მოლითი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მოლითი.

მოლითისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ბაბი, ბეჟათუბანი, დეისი, ნებოძირი, ქვები). მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 680 მეტრი. ხარაგაულიდან 15 კილომეტრი. სოფელში არის რკინიგზის სადგური ხაშური-სამტრედიის მონაკვეთზე.

სოფელი
მოლითი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
თემი მოლითი
კოორდინატები 41°58′55″ ჩ. გ. 43°21′30″ ა. გ. / 41.98194° ჩ. გ. 43.35833° ა. გ. / 41.98194; 43.35833
პირველი ხსენება XVII საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 680
მოსახლეობა 205[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მოლითი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
მოლითი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)
მოლითი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
მოლითი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)

წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში. სოფელში დგას გვიან ფეოდალური ხანის კოშკი. 1906 წლის იანვარში რუსეთის რევოლუციის დროს მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო ექსპედიციამ დახვრიტა რამდენიმე ადამიანი მოლითის სადგურზე.[2]

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 205 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 293 137 156
2014[1]   205 96 109

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. Каландадзе, Варл. Мхеидзе, Вл., Очерки революционного движения в Гурии, სანქტ-პეტერბურგი: Эпоха, 1906. — გვ. 85.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II