რევაზ ლორთქიფანიძე
გამარჯობა, რევაზ ლორთქიფანიძე. მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.(?) |
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გაეცანი სტატიების რედაქტირების დახმარების გვერდს, სადაც ახსნილია სტატიების რედაქტირების პრინციპები.
|
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
გახსოვდეს - ვიკიპედია არის ენციკლოპედია, შესაბამისად ნებისმიერი სტატია უნდა იყოს აკადემიური, ნეიტრალური (?) და ეფუძნებოდეს აკადემიურ და გადამოწმებად წყაროებს.(?) ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სურთ შექმნან ახალი სტატიები - ამ შემთხვევაში სწორედ ავტორი არის ვალდებული, დაამტკიცოს ახალი სტატიის მნიშვნელობა ენციკლოპედიისთვის.
გაგვაგებინე
თუ გეგმავ, რომ სტატია აქტიურად დაარედაქტირო და ამისთვის დრო გჭირდება, სტატიის დასაწყისში ჩასვი
{{subst:მუშავდება}} , რათა აცნობო სხვა რედაქტორებს ამის შესახებ. ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ხშირად შეინახე
რაც შეიძლება ხშირად შეინახე რედაქტირებები - ამისთვის, რედაქტირების პანელის ქვედა ნაწილში ღილაკ „ცვლილებების შენახვა“ დააჭირე.(იხ. სურათი ქვემოთ) |
ხელი მოაწერე
ვიკიპედიაში გვერდების რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს: სტატიების გარდა, არსებობს ასევე განხილვის გვერდები. განხილვის გვერდი ყველა სტატიას აქვს; ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი კონსტრუქციული მოსაზრების დატოვება. განხილვის გვერდზე აუცილებელია ხელმოწერის დატოვება. ამისთვის ტექსტის ბოლოს ჩაწერე ოთხი ტილდა (
~~~~ ) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დააჭირე (იხ. სურათი მარჯვნივ). გაგვეცანი
კარგი იქნება, თუ სხვა რედაქტორებს გაუმარტივებ კომუნიკაციას. თითოეულ მომხარებელს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, რომელზეც შეგიძლია დაამატო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობ და ინტერესთა სფეროები.
გვთხოვე დახმარება
თუ დახმარების გვერდებს გაეცანი და მაინც გჭირდება დახმარება, საკუთარ განხილვის გვერდზე ჩასვი {{დამეხმარეთ}}, მოგვწერე კითხვა, და ჩვენი აქტიური რედაქტორი აუცილებლად გიპასუხებთ.
|
პატივი ეცი სხვის შრომას
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
|
Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
— მიხეილ მიწერა 20:40, 12 ივლისი 2012 (UTC)
- ბატონო რევაზ ვიკიპედიაში პირველ პირში არ ვწერთ (ჩვენ ვფიქრობთ და ა. შ.), იქნებ ჩაასწოროთ შემოტანილი მასალა. --მიხეილ მიწერა 21:17, 12 ივლისი 2012 (UTC)
სტატიების წერა.
რედაქტირებაგამარჯობა. სანამ სტატიების წერას დაიწყებდეთ, გთხოვთ, გაეცანით ვიკიპედიის წესებს, დახმარების გვერდებსა და მასწავლებელს. ნახეთ ახალი გვერდის შექმნის წესები. — Nodar Kherkheulidze განხილვა 07:10, 13 ივლისი 2012 (UTC)
- კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ გადახედოთ ზემოთ მოცემულ ბმულებს და აგრეთვე გაითვალისწინოთ, რომ სტატია უნდა შეიცავდეს მინიმუმ სამ დასრულებულ ფრაზას, სამ ბმულს სხვა სტატიებზე და, თუ შესაძლებელია, ერთ ბმულს სხვა ვიკიპედიაზე; ყოველ სტატიაში უნდა იყოს მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყაროები (იხილეთ: ლიტერატურის მითითება და წყაროს მითითება. გაითალისწინეთ, რომ სტატიები, რომლებიც არ შეესაბამება ვიკიპედიის სტანდარტებს, წაიშლება, ხოლო წესების სისტემატიურად დარღვევის შემთხვევაში, თქვენ მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული ღონისძიებები. — Nodar Kherkheulidze განხილვა 08:04, 13 ივლისი 2012 (UTC)
- თუ არის ისეთი რამ, რაშიც დახმარება გჭირდებათ, შეგიძლიათ, თავისუფლად მიმართოთ ნებისმიერ აქტიურ მომხმარებელს ან ითხოვოთ დახმარება ვიკიპედიის ფორუმში. — Nodar Kherkheulidze განხილვა 08:04, 13 ივლისი 2012 (UTC)
გთხოვთ, იხილეთ ჩემი განხილვის გვერდი. — Nodar Kherkheulidze განხილვა 08:28, 13 ივლისი 2012 (UTC)
გამარჯობა, თუ შეიძლება, წყაროს სახით ინგლისურენოვანი ვიკიპედიის სტატიებს ნუ ჩასვამთ - ისინი წყაროებად არ ითვლება. შესაძლოა, სტატია თარგმნილი იყოს უცხო ვიკიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა - ამ უცხო ვიკის წყაროდ მითითება არ ხდება. --H.McC. (მომწერეთ) 09:31, 13 ივლისი 2012 (UTC)
წყაროს მითითება
რედაქტირებაბატონო რევაზ, შესაძლებელია, სტატიაში წყაროს რამდენიმენაირად მითითება. მაგალითად, თუ თქვენს გსურთ, რომ წინადადებას „საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1918 წელს“ ჰქონდეს სქოლიო, აკეთებთ შემდეგს:
საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1918 წელს<ref>აქ მიუთითებთ შესაბამის წყაროს</ref>.
ამის შემდეგ, სტატიის ბოლოში აკეთებთ ასეთ სექციას:
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
შედეგად, მივიღებთ იმას, რომ წინადადების ბოლოს მითითებული წყარო სქოლიოს სახით გამოჩნდება სტატიის ბოლოში. — Nodar Kherkheulidze განხილვა 09:33, 13 ივლისი 2012 (UTC)
- დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ წყაროს მითითება. — Nodar Kherkheulidze განხილვა 09:34, 13 ივლისი 2012 (UTC)
გაფრთხილება
რედაქტირებაიძულებული ვარ, გაგაფრთხილოთ იმის შესახებ, რომ თქვენ არღვევთ ვიკიპედიის წესებს, მითითებების მიუხედავად. უკვე მიგითითეთ ზევით, თუ ფორმატირების რა შეცდომებს უშვებთ თქვენს სტატიებში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს მინიშნებები. --H.McC. (მომწერეთ) 10:38, 13 ივლისი 2012 (UTC)
ზევით ყველა ინსტრუქცია მითითებულია, წაიკითხეთ ისინი, თუ შეიძლება. ვიკიპედიის სტატია ექსპერიმენტების ადგილი არ უნდა იყოს და სტატიას უნდა ჰქონდეს გამართული სახე. --H.McC. (მომწერეთ) 10:43, 13 ივლისი 2012 (UTC)
გაგიმეორებთ - „წყაროს სახით ინგლისურენოვანი ვიკიპედიის სტატიებს ნუ ჩასვამთ - ისინი წყაროებად არ ითვლება. შესაძლოა, სტატია თარგმნილი იყოს უცხო ვიკიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა - ამ უცხო ვიკის წყაროდ მითითება არ ხდება.“--H.McC. (მომწერეთ) 10:48, 13 ივლისი 2012 (UTC)
--H.McC. (მომწერეთ) 11:00, 13 ივლისი 2012 (UTC)
კეთილი, უბრალოდ დააკვირდით ხოლმე გვერდის თავში ნარინჯისფერ ფონს - თუ გამოჩნდა, ესე იგი, მიღებული გაქვთ შეტყობინება. შეტყობინებები მოდის ძირითადად გვერდის ბოლოს და ამიტომ შესაძლოა, დაგჭირდეთ გვერდის ქვედა ნაწილში ჩახედვა. ბოდიშს გიხდით, რომ რამდენიმეჯერ გაგიმეორეთ, მაგრამ როდესაც მომხმარებელი არ ახდენს რეაგირებას და იგივეს იმეორებს, ეს ავტომატურად განიხილება, როგორც წესების უგულვებელყოფა. თუ თქვენ უბრალოდ ვერ შეამჩნიეთ ეს მითითები, ეს უკვე პრობლემას არ წარმოადგენს და იმედია, გაითვალისწინებთ. ნოდარმა კი მიგითითათ, თუ როგორ ვუთითებთ წყაროებს. საერთოდ, კარგი იქნება, გაეცნოთ ამ მეგზურს, აქ კარგად არის ახსნილი, თუ როგორ ხდება ჩვენთან ტექსტის ფორმატირება. --H.McC. (მომწერეთ) 11:11, 13 ივლისი 2012 (UTC)
კეთილი, ბატონო რევაზ, მართალია ჩემი დიდი ინტერესის სფერო არ არის, მაგრამ ვცდილობ, თუკი რამე არ შეესაბამება ვიკიპედიის სტანდარტებს, ჩავასწორო და მით უმეტეს, თუკი ეს ეხება ასეთ თემატიკას. კიდევ ერთს გთხოვთ - განხილვებში (განხილვა არის გვერდი, რომელზეც ამ წამს იმყოფებით ან ჩემი განხილვა ან სტატიის განხილვა) საკუთარი გზავნილების ბოლოს ვაწერთ ხელს. ეს ხდება ავტომატურად, რედაქტირების ზედა პანელში სიმბოლოზე ერთხელ დაწკაპვით. ამის შემდეგ თქვენი გზავნილის ბოლოს გაჩნდება ასეთი ხაზები --~~~~. ეს ნიშნავს, რომ თქვენი გზავნილი ხელმოწერილია და აღარ არის აუცილებელი, ხელით დაწეროთ საკუთარი სახელ-გვარი. მაგალითად, თუ ახლა რამეს მიპასუხებთ ჩემ განხილვაში და ბოლოს ერთხელ დააწკაპუნებთ სიმბოლოზე , უკვე ხელმოწერილი იქნება. როგორც ვთქვი, ეს ხდება მხოლოდ სტატიებისა და მომხმარებლების განხილვების გვერდებზე. ეს ერთ-ერთი მთავარი წესია, ვინაიდან ხელმოუწერავი გზავნილის ავტორის იდენტიფიცირება გარკვეულ დროს იკავებს და შემდეგ ხელით უნდა შევიტანოთ ავტორების ვინაობა. წარმატებებს გისურვებთ თქვენც, დიდი მადლობა. --H.McC. (მომწერეთ) 11:21, 13 ივლისი 2012 (UTC)
ვიკიფიცირება
რედაქტირებაბატონო რევაზ, ვიკიფიცირებაში შეიძლება ბევრი რამ იგულისხმებოდეს. ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ტექსტს აკლია ფორმატირება, საჭიროა აბზაცებად დაყოფა და შესავალის სტანდარტების გათვალისწინება. მაგალითისათვის იხილეთ ეს სტატია. დასაწყისში, როგორც ვხედავთ, აღნიშნულია სტატიის მთავარი საკითხი - თავისუფალი ეკონომიკური ზონა და გამოყოფილია მუქი ტექსტით (მისი შექმნა ზედა პანელიდან ხდება და ძირითადად, 6 ბრჭყალს შორის მოქცეული ტექსტით, ანუ '''ტექსტი იწერება აქ'''). სტატიის ძირითადი საკითხი იწერება თავში და იწერება, თუ რა არის იგი (ანუ ხდება რეზიუმირება). ზევით მაგალითის სახით მოყვანილი სტატიის შემთხვევაში რეზიუმეა:
თავისუფალი ეკონომიკური ზონა — ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელშიც, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიასთან შედარებით, ეკონომიკური რეგულირების გამარტივებული რეჟიმი მოქმედებს.
თქვენ შემთხვევაში უკვე წერია:
კონკურენცია, ზოგადი გაგებით, წარმოადგენს შეჯიბრს ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკაში.
ნათელია, რომ თქვენ გსურთ მიუთითოთ, თუ რა არის კონკურენცია. მაგრამ ვინაიდან უკვე არსებობს ეკონომიკური კონკურენციის მცნება, იქნებ პირდაპირ ჩამოყალიბდეს პირველ წინადადებად, თუ რა არის იგი. ანუ დაიწეროს ასე:
ეკონომიკური კონკურენცია — ასეთი და ასეთი სახის კონკურენცია (მაგალითისათვის).
ზოგადად, სტატიებს ვიწყებთ ასეთი რეზიუმირებით, მაგალითისათვის შეგიძლიათ გადახედოთ ნებისმიერ სტატიას. --H.McC. (მომწერეთ) 12:23, 13 ივლისი 2012 (UTC)
ბატონო რევაზ, უკვე მოგწერეთ აქ, თუ რას ნიშნავს ვიკიფიცირება. ამ ჩარჩოში ნათლად წერია, რომ სანამ არ მოხდება ვიკიპედიის ყველა სტანდარტით სტატიის შეცვლა, ჩარჩოს ამოღება არ ხდება. --H.McC. (მომწერეთ) 12:54, 13 ივლისი 2012 (UTC)
სქოლიო
რედაქტირებაგამარჯობათ. გადახედეთ თქვენს სტატიებს და მიხვდებით რა ცვლილებები შევიტანე. იმედია შემდეგი სტატიების შექმნისას სქოლიოს სწორად მიუთითებთ. გმადლობთ და წარმატებები ვიკისაქმიანობაში. --ჯაბა ლაბაძე 04:35, 14 ივლისი 2012 (UTC)
გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Rozeta Asatiani.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის (სურათი, ვიდეო და ა.შ.) ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არ არის, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ საიტის ბმული საიდანაც აიღეთ და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ ფაილი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდან არის წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს დედანის ავტორის სახელი და ლიცენზია.
ფაილს ასევე, აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა ერთდროულად რამდენიმე ლიცენზიით გამოაქვეყნოთ ფაილი: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან შეგიძლიათ გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.
გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებელი არ არის, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე ფაილი წაიშლება! გმადლობთ. Abandoner განხილვაწვლილი 08:13, 16 დეკემბერი 2017 (UTC)
დიდი მადლობა, გამოვიყენებთ კომპლექსურ თარგს {{self|GFDL|cc-by-sa-all}} ფოტოს პირველად ვიყენებთ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პირადად ქალბატონ როზეტა ასათიანს 599530487. ჩვენ თუ მოვახერხეთ კომპლექსური თარგის დამატება, თქვენი გამოცდილებით დაგვეხმარეთ და დაამატეთ რა.
ლიცენზია გასწორებულია, თარგის მეორედ ჩასმის აუცილებლობა აღარ არის. გთხოვთ, მომავალში სტატიებში დაიცვათ ვიკიპედია:ნეიტრალური თვალსაზრისი და არ გამოიყენოთ აღწერები "ბრწყინვალე", "შესანიშნავი" და ა.შ. პიროვნების საქმიანობის შეფასების ციტირება დასაშვებია - თუკი მას, დავუშვათ, ასე აღწერენ პრესაში ან ლიტერატურაში. --Abandoner განხილვაწვლილი 09:13, 16 დეკემბერი 2017 (UTC) უღრმესი მადლიერება კვალიფიციური ჩართულობისათვის. ბედნიერი შობა-ახალი წელი... გაიხარეთ+
მრავალი იუბილე და შემოქმედებითად საქმიანი წარმატება მომელოცოს თქვენი უმაღლესი ნიჭიერების დარად - გულით გლოცავთ ყოველთვის+
ჩვენი ღვაწლმოსილი პროფესორი, ქ-ნი როზეტა ასათიანი ემზადება ოპერაციისათვის და ყოველდღე ველოდებით მასზე გვერდიის რედაქციების გადამოწმებასაც თქვენს მიერ. ვისაც ხელეწიფება, შესაძლოდ ოპერატიულად ვაწარმოოთ რა რედაქტირება. ბედნიერი შობა-ახალი წელი თქვენ და ინტელექტუალური შრომის ძალზე წარმატებული მომავალი საერთოდ+