მიხეილ ჩხენკელი
მიხეილ ჩხენკელი (დ. 1 აპრილი, 1968, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი პოლიტიკოსი და მათემატიკოსი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 2017 წლის 30 მარტიდან 14 ივლისამდე. 2019 წლის 13 ნოემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად დაინიშნა. 2021 წლის 16 მარტიდან სამინისტრო ორად გაიყო და მიხეილ ჩხენკელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დარჩა; თანამდებობა დატოვა 2023 წლის 20 მარტს.
მიხეილ ჩხენკელი | |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
16 მარტი, 2021 – 20 მარტი, 2023 | |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე | გიორგი ამილახვარი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
13 ნოემბერი, 2017 – 14 ივლისი, 2018 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი |
წინამორბედი | ალექსანდრე ჯეჯელავა |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
13 ნოემბერი, 2019 – 16 მარტი, 2021 | |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი გახარია |
წინამორბედი | მიხეილ ბატიაშვილი |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
დაბადებული | 1 აპრილი, 1968 |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პენსილვანიის უნივერსიტეტი |
პროფესია | მათემატიკოსი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამიხეილ ჩხენკელი დაიბადა 1968 წლის 1 აპრილს ქალაქ თბილისში. მისი მშობლები უცხო ენების სპეციალისტები იყვნენ: მამა — გერმანისტი ზურაბ ჩხენკელი თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის უცხო ენათა კათედრას ხელმძღვანელობდა; დედა — ინგლისური ენის სპეციალისტი მერი ბაქრაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ასწავლიდა. 1985 წელს ჩხენკელმა წარმატებით, ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. შემდეგ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, იგი იყო მუსხელიშვილის სახელობის სტიპენდიატი. მოგვიანებით მან სწავლა განაგრძო პენსილვანიის უნივერსიტეტში, სადაც მას მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. მიხეილ ჩხენკელი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში. მან მიიღო მრავალი ჯილდო: სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მათ შორის საპროფესორო ოსკარი და პენსილვანიის უნივერსიტეტის 9 ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის, ასევე „Goldman Sachs“-ის ფონდის პრემია, სამეცნიერო-კვლევითი გრანტები და სტიპენდიები. იგი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოცემული წიგნების რეცენზენტი. იგი არის სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებების წევრი. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობის პერიოდში იგი იყო მათემატიკის დეპარტამენტის კომპიუტინგის კომიტეტის თავმჯდომარე, აგრეთვე პროფესორთა სენატის წევრი. იგი იყო მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების საკონკურსო კომიტეტების წევრი, ტექნოლოგიის, ანალიტიკური აზროვნების, აკადემიური სტანდარტების კომიტეტების წევრი, აშშ-ის მათემატიკური საზოგადოების სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების ჟიურის წევრი, სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციებისა და მათემატიკური ოლიმპიადების ორგანიზატორი, „Cengage Learning“-ის მრჩეველი და გოლდვოტერის პრემიის კომიტეტის წევრი. მიხეილ ჩხენკელი მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მათემატიკური საზოგადოებისა და აშშ-ის მათემატიკური ასოციაციის სამეცნიერო კონფერენციებში. იგი მონაწილეობს ახალი კურიკულუმების შემუშავებაში და კვლავ კითხულობს ლექციებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი და დიდი პროფესიული კავშირები აქვს ამერიკის შეერთებული შტატების მრავალი წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებთან, მათ შორის: ჰარვარდის, პრინსტონის, პენსილვანიის, იელის, კოლუმბიის, ბრაუნის, კორნელის, ჩიკაგოს, ბერკლის, ნიუ იორკის, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტებსა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში. იგი არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის („GAU“) ერთ–ერთი დამფუძნებელი. იგი ასწავლიდა ამავე უნივერსიტეტში, სრული პროფესორის ხარისხით და სხვადასხვა დროს ეკავა ვიცე–პრეზიდენტის, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანის პოსტები.
2016 წლის პირველ ნოემბერს მიხეილ ჩხენკელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დაინიშნა. 2017 წლის ნოემბრიდან მან დაიკავა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობა,[1] რომელიც 2018 წლის ივლისში დატოვა. 2019 წლის 13 ნოემბრიდან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი იყო.[2] 2021 წლის 16 მარტს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორად გაიყო — განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელად მიხეილ ჩხენკელი დარჩა.[3]
2023 წლის მარტში საქართველოს პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი „უცხოეთის აგენტების კანონის“ („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი) გასაპროტესტებლად ათასობით დემონსტრანტის, მათ შორის, სტუდენტების გამოსვლის შემდეგ,[4] 20 მარტს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თანამდებობის დატოვების სურვილი თავად გამოთქვა, რადგან აკადემიურ საქმიანობაში უნდოდა დაბრუნება.[5]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაჰყავს მეუღლე, ია ჭანუყვაძე. მისი უმცროსი ძმა, ეკონომიკის მაგისტრი გიორგი ჩხენკელი, რომელმაც განათლება, ასევე, აშშ-ში მიიღო, დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის დირექტორია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მიხეილ ჩხენკელი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ვებ-გვერდი დაარქივებული 2019-04-15 საიტზე Wayback Machine.
- მიხეილ ჩხენკელი[დაარქივებული] — საქართველოს მთავრობის საიტი
- მიხეილ ჩხენკელი[დაარქივებული] — საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტროს საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „პრემიერ-მინისტრმა მთავრობაში საკადრო ცვლილებების ბრძანებებს ხელი მოაწერა“. gov.ge. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „განათლების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა“. www.interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა“. Civil Georgia. 19 მარტი, 2021. ციტირების თარიღი: 20 მარტი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „რა ვიცით განათლების ახალ მინისტრ გიორგი ამილახვარზე“. რადიო თავისუფლება. 20 მარტი, 2023. ციტირების თარიღი: 20 მარტი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „რას გვპირდება ამილახვარი“. On.ge. 20 მარტი, 2023. ციტირების თარიღი: 20 მარტი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: ალექსანდრე ჯეჯელავა |
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 13 ნოემბერი, 2017 – 14 ივლისი, 2018 |
შემდეგი: თანამდებობა გაუქმდა |
წინამორბედი: მიხეილ ბატიაშვილი |
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი 13 ნოემბერი, 2019 – 16 მარტი, 2021 |
შემდეგი: თანამდებობა გაუქმდა |
წინამორბედი: თანამდებობა შეიქმნა |
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 16 მარტი, 2021 – დღემდე |
შემდეგი: გიორგი ამილახვარი |