მომწვანო-წითური აბლაბუდიანი სოკო
მომწვანო-წითური აბლაბუდიანი სოკო (ლათ. Cortinarius rufo-olivaceus) — სოკოს სახეობა აბლაბუდიანი სოკოების გვარისა,[1] რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას (კანადა).
მომწვანო-წითური აბლაბუდიანი სოკო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Cortinarius rufo-olivaceus (Fr.) Fr., 1838 | |||||||||||||||
|
ერთი წყარო მას საჭმელ სოკოდ თვლის,[2] მეორე წყარო კი — არასაჭმელად.[3] იზრდება კირიან და თიხიან ნიადაგზე ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ზაფხულიდან შემოდგომამდე.
სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა 1801 წელს როგორც Agaricus rufo-olivaceus. მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1838 წელს.[4]
სამეცნიერო სინონიმები:
აღწერა
რედაქტირებაქუდის დიამეტრი — 7-10 სმ, ნორჩობაში ნახევარსფეროსებრია, შემდგომში — ამობურცული ან ბრტყელი, ლორწოვანია, აბლაბუდისებრი საბურველით. ნორჩობაში იასამნისფერია, შემდეგ — წითელ-ყავისფერი. ახასიათებს იასამნისფერი შეფერილობის კიდეები, რომელიც თანდათან ვარდისფერდება.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, კბილით დაღმავალი. ნორჩობაში ზეთისხილისფერია ან იასამნისფერი, ხშირად ორივე ფერის, ასაკთან ერთად ყავისფერდება, თუმცა კიდეებთან ხშირად იტოვებს იასამნისფერ შეფერილობას.
რბილობი — იასამნისფერი, შუაში — მოყვითალო, მჟავე-მომწარო გემოთი, განსაკუთრებული სუნის გარეშე.
ფეხის სიგრძე — 5-11 სმ, სიგანე — 1,2-1,8 სმ, ძირში ბოლქვივით გამსხვილებული, ფეხის უმეტესი ნაწილი იასამნისფრად არის შეფერილი, ქვედა ნაწილი ღვინისფერ-წითელია.
სპორების ფხვნილი — ჟანგისფერ-ყავისფერი. სპორები — 10,5-14×6-8 მკმ, ნუშისებრი, მეჭეჭებიანი ზედაპირით.
ეკოლოგია და გავრცელება
რედაქტირებაგავრცელების არეალი მოიცავს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას, კერძოდ, ბრიტანეთის კოლუმბიას (კანადა).[5] იშვიათი სოკოა, შესულია ევროპის ზოგიერთი ქვეყნის წითელ წიგნში.[6] როგორც წესი იზრდება საკმაოდ დიდ ჯგუფებად შედარებით თბილ რეგიონებში, უპირატესად კირიან და თიხიან ნიადაგზე,[7] ფოთლოვან და შერეულ ტყეებში მუხისა და წიფლის ქვეშ,[2] ზაფხულიდან შემოდგომამდე.[8]
გალერეა
რედაქტირება-
ილუსტრაცია
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Bisby F.A., Roskov Y.R., Orrell T.M., Nicolson D., Paglinawan L.E., Bailly N., Kirk P.M., Bourgoin T., Baillargeon G., Ouvrard D. (red.) (16 mars 2011). ”Species 2000 & ITIS Catalogue of Life: 2011 Annual Checklist.”. Species 2000: Reading, UK. Läst 24 september 2012.
- ↑ 2.0 2.1 Pavol Škubla: Wielki atlas grzybów. Poznań: Elipsa, 2007. ISBN 978-83-245-9550-1.
- ↑ Нездойминого Э. Л. Семейство паутинниковые / отв. ред. М. А. Бондарцева. — СПб.: Наука, 1996. — С. 76. — 408 с. — (Определитель грибов России: Порядок агариковые. Вып. 1).
- ↑ E.M. Fries (1838) , In: Epicr. syst. mycol. (Upsaliae):268
- ↑ Cortinarius rufoolivaceus. Discover Life. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2022.
- ↑ Zbigniew Mirek: Red list of plants and fungi in Poland = Czerwona lista roślin i grzybów Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany. Polish Academy of Sciences, 2006. ISBN 83-89648-38-5.
- ↑ E. Garnweidner. Cortinarius rufoolivaceus Fr.. Pilze am Ammersee. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2014-07-18.
- ↑ ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 191, ISBN 99940-856-1-1.