სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მნათობი.

„მნათობი“ქართული ყოველდღიური ლეგალური ბოლშევიკური გაზეთი, გამოდიოდა თბილისში 1907 წლის 1 იანვრიდან 6 იანვრამდე. რედაქტორ-გამომცემელი — ს. ჭანტურია. „მნათობს“, ისევე როგორც მის წინამორბედ გაზეთებს — „ახალ ცხოვრებასა“ და „ახალ დროებას“, ხელმძღვანელობდნენ იოსებ სტალინი, მიხა ცხაკაია, ფილიპე მახარაძე, მალაქია ტოროშელიძე, მიხეილ დავითაშვილი, გიორგი თელია, მიხეილ ბოჭორიძე და სხვანი. ოფიციალურად „მნათობს“ ნეიტრალური მიმართულება უნდა ჰქონოდა და კატეგორიულად ეკრძალებოდა რევოლუციური იდეების პროპაგანდა, მუშათა და გლეხთა მოძრაობის ამსახველი საკითხების გაშუქება. მიუხედავად ამისა, „მნათობი“ გამოირჩეოდა თავისი თანამიმდევრული რევოლუციური მიმართულებით, თვითმპყრობელობის საწინააღმდეგო სულისკვეთებით, საინტერესი თემატიკითა და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით. „მნათობში“ თანამშრომლობდნენ იროდიონ ევდოშვილი, გერონტი ქიქოძე, ნატალია აზიანი, ვარლამ რუხაძე, ია ეკალაძე, დომენტი თომაშვილი, იასამანი, შალვა შარაშიძე, ნიკო კურდღელაშვილი, მუშა პოეტები — მ. ბოჭორიძე, ლ. იაშვილი, ვ. ხანდაშვილი და სხვანი. 1907 წლის 6 იანვარს მეფის ხელისუფლების ორგანოებმა „მნათობი“ აკრძალეს, ხოლო სტამბა, სადაც ის იბეჭდებოდა, დაარბიეს.

ლიტერატურა

რედაქტირება