„ახალი ცხოვრება“ — პირველი ქართული ლეგალური ბოლშევიკური გაზეთი, გამოდიოდა თბილისში 1906 წლის 20 ივნისიდან 14 ივლისამდე. გამოცემას ხელმძღვანელობდნენ იოსებ სტალინი, მიხა ცხაკაია, ფილიპე მახარაძე, მიხეილ დავითაშვილი, მალაქია ტოროშელიძე, მიხეილ ბოჭორიძე, გიორგი თელია და სხვები. ფორმალური რედაქტორი-გამომცემელი ნ. ახმეტელაშვილი.

იოსებ სტალინი, მიხა ცხაკაია, ფილიპე მახარაძე, მალაქია ტოროშელიძე, მიხეილ დავითაშვილი, გიორგი თელია, მიხეილ ბოჭორიძე

გაზეთს თავისი წვლილი შეჰქონდა ბოლშევიკური პარტიის იდეოლოგიური, ორგანიზაციული, ტაქტიკური და თერიული საფუძვლების მომზადებისა და დაცვის ისტორიის საქმეში. გამოქვეყნებული მასალა მოიცავდა არა მარტო საქართველოს და ამიერკავკასიის, არამედ მთელი რუსეთის პროლეტარიატის ინტერებსაც.

„ახალ ცხოვრებაში“ თანამშრომლობდნენ მწერლები: იროდიონ ევდოშვილი, გერონტი ქიქოძე, ია ეკალაძე, ნატალია არზიანი, დომენტი თომაშვილი, ვარლამ რუხაძე, ნიკო კურდღელაშვილი. მუშა პოეტები: მ. ბოჭორიძე, ლ. იაშვილი, ვ. ხანდაშვილი და სხვები. „ახალი ცხოვრება“ სულ გამოვიდა 20 ნომერი. დაიხურა მთავრობის განკარგულებით. 1906 წლის 14 ნოემბრიდან გამოცემის ხელმძღვანელობამ გაზეთი „ახალი დროება“ დააარსა.

ლიტერატურა

რედაქტირება