CHARGERLEVANI
გამარჯობა, CHARGERLEVANI. მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.(?) |
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გაეცანი სტატიების რედაქტირების დახმარების გვერდს, სადაც ახსნილია სტატიების რედაქტირების პრინციპები.
|
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
გახსოვდეს - ვიკიპედია არის ენციკლოპედია, შესაბამისად ნებისმიერი სტატია უნდა იყოს აკადემიური, ნეიტრალური (?) და ეფუძნებოდეს აკადემიურ და გადამოწმებად წყაროებს.(?) ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სურთ შექმნან ახალი სტატიები - ამ შემთხვევაში სწორედ ავტორი არის ვალდებული, დაამტკიცოს ახალი სტატიის მნიშვნელობა ენციკლოპედიისთვის.
გაგვაგებინე
თუ გეგმავ, რომ სტატია აქტიურად დაარედაქტირო და ამისთვის დრო გჭირდება, სტატიის დასაწყისში ჩასვი
{{subst:მუშავდება}} , რათა აცნობო სხვა რედაქტორებს ამის შესახებ. ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ხშირად შეინახე
რაც შეიძლება ხშირად შეინახე რედაქტირებები - ამისთვის, რედაქტირების პანელის ქვედა ნაწილში ღილაკ „ცვლილებების შენახვა“ დააჭირე.(იხ. სურათი ქვემოთ) |
ხელი მოაწერე
ვიკიპედიაში გვერდების რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს: სტატიების გარდა, არსებობს ასევე განხილვის გვერდები. განხილვის გვერდი ყველა სტატიას აქვს; ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი კონსტრუქციული მოსაზრების დატოვება. განხილვის გვერდზე აუცილებელია ხელმოწერის დატოვება. ამისთვის ტექსტის ბოლოს ჩაწერე ოთხი ტილდა (
~~~~ ) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დააჭირე (იხ. სურათი მარჯვნივ). გაგვეცანი
კარგი იქნება, თუ სხვა რედაქტორებს გაუმარტივებ კომუნიკაციას. თითოეულ მომხარებელს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, რომელზეც შეგიძლია დაამატო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობ და ინტერესთა სფეროები.
გვთხოვე დახმარება
თუ დახმარების გვერდებს გაეცანი და მაინც გჭირდება დახმარება, საკუთარ განხილვის გვერდზე ჩასვი {{დამეხმარეთ}}, მოგვწერე კითხვა, და ჩვენი აქტიური რედაქტორი აუცილებლად გიპასუხებთ.
|
პატივი ეცი სხვის შრომას
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
|
Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
-გიორგი ,
იყავი კორექტული, თორემ დაიბლოკები. --Jaba1977 15:24, 31 მარტი 2009 (UTC)
სალამი. ბაკეტჰედის სტატიაში ინსტრუმენტებამდე დაწერე ვრცელი ბიოგრაფია და ნაწერები ჩაიწევა ქვევით და აღარ იქნება სიცარიელე სათაურს 'ინსტრუმენტები' და ინსტრუმენტების სიის შორის. --გიგი 14:40, 30 მაისი 2009 (UTC)
ალბომის ყდას ჩაუსვი შესაბამისი ლიცენზია. --ნიკა (გ) 16:11, 28 იანვარი 2010 (UTC)
გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Black Sabbath - Paranoid.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.
ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.
გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ.
გიორგი, 17:26, 28 იანვარი 2010 (UTC)
სურათებზე
რედაქტირებაგამარჯობა. თუ შეიძლება გაითვალისწინე, რომ ფაილის ატვირთვისას უნდა დაწერო მასზე ინფორმაცია სპეციალურ თარგში, რომელიც უკვე გამზადებულია, როდესაც ტვირთავ სურათს.
{{ინფორმაცია | აღწერა = რა არის ეს ფაილი - ანუ რისი სურათია | წყარო = საიდან აიღე (ბმული ჩააგდე სურათის) | თარიღი = როდის ატვირთე (ანუ სიტყვაზე, დღევანდელი თარიღი) | ავტორი = აქ შეგიძლია ჩაწერო, რომ უცნობია. იმიტომ რომ სურათს ავტორი ძირითადად უცნობია, | უფლება = აქ იწერება ასეთი თარგი {{ალბომის გარეკანი}} თუკი, რა თქმა უნდა, ალბომის ყდას ტვირთავ. ამიტომ გადახედე ამ პრინციპს და თუ შეიძლება, ემილი ოტემნის ალბომიც ასე ჩაასწორე. შეგიძლია შეხვიდე სურათის რედაქტირებაში და იქვე შეავსო. }}
ამ წესების შესრულების გარეშე ატვირთული სურათი წაიშლება. — ციკლოვშიკი განხილვაწვლილი 13:38, 19 აპრილი 2010 (UTC)
სტატია უნდა შედგებოდეს მინიმუმ სამი წინადადებისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ის წაიშლება— დათო_დათო 10:28, 16 მაისი 2010 (UTC)
გამარჯობა. ამ სტატიაში სამი წინადადება სადაა? — ჯაბა ლაბაძე (გ) 19:48, 28 მაისი 2010 (UTC)
სურათის ლიცენზია
რედაქტირებაგამარჯობა. სამწუხაროა, რომ არ იყენებ მითითებას, რომელიც გასულ წელს დაგიწერე აქ, განხილვაში (იხიულე ზევით). ეხება სურათების ლიცენზიას. არ შეიძლება, რომ სურათს არ ჰქონდეს სალიცენზიო ინფორმაცია. მაგალითი არის აქ. სურათი შესაბამისი სალიცენზიო ინფორმაციის გარეშე წაიშლება ადმინისტრაციის მიერ. ეს ეტაპი ყველამ გავიარეთ, მეც მქონდა თავდაპირველად სურათების ლიცენზიებზე პრობლემა, მაგრამ ყველაფერი გავიგე, ასე თუ ისე.
თარგში უნდა ეწეროს, რომელი საიტიდან აიღე სურათი (ბმული სურათზე), სურათის აღწერა (რა არის და რისი ყდაა) და ატვირთვის თარიღი. — BH განხილვაწვლილი 09:17, 3 იანვარი 2011 (UTC)
აქ ხომ დაგიდეთ ბმული სურათის? შედით მის რედაქტირებაში, დააკოპირეთ მთლიანი თარგი. ამის მერე შედით თქვენს მიერ ატვირთული ყდის რედაქტირებაში და ყველაფრის მაგივრად, რაც იქ წერია, ჩასვით დაკოპირებული თარგი.
ამის შემდეგ იმ მისამართის მაგივრად, რომელიც მასში წერია (ანუ საიდან არის აღებული), ჩასვით ინგლისური ვიკიპედიის სურათის პირდაპირი ბმული. აღწერაში დაწერეთ, რომ ეს არის ამა და ამ ჯგუფის ამა და ამ ალბომის ყდა ან გარეკანი (მეტი ინფორმაცია არ უნდა). თარიღის ველში ჩაწერეთ ატვირთვის თარიღი (ანუ დღევანდელი). — BH განხილვაწვლილი 09:30, 3 იანვარი 2011 (UTC)
გამარჯობათ. კარგი იქნებოდა, თუ ამ სტატიას სანდო და გადამოწმებად წყაროებს მიუთითებთ. საუკეთესო სურვილებით, —G.G. 07:12, 13 ივლისი 2011 (UTC)
გამარჯობა, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით სტატიის „FN F2000“ დაწერისათვის. სტატიის ამჟამინდელ რედაქციას აკლია სანდო და გადამოწმებადი წყაროები. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ მათ მოძიებასა და მითითებაში, რათა ერთად გავაუმჯობესოთ სტატიის ხარისხი.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი.
გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:HansUlrichRudel.jpeg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.
ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.
გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ. — მიხეილ (მომწერე) 09:35, 16 სექტემბერი 2011 (UTC)
სტატიის ესკიზი
რედაქტირებასტატია ალბომზე უნდა იყოს ასეთი
- მინიმუმ 3 წინადადება (სიმღერების სიის გარდა)
- სიმღერების სიაში და ზოგადად სხვაგანაც სიმღერების სათაურები ბრჭყალების გარეშე იწერება (დახრილი ტექსტის შემქმნელი ბრჭყალები არ იგულისხმება.
- იწერება ასე -
ალბომის სათაური — ამა და ამ ჯგუფის ესა და ეს ალბომი.
ეს ყველაფერი სტანდარტად არის ქცეული. ასევე უნდა იყოს წყაროები ან სექცია ’რესურსები ინტერნეტში’. სხვა სტატიები მუსიკალურ ალბომებზე ნათელი მაგალითებია.— Henry McLean განხილვაწვლილი 08:18, 17 სექტემბერი 2011 (UTC)
წყაროს მითითება
რედაქტირებასალამი. ნუ გავიწყდება სტატიაში წყაროს მითითება. თუ თარგმნი, იქ არსებული ბმულები მაინც გადმოიტანე. --მიხეილ (მიწერა) 16:03, 10 იანვარი 2012 (UTC)
გამარჯობა. გთხოვთ სტატიის შემოტანის შემდეგ მას თან დაურთოთ რესურსები ინტერნეტში. ინგ. სტატიაში Blue Öyster Cult არის სექცია External links და ქართულშიც შესაძლებელია იმავეს გადმოტანა. – BruTe (გ) 19:41, 3 ივნისი 2012 (UTC)
სალამი. სტატიებიდან დაკოპირებული ინფოდაფა კარგია, მაგრამ გირჩევდი შეიხედო აქ და ეს მოდელი დააკოპირო, ვინაიდან ყველა ველი მუშაობს და თან აქვს ველი 'ლანდშაფტი', რომელიც სურათის დიდ ვერსიას აჩვენებს და არა მომცროს. საკონცერტო ფოტოებისათვის არის გამოსადეგი. --H.McC. (მომწერეთ) 09:14, 4 ივნისი 2012 (UTC)