანი ვერსიებია ჩამოწერილი, დაბლა ეწერება Edit Links (ან Править ссылки თუ რუსულენოვან ვიკიშია სტატია), დააჭირეთ და გადაგიყვანთ გვერდზე, სადაც ჩამოწერილი იქნება ამ სტატიის სხვაენოვანი ბმულები. დაბლა, სულ ბოლოს, ეწერება [დამატება] (ან [add] ან [добавить]; აი ასე). დააჭირეთ დამატებას და შეიქმნება ახალი ველი. ამ ველის პირველ უჯრაში უნდა ჩაწეროთ ქართული (ka) (საკმარისია დააჭირეთ -ს და ავტომატურად ამოგიგდებთ), მეორე უჯრაში კი — შესაბამისი სტატიის სათაური ქართულ ვიკიპედიაში (მაგალითად, ასე). ბოლოს დააჭირეთ შენახვას და მალევე ქართულენოვან სტატიაში ენის ლინკები თავისით ჩაისმევა. იმედია, გასაგებად ავხსენი ვიღიმი --შოთა [UT] 09:59, 21 მარტი 2013 (UTC)პასუხი

აააა, დიდი მადლობა. მგონი გავიგე. ახლა მოვსინჯავ. გაიხარე!... --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 12:38, 21 მარტი 2013 (UTC)პასუხი

არაფრის ვიღიმი --შოთა [UT] 12:44, 21 მარტი 2013 (UTC)პასუხი

განდჰარა

გამარჯობათ, ხალხო, როგორ ხართ? იმედია ყველაფერი ჩინებულად მიდის.

თუ შეიძლება არ წასალოთ განდჰარა ძლივს შევქმენი. მე მგონი სპამზე დამეწკაპუნა და გაითვალისწინეთ თუ რამე მსგავსი შეგხვდათ..... --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 11:03, 23 მარტი 2013 (UTC)პასუხი

ლოკ საბჰა

გამარჯობათ. სამწუხაროდ ენის ლინკები არ ჩამასმევინა კომპმა. მეუბნება, რომ გვერდის ინფორმაცია არ ითვალისწინებს გარე კლიენტს.. რა ვქნა? --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 03:29, 25 მარტი 2013 (UTC)პასუხი

ჩასმულია --ჯაბა ლაბაძე 03:33, 25 მარტი 2013 (UTC)პასუხი

ქალბატონო ფიქრია. ერთი პატარა მითითება: ნუ წერთ ჩამონათვალს დაშორებებით, ასე მაგალითად

სპიკერი

ვიცე-სპიკერი

დაწერეთ ასე (წინ ფიფქით):

  • სპიკერი
  • ვიცე-სპიკერი.

წარმატებები. --ჯაბა ლაბაძე 03:35, 25 მარტი 2013 (UTC)პასუხი

კარგით.. --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 03:37, 25 მარტი 2013 (UTC)პასუხი

პატალიპუტრა - პანტა

რატომ გადამისამართდება პატალიპუტრა პანტაზე და არა პატნაზე? ძალიან გთხოვთ გაასწოროთ ეს შეცდომა --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 04:03, 25 მარტი 2013 (UTC)პასუხი

გაკეთდა --შოთა [UT] 13:04, 25 მარტი 2013 (UTC)პასუხი
Fiqriasidamonize/არქივი 1-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.