მოლოგა (მდინარე)
მოლოგა — მდინარე რუსეთში, კალინინის, ნოვგოროდისა და ვოლოგდის ოლქებში, ვოლგის მარცხენა შენაკადი. ჩადის რაბინსკის წყალსაცავში. სიგრძე 456 კილომეტრი, აუზის ფართობი 29 700 კმ². მიედინება დაჭაობებულ ვაკეზე, ზემოთში გადის ვერესტოვოს ტბაზე. შერეული საზრდოობის მდინარეა, ჭარბობს თოვლის წყალი. წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 58 კილომეტრზე 172 მ³/წმ. იყინება ოქტომბერ-დეკემბერში, ყინულძვრა ახასიათებს აპრილ-მაისში. მოლოგის ნაპირზეა ქალაქები: ბეჟეცკი, პესტოვო, უსტიუჟნა.
მოლოგა | |
---|---|
ქალაქები | ბეჟეცკი, პესტოვო, უსტიუჟნა |
სიგრძე | 456 კმ |
აუზის ფართობი | 29 700 კმ² |
მოლოგა ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 83.