Akakigeo
გამარჯობა, Akakigeo. მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.(?) |
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გაეცანი სტატიების რედაქტირების დახმარების გვერდს, სადაც ახსნილია სტატიების რედაქტირების პრინციპები.
|
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
გახსოვდეს - ვიკიპედია არის ენციკლოპედია, შესაბამისად ნებისმიერი სტატია უნდა იყოს აკადემიური, ნეიტრალური (?) და ეფუძნებოდეს აკადემიურ და გადამოწმებად წყაროებს.(?) ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სურთ შექმნან ახალი სტატიები - ამ შემთხვევაში სწორედ ავტორი არის ვალდებული, დაამტკიცოს ახალი სტატიის მნიშვნელობა ენციკლოპედიისთვის.
გაგვაგებინე
თუ გეგმავ, რომ სტატია აქტიურად დაარედაქტირო და ამისთვის დრო გჭირდება, სტატიის დასაწყისში ჩასვი
{{subst:მუშავდება}} , რათა აცნობო სხვა რედაქტორებს ამის შესახებ. ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ხშირად შეინახე
რაც შეიძლება ხშირად შეინახე რედაქტირებები - ამისთვის, რედაქტირების პანელის ქვედა ნაწილში ღილაკ „ცვლილებების შენახვა“ დააჭირე.(იხ. სურათი ქვემოთ) |
ხელი მოაწერე
ვიკიპედიაში გვერდების რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს: სტატიების გარდა, არსებობს ასევე განხილვის გვერდები. განხილვის გვერდი ყველა სტატიას აქვს; ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი კონსტრუქციული მოსაზრების დატოვება. განხილვის გვერდზე აუცილებელია ხელმოწერის დატოვება. ამისთვის ტექსტის ბოლოს ჩაწერე ოთხი ტილდა (
~~~~ ) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დააჭირე (იხ. სურათი მარჯვნივ). გაგვეცანი
კარგი იქნება, თუ სხვა რედაქტორებს გაუმარტივებ კომუნიკაციას. თითოეულ მომხარებელს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, რომელზეც შეგიძლია დაამატო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობ და ინტერესთა სფეროები.
გვთხოვე დახმარება
თუ დახმარების გვერდებს გაეცანი და მაინც გჭირდება დახმარება, საკუთარ განხილვის გვერდზე ჩასვი {{დამეხმარეთ}}, მოგვწერე კითხვა, და ჩვენი აქტიური რედაქტორი აუცილებლად გიპასუხებთ.
|
პატივი ეცი სხვის შრომას
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
|
Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Ivane Javakhishvili.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.
ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.
გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ. ნიკა (გ) 18:19, 2 ივლისი 2010 (UTC)
გამარჯობა
რედაქტირებაგამარჯობა, აკაკი :) — Nodar Kherkheulidze (გ) 14:02, 13 ივნისი 2011 (UTC)
აკაკი ფულადი ერთეულებისთვის გამოიყენე თარგი:ინფოდაფა ვალუტა--Δαβίδ 20:25, 16 ივნისი 2011 (UTC)
- გამარჯობა, ნოდარ :)
გამარჯობა, გადახედეთ თქვენ მიერ შექმნილ ამ სტატიას და ნახეთ რა ცვლილებებიც შევიტანეთ. სტატიას ჭირდება საერთაშორისო ბმულები, კატეგორია და უმჯობესი იქნება თუ ფოტოებსაც ჩასვამთ. წარმატებები. --მიხეილ (მომწერე) 12:50, 13 ოქტომბერი 2011 (UTC)
ეს და ეს
რედაქტირებაგამარჯობა, აკაკი. ეს სტატიები ცალკე სტატიებად საჭიროა? ვიკიპედიაში, როგორც წესი, ასეთ სტატიებს ცალკე არ ვქმნით ხოლმე. უფრო ხშირად ასეთი რამე ქვეთავების სახით იწერება უფრო ზოგად სტატიებში. მაგალითად, აქ (შესაბამის განყოფილებაში) ან აქ... Deu aw 13:24, 17 ოქტომბერი 2011 (UTC)
- გასაგებია, დავით. მაგრამ აქ XIX საუკუნის საქართველო საერთოდ ვერ ვნახე. ამიტომაც, თუ შეიძლება, რომ ეს სტატიები დავამთავრო, ხოლო კოლონიური პოლიტიკა საქართველოს ისტორიის გვერდზე გადავიტანო, ხოლო იმერეთის დროებითი მმართველები მოგვიანებით განვავრცო? Akakigeo განხილვაწვლილი 14:41, 17 ოქტომბერი 2011 (UTC)
- იცი, არ მინდა რომ ტყუილად იწვალო... პატარა რჩევებს მოგცემ. მე სტატია არ წამიკითხავს, რომ არ მოგატყუო, მაგრამ მაინც :). ისეთ თემაზე წერ, რომ აუცილებელია ნეიტრალურობის დაცვა და თანაც რთულია — შეეცადე ძალიან "ქართული" სტატია არ გამოვიდეს, ყველაფერი ნეიტრალურად უნდა ეწეროს. კიდევ, კარგი იქნება თუ სტატიაში წყაროებს მიუთითებ — სასურველია სქოლიოს სახით. მოდი ასე ვქნათ, რომ მოათავებ, მერე შემომძახე და მოგეხმარები, რომ მივუჩინოთ ადგილი სწორად . Deu aw 15:20, 17 ოქტომბერი 2011 (UTC)
- გასაგებია, დავით. ვცდილობ, ნეიტრალურობა დავიცვა მაქსიმალურად. პირად მოსაზრებებს და ზედსართავ სახელებს არ ვიყენებ და, შესაბამისად, „ქართული სტატიაც“არ გამოვა სავარაუდოდ. სქოლიოს აუცილებლად მივუთითებ, მთავარია ჯერ დავასრულო. მადლობა რჩევისთვის. Akakigeo განხილვაწვლილი 15:35, 17 ოქტომბერი 2011 (UTC)
- იცი, არ მინდა რომ ტყუილად იწვალო... პატარა რჩევებს მოგცემ. მე სტატია არ წამიკითხავს, რომ არ მოგატყუო, მაგრამ მაინც :). ისეთ თემაზე წერ, რომ აუცილებელია ნეიტრალურობის დაცვა და თანაც რთულია — შეეცადე ძალიან "ქართული" სტატია არ გამოვიდეს, ყველაფერი ნეიტრალურად უნდა ეწეროს. კიდევ, კარგი იქნება თუ სტატიაში წყაროებს მიუთითებ — სასურველია სქოლიოს სახით. მოდი ასე ვქნათ, რომ მოათავებ, მერე შემომძახე და მოგეხმარები, რომ მივუჩინოთ ადგილი სწორად . Deu aw 15:20, 17 ოქტომბერი 2011 (UTC)
სექციები
რედაქტირებაგამარჯობა აკაკი, „წყაროების“ მაგივრად ვწერთ „ლიტერატურა“, „რესურსები ინტერნეტში“ ან „სქოლიო“ (უკეთეს შემთხვევაში სამივეს) --მიხეილ (მომწერე) 16:06, 17 ოქტომბერი 2011 (UTC)
სქოლიო
რედაქტირებაამ სტატიაში რომ მიუთითე ლიტერატურა, ეგ არის უბრალოდ ლიტერატურა (რაც ძალიან კარგი და საჭიროა), მაგრამ სქოლიო სხვა რამეა. გადახედე ამ სტატიას. ბევრი წინადადების ბოლოში წერია რიცხვი, დააწკაპუნებ და ამ წინადადების წყაროს გიჩვენებს სქოლიოში :). ეს სულ სხვა რამეა. მაგავე სტატიის რედაქტირებაში თუ შეხვალ და დააკვირდები, როგორ კეთდება სქოლიო, ძალიან კარგი იქნება - გამოგადგება. Deu aw 16:19, 17 ოქტომბერი 2011 (UTC)
- მადლობა რჩევისთვის. აუცილებლად გავითვალისწინებ. Akakigeo განხილვაწვლილი 16:58, 17 ოქტომბერი 2011 (UTC)
- რჩევა არაა ეს. ეს სასურველი კი არაა, ასე უნდა გააკეთო . Deu aw 17:00, 17 ოქტომბერი 2011 (UTC)
- კარგი ბატონო, ნუ იქნება რჩევა. როგორც იურისტები ვამბობთ, იმპერატიული ნორმა . Akakigeo განხილვაწვლილი 17:01, 17 ოქტომბერი 2011 (UTC)
- სასიამოვნოა, მომავალი კოლეგები ვყოფილვართ . არა, მთლად იმპერატიული არა... ვიკიპედიისაგან შორსაა ეგ პრინციპი. უბრალოდ ასე ვაკეთებთ ხოლმე — წესად ქცეული პრაქტიკა :). Deu aw 17:06, 17 ოქტომბერი 2011 (UTC)
- კარგი ბატონო, ნუ იქნება რჩევა. როგორც იურისტები ვამბობთ, იმპერატიული ნორმა . Akakigeo განხილვაწვლილი 17:01, 17 ოქტომბერი 2011 (UTC)
- რჩევა არაა ეს. ეს სასურველი კი არაა, ასე უნდა გააკეთო . Deu aw 17:00, 17 ოქტომბერი 2011 (UTC)
კრიტერიუმები
რედაქტირებააკაკი, სტატია უნდა შეიცავდეს მინიმუმ სამ დასრულებულ ფრაზას, სამ ბმულს სხვა სტატიებზე, და, თუ შესაძლებელია, ერთ ბმულს სხვა ვიკიპედიაზე. გთხოვ, ასევე გაეცანი კრიტერიუმებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყოველი სტატია. Nodar Kherkheulidze განხილვა 16:51, 17 ოქტომბერი 2011 (UTC)
- გასაგებია, ნოდარ. დღეს გვერდს შევქმნი და ხვალ დავამატებ ბმულებსაც. ზოგიერთ პიროვნებაზე ინფორმაცია ძალიან მწირია. ამიტომაც მოძიება გარკვეულ დროსთანაა დაკავშირებული. ხვალ მივხედავ. Akakigeo განხილვაწვლილი 16:57, 17 ოქტომბერი 2011 (UTC)
აკაკი, თუ შეგიძლია, განავრცე ეს სტატია, თორემ ძალიან მოკლეა Nodar Kherkheulidze განხილვა 18:48, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)
მუსიკა
რედაქტირებაგამარჯობა. ქართულ ენაში სიტყვა 'მუსიკა' სიტყვების 'სიმღერა' და 'კომპოზიცია' სინონიმებად არ გამოიყენება. მუსიკა არის აბსტრაქტული სიტყვა. შეგიძლია თქვა 'ამ ჯგუფის მუსიკა არის ლამაზი', მაგრამ არ შეიძლება თქვა 'ამ მუსიკამ გაიმარჯვა საუკეთესო მუსიკების კონკურსში' - ეს გაუმართავია. შეძლებისდაგვარად, გაითვალისწინე. --Henry McClean განხილვაწვლილი 22:32, 20 თებერვალი 2012 (UTC)
- აუცილებლად გავითვალისწინებ. ჯერ სტატია დამუშავების პროცესშია. მადლობა რჩევისთვის. Akakigeo განხილვაწვლილი 15:36, 21 თებერვალი 2012 (UTC)
ზოგადად ჯგუფებს პირდაპირ ჟანრის კატეგორიაში არ ვსვამთ, ანუ ვგულისხმობ ამას - „ელექტრონული მუსიკა“. საკმარისია ის, რომ კატეგორიად უწერია „ქართული ელექტრონული ჯგუფები“. „ელექტრონული მუსიკა“ ზოგადი მცნებაა და ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ქვეკატეგორიების მიხედვით უნდა იყოს. --Henry McClean განხილვაწვლილი 21:12, 22 თებერვალი 2012 (UTC)