სამრატ ჰემ ჩანდრა ვიკრამადიტია (ცნობილია აგრეთვე, როგორც ჰემუ ვიკრამადიტია, რაჯა ვიკრამადიტია ან უბრალოდ ჰემუ) (15051556 წელი, 5 ნოემბერი) — ინდოელთა იმპერატორი XVI ს., როდესაც მოგოლები და ავღანელები ერთმანეთს ეცილებოდნენ ხელისუფლებას ჩრდილოეთ ინდოეთში.

ბიოგრაფია რედაქტირება

 
უკანასკნელი ინდოელი იმპერატორის სამრატ ჰემ ჩანდრა ვიკრამადიტიას ძეგლი პანიპატში, სადაც მან დაკარგა სიცოცხლე პანიპატის მეორე ბრძოლაში.

ჰემუ დაიბადა 1501 წელს პატარა სოფელ ალუარში, თანამედროვე რაჯასტანის რეგიონში. მისი მამა იყო ბრაჰმანი და ხშირად ასრულებდა რელიგიურ ცერემონიებს, თუმცა იმის გამო, რომ მოგოლები დევნიდნენ ინდუსთა რელიგიას, იძულებული გახდა მიეტოვებინა სოფელი. გადასახლდა სოფლის მახლობლად რევარში დღევანდელი ჰარიანა და დაიწყო საკვები მარილით ვაჭრობა.

მამა დიდად ზრუნავდა ჰემუს განათლებაზე. ჰემუმ შეისწავლა სანსკრიტი და ჰინდუ, სპარსული და არაბული ენები, აგრეთვე, დაეუფლა არითმეტიკას. ბავშვობიდან უყვარდა ჭიდაობა და ვარჯიშობდა სხვადასხვა ილეთების დასწავლაში, გატაცებული იყო ცხენების გაწვრთნით და ცხენოსნნობით. ხშირად სეირნობდა მეგობრებთან ერთად მეზობელ სოფლებში ცხენზე ამხედრებული. ის აღიზარდა რელიგიურ გარემოში და კარგად იცნობდა ინდუსთა წმინდა ადგილებს. თავისი განათლებით და გონებამახვილური ჭკუის წყალობით მიაღწია პრემიერ-მინისტრის და მთავარსარდლის თანამდებობებს. წლების მანძილზე იყო რამდენიმე სხვადასხვა შაჰის (კერძოდ, შერ შაჰ სურის, ისლამ შაჰის, ადილ შაჰ სურის) მრჩეველი სავაჭრო და დიპლომატიურ საკითხებში. ადილ შაჰ სური განსაკუთრებით სუსტი მმართველი აღმოჩნდა. მას ერთდროულად აუჯანყდა რამდენიმე დიდებული და უარი განუცხადა გადასახადების გადახდაზე. მისი სისუსტის გამო ქვეყნის დე - ფაქტო მმართველი და ხალხის პატრონი ჰემუ გახდა. ჰემუმ გადაწყვიტა, რომ ხელში აიღო რეალური ძალაუფლება, რადგან იმპერატორი ქვეყანას ვერ მართავდა. ამის შემდეგ მიიღო მან ტიტული ვიკრამადიტია. ამ ტიტულით ძველად ინდოელ მეფეებს მოიხსენიებდნენ.

ჰემუ იყო პირველი ინდოელი იმპერატორი ჩრდილოეთ ინდოეთში 350 წლის შემდეგ. მან გადააყენა კორუმპირებული მოხელეები, გაატარა რეფორმები, ფართო გზა გაუხსნა ვაჭრობის განვითარებას ქვეყანაში, გააფართოვა სამეფოს საზღვრები. მიღწეული წარმატებების წყალობით ის ხალხში ძალიან პოპულარული გახდა. მწერალმა კ.კ. ბჰვარდვაიმ ჰემუს უწოდა შუა საუკუნეების ინდოელი ნაპოლეონი...

პანიპატის 1556 წ. ბრძოლის შემდეგ იგი შეიპყრეს ავღანელებმა და თავი მოჰკვეთეს. მისი მოკვეთილი თავი გააგზავნეს ქაბულში იმის ნიშნად, რომ ჰემუ მკვდარია, ხოლო ტანი გადმოჰკიდეს დელის ერთ-ერთ ციხეზე ინდუსთა შესაშინებლად. მისი სიკვდილის შემდეგ დაიწყო ინდუსთა მიმართ საშინელი ტერორი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე გაგრძელდა...

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Tripathi, R. P. "Rise and Fall of Mughal Empire", Allahabad (1960), p,.158
  • Bhardwaj, K. K. "Hemu-Napoleon of Medieval India", Mittal Publications, New Delhi, pp.59–60
  • Smith, Vincent A. "Akbar: The Great Mogul", Oxford, (1926), pp.36–37]
  • a b Bhardwaj, K. K. "Hemu-Napoleon of Medieval India", Mittal Publications, New Delhi, p.25
  • Sarkar, J. N. "Military History of India", p.67
  • a b Kar, L. Colonel H. C. "Military History of India", Calcutta (1980), p.283
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჰემუ&oldid=4077879“-დან